„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის N133/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №230/ნ |
|
2019 წლის 4 დეკემბერი ქ. თბილისი |
„თ1) იხილავს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მომზადებულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს შესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად;“;
„ო1) იხილავს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მომზადებულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს შესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად;“.
„9. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ თავის უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.“.
„მუხლი171. სამეთვალყურეო საბჭო
1. უნივერსიტეტის ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების გატარების, უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესრულებისა და ამ პროცესთან დაკავშირებული სისტემური რისკების გამოვლენისა და თავიდან აცილების მიზნით, წარმომადგენლობითი და აკადემიური საბჭოების გადაწყვეტილებით იქმნება სამეთვალყურეო საბჭო.
2. სამეთვალყურეო საბჭო შედგება სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის (პრეზიდენტის) და არანაკლებ 7 და არაუმეტეს 19 წევრისაგან. სამეთვალყურეო საბჭოს წევრად შეიძლება არჩეულ იქნენ უნივერსიტეტის აკადემიური ან/და სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენლები, უცხოელი და ადგილობრივი ექპერტები.
3. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს (პრეზიდენტს) წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წარდგინებით ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, დამსწრე წევრთა უმრავლესობით, 4 წლის ვადით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს 4 წლის ვადით ფარული კენჭისყრით, დამსწრე წევრთა უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის (პრეზიდენტის) წარდგინებით.
4. სამეთვალყურეო საბჭო:
ა) მონაწილეობს უნივერსიტეტის მისიის, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შემუშავებასა და მათი რეალიზების მონიტორინგში;
ბ) ახორციელებს დაკვირვებას საუნივერსიტეტო ცხოვრებაზე, აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებთან ერთად განიხილავს უნივერსიტეტის საქმიანობასთან და მმართველობით სტრატეგიებთან დაკავშირებულ რისკებს, საუნივერსიტეტო სისტემის ეფექტურად მართვაში დახმარებისა და მხარდაჭერის მიზნით;
გ) აფასებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის საქმიანობას, საგანმანათლებლო პროგრამების, კვლევების და საინოვაციო პოლიტიკის ხარისხს, მატერიალური, ფინანსური და ინტელექტუალური რესურსების გამოყენების ეფექტურობას, უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების მიზნების შესაბამისობას ზოგადსტრატეგიულთან და დასკვნას რეაგირებისათვის წარუდგენს აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებს;
დ) საუნივერსიტეტო პრობლემატიკის თაობაზე რეკომენდაციების გაცემის მიზნით, აწარმოებს დასაქმების და სხვა პროფილის ბაზრების კვლევას და მოლაპარაკებებს დამსაქმებლებთან, მწარმოებლებთან და ტექნოლოგიების მფლობელებთან, საინვესტიციო ფონდებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან;
ე) შეიმუშავებს რეკომენდაციებს უნივერსიტეტის ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობასთან დაკავშირებით;
ვ) აწარმოებს საუნივერსიტეტო მიღწევების პოპულარიზაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე;
ზ) სამეთვალყურეო საბჭოს მიზნების შესაბამისად, უნივერსიტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) წინადადებით მონაწილეობს სხვა სტრატეგიული საკითხების მომზადებაში.
5. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს თავისი ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია;
ბ) საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს შესაბამისი დარგის ექსპერტები.
6. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის (პრეზიდენტის) და წევრთა არჩევის წესს და კრიტერიუმებს, მათი თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებს შეიმუშავებს და ამტკიცებს აკადემიური საბჭო.
7. სამეთვალყურეო საბჭოს სტრუქტურა, საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების წესი, თავმჯდომარის (პრეზიდენტის) და წევრთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საბჭოს დებულებითა და რეგლამენტით, რომელსაც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის (პრეზიდენტის) წარდგინებით ამტკიცებენ უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი და აკადემიური საბჭოები.“.
„4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ თავის უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.“.
|