„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №1073 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №745 |
|
2016 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №1073 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 29/12/2011, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016081) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; 2. მე-9 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამუშაო პროცესის ანალიზს და შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს;“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. რუსთავის ცენტრი (სამსახური) ტერიტორიული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“; გ) მე-4 პუნქტის: გ.ა) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ.ბ) „ნ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“–„ნ9“ ქვეპუნქტები: „ნ1) უზრუნველყოფს საზოგადოებასთან, მასობრივ საინფორმაციო საშუალებებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობას; ნ2) უზრუნველყოფს „112“-ის იმიჯის განვითარებას; ნ3) ხელს უწყობს „112“-ის კორპორაციული კულტურის ჩამოყალიბებას; ნ4) უზრუნველყოფს „112“-ის შესახებ საზოგადოების ცალკეული მიზნობრივი ჯგუფების ინფორმირებულობას; ნ5) უზრუნველყოფს მედიასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავებას და კომუნიკაციის მართვას; ნ6) უზრუნველყოფს, მათ შორის კრიზისულ სიტუაციებში, საზოგადოებასთან კომუნიკაციის მართვას; ნ7) „112“-ის საჭიროებათა გათვალისწინებით გეგმავს და ახორციელებს მარკეტინგულ კვლევებს და აღნიშნულ კვლევებზე დაყრდნობით გეგმავს მარკეტინგულ კამპანიებს; ნ8) ახორციელებს „112“-ის ვებგვერდის და სოციალური ქსელების სტრუქტურისა და შინაარსის მართვას; ნ9) უზრუნველყოფს „112“-ის სერვისების/პროდუქტების და სხვა მიღწევების შესახებ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირებას;“; დ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) „112“-ის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით შეიმუშავებს „112“-ის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს;“; ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროექტების მართვის სამსახური: ა) უზრუნველყოფს „112“-ში ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვას, მათ განახლებასა და გამართულ ფუნქციონირებას; ბ) უზრუნველყოფს ლოკალური და გლობალური საქსელო კავშირების შექმნას და მათ მდგრად მუშაობას; გ) უზრუნველყოფს „112“-ის ინფორმაციული ტექნოლოგიების შექმნას, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებასთან დაკავშირებული პროექტების ანალიზს, დანერგვასა და შესაბამისი წინადადებების შემუშავებას; დ) ახორციელებს ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის საშუალებების დანერგვასა და მომსახურებას; ე) უზრუნველყოფს „112“-ის ინფორმაციული ტექნოლოგიების ფუნქციონირების შიდა პროცესებისა და პროცედურების შესწავლას, ანალიზს და საქმიანობის ოპტიმიზაციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების დანერგვას; ვ) ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით აწარმოებს კვლევებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის მიზნით; ზ) უზრუნველყოფს „112“-ის მოსამსახურეთა სამუშაო ადგილების (პერიფერიული მოწყობილობები, პროგრამული უზრუნველყოფა და საკომუნიკაციო საშუალებები) გამართვასა და მდგრად მუშაობას; თ) უზრუნველყოფს „112“-ის მიერ მესამე პირებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მესამე პირთა ობიექტებზე დამონტაჟებული სახანძრო ან/და აირის უსაფრთხოების სისტემის „112“-თან წვდომის გამართულობას; ი) ახორციელებს დაკავშირების ალტერნატიული არხების დანერგვის პროცესის ტექნიკურ მხარდაჭერას და შესაბამის მოწყობილობებთან კავშირგაბმულობის უზრუნველყოფას; კ) უზრუნველყოფს ადგილობრივ, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობას; ლ) ახორციელებს ამ წესდებით (დებულება) და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“; ვ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.
|
|