ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ იურიდიული პირის საზოგადოებრივი დაინტერესების პირად განსაზღვრის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №584 |
|
2019 წლის 29 ნოემბერი ქ. თბილისი |
|
1. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ იურიდიული პირის საზოგადოებრივი დაინტერესების პირად განსაზღვრის კრიტერიუმები“ (შემდგომში − კრიტერიუმები) განსაზღვრავს იმ კრიტერიუმებს, რომელთა საფუძველზეც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში − სამსახური), საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, განსაზღვრავს იურიდიულ პირს საზოგადოებრივი დაინტერესების პირად (შემდგომში − სდპ).
2. იურიდიული პირის სდპ-ად განსაზღვრის მიზანია მისი პარტნიორებისა და მესამე პირების ინტერესების დაცვა, იურიდიული პირის მიმართ ნდობის გაზრდა, ფინანსური გამჭვირვალობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, საინვესტიციო გარემოს განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.
1. იურიდიული პირი სამსახურის მიერ შეიძლება განისაზღვროს სდპ-ად, თუ იგი არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული საწარმო და, ამასთან, წარმოადგენს სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის 25%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოს და საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს აკმაყოფილებს პირველი ან მეორე კატეგორიის საწარმოს კრიტერიუმებს, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში − კანონი) შესაბამისად.
2. ამ მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმის არსებობას სამსახური ადგენს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად სუბიექტის მიერ წარდგენილ ანგარიშგებებში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე. სამსახური ასევე უფლებამოსილია, მოიძიოს და დაამუშაოს ასეთი ინფორმაცია, კანონმდებლობის შესაბამისად.