📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქალაქ ჩხოროწყუს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 02.12.2019
გამომცემი ორგანო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.107.016348
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/12/2019
matsne.gov.ge 6,013 სიტყვა · ~30 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 ცენტრის ზონა (შზ-2)
2 საკურორტო ზონა  (შზ-6)
3 საწარმოო ზონა 1 (იზ-1)
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
საკუთრების ფორმა kfw (2002)
სახელმწიფო 19,7%
კერძო 80%
საერთო სარგებლობის 0,12%
ძლიერი მხარეები და შესაძლებლობები სუსტი მხარეები და საფრთხეები
ზოგადი უფლებრივი ზონა ჰა
ლანდშაფტური ტერიტორია 624,1
სასოფლო-სამეურნეო ტერიტორია 571,5
გამწვანებული ტერიტორია 11,0
საკურორტო ზონა 2,6
გამწვანებული ტერიტორია (სასაფლაო) 6,6
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 15.03.2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 29.09.2017 ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 2242.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 12.03.2019 თუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის დასახლების - სოფელ შენაქოს ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ 92% 24.12.2019 ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 7067.00 მ2 გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ 92% 29.06.2018

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ჩხოროწყუს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 2019 წლის 2 დეკემბერი დაბა ჩხოროწყუ ქალაქ ჩხოროწყუს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის – გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 35-ე მუხლისა და 141-ე მუხლის მე-11 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 და „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილებების შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 თებერვლის №3 დადგენილებით დამტკიცებული ჩხოროწყუს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის  მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, დამტკიცდეს: ა) ქალაქ ჩხოროწყუს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია – ტექსტური ნაწილი (დანართი №1); ბ) ქალაქ  ჩხოროწყუს გენერალური გეგმა თანდართულ რუკებთან ერთად (დანართი №2); გ) ქალაქ  ჩხოროწყუს განაშენიანების გეგმა თანდართულ რუკებთან ერთად (დანართი №3). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დაბა ჩხოროწყუს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 თებერვლის  №3 დადგენილება.  მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ესებუა დანართი №1 ქალაქ ჩხოროწყუს  ქალაქთმშენებლობითი გეგმის განმარტებითი ბარათი 1. ჩხოროწყუს ადგილმდებარეობა, ბუნებრივ-კლიმატური პირობები  ჩხოროწყუ მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, ზემო  სამეგრელოს ისტორიულ-კულტურულ რეგიონში, დღევანდელი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში.  თბილისიდან დაშორებულია 317 კილომეტრით; უახლოესი სარკინიგზო სადგურ სენაკიდან – 36 კილომეტრით; უახლოესი პორტი – ფოთი 80  კმ-შია; სამხარეო ცენტრს – ქ. ზუგდიდს დაშორებულია 27 კმ-ით. განთავსებულია  ოდიშის ვაკეზე,  მდინარე  ხობისწყლის (სიგრძე – 150 კმ) მარცხენა ნაპირზე და მდინარე ოჩხომურის (სიგრძე – 70 კმ) ორივე ნაპირზე (სოფელ გარახას ჩათვლით). გეომორფოლოგიურად ქალაქის ტერიტორია წარმოადგენს სამეგრელოს მთების სისტემის დადაბლებულ ნაწილს. მისი რელიეფი ბორცვიანია; ბორცვები აგებულია მესამეულის ნალექებით. ზღვის დონიდან ქალაქის აბსოლუტური ნიშნულები მერყეობს 100-200 მეტრის ფარგლებში. ტექტონიკურად ჩხოროწყუს ტერიტორია მიეკუთვნება მთათაშორის ჩაღრმავების საქართველოს ბელტის ოდიშის ქვეზონას; სეისმურობის მიხედვით, 8-ბალიან სეისმურ რაიონს.  გეოლოგიური თვალსაზრისით, ქალაქის სამხრეთი ნაწილი აგებულია თიხებით და ქვიშაქვებით, სარმატულ მერგელებისა და კონგლომერატების ჩანართებით; ცენტრალურ ნაწილში დალექილია კირქვიანი კონგლომერატები, ბრექჩიები, კირქვები და თიხები. ჰიდროგეოლოგიური დარაიონების მიხედვით, ჩხოროწყუ იმყოფება სამეგრელოს არტეზიული რაიონის ცენტრში. სამეგრელოს არტეზიული აუზების ნაპრალების და ნაპრალ-კარსტული მიწისქვეშა წყლები მთელ მუნიციპალიტეტში წარმოდგენილია რამდენიმე წყალშემცველი კომპლექსითა და ჰორიზონტით. ქალაქის მთავარი წყლის ობიექტია მდინარე ხობისწყალი, ის ქალაქს ესაზღვრება ჩრდილო-აღმოსავლეთი მხრიდან. ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით მიედინება მდინარე ოჩხომური. კლიმატური დარაიონების მიხედვით და მისი მოსაზღვრე ტერიტორიები მიეკუთვნება ნოტიო  სუბტროპიკულ ზონას.  იცის რბილი ზამთარი და ხანგრძლივი ცხელი ზაფხული. ყველაზე მაღალი ტემპერატურით ხასიათდება  ივლისი და აგვისტო, რომელთა საშუალო ტემპერატურა შეადგენს 22° C; ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურაა იანვარ-თებერვალში, რომელთა საშუალო ტემპერატურა 0°C-ს უახლოვდება. ნალექების მაქსიმუმი შემოდგომა-ზამთარში მოდის; მათი საშუალო წლიური ოდენობა 1 400 – 1600 მმ-ია. 2. ქალაქ ჩხოროწყუს  ზოგადი საინჟინრო-გეოლოგიური პირობების შეფასება მომდევნო ინფორმაცია აღებულია 1974 წელს საქქალაქმშენსახპროექტში მთ. არქიტექტორის  რ.მ. ხატიაშვილის ხელმძღვანელობით დამუშავებული ჩხოროწყუს გენერალური გეგმიდან. შესაბამისად აღსანიშნავია რომ ზოგიერთი ქუჩის დასახელებამ განიცადა ცვლილება: სტალინის ქუჩა გახდა გამსახურდიას ქუჩა, კიროვის ქუჩა – კოსტავას ქუჩა, გორკის ქუჩა – თამარ მეფის ქუჩა, ლენინის ქუჩა – დავით აღმაშენებლის ქუჩა, წულუკიძის ქუჩა – რუსთაველის ქუჩა. ქალაქ ჩხოროწყუს ფარგლებში რელიეფი ხასიათდება სწორი და ბორცვიანი რელიეფით. ტერიტორიის ამგები ქანები ძირითადად მდებარეობს მყარ და სამშენებლოდ კარგ პირობებში. უარყოფით ფიზიკურ-გეოლოგიურ მოვლენებს (კასტრები, ჩაქცევები, მეწყერები და სხვა) ადგილი არ აქვს, მცირე გამონაკლისის გარდა ჩხოროწყუს ცენტრალური ნაწილის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს მარცხენა სანაპიროზე გავრცელებულია მცირე სიმძლავრის მეწყერები, რომელიც ჩვენ მიერ შედგენილ სქემატურ რუკაზე სათანადო პირობითი ნიშნითაა აღნიშნული. გამონაკლისს წარმოდგენს აგრეთვე მდ. მხ. ხობის წყლისა და ოჩხარუმის ტერასების ნაწილები. რომლებიც დაჭაობებულია და მდინარის ადიდების შემთხვევაში ადგილი აქვს დატბორვას. ამ ტერიტორიების გაჯანსაღება შეიძლება სათანადო საინჟინრო სამუშაოების ჩატარების შედეგად. არსებული საფონდო მასალებისა ჩვენ მიერ ჩატარებული რეკოგნოსცირებისა და სხვა მასალების საფუძველზე შედგენილ იქნა მდ. ოჩხომურის და მისი მიმდებარე ტერიტორიების საინჟინრო-გეოლოგიური პირობების სქემატური რუკა 1:5000 მასშტაბში. რუკაზე გამოყოფილია ტერიტორიები მათზე მშენებლობის ვარგისიანობის მიხედვით: I. სამშენებლო ტერიტორიები; II. არასამშენებლო ტერიტორიები; III. სამშენებლოდ უვარგისი ტერიტორიები (სპეციალური საინჟინრო მომზადების ჩატარების გარეშე) ; IV. სამშენებლოდ უვარგისი ტერიტორიები (დამეწყრილი ადგილები, წყალდიდობის შემთხვევაში მოსალოდნელი დატბორვის ადგილები). 3. ეკოლოგიური მდგომარეობა, გარემოს დაცვა, ბუნებრივი რისკები ქალაქ ჩხოროწყუს ზოგადი ეკოლოგიური მდგომარეობა (საჰაერო აუზი, მიწა, წყალი) – დაბინძურების სტაციონარული თუ მობილური წყაროების მცირერიცხოვნობის გამო – ძირითადად, კეთილსაიმედოა; თუმცა, ზედაპირული წყლების ხარისხის მონიტორინგი არ მიმდინარეობს. მთავარ დამაბინძურებელ ფაქტორს  წარმოადგენს ფეკალური კანალიზაციის წყლების ჩაშვება მდინარეებში, გამწმენდი ნაგებობის უმოქმედობის გამო. მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენები  გროვდება ქუჩებში განთავსებულ სტანდარტულ კონტეინერებში და გადის ზუგდიდში ცაიშის ნაგავსაყრელ პოლიგონზე (თვეში საშუალოდ 200 კუბ. მ.) მოქმედებს ჯართის შეგროვების პუნქტი. სამშენებლო და სამედიცინო ნარჩენების განცალკევებული მენეჯმენტი არ ხორციელდება. ქალაქის საზოგადოებრივ სივრცეში არსებული საზოგადოებრივი ტუალეტების მხოლოდ ნაწილი მოქმედებს. მუნიციპალიტეტის მერიის მონაცემებით, ბუნებრივ რისკებს, ზოგადად, წარმოადგენს ძლიერი წვიმები, წყალდიდობა, ქარიშხალი, მეწყერი, მდინარეთა ნაპირების წარეცხვა, ეროზია და გვალვა. საგულისხმოა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ბუნებრივი საფრთხეები მომატებულია. მუნიციპალიტეტს გააჩნია საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა, რომელიც მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ხანძრები, მიწისძვრები, წყალდიდობები, ღვარცოფები და გვალვები. თუმცა, არ არსებობს ბუნებრივი კატასტროფების წინასწარი შეტყობინების სისტემა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის  ბუნებრივი საფრთხეების ზონების ჩამონათვალში შედის საკუთრივ ჩხოროწყუ (მეწყერი სტადიონის ზონაში) და ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალი სოფელი გარახა (მეწყერი). გარემოსდაცვითი ორგანოების მიერ, ჩხოროწყუში,  23.02. 2009 გაიცა ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა (გარემოზე ზემოქმედების ნებართვა) ჩხოროწყუს ელექტროსადგურის განთავსებაზე. 4. ჰიდროქსელი, ჰიდროლოგიური რეჟიმი, ბუნებრივი რისკები ქალაქ  ჩხოროწყუ, ძირითადად, განთავსებულია ორ მდინარეს – ხობისწყალსა და ოჩხომურს შორის. მდ.ხობისწყალი სათავეს იღებს ეგრისის ქედის სამხრეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 2326 მეტრ სიმაღლეზე. მისი სიგრძეა 150 კმ; საშუალო დახრა 15,4% აუზის ფართობი 1340 კვ.კმ. მდინარის რეჟიმზე დაკვირვება დაიწყო 1941 წელს. მდინარე შერეული საზრდოობისაა; მაქსიმალური დონე ფიქსირდება მაისში, იშვიათად ივნისში და წყალმცირობის პერიოდთან შედარებით, მატულობს მნიშვნელოვნად (2 მეტრამდე). წვიმით გამოწვეული წყალმოვარდნები – 5-დან 7-მდე – აღინიშნება გაზაფხულზე და იწვევს წყალდიდობას და გრძელდება 1-15 დღე. შემოდგომაზე წყალმოვარდნა ფიქსირდება 7-9-ჯერ. მაქსიმალური წყლის ხარჯი მერყეობს 85,3-418 კუბომეტრ/წმ შორის (იხ. დანართი 3). მდ.ოჩხომური სათავეს იღებს ეგრისის ქედის ერთერთ განშტოებაზე, 1400 მეტრ სიმაღლეზე. მდინარის სიგრძე 47 კმ, საშუალო დახრა 28,1%; აუზის ფართობი 159 კვ.კმ. მდინარეზე სტაციონარული ჰიდროლოგიური დაკვირვება დადგენილი არ არის. ოჩხომური ხასიათდება მთელი წლის განმავლობაში წვიმის წყალმოვარდნების რეჟიმით, განსაკუთრებით, გაზაფხულზე და შემოდგომაზე; დონეთა სხვაობა 1,5 მეტრს აღწევს. ბოლო 5 წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა შემდეგ სტიქიურ ჰიდრომეტეოროლოგიურ მოვლენებს:ჩხოროწყუში 2008 წლის 19 ივნისს მდ. ოჩხომურმა დატბორა ნაკვეთები, დააზიანა გზა; 2009 წლის 18-19 ივნისს ძლიერი ქარის (30 მ/წმ) შედეგად დაზიანდა 8 საცხოვრებელი სახლი).    5. ისტორიული რეტროსპექტივა, კულტურული მემკვიდრეობა, ტოპონიმია ჩხოროწყუს ცენტრალური ნაწილი გვიან ჩამოყალიბებულ დასახლებას წარმოადგენს. იგი სოფლად მოიხსენიება 1859-1860 წლებში ჩატარებულ კამერული აღწერის ნუსხაში, რომელსაც ხელს აწერს თავადი რაფიელ ერისთავი; მაშინ ეს სახელწოდება ეკუთვნოდა დღევანდელი ქვედა ჩხოროწყუს ზედა ნაწილს, სადაც ცხრა წყარო ამოდიოდა. სწორედ ამ გარემოებას უკავშირდება ტოპონომი „ჩხოროწყუ“. გაზეთ „ცნობის ფურცლის“ 1899 წლის 30 სექტემბრის ნომრის სარედაქციო წერილში იმდროინდელი სოფლის სახელწოდება ასეა ახსნილი (წყაროს პუნქტუაცია და ორთოგრაფია დაცულია): „ჩხოროწყუ ორი რთული მეგრული სიტყვაა, ნიშნავს ჩხორო ცხრას და წყუ წყაროს, ე.ი. ცხრა წყაროს. სახელწოდება იქიდან წარმოსდგა, რომ ამ სოფელში, სადაც ნ.ა.დადიანი ცხოვრობს ერთ ადგილას ახლო-მახლო გამოდის ცხრა წყარო. ქართველთა წარმოდგენაში  რიცხვი ცხრა სიუხვისა და სიმრავლის გამომხატველია“. დღესდღეობით, ჩხოროწყუს შემადგენლობაში შედის სოფელი (უბანი) გარახა, რომელიც ორი ნაწილისაგან შედგება – ქვედა და ზედა გარახა. ტოპონიმ „გარახას“ (მეგრულად – „გარამხა“)  ეტიმოლოგია დაზუსტებული არ არის; ითვლება, რომ ის ნიშნავს ქვიან ფლატეს.  გარახა – მაღალი სერია მდ. ოჩხომურის აღმოსავლეთით; იქ არსებობდა  სამი კოშკისგან შემდგარი ციხის კომპლექსი, დღემდე ნანგრევების სახით ორია შემორჩენილი. ეს თავდაცვითი ნაგებობები მე-16 საუკუნით თარიღდება. უბან მეორე მოიდანახესთან მდებარეობს გამოქვაბული „ყალიჩონა“, რომელიც წარმოადგენს განტოტებულ კარსტულ მღვიმეს. მღვიმეში ნაპოვნია ნეოლითური ხანის სადგომის ხის მასალა, ქვისა და ბრინჯაოს იარაღები, სხვა ნაკეთობები. მუნიციპალიტეტისა და ჩხოროწყუს ტერიტორიაზე ნაპოვნი არქეოლოგიური მასალა წარმოდგენილია ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციასა და საცავებში. მოსახლეობის თანდათანობით ზრდის კვალდაკვალ ჩხოროწყუმ ადმინისტრაციული ერთეულის სტატუსი შეიძინა. 1909 წელს, იმდროინდელი პრაქტიკის შესაბამისად, ეკლესიამ დასახლება „ჩხოროწყუდ“ მონათლა; აქვე დაინიშნა ყოველწლიური ბაზრობა „იარმარკობა“. 1929 წლიდან ჩხოროწყუ ზუგდიდის მაზრას გამოეყო  და ცალკე ადმინისტრაციული დანაყოფი გახდა. ქალაქის (ადმინისტრაციული რაიონის, ამჟამად – მუნიციპალიტეტის  ცენტრის) სტატუსი ჩხოროწყუმ მოგვიანებით, 1960 წელს მიიღო.  ჩხოროწყუს ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე არცერთი ძეგლი არ არის. 6. ადმინისტრაციული საზღვრები, სივრცით-ტერიტორიული სტრუქტურა, ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაცია, მშენებლობა ქალაქ  ჩხორიწყუს ტერიტორია შეადგენს 17,02 კვ. კილომეტრს; მას ესაზღვრება შემდეგი სოფლები: აღმოსავლეთით – ნაკიანი და ახუთი; დასავლეთით – ლეწურწუმე; ჩრდილოეთით – ჭოღა და ხაბუმე; სამხრეთით – ქვედა ჩხოროწყუ. ჩხოროწყუს ადმინისტრაციულ საზღვრებში შედიან გარახისა და მეორე მოიდანახის საროდონაიოს უბნები. ქალაქ  ჩხოროწყუს საბჭოთა პერიოდის ბოლო გენერალური გეგმა შეიმუშავა საპროექტო ინსტიტუტმა „საქქალაქმშენსახპროექტმა“ 1974 წელს. გენერალური გეგმა, რომელიც 1975 წელს დამტკიცდა, გაანგარიშებული იყო 2000 წლამდე.  ქალაქის მოსახლეობას, 1993 წლის 1 იანვრისთვის უნდა შეედგინა 5.400 ადამიანი (იხ. ილ.1). ჩხოროწყუს სივრცით-ტერიტორიული სტრუქტურა აკინძულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მიმართულ ძირითად ღერძზე, რომელიც ქალაქის საზღვრებში მშვიდობის და დავით აღმაშენებლის სახელობის ქუჩებს ემთხვევა. ამ ქუჩას რამდენიმე ქუჩა კვეთს, მათ შორის მნიშვნელოვანია ლ. გობეჩიას სახელობის ქუჩა. მშვიდობის და დავით აღმაშენებლის ქუჩებზე ადმინისტრაციულ-კულტურული დანიშნულების ობიექტებია კონცენტრირებული, ხოლო გობეჩიას ქუჩაზე უფრო სავაჭრო და საყოფაცხოვრებო მომსახურების ფუნქციებით ხასიათდება. ქუჩების ქსელი კვარტლებად ჰყოფს; განაშენიანება, ძირითადად, საკარმიდამოა, ინდივიდუალური სახლების სართულიანობა – 1-2 სართულია; არის რამდენიმე მრავალბინიანი საცხოვრებელი  სახლი. ბუნებრივი პირობების გამო (ორ მდინარეს შორის მდებარეობა), ქალაქ ჩხოროწყუ ამჟღავნებს გრძივი განვითარების ტენდენციას. ქალაქის ურბანული განვითარებისათვის მნიშვნელოვანია მიმდებარე სოფლების ინკორპორირების პრაქტიკა. თუ სოფ.მოიდანახეს შემთხვევაში ამის ახსნა გარკვეულ ლოგიკას პასუხობს, სოფ.გარახას ჩართვა ქალაქის სივრცით-ტერიტორიულ სტრუქტურაში სუბიექტური პირობებით ნაკარნახევს ჰგავს. 7. დემოგრაფიული და სოციალური ვითარება ქალაქ ჩხოროწყუს მოსახლეობა არასდროს ყოფილა მრავალრიცხოვანი. 1989 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერა აფიქსირებს 4.770 მოსახლეს, მათ შორის 2.194 კაცს და 2.576 ქალს. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგების თანახმად, ქალაქ ჩხოროწყუს მოსახლეობა შეადგენდა 4.916 ადამიანს, მათ შორის იყო 2.263 კაცი და 2.653 ქალი. საგულისხმოა, რომ ქალაქ ჩხოროწყუ მიეკუთვნება იმ გამონაკლისთა რიგს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა ამ ორ აღწერას შორის პერიოდში გაიზარდა 3.1% პროცენტით, ძირითადად, აფხაზეთიდან დევნილთა ხარჯზე. სხვა მონაცემები ასე გამოიყურება: 2002 წელს – 5040 მოსახლე; მოსახლეობის ზრდა 1989 წელთან შედარებით – 6.6%. ამჟამად ქალაქში 995 (318 ოჯახი) დევნილი ცხოვრობს. 2007 წელს ქალაქში 4.300 მოსახლე ირიცხებოდა; 2014 წელს კი – 5,2 ათასი (ზოგიერთი წყაროს მიხედვით – 7.000). 8. წარმოება და ეკონომიკა ქალაქ ჩხოროწყუს მოსახლეობის სამეურნეო-ეკონომიკური საქმიანობა წარსულში ორიენტირებული იყო სოფლის მეურნეობის პროდუქტების (მეცხოველეობა, მეჩაიეობა, მესიმინდეობა, მეხილეობა, მეაბრეშუმეობა, მეფუტკრეობა, ტუნგოს გაშენება) წარმოებასა და გადამუშავებაზე (ჩაის ფაბრიკები; საკონსერვო, რძისა და მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხნები; ხე-ტყის გადამამუშავებელი, აგურისა და ინერტული მასალის წარმოებები). დღეს ჩხოროწყუში მრეწველობა ჩამკვდარია; ფუნქციონირებს მხოლოდ რამდენიმე მცირე საწარმო, რომელთა აღჭურვილობა, ტექნოლოგიები, ენერგოეფექტიანობა და ნარჩენების მართვა შორს დგას თანამედროვე მოთხოვნებისაგან.   მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს ვაჭრობა და სოფლის მეურნეობის, ძირითადად თხილის პროდუქციის გასაღება. 9. საჯარო ფინანსები, საბანკო მომსახურება ადგილობრივი საბიუჯეტო შემოსავლები ეფუძნება ქონებისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გადასახადებს. მუნიციპალიტეტს გააჩნია ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომლის პრიორიტეტებია: სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა და ტურიზმი. 10. შიდადა გარე ტრანსპორტი ქალაქის ტერიტორია იკვეთება 3 შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზით: 1. ზუგდიდი-წალენჯიხა-ჩხოროწყუ-სენაკი (90 კმ, ინდექსი – შ-6), ქალაქის საზღვრებში ატარებს დავით აღმაშენებლის და მშვიდობის ქუჩის სახელს, 2. ზუგდიდი-ჯიხაშკარი-ჩხოროწყუ (26 კმ, ინდექსი – შ-84), ქალაქის ტერიტორიაზე ატარებს გ. შენგელიას, ზუგდიდის და გ. გაბუნიას ქუჩის სახელს, 3. მარტვილი-ტალერი-ჩხოროწყუ (41,5 კმ, ინდექსი – შ-85), ატარებს რ. დიხამინჯიას ქუჩის სახელს. ქალაქის ტერიტორიაზე შიდასაზოგადოებრივი სატრანსპორტო მოძრაობა ორგანიზებული არ არის. მოძრაობს ტაქსი. გარე სატრანსპორტო კავშირები დამყარებულია თბილისთან, ფოთთან, სენაკთან, ზუგდიდთან, მარტვილთან, წალენჯიხასთან, ქუთაისთან, ბათუმთან. ზუგდიდში და სენაკში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს ორ საათში ერთხელ, წალენჯიხაში დღეში ორჯერ, მარტვილში, ქუთაისში, თბილისში და ფოთში ყოველდღიურად. 11. ადგილობრივი ტურიზმი ადგილობრივი ტურიზმი განსახილველია  მუნიციპალიტეტის და, მეტიც, მთელი სამეგრელოს ტურისტული პოტენციალის კონტექსტში. ამ მხრივ შეიძლება ლაპარაკი საკმაოდ დიდ პერსპექტივაზე, რომელიც უკავშირდება, უწინარესად, ბუნების ისეთი უნიკალური ობიექტების ჩართვას ტურისტულ მარშრუტებში, როგორიცაა „ტობავარჩხილად“ (ქართულად – „ვერცხლის ტბა“) ცნობილი მაღალმთიანეთის ტბების ჯაჭვი, რომლებიც ჩხოროწყუსა და მეზობელ მუნიციპალიტეტებშია განლაგებული, ისევე, როგორც ბუნების უნიკალური ძეგლი – „ქვაქანცალა“ . ბოლომდე ჯერაც შეუსწავლელია მიწისქვეშა კარსტული მღვიმეების განვითარებული სისტემა,  მათ შორის „შურუმბუმუს“ მღვიმე და სხვა. ტურისტული თვალსაზრისით ინტერესს იწვევს ლუგელას განთქმული მინერალური წყლები კურორტ მუხურის მიდამოებში. სპეციალისტების აზრით კულტურული ტურიზმის მარშრუტებში უნდა ჩაერთოს თვითნაბადი რკინის მადნის ქვიშრობები და მათ გამოყენებასთან დაკავშირებული,  ჩვენს წელთაღრიცხვამდე  VIII– IV საუკუნეებით დათარიღებული  რკინის გამოსადნობი  ქურა-სახელოსნოების ნაშთები, რომლებიც მეტალურგიის უძველეს კერებს წარმოადგენს. არქიტექტურულ ობიექტებს შორის გამოსაყოფია წმ.გიორგის სახელობის ოცინდალეს მამათა მონასტერი; მონასტერი XIV-XV საუკუნეებით თარიღდება.  12. საბინაო ფონდი ქალაქ ჩხოროწყუს საბინაო ფონდს 820 საცხოვრებელი სახლი შეადგენს. მთლიანი საცხოვრებელი ფართობი შეადგენს 86.000კვ.მ-ს. ქალაქის ერთ მცხოვრებზე მოდის 17,1 კვ.მ საცხოვრებელი ფართობი. ქალაქში არსებული ექვსი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მაქსიმალური სართულიანობა არის ხუთი. არცერთ მათგანში არ არის შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა და მათი მიწის ნაკვეთებიც გამიჯნული არ არის. 13. მიწის ნაკვეთის საკუთრების ფორმები 2002 წლის სისტემური საკადასტრო აღწერების KFW-ს „მიწის კადასტრის და რეგისტრაციის“ პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების საკუთრების მიხედვით 80% იყო სახელმწიფო, ხოლო 19,7% იყოს კერძო მფლობელობაში. 2014 წლის მდგომარეობით ჩხოროწყუს ადმინისტრაციულ საზღვრებში (2014 წლის საჯარო რეესტრის მიხედვით, 1702 ჰა) არსებული მიწის ნაკვეთების 8,5% (144 ჰა) არის დარეგისტრირებული სულ. აქედან 95% არის სახელმწიფო, ხოლო 4,5% არის კერძო მფლობელობაში. ცხრილი 1: ჩხოროწყუს მიწის ფონდის %-ული დანაწილება საკუთრების მიხედვით. საკუთრების ფორმა kfw (2002) საჯარო რეესტრი (2014) სახელმწიფო 19,7% 4,5% კერძო 80% 95% საერთო სარგებლობის 0,12% - 15. საინჟინრო-ტექნიკური ინფრასტრუქტურა 15.1 გარე განათება და  კეთილმოწყობა ქალაქის ცენტრალური ნაწილი კეთილმოწყობილია; ქუჩების დიდი ნაწილი მოასფალტებულია, ცენტრალური პარკი სანიმუშოდ არის მოვლილი; მოწყობილია გარე განათება. გაყვანილია სადრენაჟო არხები. ქალაქში რამდენიმე ქანდაკებაა, მათ შორის – წმ.გიორგის მონუმენტური სკულპტურა. 15.2 წყალსადენ-კანალიზაცია და სანიაღვრე არხები ქალაქ ჩხოროწყუს წყალმომარაგების სისტემა (სატუმბო სადგური, დაწნევითი აუზი და გამანაწილებელი ქსელი) ექსპლუატაციაში შევიდა 1966 წელს. წყალმომარაგება განხორციელდა მდ.ხობისწყლის ფილტრატების ბაზაზე, დაბიდან 5 კმ მდებარე სოფ.ხაბუმეს მიდამოებიდან. წყალშემკრები წარმოადგენს მდინარის სანაპირო ტერასას სიგრძით 1კმ და სიგანით 350-400 მ. წყლის დებიტია 10 ლ/წმ. წყალი თვითდინებით გროვდება მიწისქვეშა რეზერვუარში. მიმღები რეზერვუარიდან წყალი ტუმბოებით მიეწოდება დაწნევით აუზს. 2000 წლიდან, წყალსადენის ამორტიზაციის გამო, ქალაქის წყალმომარაგება შეფერხდა. 2008 წელს, რეგიონების მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში შემუშავდა ჩხოროწყუს წყალსადენის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც განხორციელდა 2009-2010 წლებში. მთლიანად გამოიცვალა ძველი წყალსადენის ქსელი,  აშენდა ახალი დაწნევითი აუზი. მიუხედავად ამისა, ქალაქის სასმელ-სამეურნეო წყლით მომარაგებისათვის საჭიროა ახალი წყაროს მოძიება და ამოქმედება, რადგან, წყალსადენის სათავის მკვებავი მდინარის დონის დაწევის გამო, დებეტი დაახლოებით ორჯერაა შემცირებული, წყალზე მოთხოვნილება კი მნიშვნელოვნად გაიზარდა. პროექტის ფარგლებში მოხდა წყალსადენის ძირითადი ქსელების გაგრძელება ამჟამად წყალმომარაგების გარეშე მყოფ დასახლებებამდე. საპროექტო წყალსადენების გარე ქსელში გამოყენებული არის პლასტმასის პოლიეთილენის წყალსადენის მილები. წყალსადენის ჭებში განშტოებების ადგილებში გათვალისწინებულია ჩამკეტი არმატურები. წყალსადენის მილების ჩალაგების ადგილებში ეწყობა ქვიშის მომზადება მილებ ქვეშ. 15.3 ელექტრომომარაგება ჩხოროწყუს ტერიტორიაზე გაყვანილია ორი ძირითადი ქსელი, 35 და 6 კვტ. სიმძლავრის საჰაერო სადენები.  დატვირთვის მიხედვით  ტერიტორიაზე განლაგებულია 27 სატრასფორმატორო ქვესადგური. ჯამური დატვირთვა შეადგენს 10,506 კვს-ს. ამის მიხედვით საჭიროა დასახლების ქვესადგურში დაიდგას 2 ტრანსფორმატორი სიმძლავრით: 2x6300 კვა ტრანსფორმატორი. ქსელი უნდა იყოს წრიული, ერთი მხარის გამორთვის შემთხვევაში მეორე მხარემ უნდა აიღოს მთელი დატვირთვა. დასახლების ტერიტორიაზე განლაგებული ცალკე მდგომი ს/ქვესადგურები შეერთებულია საკაბელო ხაზებით წრიული სქემით. აუცილებელია წრიული კაბელის კვეთი იყოს დიდი. ნორმალურ რეჟიმში ისინი იმუშავებენ რადიალური სქემით. ანგარიშის დროს მხედველობაში მიღებულია კარგვები ტრანსფორმატორში. ტრანსფორმატორის სიმძლავრე შერჩეულია ისე, რომ ნორმალურ რეჟიმში მუშაობენ 75-90 %-ით. 15.4 გაზმომარაგება ამჟამად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს გაზმომარაგების დაქსელვითი სამუშაოები. 15.5 ცენტრალური ხელისუფლების ტერიტორიული ორგანოები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი ხელისუფლების შემდეგი უწყებების (სამინისტროების) წარმომადგენლობები: ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური დაცვის; შინაგან საქმეთა; განათლებისა და მეცნიერების; სოფლის მეურნეობის; იუსტიციის. 15.6 მიწათსარგებლობის სტრუქტურა, მახასიათებლები და ტენდენციები ჩხოროწყუს მიწათსარგებლობის სტრუქტურა ხასიათდება ლანდშაფტურ-სარეკრეაციო  ტერიტორიების ყველაზე დიდი რაოდენობით, მომდევნო ადგილებს იკავებს  სასოფლო-სამეურნეო და საცხოვრებელი ტერიტორიები. შედარებით თანაბარი რაოდენობა მიწები მოდის შერეული, სარეკრეაციო და სატრანსპორტო გამოყენების მიწებზე. ჩხოროწყუს მიწათსარგებლობის მთავარ ტენდენციად შეიძლება ჩაითვალოს საცხოვრებელი და სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიების განვითარება და ინტენსიფიკაცია. რამაც შეიძება ითქვას მიიყვანა დღეს იმ მდგომარეობამდე, რომ მის ტერიტორიაზე არის სახელმწიფო და ვაკანტური ტერიტორიების ნაკლებობა. ამიტომ ქალაქის განვითარება უნდა მოხდეს შიდარეზერვების ხარჯზე, რაც გულისხმობს მოცვეთილი შენობების შეცვლას ახალი შენობებით და არსებული ფონდის რეკონსტრუქციას. ეს ყველაფერი ასევე გამოიწვევს საინჟინრო კომუნიკაციების განვითარებას. 15.7 არსებული მდგომარეობის ურბანული ანალიზი ჩხოროწყუს ქალაქმაფორმირებელი ელემენტებია მდინარეები ოჩხომური და ხობისწყალი, მრავალფეროვანი რელიეფი და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები. ინტენსიური განაშენიანებაც შესაბამისად სანაპიროებს და გზებს მიუყვება.  სოფელი გარახას ტერიტორიაზეც, რომელიც იყოფა ქვედა და ზედა გარახად,  ძირითად მაფორმირებელ ფაქტორს რელიეფი და ტყით დაფარული ტერიტორიების სიმრავლე წარმოადგენს. ქვედა გარახა, ცენტრალურ ნაწილთან უფრო სიახლოვის და შედარებით ვაკე ტერიტორიაზე ადგილმდებარეობის გამო უფრო ინტენსიურად არის განაშენიანებული და შესაბამისად მჭიდრო კავშირი აქვს ქალაქის ცენტრთან.  რუკაზე მკაფიოდ გამოიკვეთება ქალაქის განაშენიანების ორი ტიპი, ერთი მისი ცენტრალური ნაწილი, რომელიც შედარებით ქალაქური ხასიათით გამოირჩევა  და მეორე გარახას უბანი, რომელიც უფრო გაფანტულია და სოფლის ტიპის განაშენიანებას წარმოადგენს.  სოციალური და კულტურული ინფრასტრუქტურის კუთხითაც ყველა დაწესებულება და ობიექტი ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია თავმოყრილი და რის გამოც ვერ ხერხდება ქალაქის გარეუბნების მომსახურება. მდინარის სანაპიროებს ფაქტობრივად არ აქვთ საზოგადოებრივი დანიშნულება, ის ათვისებულია ძირითადად სასოფლო-სამეურნეო, საკარმიდამო და სამრეწველო დანიშნულების მიწის ნაკვეთებით. ამასთან ერთად კალაპოტის და ხეობის მუდმივი ცვალებადობის და მეწყრული ზონების სიხშირის გამო რთულია ამ ტერიტორიებზე რაიმე სახის მშენებლობის ნებართვების გაცემა, მანამ სანამ არ გაკეთდება გეოლოგიური დასკვნები, არ მოხდება სანაპიროების გამაგრება  და არ დამუშავდება სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის გენერალური სქემები. ქალაქის თავისებურებას წარმოადგენს არსებულ განაშენიანებაში ადგილობრივი, „მიკრორაიონული“ მნიშვნელობის მწვანე სივრცეების ნაკლებობა, რაც შეიძლება ნაწილობრივ გამართლდეს განაშენიანების საკარმიდამო ხასიათით და, შესაბამისად, ინდივიდუალური (კერძო) ბაღების მრავალრიცხოვნობით. მაგრამ, ეს გარემოება არ აუქმებს ურბანული კულტურისათვის დამახასიათებელი საზოგადოებრივი გამწვანებული ტერიტორიების საჭიროებას. 15.8 ქალაქის ურბანული განვითარების ძლიერი და სუსტი მხარეების,  შესაძლებლობებისა და საფრთხეების (SWOT ) ანალიზი არსებული მდგომარეობის აღწერილობითი ნაწილის შემდგომ, შესაძლოა მსჯელობა  ჩხოროწყუს ძლიერ და სუსტ მხარეებზე და ქალაქის შესაძლებლობებსა და იმ საფრთხეებზე, რომლებიც შესაძლოა წარმოიქმნას ქალაქგანვითარების პროცესში. ურბანული თვალსაზრისით არა მხოლოდ ქალაქგეგმარებითი საკითხებია მნიშვნელოვანი არსებული მდგომარეობისა და ქალაქფორმირების პროცესის ანალიზისას. წინამდებარე – SWOT ანალიზი აფასებს როგორც ქალაქგეგმარებით და არქიტექტურულ, ისე ეკონომიკურ, სოციალურ, გარემოსდაცვით, ეკოლოგიურ, გეოლოგიურ და ა.შ. პრობლემებს და შესაძლებლობებს. ძლიერი მხარეები და შესაძლებლობები სუსტი მხარეები და საფრთხეები კარგი ბუნებრივ-კლიმატური პირობები; ბუნებრივ ღირსშესანიშნაობათა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების მისაწვდომობა; ადგილობრივი ტურიზმის განვითარების წინაპირობები; კულტურულ-საგანმანათლებლო ობიექტების ფუნქციონირება (თეატრი, მუზეუმი, ბიბლიოთეკა); სოლიდარული ადგილობრივი თემი; ადგილობრივი ტელევიზია; ქალაქში მუშაობს მცირე ჰესი; მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ეფექტიანი მართვა და ნაგავსაყრელის გამართული ფუნქციონირების წინაპირობები; ქალაქის ცენტრის კეთილმოწყობისა და გამწვანების კარგი დონე; მცირე არქიტექტურული ფორმები და ქანდაკებები; კარგი საავტომობილო კავშირები მუნიციპალიტეტის სოფლებთან და სამხარეო ცენტრთან; რეგიონული მნიშვნელობის აგრარული ბაზრის ფუნქციონირება. ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური ფონი; სასპორტო და რეკრეაციული ობიექტების ნაკლებობა; ბაგა-ბაღების არასაკმარისი რაოდენობა; კანალიზაციის ქსელი ფრაგმენტულია, ის არ ფარავს ქალაქის ტერიტორიას; გამწმენდი ნაგებობა არ მოქმედებს; გაზმომარაგების ქსელი არ არსებობს; ქალაქის საზღვრების ნაკლებად დამაჯერებელი დელიმიტაცია და სოფლების ინკორპორირების შემთხვევითი ხასიათი; მდინარეების ნაპირების ფრაგმენტული წარეცხვა და მეწყრული ზონების არსეობობა; სასმელი წყლის რესურსების კლება; ჩხოროწყუჰესის ღია სადერივაციო  არხი გადის ქალაქის ტერიტორიაზე და საცხოვრებელი სახლების ქვეშ; სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების (სარეზერვო ტერიტორიების) სიმცირე;  საზოგადოებრივი ტუალეტების ნაწილი არ მოქმედებს; მდინარეების სანაპიროებზე და ხევებში ნაგვის ჩაყრის პრაქტიკა; დაბალი ეკონომიკური და სამშენებლო აქტივობა; გენერალური გეგმა არ არსებობს. 15.9 ქალაქის ურბანული განვითარების ხედვა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის კვალდაკვალ, ჩხოროწყუს გენერალური გეგმის  პოზიციების გათვალისწინებით, ქალაქის ურბანული განვითარება ორიენტირებულია მდგრადობის საყოველთაოდ აპრობირებულ პრინციპებზე.  ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაგეგმილი და ხელშეწყობილი ინიციატივების შედეგად, ამოქმედებულია ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (ძირითადად, თხილი, ტუნგო) ღრმა ტექნოლოგიურ გადამამუშავებაზე ორიენტირებული საწარმოები, გაზრდილია რძის პროდუქტებისა და თაფლის წარმოება, გადამუშავება, დაფასოება – ნატურალური პროდუქტების სერტიფიცირებისათვის სავალდებულო მოთხოვნების გათვალისწინებით. გენერალური გეგმით გათვალისწინებული სახელმწიფო/მუნიციპალური საკუთრების მიწის ნაკვეთები ქალაქის სამრეწველო ზონაში იძლევა საწარმოების განთავსების ოპტიმალურ პირობას. აღორძინებულია ხალხური რეწვის ტრადიციები. განვითარებულია შიდანაციონალური და საერთაშორისო ტურიზმი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ფარგლებში, ცენტრით ჩხოროწყუში, შექმნილია  ტურაგენტებისა და ტუროპერატორების ინსტიტუტი; ფართოვდება საოჯახო სასტუმროების ქსელი; ჩამოყალიბებულია ექსკურსიების, ტურისტული ლაშქრობებისა და ტურისტული მოგზაურობების კატალოგი. ქალაქის მოსახლეობა სარგებლობს მუნიციპალური მომსახურების მთელი სპექტრით, ბუნებრივი გაზის მიწოდების ჩათვლით. მრავალბინიან სახლებში შექმნილია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, გამიჯნულია ასეთი სახლების კუთვნილი მიწის ნაკვეთები; მოქმედებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამები, დახვეწილია მყარი საყოფაცხოვრებო  და სხვა ტიპის ნარჩენების მართვის პროცესი. ყველა დევნილი ღირსეულადაა დაბინავებული. ამოქმედებულია საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობები და საზოგადოებრივი ტუალეტები, დასრულებულია სადრენაჟო არხების მოწყობა. დადგენილია დაცვითი ზონებისა და ზოლების სისტემა (წყალდაცვითი, სანიტარიული და სხვა). მდინარეების ნაპირები საიმედოდაა დაცული წარეცხვისაგან. ბავშვთა სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულებების განლაგება და ტევადობა პასუხობს დადგენილ ნორმატივებს. გახსნილია აგრარული პროფილის პროფესიული სასწავლებელი. განვითარებულია სპორტულ-რეკრეაციული ობიექტები, ამოქმედებულია სპორტული სექციები და კლუბები. ჩხოროწყუს თემი აქტიურად მონაწილეობს ქალაქგეგმარებითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; (სულ ბოლოს) ჩხოროწყუს გენერალური გეგმა წარმატებით ფუნქციონირებს ინტერაქტიურ რეჟიმში. ჩხოროწყუ დაძმობილებულია უცხოეთის ქალაქთან. წარმატებულია ჩხოროწყუს ბრენდირება. ქალაქის თემი იმედით უყურებს მომავალს. 15.10     ჩხოროწყუს ურბანული განვითარების პრიორიტეტები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საიტზე დადებული ინფორმაცია ცხადჰყოფს ქალაქის ურბანული განვითარების პრიორიტეტების გარკვეულ იერარქიას: საბავშვო ბაღების ნაკლებობა – 4,35%; სპორტდარბაზის მშენებლობა – 30,43%; საბავშვო ატრაქციონის მოწყობა – 13,04%; სკვერების და პარკების კეთილმოწყობა – 21,74%; კულტურის სახლის რეაბილიტაცია – 30,43%. მართალია, ქალაქის მოსახლეობის ეს მცირე გამოკითხვა არარეპრეზენტატიულია (სულ შემოსულია 23 მოსაზრება), მაგრამ ის მაინც იძლევა ზოგად წარმოდგენას ქალაქის განვითარების ამოცანების თაობაზე, რომლებიც, ძირითადად, სოციალურ-კულტურულ სფეროს მიეკუთვნება. ამ მხრივ უფრო მნიშვნელოვანი იქნება ჩხოროწყუში წინამდებარე პროექტის წარდგენისას ქალაქის მოსახლეობის მიერ გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინება, რაც ქალაქის ურბანული განვითარების კონკრეტულ გეგმას უნდა დაედოს საფუძვლად. 15.11 ქალაქგეგმარებითი რეკომენდაციები, წინადადებები ადმინისტრაციული საზღვრების ოპტმიზაცია და კორექტირება; სოციალური საცხოვრისის მშენებლობა; დაიგეგმოს საჯარო სკოლები და ბაღები გარეუბნებისთვის; დადგინდეს წყლის დაცვის ზონა; სოფელი გარახასთვის გაკეთდეს წყალმომარაგების და საყოფაცხოვრებო წყალარინების დაქსელვის პროექტი და მოიძებნოს წყაროები წყლის მიწოდებისთვის; კანალიზაციის ქსელით ქალაქის მთელი ტერიტორიის დაფარვა და გამწმენდი ნაგებობების რეკონსტრუქცია და ამუშავება; მდ. ოჩხამურის და ხობისწყლის სანაპიროების მოწესრიგება, სანაპიროების გასამაგრებელი სამუშაოების ჩატარება; სასპორტო-სარეკრეაციო ტერიტორიების განვითარება; საზოგადოებრივი ტუალეტების მოვლა და ფუნქციონირება; კინოთეატრის ამუშავება; განაშენიანებულ ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების დახურვა; მაგისტრალური ხაზობრივი ნაგებობებისთვის მიწის ზოლის სიგანის მიჩენა და მიწის ნაკვეთთა ფართობების (გასხვისების ზოლის) პროექტების შემუშავება და მათი დადგენილი წესით დამტკიცება. 16. ჩხოროწყუს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის აღწერა დაბა ჩხოროწყუს საკრებულოს  გადაწყვეტილებით (განკარგულება №31  05. 09. 2014 წლის) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით (წერილი  №11/3688 2014 წლის 17 ივნისი)  დამტკიცებულია დაბა ჩხოროწყუს  მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალება. 16.1 ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შედგენის მიზანი და ამოცანები ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შედგენის მიზანს წარმოადგენს, საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო-ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად, ურბანული განვითარების პრიორიტეტების, პროცესების, პირობებისა და პროცედურების მეშვეობით,  ჩხოროწყუს მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობისათვის ჯანსაღი, ღირსეული და უსაფრთხო ცხოვრებისა და მოქმედებისათვის  გარემოს ჩამოყალიბების და მართვის  სამართლებრივ-ნორმატიული და ფუნქციურ-გეგმარებითი წინაპირობების შექმნა. ამ მიზნის მისაღწევად, ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია წყვეტს შემდეგ ამოცანებს: – ჩხოროწყუს ადგილისა და როლის გამოვლენა ქვეყნის განსახლების სისტემაში, რეგიონსა და უშუალო შემოგარენში; – ქალაქის ტერიტორიის, მისი გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითადი პარამეტრების დადგენა; – ჩხოროწყუს ტერიტორიის და ასევე მისი შემადგენელი კომპონენტების: სატრანსპორტო, საინჟინრო, სოციალურ-კულტურული  ინფრასტრუქტურის, სარეკრეაციო ზონების და ა.შ. არსებული მდგომარეობა და სამომავლო განვითარება.  – კეთილმოწყობის და ბუნებრივი გარემოს დაცვის სივრცით-ტერიტორიული პირობების განსაზღვრა; – სატრანსპორტო, საინჟინრო, სოციალურ-კულტურული ინფრასტრუქტურის, აგრეთვე, ეკონომიკური განვითარების სივრცით-გეგმარებითი ასპექტების უზრუნველყოფა; -  შიდასაქალაქო განსახლების ტერიტორიული საკითხების გადაწყვეტა; – ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის განხორციელების ტექნიკურ-ტექნოლოგიური და საორგანიზაციო-მეთოდური პირობების ჩამოყალიბება. 16.2 ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემადგენლობა ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შედგენისას გამოყენებულ უნდა იყოს საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო-ნორმატიული აქტების მოთხოვნები და ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება. თანახმად მოქმედი საკანონმდებლო-ნორმატიული აქტებისა ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემადგენლობა განისაზღვრება შემდეგი ნაწილებით: 16.3 ჩხოროწყუს გენერალური გეგმა           ა)  ტექსტური ნაწილი –  გენერალური გეგმის აღწერა – გენერალური გეგმის განმარტებითი ბარათი – გენერალური გეგმის ეფექტიანობის შეფასება – გენერალური გეგმის განხორციელების ეტაპები და   რიგითობა ბ) ზონირების ნაწილი – ზონირები ნაწილი რეგულირდება გენერალური გეგმის განაშენიანების მაღტვის რეგლამენტით და განაშენიანების გეგმის განაშენიანების მართვის რეგლამენტის შესაბამისად გ) საინჟინრო ნაწილი – წყალსადენის ძირითადი ქსელის რუკა – საყოფაცხოვრებო წყალარინების ძირითადი ქსელის რუკა – ელექტრომომარაგების ძირითადი ქსელის რუკა – სანიაღვრე წყალარინების ძირითადი ქსელის რუკა – ქუჩების და გზების ძირითადი ქსელის რუკა დანართები: – მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დავალების დამუშავებისათვის წინასაპროექტო კვლევა; დ) თემატური ნაწილი –  ტერიტორიის სიტუაციური რუკა; –  საპროექტო ტერიტორიის ორთოფოტოსურათი; –  საპროექტო ტერიტორიის ტოპოგეოდეზიური რუკა; –  საპროექტო ტერიტორიის ამსახველი ფოტოსურათები; – სარეკრეაციო და გამწვანებული ტერიტორიების რუკა; – საპროექტო ტერიტორიის გეგმარებითი შეზღუდვების რუკა; – საპროექტო ტერიტორიის სოციალური ინფრასტრუქტურის რუკა; ცხრილი 2: ჰა-ში. ზოგადი უფლებრივი ზონა ჰა ლანდშაფტური ტერიტორია 624,1 სასოფლო-სამეურნეო ტერიტორია 571,5 გამწვანებული ტერიტორია 11,0 საკურორტო ზონა 2,6 გამწვანებული ტერიტორია (სასაფლაო) 6,6 საცხოვრებელი ზონა  307,5 შერეული ზონა 18,5 საწარმოო ზონა   15,7 სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ტერიტორია 82,5 ზონირების რუკა  ასახავს ჩხოროწყუს არსებულ და პერსპექტიულ ზონებს. რადგანაც ჩხოროწყუს მოსახლეობა სტაბილურია, არ გააჩნია მწვავე მოთხოვნილება ახალი ტერიტორიების ასათვისებლად, რისთვისაც სავსებით საკმარისია შიდარესურსები განაშენიანებულ ნაწილში. წარმოდგენილი ზონირების შედგენის პროცესში გამოვლინდა რიგი ხარვეზებისა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია ამ პროექტის ფარგლებში. კერძოდ აღმოჩნდა: ზონირების საფუძვლად აღებულია 2002 წლის KFW-ს მიერ აგეგმილი ნაკვეთების სურათი. გასული წლების განმავლობაში ნაკვეთების სტრუქტურაში შესულია გარკვეული ცვლილებები. ამასთან ერთად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქალაქის ნაკვეთების  არაუმეტეს 50%-ისა. უნდა ითქვას, რომ ეს მასალა ურთიერთ-შეთავსების შემთხვევაში, ჯამში მაინც არ იძლევა საშუალებას მივიღოთ რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული სურათი.  ამიტომ ზონირების რუკა ნაკვეთების ნაწილში  ითხოვს მუდმივ კორექტირებას. ყველა შემთხვევაში, როცა საკითხი დადგება ნაკვეთის საზღვრების დადგენაზე ან სამშენებლო ნებართვის გაცემაზე, უნდა მოხდეს ნაკვეთის საზღვრების დაზუსტება ან რეესტრის რეგისტრაციის მიხედვით, ან, თუ ესეთი არ არსებობს, აზომვითი ნახაზის საფუძველზე. მდინარე ოჩხომურის და ხობისწყლის კალაპოტების სისტემატიური ცვალებადობა, რის გამოც ძნელი არის მდინარეების კალაპოტის დადგენა და შესაბამისად მისთვის წყლის დაცვის ზონების მინიჭება; 16.4 მიწის ნაკვეთებზე შენობათა განთავსების სქემა და განაშენიანების რეგულირების ხაზები ვინაიდან პროექტის ფარგლებში არ მოხდა ახალი ტერიტორიების დაპროექტება, შესაბამისად არ გახდა საჭირო განაშენიანების წითელი ხაზების და ლურჯი ხაზების დატანა. მთელი ქალაქის ტერიტორიაზე ყველა ახალი მშენებლობის შემთხვევაში შენობა უნდა განთავდეს საზოგადოებრივი სივრციდან როგორც წესი 3,0 მ-ით ნაკვეთის სიღრმეში, თუ რამე სხვა არ იქნება დასაბუთებული კონკრეტული არქიტექტურული პროექტით. მდინარის სანაპირო ზოლის და კალაპოტის გაყოლებაზე ნებისმიერი სამშნებლო ნებართვის გაცემამდე გამგეობის შესაბამისი სამსახურის მიერ მოთხოვნილ უნდა იქნას ნაკვეთის გეოლოგიური დასკვნა. 16.5 სარეზერვო ტერიტორიები  ჩროხოწყუში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნაკვეთების დეფიციტის გამო ძნელი იყო საზოგადოებრივი დანიშნულებისთვის სარეზერვო ტერიტორიების გამოყოფა. მიუხედავად იმისა რომ აშკარა დეფიცია ამ მხრივ. საბოლოოდ გამოყოფილი იყო სამი ნაკვეთი, აქედან ორ ნაკვეთზე არის საშუალება რომ საზოგადოებრივი დანიშნულებით განვითარედეს მომავალში (იხ. ცხრილი 4, რუკა 3.08). ცხრილი 4: სარეზერვო ტერიტორიები. № კონკრეტული უფლებრივი ზონა ფართობი (ჰა) 1 ცენტრის ზონა (შზ-2) 1.1 2 საკურორტო ზონა  (შზ-6) 2.63 3 საწარმოო ზონა 1 (იზ-1) 0.95 16.6  მიწის ნაკვეთების რიგითი ნომრები და ფართობები  პროექტის ფარგლებში მოხდა ქალაქის არსებული ნაკვეთების დანომრვა და მათი ფართობების დადგენა. ეს ინფორმაცია წარმოდგენილია ელექტრონულ ფორმატში CD-ზე და აღწერს ნაკვეთებს როგორც KFW-ს ბაზის მიხედვით, ასევე საქართველოს საჯარო რეესტრის სააღრიცხვო ინფორმაციის მიხედვით. 17. გენერალური გეგმის ეფექტიანობის (ხეირიანობის) შეფასება ქალაქის გამართული განვითარების უმთავრესი პირობაა ტერიტორიების ფუნქციური ზონების დადგენა, ზონების საზღვრების გარკვევა და მათ შორის ფუნქციური კავშირების ოპტიმიზაცია. ქალაქის ტერიტორიების ფუნქციური ზონირება ითვალისწინებს როგორც არსებულ მდგომარეობას, ასევე ქალაქის განვითარების ხასიათის გათვალისწინებით – პერსრექტიულ ზონირებას, რომელიც ორგანულად უკავშირდება არსებულ მდგომარეობას. ქალაქის ზოგადი ფუნქციური ზონირება განსაზღვრავს ტერიტორიების გამოყენების სივრცით-გეგმარებით საკითხებს, ხოლო ქალაქის ტერიტორიის ქვეზონები განსაზღვრავს განაშენიანების რეგულირების უფლებრივ მხარეებს. ყოველივე ეს ერთად ჰქმნის სამართლებრივ საფუძველს ადგილობრივი თვითმართველობისთვის არქიტექტურულ გეგმარებითი დავალებების და მშენებლობის ნებართვების გასაცემად. ტერიტორიების დაგეგმვის მიზანშეწონილება განისაზღვრება აგრეთვე იმ გარემოებით, რომ ქალაქის განაშენიანება ვითარდება არა სტიქიურად, არამედ  მყარი და საყოველთაოდ ცნობილი სამართლებრივი დოკუმენტის საფუძველზე, დგინდება სამუშაოთა წარმოების მოცულობები და რიგითობა, იკვეთება კერძო და საზოგადოებრივი პასუხისგების ზონები და, ამასთან ერთად, იკვეთება დაფინანსების საჭირო და მოსალოდნელი მოცულობები, ხდება ადგილობრივი თვითმართველობის ბიუჯეტის ოპტიმიზაცია და ეფექტური მართვა. ტერიტორიის დაგეგმარების პროცესში იკვეთება დასახლების ძლიერი და სუსტი მხარეები, საჯარო განხილვის და საზოგადოების ფართო ინფორმირების შედეგად ისახება პირველი რიგის, გადაუდებელი ქალაქთგეგმარებითი ხასიათის ამოცანები. ქალაქთგეგმარებითი დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად ამაღლდება დასახლების ფუნქციონირების საერთო სოციალურ-ეკონომიკური ეფექტურობა და, ამასთან ერთად, ზოგადად მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი. ყოველივე ზემოდ აღნიშნულის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოდ, რომ წარმოდგენილი მიწათსარგებლობის ეფექტურობა იქნება სავსებით დამაკმაყოფილებელი. გენერალური გეგმის განხორციელების ეტაპები და რიგითობა ა) გენგეგმაში შეტანილი ქალაქგეგმარებითი ღონისძიებების მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინება; ბ) სატრანსპტო კომუნიკაციების სამუშაო დოკუმენტაციის დამუშავება და სამუშაოთა დაფინანსება; გ) საინჟინრო კომუნიკაციების სამუშაო დოკუმენტაციის დამუშავება და სამუშაოთა დაფინანსება; დ) საზოგადოებრივი დანიშნულების სივრცეების მუშა დოკუმენტაციის დამუშავება და სამუშაოთა დაფინანსება. დანართი N2 ქალაქ ჩხოროწყუს გენერალური გეგმის განაშენიანების მართვის რეგლამენტი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. ჩხოროწყუს გენერალური გეგმის განაშენიანების მართვის რეგლამენტი 1. ჩხოროწყუს გენერალური გეგმის განაშენიანების მართვის რეგლამენტი შედგენილია ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის, ,,სივრცითი დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის #260 დადგენილების,  ,,ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის #261 დადგენილების, ჩხოროწყუს ქალაქთმშენებლობითი განვითარების პრიორიტეტებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით. 2. განაშენიანების გეგმა/განაშენიანების დეტალური გეგმები და მათი რეგლამენტები უნდა შეესაბამებოდეს  გენერალური გეგმით დადგენილ მოთხოვნებს. მუხლი 2🔗. გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები 1. განაშენიანების მართვის რეგლამენტის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს  აქვს   ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის, ,,სივრცითი დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის #260 დადგენილების,  ,,ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის #261 დადგენილების გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობა, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული ტერმინებისა. 2. რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ჩხოროწყუ - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის,  ქალაქ  ჩხოროწყუს ტერიტორია ბ) კოდექსი - ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონი გ) რეგლამენტი - ჩხოროწყუს გენერალური გეგმის განაშენიანების მართვის რეგლამენტი დ) ძირითადი დებულებები - ,,ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის #261 დადგენილება თავი II ჩხოროწყუს სივრცითი განვითარების მართვა და დაგეგმვის პირობები მუხლი 3🔗. ჩხოროწყუს სივრცითი განვითარების მართვის სისტემა 1. ტერიტორიები გამოყენებისა და განვითარების მიზნით იყოფა: ა) სამშენებლო ტერიტორიებად; ბ) არასამშენებლო ტერიტორიებად. 2.  სამშენებლო ტერიტორიებზე ნორმატიული რეჟიმი დგინდება ფუნქციური ზონების და ქვეზონების და ძირითადი პარამეტრების დადგენით, რომლის საფუძველზეც მუშავდება ქვემდგომი გეგმები და კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების დაცვით დგინდება განაშენიანების მართვის საფუძვლები. 3. არასამშენებლო ტერიტორიების განსაზღვრა შესაძლებელია სივრცის დაგეგმარების, ქალაქთმშენებლობითი ან/და დარგობრივი გეგმების მიერ შესაბამისი ტერიტორიული რეჟიმების დადგენით, სადაც ცალკეულ შემთხვევებში დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ფუნქციით განპირობებული მშენებლობა. 4. ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვა ხორციელდება ორსაფეხურიანი სისტემით: ა) გენერალური გეგმა, რომელიც არეგულირებს ჩხოროწყუს მთელი ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების ზოგად რეგულირებას; ბ) განაშენიანების გეგმა/განაშენიანების დეტალური გეგმა, რომელიც არეგულირებს ჩხოროწყუს მთელი ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების კონკრეტულ რეგულირებას. 5. ინტეგრირებული გეგმიდან შესაძლებელია გამოიყოს და დაზუსტდეს ცალკეული ასპექტები დამოუკიდებელი გეგმის (ლანდშაფტის დაცვის, ნარჩენების მართვის, სეისმური და რაიონების და სხვა) სახით. მის მიმართ უცვლელად მოქმედებს კოდექსით სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმებისათვის დადგენილი მოთხოვნები. 6. დარგობრივი გეგმები - (გარემოს დაცვის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ენერგეტიკის განვითარების, სოფლის მეურნეობის განვითარების, სატრანსპორტო სისტემის განვითარების და სხვა) არის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული დოკუმენტი, რომლის შინაარსთან, შემუშავებასა და დამტკიცებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება შესაბამისი სფეროს კანონმდებლობით და რომელიც რელევანტურია სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმებისათვის. თავი III სამშენებლო, არასამშენებლო ტერიტორიები და დამცავი ზონები მუხლი 4🔗. სამშენებლო ტერიტორიები 1. სამშენებლო ტერიტორიაზე დგინდება შემდეგი ფუნქციური ზონები: ა) შერეული ზონა (შზ); ბ) ინდუსტრიული ზონა (იზ); გ) საცხოვრებელი ზონა (სზ) 2. განაშენიანების გეგმით/განაშენიანების დეტალური გეგმით განისაზღვრება ფუნქციური ქვეზონების განაშენიანების მართვა. მუხლი 5🔗. არასამშენებლო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ტერიტორიები ჩხოროწყუს ტერიტორიაზე გამოიყოფა შემდეგი არასამშენებლო ტერიტორიები: ა) სასოფლო-სამეურნეო ტერიტორია; ბ) ლანდშაფტური ტერიტორია; გ) გამწვანებული ტერიტორია; დ) ზელოკალური სატრანსპორტო ტერიტორია; ე) ლოკალური სატრანსპორტო ტერიტორია; ვ) სარეზერვო ტერიტორიები. მუხლი 6🔗. დამცავი ზონები და მათი რეგლამენტები 1. ჩხოროწყუს ტერიტორიაზე   გამოიყოფ  გარემოს  დამცავი  ზონა  3  (გდზ-3)  -  არის  წყლის  დამცავი  ტერიტორია  სადაც, ხორციელდება წყლის დამცავი ტერიტორიის დაცვა და აღდგენა. 2. სასაფლაოს სანიტარული დაცვის ზონა. 3. ჩხოროწყუს ტერიტორიაზე მოქმედი ზონების რეგლამენტები განსაზღვრულია გარემოს დაცვის შესახებ საქართელოს კანონით. მუხლი 7🔗. ბუნებრივი საფრთხეები 1. ჩხოროწყუს ტერიტორიაზე გამოიყოფა შემდეგი ბუნებრივი საფრთხეები: ა) მეწყერსაშიში ზონა. ბ) წყალდიდობის და დატბორვის ზონები. 2. ბუნებრივი საფრთხეების არეალები განსაზღვრულია გენერალური გეგმაში. აღნიშნულ არეალში, საფრთხის აღმოფხვრამდე აკრძალულია სამშენებლო სამუშაოები, გარდა საფრთღის აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი სამუშაოებისა და მშენებლობებისა. დანართი N3 ქალაქ ჩხოროწყუს განაშენიანების გეგმის განაშენიანების მართვის რეგლამენტი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. ჩხოროწყუს განაშენიანების გეგმის განაშენიანების მართვის რეგლამენტი 1. ჩხოროწყუს განაშენიანების გეგმის განაშენიანების მართვის რეგლამენტი შედგენილია ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის, ,,სივრცითი დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის #260 დადგენილების,  ,,ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის #261 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად, ქალაქ ჩხოროწყუს ქალაქთმშენებლობითი განვითარების პრიორიტეტებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით. 2. განაშენიანების გეგმა და რეგლამენტი შეესაბამება ჩხოროწყუს გენერალური გეგმით დადგენილ მოთხოვნებს. მუხლი 2🔗. ტერმინების განმარტება 1. განაშენიანების მართვის რეგლამენტის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს  აქვს   ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის, ,,სივრცითი დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის #260 დადგენილების,  ,,ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის #261 დადგენილების გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობა, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული ტერმინებისა. 2. რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) კოდექსი - ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონი ბ) რეგლამენტი - ქალაქ ჩხოროწყუს ტერიტორიის განაშენიანების გეგმის განაშენიანების მართვის რეგლამენტი გ)  ჩხოროწყუ - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქალაქ ჩხოროწყუს ტერიტორია დ) ძირითადი დებულებები - ,,ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის #261 დადგენილება ე) წესები - ,,სივრცითი დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის #260 დადგენილება თავი II ტერიტორიების გამოყენების პირობები მუხლი 3🔗. სამშენებლო ტერიტორიები და მათი რეგლამენტები 1. ქალაქლი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა (სზ-2)- ქალაქლი ინტენსივობის  საცხოვრებელი  ზონა წარმოადგენს საცხოვრებელი ზონის ერთგვაროვან ქვეზონას, სადაც  დომინირებს  ინდივიდუალური  საცხოვრებელი  სახლები. აგრეთვე, დასაშვებია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობის განთვასება. ა) ნებადართული სახეობები: - ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (დომინირებული სახეობა); - სარეკრეაციო სივრცეები და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო შენობა და ნაგებობა; - კვების და სავაჭრო ობიექტი, რომელიც ემსახურება შესაბამის განაშენიანებას; - საოჯახო  (არასამეწარმეო)  საბაღე  და საბოსტნე  მეურნეობისთვის  საჭირო  შენობა-ნაგებობა  (მათ  შორის, ორანჟერეა და სათბური), სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით; - მცირე ზომის სახელოსნო, რომელიც არ არღვევს სამეზობლო თმენის პრინციპებს; - რელიგიური/საკულტო, კულტურის, სოციალური, ჯანდაცვისა და სასპორტო ობიექტი; - სკოლამდელი და სასკოლო აღზრდის დაწესებულება; - საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი; - ადმინისტრაციული ობიექტი;  - ინდივიდუალური სამეურნეო და ტექნიკური დამხმარე ნაგებობა. ბ) საგამონაკლისო წესით შეიძლება ასევე დასაშვები იყოს: - სასტუმრო; - მცირე  ზომის  სამეწარმეო  ობიექტი,  რომელიც  არ  არღვევს  სამეზობლო  თმენის  პრინციპებს  და არ არის საშიში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის; - ოფისი; - ავტოსატრანსპორტო საშუალების მომსახურების ობიექტი. გ) განაშენიანების პარამეტრების ცხრილი: მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) 0.5 მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-2) 0.6 მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) 0.3 შენობა-ნაგებობის მაქსიმალური დასშვები სიმაღლე 15 მ. შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სართულიანობა 3 სართ. 2. საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა (სზ-3) - საშუალო   ინტენსივობის   საცხოვრებელი   ზონა   წარმოადგენს   საცხოვრებელი   ზონის   არაერთგვაროვან ქვეზონას, სადაც დასაშვებია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების არსებობა.   ა)  ნებადართული სახეობები: - ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი; - საშუალო ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი; - სარეკრეაციო სივრცეები და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო შენობა და ნაგებობა; - საბაღე და საბოსტნე მეურნეობისთვის საჭირო შენობა-ნაგებობა (მათ შორის, ორანჟერეა და სათბური); - კვების და სავაჭრო ობიექტი, რომელიც ემსახურება შესაბამის დასახლებას; - სკოლამდელი და სასკოლო აღზრდის დაწესებულება; - მცირე ზომის სახელოსნო, რომელიც არ არღვევს სამეზობლო თმენის პრინციპებს;  - რელიგიური/საკულტო, კულტურის, სოციალური, ჯანდაცვისა და სასპორტო ობიექტი; - საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი; - სასტუმრო; - ინდივიდუალური სამეურნეო და ტექნიკური დამხმარე ნაგებობა; - ადმინისტრაციული ობიექტი; - ოფისი; - ცალკე მდგომი და შენობაში ინტეგრირებული ავტოსადგომი. ბ) საგამონაკლისო წესით შეიძლება ასევე დასაშვები იყოს: - მცირე ზომის სამეწარმეო ობიექტი, რომელიც არ არღვევს სამეზობლო თმენის პრინციპებს; - სავაჭრო ცენტრი; - ავტოსატრანსპორტო საშუალების მომსახურების ობიექტი. გ) განაშენიანების პარამეტრების ცხრილი: მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) 0.5 მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-2) 1.3 მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) 0.3 შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სართულიანობა 3 სართ. 3. ცენტრის  ზონა (შზ-2) - წარმოადგენს  საშუალო  ინტენსივობის  შერეული  ზონის  ქვეზონას,  სადაც  დომინირებს საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები. ა) ნებადართული სახეობები: - მრავალფუნქციური შენობა; - სარეკრეაციო სივრცეები და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო შენობა და ნაგებობა; კვების, სავაჭრო და საოფისე ობიექტი; - სამეწარმეო ობიექტი, რომელიც არ არღვევს სამეზობლო თმენის პრინციპებს; - რელიგიური/საკულტო, კულტურის, სოციალური, ჯანდაცვისა და სასპორტო ობიექტი; - სკოლამდელი და სასკოლო აღზრდის დაწესებულება; - სასტუმრო; - ადმინისტრაციული ობიექტი; - უმაღლესი სასწავლებელი და პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულება; - გასართობი დაწესებულება, რომლის დანიშნულება მისი დასაშვებობის საშუალებას იძლევა;  - ავტოსატრანსპორტო საშუალების მომსახურების ობიექტი. ბ) საგამონაკლისო წესით შეიძლება ასევე დასაშვები იყოს: - მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი; - სავაჭრო ცენტრი. გ) განაშენიანების პარამეტრების ცხრილი: მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) 0.5 მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-2) 3.0 მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) 0.2 შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სართულიანობა 5 სართ. განაშენიანების დეტალური გეგმით კ1 მაქსიმალური კოეფიციენტი 0.6 4. საკურორტო ზონა 1 (შზ-6) - წარმოადგენს რეკრეაციულ ტერიტირიის საზღვრებში კურორტისთვის დამახასიათებელ განაშენიანებას. ა) ნებადართული სახეობები: - ქალაქლი ინტენსივობის დასასვენებელი სახლი; - სანატორიუმი და პანსიონატი; - სარეკრეაციო სივრცეები და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო შენობა და ნაგებობა; დასასვენებელი ბანაკი; - სასტუმრო; - ტურისტული ობიექტი; - სკოლამდელი აღზრდისა და განათლების და ზოგადი განათლების დაწესებულება; კვების ობიექტი; - გასართობი დაწესებულება; - კულტურის, სოციალური, ჯანდაცვის და სასპორტო ობიექტი. ბ) საგამონაკლისო წესით შეიძლება ასევე დასაშვები იყოს: - რელიგიური/საკულტო ობიექტი; - საცალო ვაჭრობის ობიექტი. გ) განაშენიანების პარამეტრების ცხრილი: მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) 0.3 მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-2) 3.0 მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) 0.1 შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სართულიანობა 3 სართ. 5. საწარმოო ზონა (იზ-1) — სამეწარმეო   ზონა   არის   ინდუსტრიული   ზონის   ქვეზონა,  სადაც   დომინირებს   საწარმოო   ობიექტები, რომლებშიც არ მიმდინარეობს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო/მავნე საწარმოო პროცესები. მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) - მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-2) - მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) 0.2 2. სამშენებლო ქვეზონებად დაყოფა აისახება განაშენიანების გეგმის ან/და განაშენიანების დეტალურ გეგმის შესაბამის ფუნქციური ზონირების რუკებსა და რეგლამენტებში, რომელთა გათვალისწინება სავალდებულოა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენებისას. 3. ამ მუხლში მითითებული ყველა ქვეზონისთვის დასაშვებ სახეობებს განეკუთვნება შემდეგი ძირითადი სახეობები: ა) ხაზობრივი ნაგებობები: გაზსადენი, წყალსადენი, წყალარინების მილი, სანიაღვრე არხი, ელექტროგადამცემი ხაზი, კავშირგაბმულობის ხაზი თუ აღნიშნულის მშენებლობა არ ეწინააღმდეგება ქვეზონისთვის რეგლამენტით დადგენილ თავისებურებას ბ) საავტომობილო გზა, სამელიორაციო და საირიგაციო ნაგებობა თუ აღნიშნულის მშენებლობა არ ეწინააღმდეგება ქვეზონისთვის რეგლამენტით დადგენილ თავისებურებას; გ) ქვეზონისთვის დასაშვები სახეობის ფუნქციონირებისათვის საჭირო დამხმარე შენობა-ნაგებობა და ღობე, გენერალური გეგმის განაშენიანების მართვის რეგლამენტის შესაბამისად, რომელთა არსებობაც დაურეგულირებელი, მოუწესრიგებელ განაშენიანების ან/და გაუნაშენიანებელ ტერიტორიაზე დასაშვებია მხოლოდ, მთავარ ობიექტთან ერთად, სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით; დ) ქვეზონაში დასაშვები შენობა-ნაგებობის ფუნქციონირებისათვის ან სხვა საქმიანობისთვის საჭირო დანადგარი ან/და ტექნიკური მოწყობილობა, თუ ის არ ეწინააღმდეგება რეგლამენტით დადგენილ თავისებურებას, გარდა მიწის ნაკვეთის ფართის შეზღუდვისა. ე)  პარკი, ბაღი, ბულვარი, სკვერი, საბავშვო მოედანი, ღია სპორტული მოედანი. ვ) სარეკლამო და საინფორმაციო ბანერები. მუხლი 4🔗. არასამშენებლო ტერიტორიები 1. სასოფლო-სამეურნეო ტერიტორია — სასოფლო-სამეურნეო ტერიტორია მოიცავს არსებულ სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებს, სადაც შესაძლებელია მხოლოდ მისი ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი დამხმარე ობიექტების არსებობა ძირითადი დებულებების 22-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. 2. ლანდშაფტური ტერიტორია მოიცავს ბუნებრივი ლანდშაფტის ან ხელოვნური ლანდშაფტის ტერიტორიებს, სადაც შესაძლებელია მხოლოდ მისი ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი შენობა-ნაგებობების არსებობა. ბუნებრივ-ლანდშაფტურ ტერიტორიაზე დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა: ა) მისი ფუნქციონირებისა და დაცვისთვის უზრუნველმყოფი შენობა-ნაგებობებისა; ბ) რელიგიური/საკულტო შენობა-ნაგებობებისა საგამონაკლისო წესით; გ) სპეციალური ტურისტული მარშუტის პროექტით შეთანხმებული, პანორამული ხედების მქონე, 100 მ​2-მდე ფართის ტურისტული ინფრასტრუქტურისათვის საჭირო შენობა-ნაგებობებისა. 3. გამწვანებული ტერიტორია - გამწვანებული ტერიტორია არის ნაშენ გარემოში არსებული გამწვანების ობიექტი (მაგალითად, ბულვარი, პარკი, ბაღი, სკვერი, გაზონი), რომლის ფართობის არანაკლებ 70%-ზე დაცულია წყალგამტარიანობა (კ-3), სადაც შესაძლებელია მოეწყოს დასასვენებელი/გასართობი ადგილები, სპორტული, სათამაშო, საკემპინგე, საქალაქო მებაღეობა, საბანაო ადგილები. გამწვანებულ ტერიტორიებს ასევე მიეკუთვნება სასაფლაოები, რომლის მოწყობა დასაშვებია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. 4. ზელოკალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ტერიტორია-საავტომობილო  ტრანსპორტის  ტერიტორია  (საერთაშორისო  და შიდასახელმწიფოებრივი  საავტომობილო გზები, სხვა, მუნიციპალური ტრანსპორტის და მთავარი გზების კარკასი და მათი გამტარი ნაგებობები); 5. ლოკალური ტრანსპორტის ტერიტორია და მთავარი ქუჩები გულისხმობს შემდეგი სახის ტერიტორიების და ობიექტების არსებობას: ა) მთავარი ქუჩების კარკასი; ბ) სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო ტერიტორია (საერთო სარგებლობის პარკინგისთვის, ქვეითთა ზონისთვის და სხვა). 6. ტრანსპორტის ტერიტორიებზე გამოყოფილ არეალებში შესაძლებელია შემდეგი ობიექტების არსებობა: ა) ავტოსადგომები; ბ) ავტოგასამართი სადგურები ან ავტოგასამართი კომპლექსები, აირგასამართი ან აირსავსები საკომპრესორო სადგურები; გ)   გზატკეცილების    გასხვისების   ზოლები   და   სადგურები   (მათ   შორის   აეროსადგურები, ავტოსადგურები, რკინიგზის სადგურები); დ) სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველმყოფი სხვა საზოგადოებრივი სამყოფები/სათავსები.