საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112“-ზე შესული შეტყობინებების პირველადი რეაგირებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი სუბიექტებისათვის მიწოდებისა და მათთან კოორდინირებული მუშაობის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 06.12.2019
ძალის დაკარგვა 07.04.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №96
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016921
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/12/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112“-ზე შესული შეტყობინებების პირველადი რეაგირებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი სუბიექტებისათვის მიწოდებისა და მათთან კოორდინირებული მუშაობის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№96
2019 წლის 6 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112“-ზე შესული შეტყობინებების პირველადი რეაგირებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი სუბიექტებისათვის მიწოდებისა და მათთან კოორდინირებული მუშაობის წესის დამტკიცების თაობაზე
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და 72-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112“-ზე შესული შეტყობინებების პირველადი რეაგირებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი სუბიექტებისათვის მიწოდებისა და მათთან კოორდინირებული მუშაობის თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
დანართი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112“-ზე შესული შეტყობინებების პირველადი რეაგირებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი სუბიექტებისათვის მიწოდებისა და მათთან კოორდინირებული მუშაობის წესი
მუხლი 1🔗
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საჯარო სამართლის იურიდიული პირ „112“-სა (შემდგომში – „112“) და სამინისტროს ადმინისტრაციას (დეპარტამენტი), სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი), სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს (შემდგომში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) შორის (შემდგომში – უფლებამოსილი სუბიექტი) მიღებულ შეტყობინებებზე კოორდინირებული მუშაობის წესსა და საგანგებო სიტუაციებისა და სხვა ინციდენტებთან დაკავშირებით მიღებულ შეტყობინებებზე პირველადი რეაგირების საკითხებს.
2. სამინისტროს უფლებამოსილი სუბიექტისთვის „112“-ის მიერ მიღებული შეტყობინების გადაცემა ხორციელდება ERC-„112“-ის პროგრამაში არსებული კატეგორიების („შსს“, „C”, „P", „S“ და „F-R“) მიხედვით შემდეგი პრინციპით:
ა) სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს გადაეცემა ის შეტყობინებები, სადაც რეაგირებაზე უფლებამოსილ ერთ-ერთ სუბიექტად მითითებულია „P“ კატეგორია;
ბ) სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს გადაეცემა ის შეტყობინებები, სადაც რეაგირებაზე უფლებამოსილ ერთ-ერთ სუბიექტად მითითებულია „C“ კატეგორია, ასევე სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ არსებულ შემთხვევებთან დაკავშირებით მიღებული ის შეტყობინებები, სადაც რეაგირებაზე უფლებამოსილ ერთ-ერთ სუბიექტად მითითებულია „P“ კატეგორია;
გ) ის შეტყობინებები, სადაც რეაგირებაზე უფლებამოსილ ერთ-ერთ სუბიექტად მითითებულია „შსს“, საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცემა სამინისტროს ადმინისტრაციის სამობილიზაციო და ოპერატიულ-სამორიგეო სამმართველოს ოპერატიულ – სამორიგეო სამსახურის სამორიგეო განყოფილებას ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა – „Eflow”-ს მეშვეობით;
დ) ის შეტყობინებები, სადაც ერთ-ერთ სუბიექტად მითითებულია „S“, საქმე ინფორმაციის სახით გადაეცემა სამინისტროს ადმინისტრაციის სამობილიზაციო და ოპერატიულ-სამორიგეო სამმართველოს ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურის სამორიგეო განყოფილებას ERC-„112“-ის პროგრამის მეშვეობით;
ე) ის შეტყობინებები, სადაც რეაგირებაზე უფლებამოსილ ერთ-ერთ სუბიექტად მითითებულია „F-R“, საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცემა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს.
3. „112“-ში შემოსული ინციდენტების ნუსხაში (დანართი №1) ტერმინი „საკონსულტაციო“ აღნიშნავს იმგვარ შეტყობინებას, როდესაც უფლებამოსილი სუბიექტისთვის შეტყობინების გადაცემა არ ხორციელდება. ამასთან, ნუსხაში მითითებული ინციდენტების დახასიათება არის პირობითი ხასიათის.
4. სამინისტროს უფლებამოსილი სუბიექტი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს „112"-ს განხორციელებული სტრუქტურული, საკომუნიკაციო ან ნებისმიერი ისეთი ცვლილების შესახებ, რაც შეაფერხებს „112"-ის მიერ შეტყობინების მიწოდებას.
მუხლი 2🔗
1. ქ. თბილისის მასშტაბით ,,112“-ის მიერ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის განკუთვნილი შეტყობინება გადაეცემა შესაბამისი რაიონის ოცეულის მეთაურს, როგორც რადიოკავშირის (რადიოეთერის დაკავების შემთხვევაში – ტელეფონით), ასევე ბორტ კომპიუტერებზე არსებული ,,112“-ის პროგრამის საშუალებით. ოცეულის მეთაურთან დაკავშირების შეუძლებლობის შემთხვევაში – დაკავშირება ხდება შესაბამისი რაიონის თავისუფალ ეკიპაჟთან.
2. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ოცეულის მეთაური იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტულ გამოძახებაზე გასაგზავნი შესაბამისი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ეკიპაჟის/ეკიპაჟების (შემდგომში – საპატრულო ეკიპაჟი) განსაზღვრის შესახებ.
3. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ოცეულის მეთაური პირადად ან „112“-ის დისპეტჩერის მეშვეობით საპატრულო ეკიპაჟს გადასცემს შემოსულ შეტყობინებას პირველადი რეაგირების მიზნით რადიოკავშირის და ბორტ კომპიუტერებზე არსებული „112“-ის პროგრამის საშუალებით. პირადად გადაცემის შემთხვევაში, აღნიშნული ქმედების შესახებ ატყობინებს „112“-ის დისპეტჩერს, რომელიც უზრუნველყოფს ეკიპაჟთან შემდგომ კოორდინირებულ მუშაობას.
4. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ოცეულის მეთაური საპატრულო ეკიპაჟის შეცვლის შემთხვევაში ვალდებულია აღნიშნული დაუყოვნებლივ აცნობოს ,,112“-ის დისპეტჩერს ცვლილების პროგრამულად ასახვის უზრუნველყოფის მიზნით.
5. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ოცეულის მეთაური ვალდებულია ცვლის განმავლობაში მუდმივად ჰქონდეს წვდომა ERC – „112“-ის პროგრამასთან ბორტ კომპიუტერის საშუალებით, ხოლო პროგრამის გამოყენების რაიმე მიზეზით შეფერხების შემთხვევაში აცნობოს „112“-ის დისპეტჩერს.
6. „112“-ის დისპეტჩერი ვალდებულია:
ა) საჭიროების შემთხვევაში უშუალოდ დაუკავშირდეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ოცეულის მეთაურის მიერ გამოყოფილ საპატრულო ეკიპაჟს/ეკიპაჟებს და მიაწოდოს ინფორმაცია გამოძახების მისამართის, შემთხვევის და შეტყობინებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის შესახებ;
ბ) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საპატრულო ეკიპაჟთან უშუალოდ დაკავშირების შემთხვევაში საქმის გადაცემა ასახოს პროგრამულად;
გ) პროგრამის გამოყენების რაიმე მიზეზით შეფერხების შემთხვევაში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საპატრულო ეკიპაჟის მიერ გადმოცემული ინფორმაცია შემთხვევის ადგილზე მისვლის, საქმის დასრულების და დამდგარი შედეგის შესახებ დააფიქსიროს პროგრამულად.
მუხლი 3🔗
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საპატრულო ეკიპაჟი ვალდებულია:
ა) რადიოკავშირით ან ტელეფონით მიმართვისას დაუყოვნებლივ გამოეხმაუროს „112“-ის დისპეტჩერს;
ბ) ინფორმაცია შეტყობინების მიღების შემდეგ დააფიქსიროს პროგრამულად და რადიოკავშირის/ტელეფონის მეშვეობით დაუდასტუროს „112“-ის დისპეტჩერს;
გ) მიღებულ საქმეზე რეაგირების შეფერხების შემთხვევაში (თუ საპატრულო ეკიპაჟი შეესწრო სხვა შემთხვევას ან საპატრულო ეკიპაჟის გადაადგილება ფერხდება ავტომანქანის ტექნიკური პრობლემის გამო და ა.შ.) მიზეზი დაუყოვნებლივ აცნობოს „112“-ის დისპეტჩერს;
დ) შემთხვევის ადგილზე გასვლა, მისვლა, დამდგარი შედეგის შესახებ ინფორმაცია და საქმის დასრულება დააფიქსიროს პროგრამულად და აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გადასცეს „112“-ის დისპეტჩერს რადიოკავშირის/ტელეფონის მეშვეობით;
ე) აცნობოს უშუალოდ „112“-ის დისპეტჩერს დამატებითი საპატრულო ეკიპაჟის ან სხვა სამსახურის საჭიროების შესახებ.
მუხლი 4🔗
1. „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველოს შორის სამუშაო პროცესის კოორდინაცია ხორციელდება ერთიანი ინფორმაციული სისტემის – ERC - „112“-ის მეშვეობით.
2. სამუშაო პროცესის მუდმივ რეჟიმში პროგრამული ხედვის უზრუნველყოფიდან გამომდინარე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველო ვალდებულია:
ა) დაუყონებლივ გადასცეს „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოებიდან, მეტროპოლიტენის სამმართველოებისა და ტურისტული უსაფრთხოების ქვეით პატრულთა სამმართველოდან მიღებული განწესი;
ბ) ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) ოპერატიულ-სამორიგეო განყოფილებისათვის გადაცემული შეტყობინება ნომრით და შინაარსით დააფიქსიროს ERC-„112“-ის პროგრამაში შესაბამისი საქმის ჩატში (ღია ტექსტურ ველში);
გ) შეტყობინებათა პროგრამული ხედვის ნებისმიერი მიზეზით შეფერხების ან შეწყვეტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს.
მუხლი 5🔗
1. საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ქ. თბილისისა „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რეგიონალურ დანაყოფებს შორის ინფორმაციის ორმხრივი მიმოცვლა ხდება ერთიანი ინფორმაციული სისტემის - ERC-„112“-ის პროგრამის მეშვეობით.
2. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რეგიონალური დანაყოფის სამორიგეო ვალდებულია:
ა) მისი ტერიტორიის საზღვრებში შემავალი საქმის ERC-„112“-ში დარეგისტრირებისთანავე მოახდინოს რეაგირება და პროგრამულად ასახოს სტატუსები: „მიმდინარე“, „გაგზავნილია ბრიგადა", "დასრულებულია", ასევე დააფიქსიროს საქმეზე გასული ეკიპაჟის საძახისი, მისვლა და დამდგარი შედეგის შესახებ ინფორმაცია;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის „მიმდინარე“ მინიჭების შემდეგ გაარკვევს, რომ შემთხვევა არ არის მის სამოქმედო ტერიტორიაზე, დამოუკიდებლად გადასცეს შეტყობინება შესაბამის დანაყოფს და ERC-„112“-ის პროგრამის საქმის სარეგისტრაციო ფორმაში (შემდგომში – საქმის სარეგისტრაციო ფორმა) დააფიქსიროს აღნიშნული ინფორმაცია;
გ) შეტყობინებათა დუბლირების აღმოჩენის შემთხვევაში, საქმის სარეგისტრაციო ფორმაში გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი;
დ) დაადასტუროს „112“-ის მიერ ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) გადაცემული დამატებითი ინფორმაციის მიღება;
ე) ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში, „112“-ის დადასტურების მიუღებლობის შემთხვევაში დაკავშირება განახორციელოს ტელეფონის საშუალებით;
ვ) შეტყობინებათა პროგრამული ხედვის ნებისმიერი მიზეზით შეფერხების ან შეწყვეტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს „112“-ს.
3. „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველო ვალდებულია:
ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებულ შეტყობინებათა გადაცემა უზრუნველყოს სატელეფონო საშუალებით;
ბ) დაადასტუროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რეგიონალური დანაყოფის მიერ ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) გადაცემული დამატებითი ინფორმაციის მიღება;
გ) ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რეგიონალური დანაყოფის სამორიგეოს დადასტურების მიუღებლობის შემთხვევაში დაკავშირება განახორციელოს ტელეფონის საშუალებით.
მუხლი 6🔗
1. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველო შეტყობინების მიღების შემდეგ დამოუკიდებლად ახორციელებს რეაგირებას და განხორციელებული რეაგირების შესახებ აფიქსირებს საქმეში შემდეგ ინციდენტებს:
ა) უფლების გარეშე სატრანსპორტო საშუალების მართვის შესახებ;
ბ) არაფხიზელ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის შესახებ;
გ) დაკარგული სანომრე ნიშნის შესახებ;
დ) ნაპოვნი სანომრე ნიშნის შესახებ;
ე) მიტოვებული ავტომანქანის შესახებ;
ვ) ალკოტესტიანი ეკიპაჟის მოთხოვნის შესახებ;
ზ) პარკირების პრობლემის შესახებ, გარდა საგზაო ნიშნის მოქმედების ზონისა და სავალი ნაწილის ჩაკეტვისა;
თ) იმ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება (მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებიდან შემოსული შეტყობინებები);
ი) ახდილი ჭის ლუქის შესახებ;
კ) საგზაო/სარემონტო სამუშაოების შესახებ;
ლ) პრეტენზია საპატრულო პოლიციასთან.
2 ამ მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინციდენტზე „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველოს შეტყობინებას უგზავნის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა – „Eflow“-ს მეშვეობით.
მუხლი 7🔗
1. „112“-ის მიერ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისთვის შეტყობინებათა გადაცემა და მხარეთა შორის საქმიანობის კოორდინაცია ხორციელდება ერთიანი ინფორმაციული სისტემის – ERC – „112“-ის ან/და სამინისტროს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა – „Eflow“-ს მეშვეობით. ERC-„112“-ის მეშვეობით ინფორმაცია მიეწოდება სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს, ხოლო „eflow“-ს საშუალებით – სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების დანაყოფებს სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით. გამონაკლის შემთხვევებში შეტყობინებათა გადაცემა ხორციელდება სატელეფონო კავშირის საშუალებით.
2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ვალდებულია:
ა) მისი ტერიტორიის საზღვრებში შემავალი საქმის ERC-„112“-ში დარეგისტრირებისთანავე დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება, აღნიშნული ინფორმაცია პროგრამულად ასახოს სტატუსით – „მიმდინარე“ და შეტყობინება შემდგომი რეაგირებისთვის გადასცეს შესაბამის დანაყოფს რადიოკავშირის ან ტელეფონის საშუალებით;
ბ) მისი ტერიტორიის ფარგლებში პოლიციის გასვლა დააფიქსიროს სტატუსით – „გაგზავნილია ბრიგადა“;
გ) იმ შემთხვევაში, თუ გაარკვევს, რომ შემთხვევა არ არის მის სამოქმედო ტერიტორიაზე, დამოუკიდებლად გადასცეს შეტყობინება შესაბამის დანაყოფს და ERC-„112“-ის საქმის ჩატში (ღია ტექსტურ ველში) დააფიქსიროს ეს ინფორმაცია;
დ) შეტყობინებათა დუბლირების აღმოჩენის შემთხვევაში საქმის სარეგისტრაციო ფორმაში გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი;
ე) დაადასტუროს „112“-ის მიერ ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) გადაცემული დამატებითი ინფორმაციის მიღება და გადასცეს შესაბამის დანაყოფს;
ვ) ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში, „112“-ისგან დადასტურების მიუღებლობის შემთხვევაში დაკავშირება განახორციელოს ტელეფონის საშუალებით;
ზ) შეტყობინებათა პროგრამული ხედვის ნებისმიერი მიზეზით შეფერხების ან შეწყვეტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს „112“-ს.
3. „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველო ვალდებულია:
ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებულ შეტყობინებათა გადაცემა უზრუნველყოს სატელეფონო კავშირის მეშვეობით;
ბ) დაადასტუროს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიერ ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) გადაცემული დამატებითი ინფორმაციის მიღება;
გ) ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში, ტერიტორიული ორგანოდან დადასტურების მიუღებლობის შემთხვევაში დაკავშირება განახორციელოს ტელეფონის საშუალებით.
მუხლი 8🔗
სამინისტროს ადმინისტრაციის სამობილიზაციო და ოპერატიულ-სამორიგეო სამმართველოს ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურის სამორიგეო განყოფილებასა და „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს შორის შეტყობინებათა გადაცემა ხორციელდება სამინისტროს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა – „Eflow”-სა და ERC-„112“-ის პროგრამის მეშვეობით, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში – სატელეფონო კავშირის საშუალებით.
მუხლი 9🔗
1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს შორის ინფორმაციის ორმხრივი მიმოცვლა ხდება ერთიანი ინფორმაციული სისტემის – ERC-„112“-ის მეშვეობით.
2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ადმინისტრირების მთავარი სამმართველოს ოპერატიული მართვის სამმართველო ვალდებულია:
ა) საქმის ERC-„112“-ში დარეგისტრირებისთანავე მოახდინოს რეაგირება და პროგრამულად ასახოს სტატუსები: „მიმდინარე", „გაგზავნილია ბრიგადა", „დასრულებულია", ასევე დააფიქსიროს დამდგარი შედეგის შესახებ ინფორმაცია;
ბ) შეტყობინებათა დუბლირების აღმოჩენის შემთხვევაში საქმის სარეგისტრაციო ფორმაში გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი;
გ) დაადასტუროს „112“-ის მიერ ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) გადაცემული დამატებითი ინფორმაციის მიღება;
დ) ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში, „112“-ისგან დადასტურების მიუღებლობის შემთხვევაში დაკავშირება განახორციელოს ტელეფონის საშუალებით;
ე) შეტყობინებათა პროგრამული ხედვის ნებისმიერი მიზეზით შეფერხების ან შეწყვეტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს „112“-ს.
3. „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველო ვალდებულია:
ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებულ შეტყობინებათა გადაცემა უზრუნველყოს სატელეფონო საშუალებით;
ბ) დაადასტუროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ადმინისტრირების მთავარი სამმართველოს ოპერატიული მართვის სამმართველოს მიერ ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) გადაცემული დამატებითი ინფორმაციის მიღება;
გ) ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ადმინისტრირების მთავარი სამმართველოს ოპერატიული მართვის სამმართველოს დადასტურების მიუღებლობის შემთხვევაში დაკავშირება განახორციელოს ტელეფონის საშუალებით;
დ) საქმესთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია დააფიქსიროს შენიშვნის ველში ან/და ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორში (ჩათი).