საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესული შეტყობინებების პირველადი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი სუბიექტებისათვის მიწოდებისა და მათთან კოორდინირებული მუშაობის წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №30 |
|
2020 წლის 6 აპრილი ქ. თბილისი |
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესული შეტყობინებების პირველადი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი სუბიექტებისათვის მიწოდებისა და მათთან კოორდინირებული მუშაობის წესი.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ზე შესული შეტყობინებების პირველადი რეაგირებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი სუბიექტებისათვის მიწოდებისა და მათთან კოორდინირებული მუშაობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 6 დეკემბრის №96 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 09/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016921).
|
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესული შეტყობინებების პირველადი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი სუბიექტებისათვის მიწოდებისა და მათთან კოორდინირებული მუშაობის წესი
მუხლი 1 1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-სა (შემდგომ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“) და სამინისტროს ადმინისტრაციას (დეპარტამენტი), სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომ – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი), სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს (შემდგომ – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) შორის (შემდგომ – უფლებამოსილი სუბიექტი) მიღებულ შეტყობინებებზე კოორდინირებული მუშაობის წესსა და საგანგებო სიტუაციებისა და სხვა ინციდენტებთან დაკავშირებით მიღებულ შეტყობინებებზე პირველადი რეაგირების საკითხებს. 2. სამინისტროს უფლებამოსილი სუბიექტისთვის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ მიღებული შეტყობინების გადაცემა ხორციელდება ERC-„112“-ის პროგრამაში არსებული კატეგორიების („შსს“, „C”, „P", „S“ და „F-R“) მიხედვით შემდეგი პრინციპით: ა) სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს გადაეცემა ის შეტყობინებები, სადაც რეაგირებაზე უფლებამოსილ ერთ-ერთ სუბიექტად მითითებულია „P“ კატეგორია; ბ) სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს გადაეცემა ის შეტყობინებები, სადაც რეაგირებაზე უფლებამოსილ ერთ-ერთ სუბიექტად მითითებულია „C“ კატეგორია, ასევე სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ არსებულ შემთხვევებთან დაკავშირებით მიღებული ის შეტყობინებები, სადაც რეაგირებაზე უფლებამოსილ ერთ-ერთ სუბიექტად მითითებულია „P“ კატეგორია; გ) ის შეტყობინებები, სადაც რეაგირებაზე უფლებამოსილ ერთ-ერთ სუბიექტად მითითებულია „შსს“, საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცემა სამინისტროს ადმინისტრაციის სამობილიზაციო და ოპერატიულ-სამორიგეო სამმართველოს ოპერატიულ – სამორიგეო სამსახურის სამორიგეო განყოფილებას ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა – „Eflow”-ს მეშვეობით; დ) ის შეტყობინებები, სადაც ერთ-ერთ სუბიექტად მითითებულია „S“, საქმე ინფორმაციის სახით გადაეცემა სამინისტროს ადმინისტრაციის სამობილიზაციო და ოპერატიულ-სამორიგეო სამმართველოს ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურის სამორიგეო განყოფილებას ERC-„112“-ის პროგრამის მეშვეობით; ე) ის შეტყობინებები, სადაც რეაგირებაზე უფლებამოსილ ერთ-ერთ სუბიექტად მითითებულია „F-R“, საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცემა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს. 3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ში შემოსული ინციდენტების ნუსხაში (დანართი №1) ტერმინი „საკონსულტაციო“ აღნიშნავს იმგვარ შეტყობინებას, როდესაც უფლებამოსილი სუბიექტისთვის შეტყობინების გადაცემა არ ხორციელდება. ამასთან, ნუსხაში მითითებული ინციდენტების დახასიათება არის პირობითი ხასიათის. 4. სამინისტროს უფლებამოსილი სუბიექტი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ს განხორციელებული სტრუქტურული, საკომუნიკაციო ან ნებისმიერი ისეთი ცვლილების შესახებ, რაც შეაფერხებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ შეტყობინების მიწოდებას. მუხლი 2 1. ქ. თბილისის მასშტაბით საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის განკუთვნილი შეტყობინება გადაეცემა შესაბამისი რაიონის ოცეულის მეთაურს, როგორც რადიოკავშირის (რადიოეთერის დაკავების შემთხვევაში – ტელეფონით), ასევე ბორტ კომპიუტერებზე არსებული საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის პროგრამის საშუალებით. ოცეულის მეთაურთან დაკავშირების შეუძლებლობის შემთხვევაში – დაკავშირება ხდება შესაბამისი რაიონის თავისუფალ ეკიპაჟთან. 2. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ოცეულის მეთაური იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტულ გამოძახებაზე გასაგზავნი შესაბამისი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ეკიპაჟის/ეკიპაჟების (შემდგომ – საპატრულო ეკიპაჟი) განსაზღვრის შესახებ. 3. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ოცეულის მეთაური პირადად ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დისპეტჩერის მეშვეობით საპატრულო ეკიპაჟს გადასცემს შემოსულ შეტყობინებას პირველადი რეაგირების მიზნით რადიოკავშირის და ბორტ კომპიუტერებზე არსებული საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის პროგრამის საშუალებით. პირადად გადაცემის შემთხვევაში, აღნიშნული ქმედების შესახებ ატყობინებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დისპეტჩერს, რომელიც უზრუნველყოფს ეკიპაჟთან შემდგომ კოორდინირებულ მუშაობას. 4. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ოცეულის მეთაური საპატრულო ეკიპაჟის შეცვლის შემთხვევაში ვალდებულია აღნიშნული დაუყოვნებლივ აცნობოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დისპეტჩერს ცვლილების პროგრამულად ასახვის უზრუნველყოფის მიზნით. 5. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ოცეულის მეთაური ვალდებულია ცვლის განმავლობაში მუდმივად ჰქონდეს წვდომა ERC – „112“-ის პროგრამასთან ბორტ კომპიუტერის საშუალებით, ხოლო პროგრამის გამოყენების რაიმე მიზეზით შეფერხების შემთხვევაში აცნობოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დისპეტჩერს. 6. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დისპეტჩერი ვალდებულია: ა) საჭიროების შემთხვევაში უშუალოდ დაუკავშირდეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ოცეულის მეთაურის მიერ გამოყოფილ საპატრულო ეკიპაჟს/ეკიპაჟებს და მიაწოდოს ინფორმაცია გამოძახების მისამართის, შემთხვევის და შეტყობინებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის შესახებ; ბ) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საპატრულო ეკიპაჟთან უშუალოდ დაკავშირების შემთხვევაში საქმის გადაცემა ასახოს პროგრამულად; გ) პროგრამის გამოყენების რაიმე მიზეზით შეფერხების შემთხვევაში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საპატრულო ეკიპაჟის მიერ გადმოცემული ინფორმაცია შემთხვევის ადგილზე მისვლის, საქმის დასრულების და დამდგარი შედეგის შესახებ დააფიქსიროს პროგრამულად. მუხლი 3 საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საპატრულო ეკიპაჟი ვალდებულია: ა) რადიოკავშირით ან ტელეფონით მიმართვისას დაუყოვნებლივ გამოეხმაუროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დისპეტჩერს; ბ) ინფორმაცია შეტყობინების მიღების შემდეგ დააფიქსიროს პროგრამულად და რადიოკავშირის/ტელეფონის მეშვეობით დაუდასტუროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დისპეტჩერს; გ) მიღებულ საქმეზე რეაგირების შეფერხების შემთხვევაში (თუ საპატრულო ეკიპაჟი შეესწრო სხვა შემთხვევას ან საპატრულო ეკიპაჟის გადაადგილება ფერხდება ავტომანქანის ტექნიკური პრობლემის გამო და ა.შ.) მიზეზი დაუყოვნებლივ აცნობოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დისპეტჩერს; დ) შემთხვევის ადგილზე გასვლა, მისვლა, დამდგარი შედეგის შესახებ ინფორმაცია და საქმის დასრულება დააფიქსიროს პროგრამულად და აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გადასცეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დისპეტჩერს რადიოკავშირის/ტელეფონის მეშვეობით; ე) აცნობოს უშუალოდ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დისპეტჩერს დამატებითი საპატრულო ეკიპაჟის ან სხვა სამსახურის საჭიროების შესახებ. მუხლი 4 1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველოს შორის სამუშაო პროცესის კოორდინაცია ხორციელდება ერთიანი ინფორმაციული სისტემის – ERC - „112“-ის მეშვეობით. 2. სამუშაო პროცესის მუდმივ რეჟიმში პროგრამული ხედვის უზრუნველყოფიდან გამომდინარე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველო ვალდებულია: ა) დაუყონებლივ გადასცეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოებიდან, მეტროპოლიტენის სამმართველოებისა და ტურისტული უსაფრთხოების ქვეით პატრულთა სამმართველოდან მიღებული განწესი; ბ) ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) ოპერატიულ-სამორიგეო განყოფილებისათვის გადაცემული შეტყობინება ნომრით და შინაარსით დააფიქსიროს ERC-„112“-ის პროგრამაში შესაბამისი საქმის ჩატში (ღია ტექსტურ ველში); გ) შეტყობინებათა პროგრამული ხედვის ნებისმიერი მიზეზით შეფერხების ან შეწყვეტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს. მუხლი 5 1. საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ქ. თბილისისა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რეგიონალურ დანაყოფებს შორის ინფორმაციის ორმხრივი მიმოცვლა ხდება ერთიანი ინფორმაციული სისტემის – ERC-„112“-ის პროგრამის მეშვეობით. 2. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რეგიონალური დანაყოფის სამორიგეო ვალდებულია: ა) მისი ტერიტორიის საზღვრებში შემავალი საქმის ERC-„112“-ში დარეგისტრირებისთანავე მოახდინოს რეაგირება და პროგრამულად ასახოს სტატუსები: „მიმდინარე“, „გაგზავნილია ბრიგადა“, „დასრულებულია“, ასევე დააფიქსიროს საქმეზე გასული ეკიპაჟის საძახისი, მისვლა და დამდგარი შედეგის შესახებ ინფორმაცია; ბ) იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის „მიმდინარე“ მინიჭების შემდეგ გაარკვევს, რომ შემთხვევა არ არის მის სამოქმედო ტერიტორიაზე, დამოუკიდებლად გადასცეს შეტყობინება შესაბამის დანაყოფს და ERC-„112“-ის პროგრამის საქმის სარეგისტრაციო ფორმაში (შემდგომ – საქმის სარეგისტრაციო ფორმა) დააფიქსიროს აღნიშნული ინფორმაცია; გ) შეტყობინებათა დუბლირების აღმოჩენის შემთხვევაში, საქმის სარეგისტრაციო ფორმაში გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი; დ) დაადასტუროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) გადაცემული დამატებითი ინფორმაციის მიღება; ე) ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დადასტურების მიუღებლობის შემთხვევაში დაკავშირება განახორციელოს ტელეფონის საშუალებით; ვ) შეტყობინებათა პროგრამული ხედვის ნებისმიერი მიზეზით შეფერხების ან შეწყვეტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ს. 3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველო ვალდებულია: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებულ შეტყობინებათა გადაცემა უზრუნველყოს სატელეფონო საშუალებით; ბ) დაადასტუროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რეგიონალური დანაყოფის მიერ ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) გადაცემული დამატებითი ინფორმაციის მიღება; გ) ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რეგიონალური დანაყოფის სამორიგეოს დადასტურების მიუღებლობის შემთხვევაში დაკავშირება განახორციელოს ტელეფონის საშუალებით. მუხლი 6 1. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველო შეტყობინების მიღების შემდეგ დამოუკიდებლად ახორციელებს რეაგირებას და განხორციელებული რეაგირების შესახებ აფიქსირებს საქმეში შემდეგ ინციდენტებს: ა) უფლების გარეშე სატრანსპორტო საშუალების მართვის შესახებ; ბ) არაფხიზელ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის შესახებ; გ) დაკარგული სანომრე ნიშნის შესახებ; დ) ნაპოვნი სანომრე ნიშნის შესახებ; ე) მიტოვებული ავტომანქანის შესახებ; ვ) ალკოტესტიანი ეკიპაჟის მოთხოვნის შესახებ; ზ) პარკირების პრობლემის შესახებ, გარდა საგზაო ნიშნის მოქმედების ზონისა და სავალი ნაწილის ჩაკეტვისა; თ) იმ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება (მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებიდან შემოსული შეტყობინებები); ი) ახდილი ჭის ლუქის შესახებ; კ) საგზაო/სარემონტო სამუშაოების შესახებ; ლ) პრეტენზია საპატრულო პოლიციასთან. 2 ამ მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინციდენტზე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველოს შეტყობინებას უგზავნის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა – „Eflow“-ს მეშვეობით. მუხლი 7 1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისთვის შეტყობინებათა გადაცემა და მხარეთა შორის საქმიანობის კოორდინაცია ხორციელდება ერთიანი ინფორმაციული სისტემის – ERC – „112“-ის ან/და სამინისტროს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა – „Eflow“-ს მეშვეობით. ERC-„112“-ის მეშვეობით ინფორმაცია მიეწოდება სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს, ხოლო „eflow“-ს საშუალებით – სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების დანაყოფებს სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით. გამონაკლის შემთხვევებში შეტყობინებათა გადაცემა ხორციელდება სატელეფონო კავშირის საშუალებით. 2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ვალდებულია: ა) მისი ტერიტორიის საზღვრებში შემავალი საქმის ERC-„112“-ში დარეგისტრირებისთანავე დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება, აღნიშნული ინფორმაცია პროგრამულად ასახოს სტატუსით – „მიმდინარე“ და შეტყობინება შემდგომი რეაგირებისთვის გადასცეს შესაბამის დანაყოფს რადიოკავშირის ან ტელეფონის საშუალებით; ბ) მისი ტერიტორიის ფარგლებში პოლიციის გასვლა დააფიქსიროს სტატუსით – „გაგზავნილია ბრიგადა“; გ) იმ შემთხვევაში, თუ გაარკვევს, რომ შემთხვევა არ არის მის სამოქმედო ტერიტორიაზე, დამოუკიდებლად გადასცეს შეტყობინება შესაბამის დანაყოფს და ERC-„112“-ის საქმის ჩატში (ღია ტექსტურ ველში) დააფიქსიროს ეს ინფორმაცია; დ) შეტყობინებათა დუბლირების აღმოჩენის შემთხვევაში საქმის სარეგისტრაციო ფორმაში გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი; ე) დაადასტუროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) გადაცემული დამატებითი ინფორმაციის მიღება და გადასცეს შესაბამის დანაყოფს; ვ) ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ისგან დადასტურების მიუღებლობის შემთხვევაში დაკავშირება განახორციელოს ტელეფონის საშუალებით; ზ) შეტყობინებათა პროგრამული ხედვის ნებისმიერი მიზეზით შეფერხების ან შეწყვეტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ს. 3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველო ვალდებულია: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებულ შეტყობინებათა გადაცემა უზრუნველყოს სატელეფონო კავშირის მეშვეობით; ბ) დაადასტუროს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიერ ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) გადაცემული დამატებითი ინფორმაციის მიღება; გ) ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში, ტერიტორიული ორგანოდან დადასტურების მიუღებლობის შემთხვევაში დაკავშირება განახორციელოს ტელეფონის საშუალებით. მუხლი 8 სამინისტროს ადმინისტრაციის სამობილიზაციო და ოპერატიულ-სამორიგეო სამმართველოს ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურის სამორიგეო განყოფილებასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს შორის შეტყობინებათა გადაცემა ხორციელდება სამინისტროს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა – „Eflow”-სა და ERC-„112“-ის პროგრამის მეშვეობით, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში – სატელეფონო კავშირის საშუალებით. მუხლი 9 1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს შორის ინფორმაციის ორმხრივი მიმოცვლა ხდება ერთიანი ინფორმაციული სისტემის – ERC-„112“-ის მეშვეობით. 2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ადმინისტრირების მთავარი სამმართველოს ოპერატიული მართვის სამმართველო ვალდებულია: ა) საქმის ERC-„112“-ში დარეგისტრირებისთანავე მოახდინოს რეაგირება და პროგრამულად ასახოს სტატუსები: „მიმდინარე", „გაგზავნილია ბრიგადა", „დასრულებულია", ასევე დააფიქსიროს დამდგარი შედეგის შესახებ ინფორმაცია; ბ) შეტყობინებათა დუბლირების აღმოჩენის შემთხვევაში საქმის სარეგისტრაციო ფორმაში გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი; გ) დაადასტუროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) გადაცემული დამატებითი ინფორმაციის მიღება; დ) ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ისგან დადასტურების მიუღებლობის შემთხვევაში დაკავშირება განახორციელოს ტელეფონის საშუალებით; ე) შეტყობინებათა პროგრამული ხედვის ნებისმიერი მიზეზით შეფერხების ან შეწყვეტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს. 3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველო ვალდებულია: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებულ შეტყობინებათა გადაცემა უზრუნველყოს სატელეფონო საშუალებით; ბ) დაადასტუროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ადმინისტრირების მთავარი სამმართველოს ოპერატიული მართვის სამმართველოს მიერ ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) გადაცემული დამატებითი ინფორმაციის მიღება; გ) ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ადმინისტრირების მთავარი სამმართველოს ოპერატიული მართვის სამმართველოს დადასტურების მიუღებლობის შემთხვევაში დაკავშირება განახორციელოს ტელეფონის საშუალებით; დ) საქმესთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია დააფიქსიროს შენიშვნის ველში ან/და ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორში (ჩათი).
|
დანართი №1
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ში შემოსული ინციდენტების ნუსხა
|
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესული შეტყობინებების პირველადი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი სუბიექტებისათვის მიწოდებისა და მათთან კოორდინირებული მუშაობის წესის დამტკიცების თაობაზე
№30
2020 წლის 6 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესული შეტყობინებების პირველადი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი სუბიექტებისათვის მიწოდებისა და მათთან კოორდინირებული მუშაობის წესის დამტკიცების თაობაზე „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესული შეტყობინებების პირველადი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი სუბიექტებისათვის მიწოდებისა და მათთან კოორდინირებული მუშაობის წესი.
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ზე შესული შეტყობინებების პირველადი რეაგირებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი სუბიექტებისათვის მიწოდებისა და მათთან კოორდინირებული მუშაობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 6 დეკემბრის №96 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 09/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016921).
მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესული შეტყობინებების პირველადი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი სუბიექტებისათვის მიწოდებისა და მათთან კოორდინირებული მუშაობის წესი მუხლი 1 |
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-სა (შემდგომ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“) და სამინისტროს ადმინისტრაციას (დეპარტამენტი), სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომ – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი), სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს (შემდგომ – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) შორის (შემდგომ – უფლებამოსილი სუბიექტი) მიღებულ შეტყობინებებზე კოორდინირებული მუშაობის წესსა და საგანგებო სიტუაციებისა და სხვა ინციდენტებთან დაკავშირებით მიღებულ შეტყობინებებზე პირველადი რეაგირების საკითხებს.
2. სამინისტროს უფლებამოსილი სუბიექტისთვის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ მიღებული შეტყობინების გადაცემა ხორციელდება ERC-„112“-ის პროგრამაში არსებული კატეგორიების („შსს“, „C”, „P", „S“ და „F-R“) მიხედვით შემდეგი პრინციპით: ა) სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს გადაეცემა ის შეტყობინებები, სადაც რეაგირებაზე უფლებამოსილ ერთ-ერთ სუბიექტად მითითებულია „P“ კატეგორია; ბ) სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს გადაეცემა ის შეტყობინებები, სადაც რეაგირებაზე უფლებამოსილ ერთ-ერთ სუბიექტად მითითებულია „C“ კატეგორია, ასევე სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ არსებულ შემთხვევებთან დაკავშირებით მიღებული ის შეტყობინებები, სადაც რეაგირებაზე უფლებამოსილ ერთ-ერთ სუბიექტად მითითებულია „P“ კატეგორია; გ) ის შეტყობინებები, სადაც რეაგირებაზე უფლებამოსილ ერთ-ერთ სუბიექტად მითითებულია „შსს“, საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცემა სამინისტროს ადმინისტრაციის სამობილიზაციო და ოპერატიულ-სამორიგეო სამმართველოს ოპერატიულ – სამორიგეო სამსახურის სამორიგეო განყოფილებას ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა – „Eflow”-ს მეშვეობით; დ) ის შეტყობინებები, სადაც ერთ-ერთ სუბიექტად მითითებულია „S“, საქმე ინფორმაციის სახით გადაეცემა სამინისტროს ადმინისტრაციის სამობილიზაციო და ოპერატიულ-სამორიგეო სამმართველოს ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურის სამორიგეო განყოფილებას ERC-„112“-ის პროგრამის მეშვეობით; ე) ის შეტყობინებები, სადაც რეაგირებაზე უფლებამოსილ ერთ-ერთ სუბიექტად მითითებულია „F-R“, საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცემა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს. 3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ში შემოსული ინციდენტების ნუსხაში (დანართი №1) ტერმინი „საკონსულტაციო“ აღნიშნავს იმგვარ შეტყობინებას, როდესაც უფლებამოსილი სუბიექტისთვის შეტყობინების გადაცემა არ ხორციელდება. ამასთან, ნუსხაში მითითებული ინციდენტების დახასიათება არის პირობითი ხასიათის. 4. სამინისტროს უფლებამოსილი სუბიექტი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ს განხორციელებული სტრუქტურული, საკომუნიკაციო ან ნებისმიერი ისეთი ცვლილების შესახებ, რაც შეაფერხებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ შეტყობინების მიწოდებას. მუხლი 2 |
1. ქ. თბილისის მასშტაბით საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის განკუთვნილი შეტყობინება გადაეცემა შესაბამისი რაიონის ოცეულის მეთაურს, როგორც რადიოკავშირის (რადიოეთერის დაკავების შემთხვევაში – ტელეფონით), ასევე ბორტ კომპიუტერებზე არსებული საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის პროგრამის საშუალებით. ოცეულის მეთაურთან დაკავშირების შეუძლებლობის შემთხვევაში – დაკავშირება ხდება შესაბამისი რაიონის თავისუფალ ეკიპაჟთან.
2. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ოცეულის მეთაური იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტულ გამოძახებაზე გასაგზავნი შესაბამისი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ეკიპაჟის/ეკიპაჟების (შემდგომ – საპატრულო ეკიპაჟი) განსაზღვრის შესახებ.
3. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ოცეულის მეთაური პირადად ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დისპეტჩერის მეშვეობით საპატრულო ეკიპაჟს გადასცემს შემოსულ შეტყობინებას პირველადი რეაგირების მიზნით რადიოკავშირის და ბორტ კომპიუტერებზე არსებული საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის პროგრამის საშუალებით. პირადად გადაცემის შემთხვევაში, აღნიშნული ქმედების შესახებ ატყობინებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დისპეტჩერს, რომელიც უზრუნველყოფს ეკიპაჟთან შემდგომ კოორდინირებულ მუშაობას.
4. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ოცეულის მეთაური საპატრულო ეკიპაჟის შეცვლის შემთხვევაში ვალდებულია აღნიშნული დაუყოვნებლივ აცნობოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დისპეტჩერს ცვლილების პროგრამულად ასახვის უზრუნველყოფის მიზნით.
5. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ოცეულის მეთაური ვალდებულია ცვლის განმავლობაში მუდმივად ჰქონდეს წვდომა ERC – „112“-ის პროგრამასთან ბორტ კომპიუტერის საშუალებით, ხოლო პროგრამის გამოყენების რაიმე მიზეზით შეფერხების შემთხვევაში აცნობოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დისპეტჩერს.
6. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დისპეტჩერი ვალდებულია:
ა) საჭიროების შემთხვევაში უშუალოდ დაუკავშირდეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ოცეულის მეთაურის მიერ გამოყოფილ საპატრულო ეკიპაჟს/ეკიპაჟებს და მიაწოდოს ინფორმაცია გამოძახების მისამართის, შემთხვევის და შეტყობინებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის შესახებ;
ბ) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საპატრულო ეკიპაჟთან უშუალოდ დაკავშირების შემთხვევაში საქმის გადაცემა ასახოს პროგრამულად;
გ) პროგრამის გამოყენების რაიმე მიზეზით შეფერხების შემთხვევაში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საპატრულო ეკიპაჟის მიერ გადმოცემული ინფორმაცია შემთხვევის ადგილზე მისვლის, საქმის დასრულების და დამდგარი შედეგის შესახებ დააფიქსიროს პროგრამულად.
მუხლი 3 |
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საპატრულო ეკიპაჟი ვალდებულია:
ა) რადიოკავშირით ან ტელეფონით მიმართვისას დაუყოვნებლივ გამოეხმაუროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დისპეტჩერს;
ბ) ინფორმაცია შეტყობინების მიღების შემდეგ დააფიქსიროს პროგრამულად და რადიოკავშირის/ტელეფონის მეშვეობით დაუდასტუროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დისპეტჩერს;
გ) მიღებულ საქმეზე რეაგირების შეფერხების შემთხვევაში (თუ საპატრულო ეკიპაჟი შეესწრო სხვა შემთხვევას ან საპატრულო ეკიპაჟის გადაადგილება ფერხდება ავტომანქანის ტექნიკური პრობლემის გამო და ა.შ.) მიზეზი დაუყოვნებლივ აცნობოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დისპეტჩერს;
დ) შემთხვევის ადგილზე გასვლა, მისვლა, დამდგარი შედეგის შესახებ ინფორმაცია და საქმის დასრულება დააფიქსიროს პროგრამულად და აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გადასცეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დისპეტჩერს რადიოკავშირის/ტელეფონის მეშვეობით;
ე) აცნობოს უშუალოდ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დისპეტჩერს დამატებითი საპატრულო ეკიპაჟის ან სხვა სამსახურის საჭიროების შესახებ.
მუხლი 4
1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველოს შორის სამუშაო პროცესის კოორდინაცია ხორციელდება ერთიანი ინფორმაციული სისტემის – ERC - „112“-ის მეშვეობით.
2. სამუშაო პროცესის მუდმივ რეჟიმში პროგრამული ხედვის უზრუნველყოფიდან გამომდინარე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველო ვალდებულია:
ა) დაუყონებლივ გადასცეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოებიდან, მეტროპოლიტენის სამმართველოებისა და ტურისტული უსაფრთხოების ქვეით პატრულთა სამმართველოდან მიღებული განწესი;
ბ) ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) ოპერატიულ-სამორიგეო განყოფილებისათვის გადაცემული შეტყობინება ნომრით და შინაარსით დააფიქსიროს ERC-„112“-ის პროგრამაში შესაბამისი საქმის ჩატში (ღია ტექსტურ ველში);
გ) შეტყობინებათა პროგრამული ხედვის ნებისმიერი მიზეზით შეფერხების ან შეწყვეტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს.
მუხლი 5
1. საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ქ. თბილისისა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რეგიონალურ დანაყოფებს შორის ინფორმაციის ორმხრივი მიმოცვლა ხდება ერთიანი ინფორმაციული სისტემის – ERC-„112“-ის პროგრამის მეშვეობით.
2. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რეგიონალური დანაყოფის სამორიგეო ვალდებულია:
ა) მისი ტერიტორიის საზღვრებში შემავალი საქმის ERC-„112“-ში დარეგისტრირებისთანავე მოახდინოს რეაგირება და პროგრამულად ასახოს სტატუსები: „მიმდინარე“, „გაგზავნილია ბრიგადა“, „დასრულებულია“, ასევე დააფიქსიროს საქმეზე გასული ეკიპაჟის საძახისი, მისვლა და დამდგარი შედეგის შესახებ ინფორმაცია;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის „მიმდინარე“ მინიჭების შემდეგ გაარკვევს, რომ შემთხვევა არ არის მის სამოქმედო ტერიტორიაზე, დამოუკიდებლად გადასცეს შეტყობინება შესაბამის დანაყოფს და ERC-„112“-ის პროგრამის საქმის სარეგისტრაციო ფორმაში (შემდგომ – საქმის სარეგისტრაციო ფორმა) დააფიქსიროს აღნიშნული ინფორმაცია;
გ) შეტყობინებათა დუბლირების აღმოჩენის შემთხვევაში, საქმის სარეგისტრაციო ფორმაში გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი;
დ) დაადასტუროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) გადაცემული დამატებითი ინფორმაციის მიღება;
ე) ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დადასტურების მიუღებლობის შემთხვევაში დაკავშირება განახორციელოს ტელეფონის საშუალებით;
ვ) შეტყობინებათა პროგრამული ხედვის ნებისმიერი მიზეზით შეფერხების ან შეწყვეტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ს.
3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველო ვალდებულია:
ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებულ შეტყობინებათა გადაცემა უზრუნველყოს სატელეფონო საშუალებით;
ბ) დაადასტუროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რეგიონალური დანაყოფის მიერ ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) გადაცემული დამატებითი ინფორმაციის მიღება;
გ) ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რეგიონალური დანაყოფის სამორიგეოს დადასტურების მიუღებლობის შემთხვევაში დაკავშირება განახორციელოს ტელეფონის საშუალებით.
მუხლი 6
1. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველო შეტყობინების მიღების შემდეგ დამოუკიდებლად ახორციელებს რეაგირებას და განხორციელებული რეაგირების შესახებ აფიქსირებს საქმეში შემდეგ ინციდენტებს:
ა) უფლების გარეშე სატრანსპორტო საშუალების მართვის შესახებ;
ბ) არაფხიზელ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის შესახებ;
გ) დაკარგული სანომრე ნიშნის შესახებ;
დ) ნაპოვნი სანომრე ნიშნის შესახებ;
ე) მიტოვებული ავტომანქანის შესახებ;
ვ) ალკოტესტიანი ეკიპაჟის მოთხოვნის შესახებ;
ზ) პარკირების პრობლემის შესახებ, გარდა საგზაო ნიშნის მოქმედების ზონისა და სავალი ნაწილის ჩაკეტვისა;
თ) იმ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება (მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებიდან შემოსული შეტყობინებები);
ი) ახდილი ჭის ლუქის შესახებ;
კ) საგზაო/სარემონტო სამუშაოების შესახებ;
ლ) პრეტენზია საპატრულო პოლიციასთან.
2 ამ მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინციდენტზე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველოს შეტყობინებას უგზავნის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა – „Eflow“-ს მეშვეობით.
მუხლი 7
1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისთვის შეტყობინებათა გადაცემა და მხარეთა შორის საქმიანობის კოორდინაცია ხორციელდება ერთიანი ინფორმაციული სისტემის – ERC – „112“-ის ან/და სამინისტროს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა – „Eflow“-ს მეშვეობით. ERC-„112“-ის მეშვეობით ინფორმაცია მიეწოდება სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს, ხოლო „eflow“-ს საშუალებით – სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების დანაყოფებს სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით. გამონაკლის შემთხვევებში შეტყობინებათა გადაცემა ხორციელდება სატელეფონო კავშირის საშუალებით.
2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ვალდებულია:
ა) მისი ტერიტორიის საზღვრებში შემავალი საქმის ERC-„112“-ში დარეგისტრირებისთანავე დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება, აღნიშნული ინფორმაცია პროგრამულად ასახოს სტატუსით – „მიმდინარე“ და შეტყობინება შემდგომი რეაგირებისთვის გადასცეს შესაბამის დანაყოფს რადიოკავშირის ან ტელეფონის საშუალებით;
ბ) მისი ტერიტორიის ფარგლებში პოლიციის გასვლა დააფიქსიროს სტატუსით – „გაგზავნილია ბრიგადა“;
გ) იმ შემთხვევაში, თუ გაარკვევს, რომ შემთხვევა არ არის მის სამოქმედო ტერიტორიაზე, დამოუკიდებლად გადასცეს შეტყობინება შესაბამის დანაყოფს და ERC-„112“-ის საქმის ჩატში (ღია ტექსტურ ველში) დააფიქსიროს ეს ინფორმაცია;
დ) შეტყობინებათა დუბლირების აღმოჩენის შემთხვევაში საქმის სარეგისტრაციო ფორმაში გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი;
ე) დაადასტუროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) გადაცემული დამატებითი ინფორმაციის მიღება და გადასცეს შესაბამის დანაყოფს;
ვ) ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ისგან დადასტურების მიუღებლობის შემთხვევაში დაკავშირება განახორციელოს ტელეფონის საშუალებით;
ზ) შეტყობინებათა პროგრამული ხედვის ნებისმიერი მიზეზით შეფერხების ან შეწყვეტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ს.
3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველო ვალდებულია:
ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებულ შეტყობინებათა გადაცემა უზრუნველყოს სატელეფონო კავშირის მეშვეობით;
ბ) დაადასტუროს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიერ ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) გადაცემული დამატებითი ინფორმაციის მიღება;
გ) ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში, ტერიტორიული ორგანოდან დადასტურების მიუღებლობის შემთხვევაში დაკავშირება განახორციელოს ტელეფონის საშუალებით.
მუხლი 8
სამინისტროს ადმინისტრაციის სამობილიზაციო და ოპერატიულ-სამორიგეო სამმართველოს ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურის სამორიგეო განყოფილებასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს შორის შეტყობინებათა გადაცემა ხორციელდება სამინისტროს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა – „Eflow”-სა და ERC-„112“-ის პროგრამის მეშვეობით, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში – სატელეფონო კავშირის საშუალებით.
მუხლი 9
1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს შორის ინფორმაციის ორმხრივი მიმოცვლა ხდება ერთიანი ინფორმაციული სისტემის – ERC-„112“-ის მეშვეობით.
2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ადმინისტრირების მთავარი სამმართველოს ოპერატიული მართვის სამმართველო ვალდებულია:
ა) საქმის ERC-„112“-ში დარეგისტრირებისთანავე მოახდინოს რეაგირება და პროგრამულად ასახოს სტატუსები: „მიმდინარე", „გაგზავნილია ბრიგადა", „დასრულებულია", ასევე დააფიქსიროს დამდგარი შედეგის შესახებ ინფორმაცია; ბ) შეტყობინებათა დუბლირების აღმოჩენის შემთხვევაში საქმის სარეგისტრაციო ფორმაში გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი; გ) დაადასტუროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) გადაცემული დამატებითი ინფორმაციის მიღება; დ) ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ისგან დადასტურების მიუღებლობის შემთხვევაში დაკავშირება განახორციელოს ტელეფონის საშუალებით; ე) შეტყობინებათა პროგრამული ხედვის ნებისმიერი მიზეზით შეფერხების ან შეწყვეტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს. 3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველო ვალდებულია: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებულ შეტყობინებათა გადაცემა უზრუნველყოს სატელეფონო საშუალებით; ბ) დაადასტუროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ადმინისტრირების მთავარი სამმართველოს ოპერატიული მართვის სამმართველოს მიერ ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) გადაცემული დამატებითი ინფორმაციის მიღება; გ) ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ადმინისტრირების მთავარი სამმართველოს ოპერატიული მართვის სამმართველოს დადასტურების მიუღებლობის შემთხვევაში დაკავშირება განახორციელოს ტელეფონის საშუალებით; დ) საქმესთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია დააფიქსიროს შენიშვნის ველში ან/და ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორში (ჩათი). დანართი №1 საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ში შემოსული ინციდენტების ნუსხა№ სახელი პრიორიტეტი კატეგო რიები კატეგო რიები კატეგო რიები კატეგო რიები კატეგორიები აღწერა შენიშვნა1 უკანონო აბორტი მაღალიP C არასპეციალისტის მიერ ან არასათანადო დაწესებულებაში ჩატარებული აბორტის პროცედურა.2 ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) მაღალიP C ადამიანებით ვაჭრობა/ტრეფიკინგი;არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგი); ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით სარგებლობა.3 საგზაო-მოძრაობის წესების დარღვევა საშუალოP მოქალაქის მიერ ნებისმიერი საგზაო მოძრაობის წესის დარღვევა (მაგ.: ავარიული სიტუაციის შექმნა, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა ა.შ.).4 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (ადმინისტრაციული სამართალდარღვევა) საშუალოP საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რომლის შედეგადაც მოქალაქეს არ აღენიშნება სხეულის დაზიანება.5 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა ჯანმრთელობის დაზიანებით მაღალიP F-R საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რომელმაც გამოიწვია ადმიანის ჯანმრთელობის გაუარესება ან გარდაცვალება6 ალკოტესტიანი ეკიპაჟი დაბალიP შეტყობინება, როდესაც პოლიციის თანამშრომელი ითხოვს ალკოტესტიან ეკიპაჟს7 ამბულანსე მაღალიP შეტყობინება, როდესაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა ითხოვს პოლიციის დახმარებას რადიოსადგურის ან ტელეფონის საშუალებით, კოდური სიტყვით „AMBULANCE“ და ადგილზე არსებული გარემოებების გამო ვერ აკონკრეტებს პოლიციის გამოძახების/მოთხოვნის მიზეზს. 8 არ დახვდა სატრანსპორტო საშუალება საშუალოP შეტყობინება, როდესაც მოქალაქეს ადგილზე არ დახვდა სატრანსპორტო საშუალება, მაგრამ ვერ აკონკრეტებს მოიპარეს, საჯარიმოზე წაიყვანეს თუ სხვა რაიმე მიზეზით გადაადგილეს.9 არ იხდის თანხას დაბალიP c შეტყობინება, გაწეული მომსახურების საფასურის გადაუხდელობასთან დაკავშირებით, როდესაც რესტორანში, საავადმყოფოში და ა.შ. არ იხდის თანხას. P რეაგირებას ახდენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება, რომელიც არ იხდის თანხას უშუალოდ იმყოფება მისამართზე. თუ პიროვნება არ იმყოფება ადგილზე რეაგირებას ახდენს C; გამონაკლისის სახით, P -რეაგირებას ახდენს, როდესაც არ ხდება თანხის გადახდა სამედიცინო დაწესებულებაში, ასევე შემთხვევა, როდესაც არ ხდება ქირის ან ავტოსერვისის საფასურის გადახდა, მიუხედავად იმისა მხარეები ადგილზე იმყოფებიან თუ არა.10 არამიზნობრივი ზარი დაბალიC თუ ერთი და იგივე პირი, სისტემატიურად , ანუ ნებისმიერი უწყვეტი 1 საათის განმავლობაში 3 ან მეტ არამიზნობრივ შეტყობინებას განახორციელებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ში.11 შეურაცხმყოფელი ზარი მაღალიC საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის სატელეფონო ნომრის გამოყენებით ხდება შეტყობინების მიმღები პირის შეურაცხყოფა ან/და შეურაცხმყოფელი განცხადების გაკეთება.12 არჩევნებთან დაკავშირებით კანონმდებლობის დარღვევა მაღალიP C ნებისმიერი ინფორმაცია არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ.13 აფეთქება მაღალიP C S F-R ბუნებრივი აირის, საწვავის ავზის, ჟანგბადის ბალონის, ხელყუმბარის და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებების აფეთქება.14 აქცია მაღალიP C S ნებისმიერი გამოძახება, რომელიც უკავშირდება აქციას , მანიფესტაციას ან მიტინგს.15 აწუხებს მოქალაქე დაბალიP ერთი მოქალაქის მიერ მეორე მოქალაქის სიმშვიდის დარღვევა.16 ბეჭდის (პლომბის/ლუქის) დაზიანება დაბალიP C სპეციალური ბეჭდების, პლომბების განზრახ ან უნებლიე დაზიანება.17 ბრაკონიერობა საშუალოP C ინფორმაცია უნებართვო თევზჭერის/ნადირობის შესახებ18 გარდაცვალების ფაქტის დაფიქსირება დაბალიP C შეტყობინება, გარდაცვალების ფაქტის დაფიქსირების მიზნით. P მოინიშნება, როდესაც მოქალაქე გარდაცვლილია ქუჩაში ან საეჭვო ვითარებაში. ქუჩად ითვლება ყველა ტერიტორია გარდა ბინისა, კერძო საცხოვრებელი სახლისა და მისი ეზოსი. P არ მოინიშნება იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო დაწესებულებიდან პერსონალი (ადმინისტრატორი, ექიმი, მედდა და ა.შ) გადმოცემს ინფორმაციას, სტაციონარში გარდაცვლილ პაციენტთან დაკავშირებით, სამართალდამცავი ორგანოებისთვის ცნობის მიწოდების მიზნით.19 გარევაჭრობა საშუალოP გარევაჭრობასთან დაკავშირებული გამოძახება20 გარემოს დაცვის წესის დარღვევა მაღალიP C სამუშაოს წარმოებისას, სამშენებლო ნარჩენებით ან სხვა მასალებით გარემოს დაბინძურება/დაზიანება. წყლის ობიექტების: წყალსაცავების, ტბების, მდინარეებიის და ა.შ დაბინძურება, დანაგვიანება, დაშრეტასთან დაკავშირებით შემოსული ინფორმაცია. შეტყობინება მიმდინარე ფაქტის შესახებ უკანონო ხე-ტყის მოჭრასთან დაკავშირებით და ა.შ.21 გზაზე მოძრაობის შეფერხება მაღალიP შეტყობინება გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის შეფერხების შესახებ.22 გზის და ხიდის სავალი ნაწილის დაზიანება მაღალიP შეტყობინება გზის ან/და ხიდის სავალი ნაწილის ავარიული დაზიანების, ასევე ხიდის მოაჯირის გადანგრევის შესახებ.23 დაკარგული პიროვნება დაბალიP C F-R პიროვნებასთან დაკავშირების შეუძლებლობა, როდესაც უცნობია მისი ადგილსამყოფელი ან როდესაც პირს გზა აებნა, ან/და დაუსახლებელ პუნქტებში ადამიანის დაკარგვის ფაქტთან დაკავშირებული ინფორმაცია. საჭიროების შემთხვევაში რეაგირებას ახდენს F-R.24 დაკარგული სანომრე ნიშანი დაბალიP ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნის დაკარგვა.25 დარჩა/გაყვა ნივთი დაბალიP C შეტყობინება, მოქალაქის მიერ ნივთის სატრანსპორტო საშუალებაში დარჩენის შესახებ.ნივთი გაჰყვა სხვა პიროვნებას. თუ მოქალაქემ იცის ა/მანქანის ან/და პიროვნების საიდენტიფიკაციო მონაცემები რეაგირებას ახდენს P. სხვა შემთხევებში რეაგირებს C.26 დეზერტირობა საშუალოP C სამხედრო მოსამსახურის სამხედრო ნაწილში არ გამოცხადება ან სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვება.27 ელექტროტრავმა მაღალიP C F-R ელექტროენერგიის ძაბვის შედეგად მიყენებული ზიანი, დამწვრობა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გადის თუ საჭიროა მაშველების ჩართვა (დაშავებული მიუდგომელ ადგილზეა);28 თავისუფლების უკანონო აღკვეთა მაღალიP C S ადამიანის პირადი თავისუფლების აღკვეთის ფაქტი, როდესაც მოქალაქეს ეკრძალება პირადი კონტაქტები და გადაადგილება სასურველ დროს და სასურველ სივრცეში ანდა მოქალაქის ნების საწინააღმდეგოდ მისი სადმე წაყვანა.29 თამბაქოს/მარიხუანის მოხმარების წესების დარღვევა დაბალიP შეტყობინება, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარების, თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის მოხმარების, განლაგების ან/და რეალიზაციის წესების მართლსაწინააღმდეგო დარღვევის შესახებ. ასევე მარიხუანას მოხმარების წესების დარღვევა.30 თაღლითობა საშუალოP C სხვისი საკუთრების მოტყუებით დაუფლება, მითვისება ან გაფლანგვა31 იარაღთან დაკავშირებული ინფორმაცია მაღალიP C ინფორმაცია უკანონოდ ცეცხლსასროლი/ცივი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების, ასაფეთქებელი მოწყობილობის, მათი დამზადების, ტარება/შენახვისა და ყიდვა /გაყიდვა და გადაზიდვის შესახებ. შეტყობინება გადაეცემა შსს ტერიტორიულ ორგანოს (C), ხოლო საპატრულო პოლიციას (P) შსს ტერიტორიულ ორგანოსთან ერთად იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული მიმდინარეა.32 ითხოვს პოლიციას დაბალი საკონს-ულტა-ციო შეტყობინება, როდესაც მოქალაქე ითხოვს საპატრულო პოლიციის მისვლას გამოძახების ადგილზე და არ ასახელებს გამოძახების მიზეზს. ამ შემთხვევაში შეტყობინების ინიციატორს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ განემარტება, რომ პოლიციის მოთხოვნის კონკრეტული მიზეზის დასახელების გარეშე პოლიცია ვერ უზრუნველყოფს შემთხვევის ადგილზე მისვლას. ინიციატორის მიერ გამოძახების მიზეზის დაკონკრეტების შემდეგ შეტყობინებას საერთო წესით მიენიჭება შესაბამისი ინციდენტის ტიპი, რომელიც გადაეცემა ამ დანართით გათვალისწინებულ უფლებამოსილ სუბიექტ(ებ)ს.33 ინტოქსიკაცია CO მაღალიP C CO - თი გამოწვეული მოწამვლა. მაგ.: მანქანების გამონაბოლქვი, გამათბობელი სისტემების წვის პროდუქტი.34 ისტორიის, კულტურული ან ბუნების ძეგლების ხელყოფა საშუალოP C ისტორიული ობიექტის, კულტურული ან ბუნების ძეგლის ხელყოფა ან ისეთი პირობების შექმნა, რამაც შეიძლება მათი დაზიანება გამოიწვიოს.35 კარის ჩაკეტვით გამოწვეული საშიშროება მაღალიP F-R ნებისმიერი შემთხვევა, როდესაც ჩაკეტილ კარს მიღმა არსებობს რაიმე საშიშროება, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩაკეტილ სივრცეში დარჩენილ პიროვნებას. ასევე, ქმნის აფეთქების ან ხანძრის გაჩენის საშიშროებას. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქმედებს მხოლოდ პოლიციასთან ერთად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიღებული ინფორმაციის თანახმად, აშკარაა ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისათვის ზიანის მიყენების უშუალო და იმწუთიერი საფრთხე, რა დროსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო დანაყოფი რეაგირებს დაუყოვნებლივ. აღნიშნული შემთხვევის შესახებ სამაშველო დანაყოფი ატყობინებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამის დანაყოფს და ინციდენტის ადგილზე რეაგირებას ახორციელებს შესაბამისი დამსწრე პირის (ოჯახის წევრის, მეზობლის, ხოლო ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი სხვა პირის) თანდასწრებით.36 კიბერ დანაშაული დაბალიC შეტყობინება იურიდიული ან კერძო პირის ელექტრონულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, გამოყენების და ხელყოფის შესახებ.37 კომა ნარკოტიკული/ დაუზუსტებელი მაღალიP უგონო მდგომარეობა, გამოწვეული ნარკოტიკული ან მსგავსი ზემოქმედების მქონე ნივთიერებით. საპატრულო პოლიციას (P) შეტყობინება გადაეცემა იმ შემთხვევაში, თუ ფაქტი ხდება ქუჩაში. ქუჩათ ითვლება ყველა ტერიტორია, გარდა კერძო საცხოვრებელი სახლისა ან ბინისა.38 კონფლიქტი საშუალოP უთანხმოება, რომლის მოგვარება ვერ ხერხდება ჩარევის გარეშე.39 კონფლიქტი მეზობლებს შორის საშუალოP C მეზობლების გარკვეულ საკითხზე შეუთანხმებლობა და პრობლემის მოუგვარებლობა ჩარევის გარეშე. შსს-ს ტერიტორიულ ორგანოებს( C) შეტყობინება გადაეცემათ უბნის პასპორტის წარმოებისას და კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანების განსახორციელებლად.40 კონფლიქტი/ ოჯახური ძალადობა საშუალოP C შეტყობინება, როდესაც ერთი ოჯახის წევრის მიერ ხდება ოჯახის მეორე წევრის უფლებების დარღვევა (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება). ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. ინციდენტის ტიპი ენიჭება შემთხვევას, თუ ინიციატორისაგან მიღებული ინფორმაციით ძალადობის შედეგი არ არის ცემაზე მძიმე. საპატრულო პოლიციას (p) შეტყობინება გადაეცემა მხოლოდ მაშინ, თუ ინიციატორი თანხმობას აცხადებს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან შეხვედრაზე და ითხოვს პოლიციის გადაუდებელ დახმარებას. სხვა შემთხვევაში შეტყობინება გადაეცემათ მხოლოდ შსს-ს ტერიტორიულ ორგანოებს (C).41 მიტოვებული მანქანა დაბალიP C ინფორმაცია მიტოვებული ა/მანქანის შესახებ, რომლის მფლობელის ვინაობაც არ არის ცნობილი.42 მიცვალებულისადმი უპატივცემულობა დაბალიP C მიცვალებულის ან საფლავის შეურაცხყოფის/დაზიანების ფაქტი.43 მკვლელობა მაღალიP C S ნებისმიერი შეტყობინება, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლის ხელყოფასთან.44 მუქარა მაღალიP C სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების მუქარა, რა საშუალებითაც არ უნდა ხორციელდებოდეს იგი. თუ ორივე მხარე ადგილზეა რეაგირებას ახდენს p-ს, დანარჩენ შემთხვევაში რეაგირებას ახდენს მხოლოდ C.45 მძევლად აყვანა მაღალიP C S ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ძალადობით დაკავება, თავისუფლების აღკვეთა რაიმე მოთხოვნის სანაცვლოდ. მაგ.: მძევლად აყვანა ვინმეს პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ, გამოსასყიდის მიღების მიზნით.46 ნაპოვნი ნივთები დაბალიP C შეტყობინება ნაპოვნ ნივთზე, რომელიც არ იწვევს ეჭვს და არ არის საბრძოლო მასალა.47 ნაპოვნი საბრძოლო მასალა მაღალიP C შეტყობინება ნებისმიერი ნაპოვნი საბრძოლო მასალის: ფეთქებადი ნივთიერების, ასაფეთქებელი მოწყობილობის, ხელყუმბარის, იარაღის, ტყვიების და ა. შ.(გარდა ცივი იარაღისა) შესახებ.48 ნაპოვნი სანომრე ნიშანი დაბალიP შეტყობინება სანომრე ნიშნის პოვნის შესახებ49 ნარკოტიკთან დაკავშირებული ინფორმაცია მაღალიP C შეტყობინება ნარკოტიკის შენახვის, მოხმარების, ყიდვა/გაყიდვის შესახებ ან ინფორმაცია ნარკოტიკების მომხმარებელთან დაკავშირებით. შეტყობინება გადაეცემა შსს ტერიტორიულ ორგანოს (C), ხოლო საპატრულო პოლიციას (P) შსს ტერიტორიულ ორგანოსთან ერთად იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული მიმდინარეა.50 ნივთის ან ქონების დაზიანება საშუალოP C შეტყობინება კერძო ან იურიდიული პირის კუთვნილი ნივთის ან ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით. თუ მხარეები ადგილზე არიან რეაგირებას ახდენს P, სხვა შემთხვევებში რეაგირებს C.51 ნივთის დაკარგვა გაურკვეველ ვითარებაში დაბალიC შეტყობინება, როდესაც ინიციატორი ვერ აკონკრეტებს ნივთი მოპარეს თუ დაკარგა.52 ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესების დარღვევა საშუალოP ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს საზღვრის უკანონოდ კვეთა.53 ოპერატიული ინფორმაცია მაღალიP C S ინფორმაცია ტერიტორიის დანაღმვის ან/და ტერორისტული დანაშაულებების შესახებ. აგრეთვე ინფორმაცია სხვა ნებისმიერი დანაშაულის მომზადების ან ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებული პირების/გარემოებების შესახებ. ტერიტორიის დანაღმვის და ტერორისტულ დანაშაულებებთან დაკავშირებული ინფორმაციის შესახებ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ შეტყობინების მიღების შემდეგ, ოპერატორი ქმნის შესაბამის საქმეს და ჩვეულებრივი წესით რეაგირების მიზნით გადასცემს შსს საპატრულო პოლიციას/სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს. ამავე დროს ინფორმაციას აწვდის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრს (დეპარტამენტი). ტერიტორიის დანაღმვის და ტერორისტულ დანაშაულებებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებაზე უფლებამოსილმა თითოეულმა სუბიექტმა რეაგირება უნდა განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრთან (დეპარტამენტი) შეთანხმებით. ინფორმაცია სხვა ნებისმიერი დანაშაულის მომზადების ან ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებული პირების/გარემოებების შესახებ გადაეცემა მხოლოდ შსს საპატრულო პოლიციას/სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს.54 სახელმწიფო საიდუმლოების ხელყოფა მაღალიP C S ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოების ხელყოფის შესახებ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ შეტყობინების მიღების შემდეგ, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ოპერატორი ქმნის შესაბამის საქმეს და ჩვეულებრივი წესით გადასცემს მას შსს საპატრულო პოლიციას/სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს. ასევე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უშუალოდ უკავშირდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის სამორიგეო დანაყოფს და აწვდის შესაბამის ინფორმაციას.55 პარკირების პრობლემა გარდა საგზაო ნიშნის მოქმედების ზონისა და სავალი ნაწილის ჩაკეტვისა. საშუალოP ინფორმაცია ჩახერგილი ან არასწორად გაჩერებული/პარკირებული მანქანის შესახებ. საპატრულო პოლიციას (p) შეტყობინება გადაეცემა მხოლოდ საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში მდგომ სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით.56 პიროვნება არ გამოდის კონტაქტზე მაღალიP C F-R პიროვნება არ ეხმაურება ახლობელს/ნაცნობს, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი არის სახლში ან ნებისმიერ ჩაკეტილ სივრცეში და რაიმე ფაქტორი უშლის ხელს კონტაქტზე გამოსვლაში (მაგ.: თავს ცუდად გრძნობს). საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქმედებს მხოლოდ პოლიციასთან ერთად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აშკარაა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების უშუალო და იმწუთიერი საფრთხე, რა დროსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო დანაყოფი რეაგირებს დაუყოვნებლივ. აღნიშნული შემთხვევის შესახებ სამაშველო დანაყოფი ატყობინებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამის დანაყოფს და ინციდენტის ადგილზე რეაგირებას ახორციელებს შესაბამისი დამსწრე პირის (ოჯახის წევრის, მეზობლის, ხოლო ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი სხვა პირის) თანდასწრებით.57 პიროვნების იდენტიფიცირება დაბალიP შეტყობინება, როდესაც ინიციატორი ითხოვს საპატრულო ეკიპაჟს პიროვნების იდენტიფიცირების/ დადგენის მიზნით. საპატრულო პოლიციას (p) შეტყობინება არ გადაეცემა, თუ პიროვნების იდენტიფიცირება მოითხოვება: ა) ტრანსპორტის კონტროლის სამსახურის წარმომადგენელთან (კონტროლიორი) დაკავშირებული შემთხვევებისას;58 პრევენცია საშუალოP შეტყობინება, როდესაც საჭიროა წინასწარი ღონისძიებები რაიმე არასასურველი მოვლენის თავიდან ასაცილებლად.59 პრეტენზია ჯარიმასთან დაკავშირებით საშუალოP პრეტენზია, რომელსაც აფიქსირებს მოქალაქე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ გამოწერილ ჯარიმასთან დაკავშირებით და ითხოვს ადგილზე სხვა ეკიაპჟს ან ოცმეთაურს.60 პრეტენზია პოლიციასთან მაღალიშსს ნებისმიერი პრეტენზია, რომელსაც აფიქსირებს მოქალაქე შსს თანამშრომლის მიმართ.61 პრეტენზია პოლიციასთან - ოცმეთაურის გასვლით მაღალიP შსს ნებისმიერი პრეტენზია, რომელსაც აფიქსირებს მოქალაქე შსს თანამშრომლის მიმართ და ითხოვს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მისვლას. ამ ინციდენტზე ეკიპაჟის გასვლა/არ გასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საპატრულო პოლიციის (p) პასუხისმგებელი პირი (ოცმეთაური ან ათმეთაური).62 პრეტენზია საპატრულო პოლიციასთან მაღალიP ინციდენტის ტიპი მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე აფიქსირებს უკმაყოფილებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებული რაიმე ქმედების (მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების), ან უმოქმედობის შესახებ. მათ შორის: საპატრულო ეკიპაჟის დაგვიანების, არაკომპეტენტურობის,საცობის დროს პოლიციის უმოქმედობის ან საპატრულო პოლიციის მიერ გადაყვანილი/ გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ.63 პროსტიტუციასთან დაკავშირებული ინფორმაცია საშუალოP C ინფორმაცია დაკავშირებული სხეულით ვაჭრობის, მოქალაქის იძულებით პროსტიტუციაში ჩაბმის ან პროსტიტუციისათვის ფართის გადაცემის შესახებ.64 ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა საშუალოP C ჟურნალისტის იძულება გაავრცელოს ან თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისგან.65 რალი მაღალიP ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალებებით რბოლის შესახებ.66 რელიგიურ ნიადაგზე წარმოშობილი უთანხმოება საშუალოP C რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონო ხელშეშლა, ასევე ადამიანის უფლებების დარღვევა რელიგიის/რწმენის გამოხატვის ან სხვა შეხედულებების გამო.67 საგზაო/სარემონტო სამუშაოები დაბალიP შეტყობინება, როდესაც შესაბამისი სამსახური ითხოვს ეკიპაჟს ავარიული საგზაო ან/და სარემონტო სამუშაოების დაუყოვნებლივი წარმოებისათვის ან სამუშაოების ხელშემშლელი პირობების აღმოფხვრის მიზნით.68 უკანონო საექიმო ან ფარმაცევტული საქმიანობა დაბალიP C ულიცენზიო საექიმო, ფარმაცევტული საქმიანობა, კუსტარულად პრეპარატის დამზადება, ფსიქოტროპული პრეპარატის რეცეპტის გარეშე გაყიდვა. შეტყობინება გადაეცემა შსს ტერიტორიულ ორგანოს (C), ხოლო საპატრულო პოლიციას (P) შსს ტერიტორიულ ორგანოსთან ერთად იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული მიმდინარეა.69 საეჭვო ნივთი მაღალიP C S შეტყობინება უმეთვალყურეოდ დატოვებული ნებისმიერი ნივთის შესახებ. როდესაც ინიციატორი ვერ აზუსტებს, თუ რა ნივთია ანდა ნივთი ეჩვენება საეჭვოდ.70 საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა/ხულიგნობა მაღალიP C S შეტყობინება, როდესაც ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, პროტესტის გამოსახატად ახორციელებს თანამოაზრეთა შეკრებას ტრანსპოტის მოძრაობის შეფერხების, საწარმოს მუშაობის ბლოკირების და სხვა მიზნით. ასევე, ადამიანის ღირსებისა და საზოგადოების ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება: ყვირილით, გინებთ, დაცინვით, საზოგადოებრივი ან კერძო ქონების დაზიანებით, შუშების მტვრევით ან ფიზიკური ზემოქმედებით. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლური სასმელების მიღება.71 პირადი/ოჯახური საიდუმლოს ხელყოფა დაბალიC მოქალაქის პირადი ან ოჯახის წევრთა ურთიერთობის: მიმოწერის, სატელეფონო საუბრების და ა.შ. უკანონოდ მოპოვება/გავრცელება/ გამოყენება.72 ჭის ლუქია ახდილი დაბალიP ინფორმაცია ახდილი ჭის ლუქის შესახებ73 სამორინეში სათამაშოდ დაშვება 21 წლამდე დაბალიP C ინფორმაცია 21 წლამდე მოქალაქის სამორინეებსა და მსგავს დაწესებულებებში შეშვების შესახებ.74 სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება/გადამეტება საშუალოP C შეტყობინება, უფლებამოსილი პირის მიერ, კანონით გათვალისწინებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ან ბოროტად გამოყენების შესახებ.75 სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესის დარღვევა ან ფალსიფიკაცია საშუალოP პიროვნების ან ორგანიზაციის მხრიდან სანიტარიულ–ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევა, რამაც შესაძლოა მოწამვლა გამოიწვიოს. მაგ: დაბინძურებული წყლით საკვების მომზადება/გაყიდვა. მწარმოებლის ან გამსაღებლის მიერ მოგების მიღების მიზნით, პროდუქციის, სასმელის ან საკვების შემადგენლობის შეცვლა. ფალსიფიცირებული პროდუქციით ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნა.ასევე ვადაგასული პროდუქციის გაყიდვა.76 სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა დაბალიP C სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების, განჩინების, დადგენილების შეგნებულად შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა, ასევე დამცავი/შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევა საპატრულო პოლიციის (p) შეტყობინება გადაეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიღებული შეტყობინება უკავშირდება დამცავი ან შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევას.77 სატრანსპორტო საშუალების მართვა არაფხიზელ მდგომარეობაში მაღალიP ინფორმაცია, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოქალაქის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვის შესახებ.78 სატრანსპორტო საშუალების მართვა უფლების გარეშე დაბალიP მოქალაქის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვა, მართვის უფლების არქონის შემთხვევაში.79 საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთა მაღალიP S საქართველოს საზღვრის კვეთა დადგენილი წესების დარღვევით, უკანონოდ.80 საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შებღალვა მაღალიP C საქართველოს გერბის ან/და დროშის შებღალვა/დამცირება/ დაზიანება.81 საწარმოო ტრავმა მაღალიC შეტყობინება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული სხეულის ფიზიკური დაზიანების შესახებ.82 სექსუალური ხასიათის დანაშაული მაღალიP C სექსუალური ძალადობის ხასიათის მატარებელი ნებისმიერი ქმედება. (იგულისხმება ძალადობრივი სექსუალური შეღწევა(გაუპატიურება) ნებისმიერი ასაკის პირის მიმართ, ასევე სექსუალური ხასიათის ნებისმიერი სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით.83 სიმაღლიდან ვარდნა/ ჩავარდნა მაღალიP C F-R 2 მეტრი და მეტი სიმაღლიდან ვარდნის ყველა ის შემთხვევა, რომელიც საჭიროებს პოლიციის ჩართულობას. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქმედებს მხოლოდ მაშინ, როცა დაზარალებული იმყოფება მიუდგომელ ადგილზე (სახურავი, ხევი, აივანი...)84 სიტყვის თავისუფლების ხელყოფა საშუალოP C შეტყობინება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ.85 სოს მაღალიP ნებისმიერი შემთხვევა, როდესაც მოქალაქე ითხოვს შველას, ცნობილია მისამართი, გაურკვეველია პრობლემა.86 სტიქიური უბედურება მაღალიP C S F-R ზვავი, ქვის ცვენა, გრიგალი, ნამქერი, წყალდიდობა, მეწყერი და ა.შ.87 სუიციდი მაღალიP C F-R ინფორმაცია თვითმკვლელობის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში რეაგირებას ახდენს F-R88 სუიციდის მცდელობა მაღალიP C F-R ინფორმაცია თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ.89 ტერორისტული აქტი მაღალიP C S F-R მოსახლეობის დაშინების და ხელისუფლებაზე ზემოქმედების მიზნით მომხდარი აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, ადამიანზე თავდასხმა, იარაღის გამოყენება ან სხვა ქმედება, რომელიც ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას. შეტყობინება გადაეცემა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს90 უბედური შემთხვევა მაღალიP C F-R შემთხვევა, რომელსაც მოჰყვა ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა, ქონების დაზიანება, შენობა-ნაგებობის ნგრევა, ჩამოშლა და ა.შ91 უბედური შემთხვევის საფრთხე მაღალიP F-R შეტყობინება უბედური შემთხვევის საშიშროებასთან დაკავშირებით.92 უგონო მაღალიP მდგომარეობა, როცა პიროვნება კონტაქტში არ შემოდის, არ რეაგირებს. აგრეთვე უგონო მდგომარეობა, რომელიც უკავშირდება შაქრიან დიაბეტს. საპატრულო პოლიციას (p) შეტყობინება გადაეცემა იმ შემთხვევაში, თუ ინციდენტი უკავშირდება ქუჩაში არსებულ შემთხვევას. ქუჩად ითვლება ყველა ტერიტორია, გარდა კერძო საცხოვრებელი სახლისა ან ბინისა.93 უსახლკაროებთან დაკავშირებული პრობლემა დაბალიP უსახლკაროებთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმის შემთხვევა.94 ფაქტის დაფიქსირება დაბალიP შეტყობინება, როდესაც მოქალაქეს ესაჭიროება რაიმე ფაქტის ოქმით დაფიქსირება შემდგომ სასამართლოში, სადაზღვევოში ან რაიმე სხვა უწყებაში წარსადგენად.95 ფსიქიკური აშლილობა მაღალიP ფსიქიკურ აშლილობასთან დაკავშირებული შეტყობინება, როდესაც პაციენტი საფრთხეს უქმნის თავის თავს, გარშემო მყოფებს, აგრესიულია ან საჭიროებს გადაყვანას სპეციალურ დაწესებულებაში. საპატრულო პოლიციას (p) შეტყობინება გადაეცემა იმ შემთხვევაში,როდესაც ინიციატორი ან ადგილზე მისული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმი გადმოსცემს ინფორმაციას პაციენტის აგრესიულობის შესახებ.96 ქრთამის აღება/მიცემა საშუალოP C შეტყობინება ან ინფორმაცია ქრთამის გაცემა-აღების ფაქტთან დაკავშირებით. შეტყობინება გადაეცემა შსს ტერიტორიულ ორგანოს (C), ხოლო საპატრულო პოლიციას (P) შსს ტერიტორიულ ორგანოსთან ერთად იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული მიმდინარეა.97 ქურდობა მაღალიP C სხვისი ნივთის ფარულად დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. აგრეთვე, შეტყობინება ქურდობის მცდელობის შესახებ. შეტყობინება გადაეცემა შსს ტერიტორიულ ორგანოს (C), ხოლო საპატრულო პოლიციას (P) შსს ტერიტორიულ ორგანოსთან ერთად იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული მიმდინარეა.98 ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება ან გასაღება მაღალიP C ნებისმიერი ინფორმაცია, დაკავშირებული ყალბი ფულის, ფასიანი ქაღალდების და ნებისმიერი სხვა დოკუმენტაციის, თანხის შემცვლელი ტალონების (მაგ: საწვავის ტალონი) დამზადება/გასაღებასთან. შეტყობინება გადაეცემა შსს ტერიტორიულ ორგანოს (C), ხოლო საპატრულო პოლიციას (P) შსს ტერიტორიულ ორგანოსთან ერთად იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული მიმდინარეა.99 ყაჩაღობა მაღალიP C S თავდასხმა სხვისი ქონების მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით100 შეჭრა მაღალიP C სხვის კუთვნილ ან სადავო ფართში მოქალაქეთა არაკანონიერი შეჭრა ნებისმიერი მიზნით.101 ჩხუბი მაღალიP C ჩხუბთან დაკავშირებით შემოსული ნებისმიერი შეტყობინება, რომელსაც ჯერ არ მოყოლია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება.102 ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა მაღალიP C ინფორმაცია ნებისმიერი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შესახებ, აღნიშნული ინციდენტის ტიპში მოიაზრება სპეცოპერაციასთან დაკავშირებული სროლებიც.103 ცრუ გამოძახება მაღალიP საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის გამოყენება გადაუდებელი დახმარების მოთხოვნის მიზნით ცრუ შეტყობინების განსახორციელებლად, რასაც შედეგად მოჰყვა შემთხვევის ადგილზე შესაბამისი საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურის გასვლა (ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება არ მოიაზრება).104 ძალადობა მაღალიP C ნებისმიერი სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფიზიკური ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან/და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, რასაც არ მოჰყოლია ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესება. (არ საჭიროებს სამედიცინო დახმარებას). აგრეთვე, შეტყობინება არასრულწლოვნის მათხოვრობის ფაქტთან დაკავშირებით.105 ძარცვა მაღალიP C S შეტყობინება სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების შესახებ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. მისაკუთრება შეიძლება მოხდეს ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის მუქარით.106 ძებნილი სატრანსპორტო საშუალება მაღალიP შეტყობინება ძებნილი სატრანსპორტო საშულების ადგილმდებარეობის შესახებ.107 წყალში გადახტომას აპირებს მაღალიP F-R ინფორმაცია მოქალაქის წყალში გადახტომის მცდელობის შესახებ.108 წყალშია მოქალაქე მაღალიP F-R ინფორმაცია წყალში გადამხტარი, ჩავარდნილი ადამიანის ან გვამის შესახებ.109 ხანძარი მაღალიp C S F-R შეტყობინება ხანძრის შესახებ.110 ჯანმრთელობის დაზიანება მაღალიp C სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, გამოწვეულია რაიმე ქმედებით (მაგ: ცემით, ბლაგვი იარაღის ჩარტყმით, ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით), ასევე ჯანმრთელობისთვის/სიცოცხლისთვის საშიში სხვა საშუალებით (მაგ: მჟავის შესხმით).111 სარდაფიდან ან ბინიდან წყლის ამოტუმბვა საშუალოF-R შეტყობინება, როდესაც ესაჭიროებათ სახანძრო-სამაშველო სამსახური დატბორილი შენობა-ნაგებობიდან წყლის ამოსატუმბად.112 მოქალაქე - ლიფტში მაღალიF-R შეტყობინება მოქალაქის ლიფტში ჩაკეტვის შესახებ.113 არასაგანგებო საქმე სამაშველო ბრიგადის გასვლით დაბალიP C F-R ყველა არასაგანგებო შემთხვევა, რომელიც მოითხოვს სამაშველო ბრიგადის ჩართულობას, მათ შორის ტალახში, თოვლში, ქვიშაში ჩავარდნილი ავტომანქანა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საფრთხე ემუქრება ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას. სხვა შემთხვევაში სამაშველო არ გადის . P ან C რეაგირებას ახდენს საგანგებო სიტვაციების მართვის სამსახურის შესაბამის ბრიგადასთან ერთად.114 კარის ჩაკეტვა საშუალოP C F-R სამაშველო სამსახურის გამოძახება ჩაკეტილი კარის გაღების მიზნით. P ან C ტერიტორიულობის პრინციპით რეაგირებას ახდენს მხოლოდ სამაშველო სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის ოპერატორის მიერ ინიციატორი გაფრთხილებული უნდა იყოს კარის შესაძლო დაზიანებაზე. |