„ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლების, მათი უფლება-მოვალეობების და ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ოქტომბრის №471 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №105 |
|
2021 წლის 12 მარტი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლების, მათი უფლება-მოვალეობების და ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ოქტომბრის №471 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/10/2016, 420000000.10.003.019537) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-15 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად:“. 2. დადგენილებით დამტკიცებულ „ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლების, მათი უფლება-მოვალეობების და ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდების წესში“: ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ეს წესი ვრცელდება სახელმწიფო ორგანოებსა და ორგანიზაციებზე, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოზე (შპს „საქაერონავიგაცია“), სამოქალაქო დანიშნულების აეროდრომებისა და ვერტოდრომების ექსპლუატანტებსა და ყველა იმ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ჰაერსანაოსნო ინფორმაციისა და ჰაერსანაოსნო მონაცემების შექმნის, გადაცემის, დამუშავებისა და გავრცელების პროცესში ჩართულნი არიან: ა) სამოქალაქო ავიაციასთან დაკავშირებულ გეოდეზიურ საქმიანობაში (გეოდეზიური მომსახურება და მონაცემების მიღება და გადაცემა); ბ) რელიეფის ელექტრონული მონაცემების შექმნაში; გ) დაბრკოლებების ელექტრონული მონაცემების შექმნაში.“; ბ) მე-2 მუხლის: ბ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ტერმინთა განმარტება“; ბ.ბ) პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:“; ბ.გ) პირველი პუნქტის „ა“ „ზ“, „ო“, „ჟ“, „რ“ და „ტ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ.დ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“ − „ძ“ ქვეპუნქტები: „შ) მომდევნო განკუთვნილი მომხმარებელი − პირი (ფიზიკური, იურიდიული), რომელიც იღებს ჰაერსანაოსნო მონაცემებს ან ინფორმაციას სააერნაოსნო მომსახურების საწარმოსგან; ჩ) მონაცემთა ერთეული − მონაცემების სრული კომპლექტის ცალკეული ელემენტი, რომელსაც მინიჭებული აქვს მისი მიმდინარე სტატუსის განმსაზღვრელი მნიშვნელობა; ც) მონაცემთა ნაკრები − გარკვეული ნიშნით იდენტიფიცირებადი მონაცემების შეკრება (ISO 19101*); ძ) ჰაერსანაოსნო მონაცემების ან ჰაერსანაოსნო ინფორმაციის შექმნა − ახალი მონაცემის/ინფორმაციის შექმნა ან არსებული მონაცემის/ინფორმაციის მოდიფიკაცია.“; ბ.ე) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ჰაერნაოსნობის საერთო ათვლის სისტემა 1. ჰაერნაოსნობისთვის ჰორიზონტალურ (გეოდეზიურ) ათვლის სისტემად გამოიყენება მსოფლიო გეოდეზიური სისტემა − WGS 1984 (მგს-84) და გამოქვეყნებული ჰაერსანაოსნო გეოგრაფიული კოორდინატები (გრძედებისა და განედების მითითებით), რომლებიც გამოხატული უნდა იყოს მგს-84 გეოდეზიური ათვლის მონაცემების შესაბამისად. 2. ჰაერნაოსნობისთვის ვერტიკალურ სიბრტყეში ათვლის სისტემად გამოიყენება ზღვის საშუალო დონე. 3. ჰაერნაოსნობისთვის გამოიყენება გლობალური გრავიტაციის მოდელი (დედამიწის გრავიტაციული მოდელი) – EGM 1996 (დგმ-96). 4. იმ გეოგრაფიულ პოზიციაში, სადაც დგმ-96-ის სიზუსტე არ ემთხვევა შემაღლებისა და გეოიდის ტალღის სიზუსტის მოთხოვნებს, დგმ-96-ის მონაცემთა საფუძველზე გამოიყენება რეგიონული ან ადგილობრივი გეოიდის მოდელები, რომლებიც შეიცავს მაღალი რეზოლუციის (მოკლე ტალღის სიგრძის) გრავიტაციულ მონაცემებს. 5. ჰაერნაოსნობისთვის გამოიყენება გრიგორიანული კალენდარი და კოორდინირებული უნივერსალური დრო (UTC).“; დ) მე-4 მუხლის: დ.ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;“; დ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამსახურს აწვდის ინფორმაციას „საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის №660 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესით“ განსაზღვრული ფრენებისთვის შეზღუდული ან/და საწვრთნელ-სავარჯიშო არეების ამოქმედების შესახებ.“; დ.გ) მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ინფორმაციასა და მონაცემებს სააერნაოსნო მომსახურების, ტექნიკური საშუალებების, ამ მომსახურებასა და საშუალებებთან დაკავშირებული შეზღუდვების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის შესახებ;“; დ.დ) მე-11 პუნქტის „შენიშვნა“ ამოღებულ იქნეს; დ.ე) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. სამსახური, ამ წესის პირველი მუხლის გათვალისწინებით, უფლებამოსილია, ჰაერსანაოსნო მონაცემების მიმწოდებლებისგან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან/და მონაცემები. ასეთ შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, ინფორმაცია ან/და მონაცემები მიაწოდოს სამსახურს.“; ე) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ჰაერსანაოსნო მონაცემებისა და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაცვლის ვალდებულება 1. სამსახური და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლები ცვლიან ჰაერსანაოსნო მონაცემებს ელექტრონული ან/და ციფრული ფორმით. შენიშვნა: ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები მოცემულია ევროკონტროლის დოკუმენტში − „ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაცვლის სპეციფიკაცია“ (EUROCONTROL Specifications for Aeronautical Information Exchange). 2. სამსახური საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და სააგენტოს გადასცემს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაერთიანებული პაკეტის ყოველი ელემენტის თითო ასლს უსასყიდლოდ.“; ვ) მე-6 მუხლის: ვ.ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაერთიანებული პაკეტის არსებული მონაცემთა ერთეულის მნიშვნელობის ცვლილებაზე.“; ვ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახურში გადაცემამდე ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაერთიანებული პაკეტისთვის განკუთვნილი მასალა ექვემდებარება მონაცემების მიმწოდებლების მიერ სრულყოფილ შემოწმებას ყველა საჭირო დეტალის ასახვისა და სისწორის უზრუნველყოფის მიზნით.“; ვ.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ჰაერსანაოსნო მონაცემებისა და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის სრულად და დროულად წარდგენის მიზნით, ინფორმაციის მიმწოდებლებსა და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს შორის იდება ამ წესის პირველი დანართით განსაზღვრული ჰაერსანაოსნო ინფორმაციისა და ჰაერსანაოსნო მონაცემების მიწოდების შესახებ შეთანხმება. შეთანხმების არარსებობა ინფორმაციის მიმწოდებელს არ ათავისუფლებს ამ დადგენილებით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებისაგან.“; ვ.დ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ზ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ჰაერსანაოსნო ინფორმაციითა და ჰაერსანაოსნო მონაცემებით უზრუნველყოფის წესი 1. ჰაერსანაოსნო მონაცემებისა და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მოპოვების მიზნით, გეოდეზიური სამუშაოები უნდა შესრულდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით. 2. ჰაერსანაოსნო ინფორმაციისა და მონაცემების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 2 თებერვლის №24-ე ბრძანების „ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების წესის“ დანართით („ჰაერსანაოსნო მონაცემთა კატალოგი“) განსაზღვრულ მოთხოვნებს. შენიშვნა: ჰაერსანაოსნო მონაცემთა კატალოგი წარმოადგენს Excel-ის ფაილების ნაკრებს და ხელმისაწვდომია ელექტრონულად სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებგვერდზე: www.gcaa.ge. 3. ჰაერსანაოსნო მონაცემების მთლიანობა შენარჩუნებული უნდა იყოს ჰაერსანაოსნო მონაცემის შექმნიდან ამ მონაცემების მომდევნო განკუთვნილი მომხმარებლისთვის მიწოდებამდე. 4. მთლიანობის კლასიფიცირებიდან გამომდინარე როგორც ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებელს, ასევე სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს უნდა გააჩნდეთ ვალიდაციისა და ვერიფიკაციის პროცედურები: ა) რუტინული მონაცემებისთვის: მონაცემთა დამუშავების დროს ინფორმაციის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით; ბ) მნიშვნელოვანი მონაცემებისთვის: უზრუნველყოფს ინფორმაციის დამახინჯების თავიდან აცილებას მთლიანი პროცესის ნებისმიერ საფეხურზე და, საჭიროებისამებრ, შეიძლება შეიცავდეს დამატებით პროცესებს მონაცემების მთლიანობის ნებისმიერ დონეზე პოტენციური საფრთხის გამოვლენის მიზნით; გ) კრიტიკული მონაცემებისთვის: უზრუნველყოფს ინფორმაციის დამახინჯების თავიდან აცილებას მთლიანი პროცესის ნებისმიერ საფეხურზე და შეიცავს მთლიანობის შეფასების დამატებით პროცესებს ანალიზის შედეგად გამოვლენილი დეფექტების შემცირების მიზნით. 5. ინფორმაციის მიმწოდებლებმა უნდა შეაგროვონ მეტამონაცემები ჰაერსანაოსნო მონაცემთა დამუშავებისა და გაცვლის მთლიანი პროცესის (ჰაერსანაოსნო მონაცემის შექმნიდან მომდევნო განკუთვნილი მომხმარებლისთვის მიწოდებამდე) ფარგლებში. 6. მეტამონაცემები შეიცავს, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას: ა) იურიდიული ან ფიზიკური პირის სახელწოდებას, რომელიც ჩართულია მონაცემთა შექმნის, გადაცემის ან დამუშავების პროცესში; ბ) შესრულებულ ქმედებას; გ) ქმედების შესრულების დროსა და თარიღს. 7. ჰაერსანაოსნო მონაცემებისა და ჰაერსანაოსნო მონაცემთა ერთეულის გადაცემის ან/და შენახვის დროს გამოყენებული უნდა იყოს მონაცემთა შეცდომის გამოვლენის მეთოდი. 8. თუ ჰაერსანაოსნო ინფორმაცია წარმოდგენილია რამდენიმე ფორმატში, უნდა იქნეს დანერგილი პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს ფორმატებს შორის მონაცემისა და ინფორმაციის თანხვედრას. 9. ინფორმაციის მიმწოდებელმა უნდა განსაზღვროს და გადასცეს სამსახურს გეოგრაფიული კოორდინატები გრძედისა და განედის აღნიშვნით 1984 წლის მსოფლიო გეოდეზიური სისტემის (WGS-84) კოორდინატებში.“; თ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. NOTAM-ის შექმნა და გავრცელება 1. სამსახური წარმოადგენს საერთაშორისო NOTAM (ნოტამ) ოფისს და მისი საქმიანობა მოიცავს საქართველოს საჰაერო სივრცისა და ღია ზღვის თავზე არსებულ საჰაერო სივრცეს, სადაც საჰაერო მოძრაობის მომსახურებას უზრუნველყოფს საქართველო. 2. ინფორმაციის მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს NOTAM-ის გამოქვეყნების მიზნით საჭირო ინფორმაციის სამსახურისთვის გადაცემა იმ შემთხვევებში, როდესაც: ა) გასავრცელებელი ინფორმაცია ატარებს დროებით ხასიათს და არის მოკლევადიანი; ბ) ოპერატიული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი მუდმივი ცვლილება ან დროებითი ხასიათის გრძელვადიანი ცვლილება, გარდა დიდი მოცულობის ტექსტური და/ან გრაფიკული მასალისა, ექვემდებარება დაუყოვნებლივ გავრცელებას; გ) ხორციელდება ცვლილებები საავიაციო ძებნა-შველის აღჭურვილობასა და მომსახურებაში; დ) ხორციელდება საავიაციო დაბრკოლებების აღმნიშვნელი შუქურების ამოქმედება, გაუქმება ან მუშაობის განახლება; ე) ხორციელდება ცვლილებები ეპიდემიების გავრცელების შემთხვევაში ვაქცინაციისა და საკარანტინო ღონისძიებების გამოქვეყნებულ მოთხოვნებში; ვ) შეინიშნება ოპერატიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილება ვულკანურ აქტივობაში, ვულკანური ამოფრქვევის ადგილმდებარეობა, თარიღი და დრო და/ან ვულკანური ფერფლისგან შემდგარი ღრუბლის ჰორიზონტალური და ვერტიკალური განფენილობა, მოძრაობის მიმართულება, ფრენის ეშელონები და მარშრუტები/მარშრუტების ნაწილები, რომლებზეც შეიძლება, მოხდეს ზეგავლენა; ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში. 3. „საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის №660 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესით“ განსაზღვრული შეზღუდული ან/და საწვრთნელ-სავარჯიშო არეების ამოქმედების შესახებ ნოტამი უნდა გამოიცეს არეს ამოქმედებამდე, სულ მცირე, 7 დღით ადრე. 4. ინფორმაციის მიმწოდებელი ან/და საჰაერო სივრცის გამოყენებით დაინტერესებული პირი ვალდებულია, უზრუნველყოს საჰაერო სივრცის გამოყენების მიზნით დაგეგმილი აქტივობის შესახებ ინფორმაციის, სულ მცირე, ათი სამუშაო დღით ადრე სააგენტოსთან შეთანხმება, გარდა „საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის №660 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესით“ განსაზღვრული შეზღუდული ან/და საწვრთნელ-სავარჯიშო არეების ამოქმედებისა. 5. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციის მიმწოდებელსა და სამსახურს შორის არსებობს შეთანხმება ჰაერსანაოსნო მონაცემებისა და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდების შესახებ, „NOTAM-ის გამოცემაზე განაცხადის ფორმა“ და მიწოდების ფორმატი განისაზღვრება შეთანხმებით. 6. სააგენტო განიხილავს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას და უზრუნველყოფს ნოტამის გავრცელებას მის ამოქმედებამდე, სულ მცირე, შვიდი დღით ადრე, გარდა საგანგებო ან/და ავარიული სიტუაციებისა, რომელიც ექვემდებარება დაუყოვნებლივ გავრცელებას.“; ი) პირველი დანართის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მონაცემთა ხარისხის მოთხოვნებს თითოეულ მონაცემთა ერთეულის მიმართ.“; კ) მე-2 და მე-3 დანართები ამოღებულ იქნეს; ლ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 დანართი: „დანართი №4
NOTAM-ის გამოცემაზე განაცხადის ფორმა
შენიშვნა: აღნიშნული ფორმა ელექტრონულად ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებგვერდზე.“. |
|