ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ იურიდიული პირის საზოგადოებრივი დაინტერესების პირად განსაზღვრის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.11.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №584
სარეგისტრაციო კოდი 260000000.10.003.021604
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/12/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.11.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია | პრემიერ - მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საზოგადოებრივი დაინტერესების პირების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების დროებითი უფლებამოსილების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოს დებულებისა და საბჭოს მიერ საჩივრის განხილვის წესის“ დამტკიცების თაობაზე „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს ოფიციალური ანგარიშის შედგენის წესისა და ფორმის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ იურიდიული პირის საზოგადოებრივი დაინტერესების პირად განსაზღვრის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №584
2019 წლის 29 ნოემბერი
ქ. თბილისი
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ იურიდიული პირის საზოგადოებრივი დაინტერესების პირად განსაზღვრის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ყ.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ იურიდიული პირის საზოგადოებრივი დაინტერესების პირად განსაზღვრის კრიტერიუმები“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ იურიდიული პირის საზოგადოებრივი დაინტერესების პირად განსაზღვრის კრიტერიუმები
ზოგადი დებულებები
1. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ იურიდიული პირის საზოგადოებრივი დაინტერესების პირად განსაზღვრის კრიტერიუმები“ (შემდგომში − კრიტერიუმები) განსაზღვრავს იმ კრიტერიუმებს, რომელთა საფუძველზეც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში − სამსახური), საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, განსაზღვრავს იურიდიულ პირს საზოგადოებრივი დაინტერესების პირად (შემდგომში − სდპ).
2. იურიდიული პირის სდპ-ად განსაზღვრის მიზანია მისი პარტნიორებისა და მესამე პირების ინტერესების დაცვა, იურიდიული პირის მიმართ ნდობის გაზრდა, ფინანსური გამჭვირვალობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, საინვესტიციო გარემოს განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.
მუხლი 2🔗. სდპ-ად განსაზღვრის კრიტერიუმები
1. იურიდიული პირი სამსახურის მიერ შეიძლება განისაზღვროს სდპ-ად, თუ იგი არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული საწარმო და, ამასთან, წარმოადგენს სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის 25%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოს და საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს აკმაყოფილებს პირველი ან მეორე კატეგორიის საწარმოს კრიტერიუმებს, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში − კანონი) შესაბამისად.
2. ამ მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმის არსებობას სამსახური ადგენს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად სუბიექტის მიერ წარდგენილ ანგარიშგებებში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე. სამსახური ასევე უფლებამოსილია, მოიძიოს და დაამუშაოს ასეთი ინფორმაცია, კანონმდებლობის შესაბამისად.