„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №1073 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №131 |
|
2016 წლის 30 მარტი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
1. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №1073 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 29/12/2011, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016081) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის: ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. „112“-ს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში, სიმბოლიკა, ლოგო, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.“; ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. „112“ უფლებამოსილია სახელმწიფო ხაზინის თანხმობით ჰქონდეს საბანკო ანგარიში ერთ ან რამდენიმე კომერციულ ბანკში.“. 2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში „112“-ზე შეტყობინების განხორციელების აუცილებელი წესების, შესაბამისი ქცევისა და მოქმედებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება;“. 3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) ამტკიცებს „112“-ის წლიურ ბიუჯეტს;“; ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) კანონმდებლობით დადგენილი წესით აფორმებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს შტატგარეშე მოსამსახურეებთან;“. 4. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის : ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროექტების მართვის სამსახური;“; ბ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. მე-9 მუხლის : ა) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს „112“-ის ოპერატორთა რანგირების მიზნით მათ შეფასებას;“; ბ) მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) უზრუნველყოფს ,,112“-ის მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, მათი საკვალიფიკაციო გამოცდების მომზადება/ჩატარებას და გამოცდების შედეგების მიხედვით მოსამსახურეთა შეფასებას;“; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროექტების მართვის სამსახური: ა) უზრუნველყოფს „112“-ში ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვას, მის განახლებას და გამართულ ფუნქციონირებას; ბ) უზრუნველყოფს ლოკალური და გლობალური საქსელო კავშირების შექმნას და მათ მდგრად მუშაობას; გ) უზრუნველყოფს „112“-ის ინფორმაციული ტექნოლოგიების შექმნისა და განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავებას; დ) უზრუნველყოფს ინფორმაციული დაცვის საშუალებების დანერგვას და მომსახურებას; ე) უზრუნველყოფს „112“-ის შიდა პროცესებისა და პროცედურების შესწავლას, ანალიზს და საქმიანობის ოპტიმიზაციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების დანერგვას; ვ) უზრუნველყოფს „112“-ის არსებული სერვისების/პროდუქტების გაუმჯობესებასა და ახალი სერვისების/პროდუქტების შექმნას ან შექმნასთან დაკავშირებით რეკომენდაციების მომზადება-განხორციელებას; ზ) აწარმოებს კვლევებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის მიზნით; თ) უზრუნველყოფს „112“-ის მოსამსახურეთა სამუშაო ადგილების (პერიფერიული მოწყობილობები, პროგრამული უზრუნველყოფა და საკომუნიკაციო საშუალება) გამართვას და მდგრად მუშაობას; ი) უზრუნველყოფს „112“-ის მიერ მესამე პირებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მესამე პირების ობიექტებზე დამონტაჟებული სახანძრო ან/და აირის უსაფრთხოების სისტემის „112“-თან წვდომის გამართულობას; კ) ახორციელებს დაკავშირების ალტერნატიული არხების დანერგვის პროცესის ტექნიკურ მხარდაჭერასა და შესაბამის მოწყობილობებთან კავშირგაბმულობის უზრუნველყოფას; ლ) ახორციელებს ამ წესდებით (დებულებით) და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“; დ) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) კანონმდებლობით დადგენილი წესით „112“-ის დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს „112“-ის წლიურ ბიუჯეტს;“; ე) მე-6 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნტი: „თ1) ასრულებს ადგილობრივ, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებში წარმომადგენლობით ფუნქციებს და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას;“; ვ) მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს „112“-ის ოპერატორთა რანგირების მიზნით მათ შეფასებას;“; ზ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 აპრილიდან.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №1073 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №1073 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.03.2016.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №1073 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №1073 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.03.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №131. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.016514.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №1073 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №1073 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №1073 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.03.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №1073 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №131, 30.03.2016, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016514 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.03.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3235591/