📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 02.12.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №591
სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.021611
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/12/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 159 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ - მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 95% 02.12.2019 ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 92% 02.12.2019 დიდი მიტარბის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 92% 02.12.2019 ბაკურიანში დიდველის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 06.06.2016 გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე 6 გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 88% 12.06.2018

დოკუმენტის ტექსტი

ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №591 2019 წლის 2 დეკემბერი    ქ. თბილისი ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141-ე მუხლის მე-11 ნაწილის, „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 და „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილებების შესაბამისად, დამტკიცდეს: 1. ბაკურიანის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის ტექსტური ნაწილი (დანართი 1; დანართი 2). 2. ბაკურიანის გენერალური გეგმა თანდართულ რუკებთან ერთად (დანართი 3). 3. ბაკურიანის განაშენიანების გეგმა თანდართულ რუკებთან ერთად (დანართი 4). 4. ბაკურიანის ტერიტორიაზე განაშენიანების/განაშენიანების დეტალური გეგმების დამუშავების პირობები (დანართი 5). 5. ბაკურიანისა და დიდი მიტარბის სამთო-სათხილამურო არეალის რუკები (დანართი 6). მუხლი 2🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბაკურიანის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №117 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია