„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #1073 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№723
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016462
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №723

2015 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №1073 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №1073 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 28/12/2011, სარეგისტრაციო კოდი – 140130000.22.034.016081) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ,,112“-ის მიზნებია:

ა) საგანგებო და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შესახებ შეტყობინებებზე ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა;

ბ) საგანგებო და გადაუდებელი დახმარების ერთიანი სისტემის ფუნქციონირების ხელშეწყობა და განვითარება;

გ) საგანგებო და გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის შესახებ საზოგადოებრივი ცნობადობის ამაღლება;

დ) „112“-თან დაკავშირების ალტერნატიული არხების დამატება და საზოგადოების ინფორმირება.“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „112“-ის ფუნქციები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

ა) მისი საქმიანობის სფეროში შემავალი საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შესახებ შეტყობინების მიღება ერთიანი სატელეფონო ნომრის – „112“-ის, მონაცემთა ავტომატური დამუშავების სისტემის ან დაკავშირების სხვა ალტერნატიული არხების მეშვეობით;

ბ) მისი საქმიანობის სფეროში შემავალი საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევათა შესახებ მიღებული შეტყობინებების დამუშავება და რეაგირების მიზნით შესაბამისი სუბიექტებისათვის ინფორმაციის დროული მიწოდება;

გ) საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის სხვა შეტყობინებათა მართვის შესახებ უფლებამოსილ სუბიექტებთან კოორდინირებული მუშაობა;

დ) საგანგებო სიტუაციებსა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევებზე რეაგირების განმახორციელებელი უფლებამოსილი სუბიექტების დანიშნულების ადგილას მისვლამდე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთათვის შესაბამისი კონსულტაციების გაწევა და აუცილებელი პირველადი ინფორმაციის მიწოდება;

ე) მისი საქმიანობის სფეროში შემავალი საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შესახებ შეტყობინებათა აღრიცხვა, ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება;

ვ) მისი საქმიანობის სფეროში შემავალი საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევებზე ქცევისა და მოქმედების აუცილებელი წესების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება;

ზ) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შესაბამის დაწესებულებებთან/ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

თ) „112“-ის გამართული მუშაობის მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების, ცალკეული ინდივიდუალური და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და სამინისტროსთვის წარდგენა;

ი) მესამე პირების ობიექტებზე დამონტაჟებული სახანძრო ან/და აირის უსაფრთხოების სისტემის „112“-თან წვდომის გამართულობის უზრუნველყოფა;

კ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების უზრუნველყოფა;

ლ) სპეციალურად დაცული (საჯარიმო) სადგომების მოწყობა-ორგანიზება საქართველოს ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის კანონმდებლობით სამინისტროს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სამართალდარღვევების შემთხვევებში ჩამორთმევას დაქვემდებარებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა სპეციალურად დაცულ (საჯარიმო) სადგომზე გადაყვანის და დგომის უზრუნველსაყოფად;

მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელშეკრულების საფუძველზე, სხვადასხვა სამუშაოს შესრულება და მომსახურების გაწევა;

ნ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

3. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „112“-ის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაცია (სამსახური);

ბ) ოპერატიული მართვის სამსახური;

გ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;

დ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური;

ე) საფინანსო და ლოჯისტიკის სამსახური;

ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;

ზ) ინსპექტირების სამსახური;

თ) განვითარების სამსახური.“.

4. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. „112“-ის სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილებანი

1. ადმინისტრაცია (სამსახური):

ა) უზრუნველყოფს ,,112“-ის სამართლებრივ მომსახურებას;

ბ) ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს ,,112“-ის საქმიანობასთან დაკავშირებული დავების თაობაზე;

გ) წარმოადგენს ,,112“-ს სასამართლო ორგანოებში;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს „112“-ის საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ევროატლანტიკურ სტანდარტებთან შესაბამისობას;

ე) უზრუნველყოფს ,,112“-ის საქმისწარმოებას დადგენილი წესების შესაბამისად;

ვ) ახორციელებს დოკუმენტაციის აღრიცხვას, დამუშავებას და არქივაციას;

ზ) უზრუნველყოფს სხვადასხვა დაწესებულებისა და ორგანიზაციისათვის, ასევე სხვა ადრესატისათვის ,,112“-ის დოკუმენტების გადაცემას;

თ) შეიმუშავებს „112“-ის შრომის შინაგანაწესს;

ი) „112“-ის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით შეიმუშავებს „112“-ის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს;

კ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემას და პროაქტიულად გამოქვეყნებას;

ლ) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფისა და პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით „112“-ის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას და უზრუნველყოფს მათ შესრულებაზე კონტროლს;

მ) „112“-ის საქმიანობის ფარგლებში პერსონალური მონაცემების დაცვის/დამუშავების საკითხებზე უზრუნველყოფს „112“-ის სტრუქტურული ერთეულების ინფორმირებას;

ნ) ახორციელებს საპროტოკოლო და სხვა ორგანიზაციულ საკითხებს; 

ო) ახორციელებს ამ წესდებით (დებულებით) და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. ოპერატიული მართვის სამსახური:

ა) უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევათა შესახებ შეტყობინებების მიღებას, დამუშავებას და შეფასებას;

ბ) უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევათა შესახებ შეტყობინებებზე შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამისი სუბიექტებისთვის ინფორმაციის მიწოდებას;

გ) უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შესახებ შეტყობინებათა მართვის შესახებ უფლებამოსილ სუბიექტებთან კოორდინირებულ მუშაობას;

დ) საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციებზე რეაგირების განმახორციელებელი უფლებამოსილი სუბიექტების დანიშნულების ადგილზე მისვლამდე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უწევს მოქალაქეებს პირველად კონსულტაციას;

ე) ახორციელებს საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შესახებ შეტყობინებათა აღრიცხვას, ანალიზსა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოებას;

ვ) ახორციელებს ამ წესდებით (დებულებით) და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური:

ა) ახორციელებს „112“-ის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას და სტანდარტების პროცესის მართვას, შიდა კვლევების ჩატარებას, შესაბამისი ანგარიშის და რეკომენდაციების მომზადებას;

ბ) შეიმუშავებს ,,112“-ის მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

გ) ახორციელებს კანდიდატთა შერჩევას, მიღებას და შეფასებას;

დ) ორგანიზებას უწევს „112“-ში სასწავლო პრაქტიკისა და სტაჟირების გავლას;

ე) ახორციელებს ფსიქოლოგიური ტესტირების ჩატარებას და პიროვნული რეკომენდაციების მომზადებას; 

ვ) შეიმუშავებს მოტივაციის/წახალისების სისტემებს და ახორციელებს მათ მონიტორინგს;

ზ) ხელმძღვანელობს და ახორციელებს „112“-ის მოსამსახურეთა ატესტაციას;

თ) უზრუნველყოფს „112“-ის მოსამსახურეთა სწავლების პროცესის ხარისხის კვლევას;

ი) უზრუნველყოფს ,,112“-ის მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, მათი საკვალიფიკაციო გამოცდების მომზადება-ჩატარებას;

კ) უზრუნველყოფს სხვადასხვა სამსახურიდან მიღებული ინიციატივის მიხედვით სასწავლო პროცესის დაგეგმვას და განხორციელებას;

ლ) ახორციელებს საგამოცდო ტესტების შექმნას და მათ სტატისტიკურ ანალიზს;

მ) შეისწავლის და ამზადებს მასალებს „112“-ის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების, სპეციალური წოდებების მინიჭებისა და წახალისების შესახებ, აგრეთვე მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

ნ) ამზადებს წინადადებებს „112“-ის სტრუქტურული ერთეულების  სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ;

ო) ახორციელებს საკადრო საქმიანობასთან დაკავშირებით მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვას;

პ) უზრუნველყოფს „112“-ის მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლას;

ჟ) ამზადებს დოკუმენტაციას „112“-იდან დათხოვნილ მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით;

რ) ახორციელებს მოქმედი და საარქივო პირადი საქმეების მომზადებას, აღრიცხვას, შენახვას, შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნას და უზრუნველყოფს საარქივო პირადი საქმეების დაცვას;

ს) სამინისტროს სისტემაში არსებული ერთიანი საკადრო პოლიტიკის შესაბამისად უზრუნველყოფს სხვა საკადრო ღონისძიებების განხორციელებას;

ტ) ახორციელებს ამ წესდებით (დებულებით) და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური:

ა) უზრუნველყოფს „112“-ში საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვას, მის განახლებას და გამართულ ფუნქციონირებას;

ბ) უზრუნველყოფს ლოკალური და გლობალური საქსელო კავშირების შექმნას და მათ მდგრად მუშაობას;

გ) უზრუნველყოფს „112“-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნისა და განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავებას;

დ) უზრუნველყოფს ინფორმაციული დაცვის საშუალებების დანერგვას და მომსახურებას;

ე) უზრუნველყოფს „112“-ის მოსამსახურეთა სამუშაო ადგილების (პერიფერიული მოწყობილობები, პროგრამული უზრუნველყოფა და საკომუნიკაციო საშუალება) გამართვას და მდგრად მუშაობას;

ვ) უზრუნველყოფს „112“-ის მიერ მესამე პირებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მესამე პირების ობიექტებზე დამონტაჟებული სახანძრო ან/და აირის უსაფრთხოების სისტემის „112“-თან წვდომის გამართულობას;

ზ) ახორციელებს დაკავშირების ალტერნატიული არხების დანერგვის პროცესის ტექნიკურ მხარდაჭერასა და შესაბამის მოწყობილობებთან კავშირგაბმულობის უზრუნველყოფას;

თ) ახორციელებს ამ წესდებით (დებულებით) და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. საფინანსო და ლოჯისტიკის სამსახური:

ა) შეიმუშავებს ,,112“-ის ბიუჯეტსა და ხარჯთა ნუსხის პროექტებს, ადგენს და წარადგენს კვარტალურ და წლიურ საფინანსო და სტატისტიკურ ანგარიშებს;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშავებს და „112“-ის დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს „112“-ის წლიურ ბიუჯეტს;

გ) ორგანიზებას უწევს და წარმართავს ,,112“-ის სისტემაში საფინანსო-ეკონომიკურ და ბუღალტრულ აღრიცხვას;

დ) ახორციელებს საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის ანალიზს;

ე) ორგანიზებას უწევს ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და საფინანსო- მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარებას;

ვ) შეიმუშავებს სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმას და ორგანიზებას უწევს სახელმწიფო შესყიდვებს;

ზ) უზრუნველყოფს მომწოდებელთან ხელშეკრულებების დადებას და აკონტროლებს დადებული ხელშეკრულების შესრულებას;

თ) ახორციელებს ,,112“-ის ფუნქციონირებისათვის აუცილებელ მატერიალურ–ტექნიკურ უზრუნველყოფას;

ი) უზრუნველყოფს „112“-ის ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობებზე მუდმივ მონიტორინგს, დაცვას და გაუმჯობესება-განვითარების შესახებ რეკომენდაციების შემუშავებას;

კ) ახორციელებს „112“-ის მომარაგების ორგანიზებას და წარმართავს ,,112“-ის სამეურნეო საქმიანობას;

ლ) უზრუნველყოფს „112“-ის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ გამართულობასა და უძრავი ქონების მოვლა-პატრონობას;

მ) აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილებას; „112“-ის სპეციალურად დაცული (საჯარიმო) სადგომების გამართულ ფუნქციონირებას და შესაბამისი მომსახურების საფუძველზე შემოსავლების მიღების ადმინისტრირებას;

ნ) ახორციელებს ამ წესდებით (დებულებით) და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

6. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:

ა) უზრუნველყოფს საზოგადოებასთან, მასობრივ საკომუნიკაციო საშუალებებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობას;

ბ) უზრუნველყოფს „112“-ის იმიჯზე ზრუნვას;

გ) უზრუნველყოფს „112“-ის კორპორაციული კულტურის ჩამოყალიბებას;

დ) უზრუნველყოფს „112“-ის შესახებ საზოგადოების ცალკეული მიზნობრივი ჯგუფების ინფორმირებულობას;

ე) უზრუნველყოფს მედიასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავებასა და კომუნიკაციის მართვას;

ვ) უზრუნველყოფს სტრატეგიულ და კრიზისულ სიტუაციებში საზოგადოებასთან კომუნიკაციების მართვას;

ზ) „112“-ის საჭიროებების გათვალისწინებით გეგმავს და ახორციელებს მარკეტინგულ კვლევებს და აღნიშნულ კვლევებზე დაყრდნობით გეგმავს მარკეტინგულ კამპანიებს;

თ) ახორციელებს „112“-ის ვებგვერდის და სოციალური ქსელების სტრუქტურისა და შინაარსის მართვას;

ი) ახორციელებს ამ წესდებით (დებულებით) და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

7. ინსპექტირების სამსახური:

ა) აკონტროლებს ,,112“-ის მოსამსახურეებისათვის დადგენილი სტანდარტებისა და წესების დაცვას, აგრეთვე შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს;

ბ) უზრუნველყოფს ოპერატიული მართვის სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ხარისხის კონტროლს, საჭიროების შემთხვევაში მითითებების გაცემას და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას;

გ) უზრუნველყოფს სამსახურებრივი შემოწმების განხორციელებას და აღნიშნული შემოწმების საფუძველზე შესაბამისი დასკვნის მომზადებას;

დ) უზრუნველყოფს ,,112“-ის მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონმდებლობის დარღვევის სამსახურებრივი ფაქტების გამოვლენას და პრევენციას;

ე) ახორციელებს ამ წესდებით (დებულებით) და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

8. განვითარების სამსახური:

ა) უზრუნველყოფს „112“-ის შიდა პროცესებისა და პროცედურების შესწავლას, ანალიზს და საქმიანობის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას;

ბ) უზრუნველყოფს „112“-ის არსებული სერვისების/პროდუქტების გაუმჯობესებასა და ახალი სერვისების/პროდუქტების შექმნას ან შექმნასთან დაკავშირებით რეკომენდაციების მომზადება-განხორციელებას;

გ) უზრუნველყოფს „112“-ის განვითარების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავებას და მისი განხორციელების მონიტორინგს;

დ) აწარმოებს კვლევებს როგორც საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის (ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე), ასევე ახალი იდეების გენერირების მიმართულებით, შიდა პროცესების და პროცედურების ანალიზის საფუძველზე;

ე) ასრულებს ადგილობრივ, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებში წარმომადგენლობით ფუნქციებს და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას;

ვ) უზრუნველყოფს სამინისტროს პოლიტიკის ორგანიზაციულ დონეზე გატარებას;

ზ) ახორციელებს ამ წესდებით (დებულებით) და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ოქტომბრიდან.  

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი