📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

გუდაურისა და ხადის ხეობის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 02.12.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №587
სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.021607
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/12/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 173 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ - მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს მოქალაქე პაატა ქობულაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 86% 08.09.2017 სიმონ ბულბულაშვილი და მამუკა სახიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 86% 16.05.2025 ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 86% 02.12.2019 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 85% 26.06.2019 „შპს ინტერსტანდარტ საბურთალო“ და უჩა ზაქაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 84% 16.05.2025

დოკუმენტის ტექსტი

გუდაურისა და ხადის ხეობის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №587 2019 წლის 2 დეკემბერი    ქ. თბილისი გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141-ე მუხლის მე-11 ნაწილის, „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 და „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილებების შესაბამისად, დამტკიცდეს: 1. გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია − ტექსტური ნაწილი (დანართი 1; დანართი 2). 2. გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის გენერალური გეგმა თანდართულ რუკებთან ერთად (დანართი 3). 3. გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის განაშენიანების გეგმა თანდართულ რუკებთან ერთად (დანართი 4). 4. გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის საბაზო არეალების მომსახურება სარეკომენდაციო/თემატური რუკები (დანართი 5). 5. გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის სამთო მომსახურების საშუალებები სარეკომენდაციო/თემატური რუკები (დანართი 6). მუხლი 2🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 ივნისის №331 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია