ელექტროგენერაციის სასადგურე დანაკარგის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 26.11.2019
ძალის დაკარგვა 12.03.2020
გამომცემი ორგანო შემოსავლების სამსახური
ნომერი №41212
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016534
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/12/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ელექტროგენერაციის სასადგურე დანაკარგის განსაზღვრის შესახებ შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი 12.03.2020
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (1)
- ელექტროგენერაციის სასადგურე დანაკარგის განსაზღვრის შესახებ შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
დოკუმენტის ტექსტი
ელექტროგენერაციის სასადგურე დანაკარგის განსაზღვრის შესახებ
(ძალადაკარგულია - 12.03.2020, №7461)
შემესავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №41212
2019 წლის 26 ნოემბერი
ქ. თბილისი
ელექტროგენერაციის სასადგურე დანაკარგის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის, „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების დამდგენი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2547 განკარგულების პირველი პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
რეგულირებული საწარმოების (მათ შორის, ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატების და მცირე ელექტროსადგურების) მიერ სემეკისთვის სემეკის მიერვე დამტკიცებული ფორმით პერიოდულად წარდგენილ ანგარიშში ასახული ყოველთვიური ინფორმაცია სასადგურე დანაკარგების შესახებ, დაბეგვრის მიზნებისთვის, ჩაითვალოს შესაბამისი გადასახადის გადამხდელისთვის ელექტროგენერაციის სასადგურე დანაკარგად.
საფუძველი: დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის 2019 წლის 15 ნოემბრის №7 სხდომის ოქმი.
სამასახურის უფროსი ლევან კაკავა.