ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ
ამ კანონის მოქმედება ვრცელდება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ ყველა ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე.
ზოგადი დებულებანი
კანონმდებლობა აღნიშნული საავტომობილო გზების შესახებ შედგება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ,,საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებისგან.
1. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა არის საინჟინრო ნაგებობა, რომლის დანიშნულებაა უზრუნველყოს ავტოტრანსპორტის და სხვა საშუალებების უსაფრთხო მოძრაობა დადგენილი ნორმატიული სიჩქარით, ღერძული დატვირთვებით და გაბარიტებით.
2. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ცნებაში, როგორც მისი ერთიანი ნაწილები, გაერთიანებულია:
ა) სავალი ნაწილი, ესტაკადები, მიწის ვაკისი, გვირაბები და ხიდები, საყრდენი კედლები, წყალგამტარი ნაგებობანი, სატრანსპორტო კვანძები, გზის გასწვრივ საცალფეხო ბილიკები, ასევე, განსხვისების ზოლები და მის ფარგლებში არსებული სხვა საგზაო ნაგებობანი;
ბ) მოძრაობის მართვისა და რეგულირების, განათების მოწყობილობათა საშუალებები, ტექნიკური კავშირის და სხვა ნაგებობანი, აგრეთვე, სპეციალური დანიშნულების სატელეფონო კავშირები, რომელიც აუცილებელია გზების შესაბამისი მოვლა-შენახვისათვის;
გ) ზვავსაწინააღმდეგო, თოვლდამცავი მოწყობილობანი და წყალამრიდი ნაგებობანი, ავარიის საწინააღმდეგო ჯიბეები, რომლებიც სასურველია განლაგებული იყოს განსხვისების ზოლის გარეთ და გასაჩერებელი მოედნები;
დ) საგზაო-საექსპლუატაციო სამსახურის შენობა-ნაგებობანი.
3. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებს მიეკუთვნება:
ა) დასახლებული პუნქტების საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებთან დამაკავშირებელი გზები;
ბ) რაიონის ადმინისტრაციული ცენტრების ამავე დასახლებულ პუნქტებთან დამაკავშირებელი გზები;
გ) რაიონის დასახლებული პუნქტების ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზები;
დ) ისტორიული და კულტურული ძეგლების, სამეცნიერო ცენტრების და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების რაიონების ადმინისტრაციულ ცენტრებთან (რომელთა ტერიტორიაზეც მდებარეობს ზემოთ ხსენებული ობიექტები) დამაკავშირებელი, ადგილობრივი საკურორტო, დასვენებისა და ტურიზმის ობიექტების, სპორტული კომპლექსების, ასევე საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი და შიდა მნიშვნელობის საავტომობილო გზებიდან უახლოესი რკინიგზისა და ნავსადგურებთან მისასვლელი გზები.
4. ადგილობრივი მნიშვნელობის გზებს შეიძლება მიეკუთვნოს გზები, რომლებიც არ აკმაყოფილებს მე-2 მუხლით განსაზღვრულ ადგილობრივი გზების მაჩვენებლებს, მაგრამ აქვს თავდაცვითი და სპეციალური მნიშვნელობა.
5. ადგილობრივი მნიშვნელობის გზებს აგრეთვე მიეკუთვნება გზები, რომლებიც არ არის განსაზღვრული ამ კანონით, მაგრამ აფხაზეთის ავტომონიური რესპუბლიკის შესაბამისი ნორმატიული აქტების თანახმად შეიძლება მიეკუთვნებოდეს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებს, მათ შორის სამთო-საიალაღო გზები.
6. ადგილობრივი საავტომობილო გზების ნუსხას ამტკიცებს აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის მთავრობა. აღნიშნული გზების ნუსხის გადასინჯვა ხორციელდება სამ წელიწადში ერთხელ.
1. საავტომობილო გზების დასახელებაში უნდა შედიოდეს საწყისი და ბოლო პუნქტების სახელწოდება, რომლებსაც აკავშირებს გზა, ხოლო გარკვეულ შემთხვევაში ძირითადი შუალედური დასახელებული პუნქტების სახელწოდებაც. ასევე, დასაშვებია გზების დასახელება ბოლო დასახლებული პუნქტის მიხედვით, გეოგრაფიული ან სხვა ობიექტების ისტორიული მნიშვნელობისა და ეროვნული ტრადიციების გათვალისწინებით.
2. აღნიშნული გზების კილომეტრაჟის გამოანგარიშების საწყის და ბოლო წერტილად მიიჩნევა:
ა) დასახლებული პუნქტების ერთმანეთთან შემაერთებელი გზებისათვის შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ადმინიტრაციული შენობები, დასახლებული ტერიტორიის ცენტრში განლაგებული სახელმწიფო ან საზოგადოებრივი შენობები.
ბ) გეოგრაფიული, ისტორიული ან სხვა ობიექტების ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზებისათვის ამ ობიექტების საზღვრები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოთა გამგებლობას განეკუთნება:
ა) აღნიშნული გზების საგზაო მეურნეობის ხელმძღვანელობა და მისი მართვის წესის დადგენა;
ბ) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების განვითარებისა და გაუმჯობესების საკითხების გადაწყვეტა;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დაცვისა და აღრიცხვის ორგანიზაცია.
ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა
1. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებს მართავს აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში– დეპარტამენტი), რომელიც ახორციელებს გზების მშენებლობის, შეკეთების, მოვლა-შენახვის და რეკონსტრუქციის სამუშაოებს.
2. დეპარტამენტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, ახორციელებს ერთიან პოლიტიკას ადგილობრივი მნიშვნელობის გზების ქსელის განვითარების საკითხებში, ხოლო რეაბილიტაციის, დაპროექტების, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის, მოვლა-შენახვის, მოდერნიზაციის საკითხებში – დამოუკიდებლად.
3. დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოვლა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნების და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით გზების მოწყობა, მშენებლობა, საექსპლუატაციოდ მიღება და მოვლა სტანდარტების შესაბამისად;
ბ) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დაცვისა და სარგებლობის წესების შესრულების კონტროლი;
გ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების ნუსხის შედგენა და, ასევე, პროექტების მომზადება მასში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
დ) საგზაო დეპარტამენტის ბრალეულობით გზების მოსარგებლისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობით;
ე) საგზაო მომსახურების გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, დადგენილი წესით, მოძრაობის დროებით შეზღუდვა და აკრძალვა, ასევე, გარკვეულ შემთხვევებში ცალკეული სატრანსპორტო საშუალებების გატარებაზე ნებართვის გაცემა.
მუხლი 6. დეპარტამენტის ქონება
დეპარტამენტის ქონებას შეადგენს კანონმდებლობის შესაბამისად მის მფლობელობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, სხვა აქტივები, რომლებიც აისახება დეპარტამენტის ბალანსზე.
ადგილობრივი მნიშვნელობის საგზაო დარგის დაფინანსება
ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვისა და განვითარების დაფინანსება ხდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის ხარჯზე, ასევე, დაფინანსება შეიძლება განხორციელდეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრებით და, აგრეთვე, კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროებიდან.
ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებით სარგებლობა
აღნიშნული გზები გამოიყენება „საავტომობილო გზების შესახებ“ და „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონებით, ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და ნორმების შესაბამისად.
საავტომობილო გზებზე სარგებლობისათვის აკრძალულია:
ა) ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების გავლა, რომელთა საგაბარიტო პარამეტრები აღემატება საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ მაჩვენებლებს ან/და თითოეულ არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და სრული მასა 44 ტონას ან/და გადასაზიდი ტვირთის მასა – დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს. ის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის საგაბარიტო პარამეტრები აღემატება საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ მაჩვენებელს ან/და თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11, 5 ტონას) ან/და სრული მასა – 44 ტონას ან/და გადასაზიდი ტვირთის მასა – დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს, გატარებული იქნება აღნიშნული პარამეტრების სათანადო კორექტირების შემთხვევაში. თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების საგაბარიტო პარამეტრების კორექტირება შეუძლებელია ან/და ტვირთი არ ექვემდებარება დაშლა-დანაწილებას/გადანაწილებას, მისი მოძრაობა დასაშვებია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან და საპატრულო პოლიციიდან რეკომენდაციის მიღების შემდგომ;
ბ) გზების, საგზაო ნაგებობათა და განსხვისების ზოლის, აგრეთვე, ხიდებისა და მილების ნახვრეტების, არხებისა და სადრენაჟო მოწყობილობათა გაჭუჭყიანება ან ჩახერგვა;
გ) შეუფუთავად გადაზიდვა ისეთი ტვირთისა, რომელიც აჭუჭყიანებს გზას ან განსხვისების ზოლს;
დ) სოფლის მეურნეობის პროდუქტების (მარცვლეულის, თივის და სხვა) გზაზე გამოტანა და დაყრა;
ე) ნავთობპროდუქტებისა და ქიმიურ ნივთიერებათა დაქცევის შესაძლებლობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება, აგრეთვე, გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა დატვირთვა-გადმოტვირთვა;
ვ) საგზაო ნაგებობების, საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების, მწვანე ნარგავების, თოვლდამცავი მოწყობილობის და სხვა საგზაო ქონების დაზიანება;
ზ) რეკლამების დაყენება საგზაო ორგანოების ნებართვის გარეშე;
თ) გზების ბლოკირება, საკონტროლო და შესამოწმებელი პუნქტების მოწყობა, დემონსტრაციების, სპორტული შეჯიბრის, სხვა მასობრივ ღონისძიებათა მოწყობა, რომლებიც ცვლიან მოძრაობის დადგენილ რეჟიმს, ასევე, გზაზე ავტოტრანსპორტის შესვლა და გამოსვლა საამისოდ დაუდგენელ ადგილებში მმართველობის კომპეტენტური ორგანოების, საგზაო სამსახურების და საგზაო პოლიციის ნებართვის გარეშე;
ი) გზის ვაკისზე ვაჭრობა;
კ) აღნიშნული შეზღუდვებისა და აკრძალვების უგულებელყოფა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
1. საავტომობილო გზებზე სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეიძლება შეწყდეს ან შეიზღუდოს მხოლოდ ავარიის ან სტიქიური მოვლენების შემთხვევაში, საგზაო-კლიმატური პირობების გამო ან სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისას.
2. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეწყვეტის ან შეზღუდვის გადაწყვეტილებას, ვადის მითითებით, იღებენ საგზაო სამსახურები ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენტურ ორგანოებთან შეთანხმებით.
3. საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეწყვეტის ან შეზღუდვის გადაწყვეტილების მიმღები ორგანო ვალდებულია დროულად გამოაცხადოს ეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით. ამასთან, მითითებული უნდა იყოს ასაქცევი გზები და მათ დასაწყისში უნდა დამონტაჟდეს შესაბამისი საგზაო ნიშნები. თუ საგზაო ორგანოები არ შეასრულებენ ამ მოთხოვნებს, საავტომობილო გზებით მოსარგებლეებს უფლება აქვთ მოითხოვონ მიყენებული ზარალის ანაზღაურება.
4. თუ შესაბამისი ინფორმაცია გამოქვეყნებულია, საავტომობილო გზებით მოსარგებლეებს უფლება არა აქვთ მოითხოვონ მოძრაობის აკრძალვით ან შეზღუდვით გამოწვეული ზარალის კომპენსაცია.
1. შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის მოთხოვნებთან ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მდგომარეობის შესაბამისობას აკონტროლებენ დეპარტამენტი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები (თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში) და კანონმდებლობით უფლებამოსილი სხვა სახელმწიფო ორგანოები.
2. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია შეიქმნას ალტერნატიული კომისია სხვა დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით.
1. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებით მოსარგებლენი გადაადგილების დროს ვალდებულნი არიან დაიცვან „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის, აგრეთვე, საგზაო მომწესრიგებელი სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნები.
2. ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს, რომელთა დაუდევრობის გამო დაზიანდება გზის საფარი, გვერდულები, მიწის ვაკისი, დამცავი მოწყობილობა, ხიდები, გზაგამტარები, წყალამრიდი და სხვა ნაგებობანი, ეკისრებათ პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვალდებულნი არიან აანაზღაურონ მიყენებული ზიანი.
3. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომოილო გზების მოდერნიზაციისას კომუნიკაციების გადატანა ხორციელდება იმ ორგანიზაციების ძალებით, რომლის ბალანსზეც იმყოფება კომუნიკაციები, დეპარტამენტთან გაფორებული სათანადო ხელშეკრულების საფუველზე.
4. თუ კომუნიკაციები მოწყობილია არსებული ნორმების დარღვევით, მათი გადატანა ხდება მესაკუთრის ძალებითა და ხარჯებით.
1. ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე მოძრაობის დროებით შეწყვეტისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება დეპარტამენტს, გარდა დადგენილი წესით მოძრაობის შეწყვეტის შემთხვევისა.
2. დეპარტამენტი ვალდებულია აუნაზღაუროს ადგილობრივი მნიშვნელობის გზით მოსარგებლეს ცუდი საგზაო პირობების შედეგად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევით გამოწვეული ზარალი, თუ ამ შემთხვევის მიზეზი ის იყო, რომ დეპარტამენტმა მთლიანად ან ნაწილობრივ არ შეასრულა დაკისრებული მოვალეობანი.
3. მომხმარებელსა და დეპარტამენტს შორის წარმოშობილ ყველა სახის დავას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განიხილავს სასამართლო.
მუხლი 14. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში შეუთანხმებელი მოქმედების აკრძალვა
1. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) გზების მფლობელთან შეუთანხმებლად აკრძალულია:
ა) ნებისმიერი სამშენებლო, სამელიორაციო, სასოფლო-სამეურნეო, გეოლოგიური ძიების სამუშაოები, კავშირგაბმულობის ხაზებისა და სხვა კომუნიკაციების გაყვანა, ახლის აშენება და არსებული ნაგებობების შეკეთება;
ბ) ტექნოლოგიური ტვირთების ორგანიზაცია;
გ) გარე განათებისა და გამწვანების მოწყობა;
დ) მოძრავი გასამართი პუნქტების, ჯიხურების, პავილიონების და სხვა ნაგებობების განლაგება;
ე) სატრანსპორტო საშუალებათა დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის, გასაჩერებელი და სამრეცხაო მოედნის მოწყობა;
ვ) კაშხლების, გუბურების და სხვა მელიორაციულ და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მოწყობა, მდინარეების კალაპოტების გაღრმავება და ქვიშისა და ღორღის მოპოვება ერთი კილომეტრის მანძილზე ხიდების ზემოთ და ქვემოთ;
ზ) მდინარეზე ხიდების ქვეშ ხე-ტყის დაცურება;
თ) ხიდების ბურჯებთან ნავების ან სხვა სანაოსნო საშუალებათა მიდგომა, გზაგამტარების, ესტაკადებისა და ხიდების ქვეშ სადგომის, გასასვლელების, აგრეთვე ნავების სადგურებისა და სხვა რაიმე ნაგებობათა მოწყობა.
2. ყველა იმ სამუშაოთა წარმოება, რომელიც გზის ამა თუ იმ მონაკვეთზე ცვლის საგზაო მოძრაობის არსებულ ორგანიზაციას ან ავტომანქანების სიჩქარეების დადგენილ რეჟიმს, გარდა საგზაო ორგანიზაციებისა, უნდა შეუთანხმდეს დეპარტამენტს და კანონმდებლობით უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს.
3. ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით ორგანიზაციების, საწარმოების, დაწესებულებებისა და მოქალაქეების მიერ აშენებული შენობა-ნაგებობანი უნდა დაინგრეს თვითნებურად ამშენებელთა ხარჯზე.
ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულებს დახმარებას უწევენ ამ გზებთან ყველაზე ახლოს განლაგებული სამედიცინო დაწესებულებები.
1. დეპარტამენტი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას უწევს საავტომობილო გზებზე დაზიანებულ სატრანსპორტო საშუალებებს.
2. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მომხდენი ან გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებების გატანას გზის სავალი ნაწილისაგან უზრუნველყოფენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები.
ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დაპროექტება, მშენებლობა, რეკონსტრუქცია, შეკეთება, მოვლა-შენახვა და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები წარმოებს არსებული სამშენებლო ნორმების, წესებისა და ინსტრუქციების შესაბამისად.
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
1. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრომ წარუდგინოს, ხოლო აფხაზეთის მთავრობამ დაამტკიცოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხა.
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრომ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებისათვის საჭირო სხვა ნორმატიული აქტების მიღება.
კანონი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კუჭუხიძე
ქ. თბილისი
2006 წლის 28 დეკემბერი.
ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ
აფხაზეთის კანონი
ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ
ამ კანონით განისაზღვრება ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების სტატუსი.
ეს კანონი ადგენს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მფლობელთა და საავტომობილო გზებით მოსარგებლეთა, აგრეთვე საგზაო-საინჟინრო ნაგებობების მფლობელ ორგანიზაციათა გზებით სარგებლობისა და დაცვის წესებს, გზათსარგებლობის (ინფრასტრუქტურის უტილიზაციის) საფასურის ოდენობას და გადახდის წესს, აწესებს მოთხოვნებს საავტომობილო გზების მოწყობილობისადმი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ამ კანონის მოქმედება ვრცელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 12 აგვისტოს კანონი №3 – ვებგვერდი, 17.08.2011წ.
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობა ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ🔗
კანონმდებლობა აღნიშნული საავტომობილო გზების შესახებ შედგება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ,,საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებისგან.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობა ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ შედგება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ,,საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 12 აგვისტოს კანონი №3 – ვებგვერდი, 17.08.2011წ.
მუხლი 2. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ცნება🔗
1. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა არის საინჟინრო ნაგებობა, რომლის დანიშნულებაა უზრუნველყოს ავტოტრანსპორტისა და სხვა თვითმავალი საშუალებების უსაფრთხო და მოხერხებული მოძრაობა დადგენილი ნორმატიული სიჩქარეებით, ღერძული დატვირთებით და გაბარიტებით.
2. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ცნებაში, როგორც მისი შემადგენელი ნაწილები, გაერთიანებულია:
ა) მიწის ვაკისი, სავალი ნაწილი, ხიდები, გვირაბები, ესტაკადები, სატრანსპორტო კვანძები, წყალგამტარი ნაგებობები, საყრდენი კედლები, გზის გასწვრივ მდებარე საველოსიპედო და საცალფეხო ბილიკები, ასევე განსხვისების ზოლები და მის ფარგლებში არსებული სხვა საგზაო ნაგებობანი;
ბ) მოძრაობის მართვისა და რეგულირების, ტექნოლოგიური კავშირის, განათების მოწყობილობათა ელემენტები და სხვა ნაგებობანი, მათ შორის, სპეციალური დანიშნულების სატელეფონო კავშირები, რომლებიც საჭიროა საავტომობილო გზების ნორმალური მოვლა-შენახვისა და ფუნქციონირებისათვის;
გ) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ზედა საჰაერო სივრცე სატრანსპორტო საშუალებებისათვის დადგენილი გაბარიტების ფარგლებში;
დ) თოვლდამცავი და ხმაურდამხშობი მოწყობილობანი, სატყეო თოვლდამცავი ზოლები, ზვავსაწინააღმდეგო, ღვარცოფსაწინააღმდეგო და წყალამრიდი ნაგებობანი, გასაჩერებელი და დასასვენებელი მოედნები და ავარიის საწინააღმდეგო ჯიბეები, რომლებიც შეიძლება განლაგებული იყოს განსხვისების ზოლის გარეთ;
ე) საგზაო-საექსპლუატაციო სამსახურის შენობა-ნაგებობანი.
3. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებს მიეკუთვნება:
ა) რაიონების ადმინისტრაციული ცენტრების ამავე რაიონების დასახლებულ პუნქტებთან დამაკავშირებელი გზები;
ბ) დასახლებული პუნქტების საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებთან დამაკავშირებელი გზები;
გ) რაიონების დასახლებული პუნქტების ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზები;
დ) განსაკუთრებული მნიშვნელობის კურორტების დასვენებისა და ტურიზმის ადგილების, სპორტული კომპლექსების, ისტორიული და კულტურული ძეგლების, სამეცნიერო ცენტრებისა და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სხვა ობიექტების რაიონების, ადმინისტრაციულ ცენრებთან (რომელთა ტერიტორიაზეც მდებარეობენ აღნიშნული ობიექტები) დამაკავშირებელი გზები, აგრეთვე უახლოეს რკინიგზის სადგურებთან, საზღვაო ნავსადგურებთან მისასვლელები საერთაშორისო შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებიდან.
4. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებს შეიძლება მიეკუთვნოს გზები, რომლებიც არ აკმაყოფილებს ამ პუნქტით განსაზღვრულ ადგილობრივი გზების მაჩვენებლებს, მაგრამ აქვს თავდაცვითი და სპეციალური მნიშვნელობა.
5. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხას ამტკიცებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო. როგორც წესი, იგი გადაისინჯება 3 წელიწადში ერთხელ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 12 აგვისტოს კანონი №3 – ვებგვერდი, 17.08.2011წ.
მუხლი 3. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუმერაციის, დასახელებისა და სიგრძის განსაზღვრის წესი🔗
1. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დასახელებაში უნდა შედიოდეს სახელწოდება საწყისი და ბოლო დასახლებული პუნქტებისა, რომლებსაც აკავშირებს გზა, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – ძირითადი შუალედური დასახელებული პუნქტების სახელწოდებაც. დაიშვება გზების დასახელება ბოლო დასახლებული პუნქტის სახელწოდების მიხედვით, გეოგრაფიული ან სხვა ობიექტების ისტორიული მნიშვნელობის და ეროვნული ტრადიციების გათვალისწინებით.
2. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების კილომეტრაჟის გამოანგარიშებისათვის საწყის და ბოლო წერტილებად მიიღება:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქ სოხუმიდან გამავალი საავტომობილო გზებისათვის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია;
ბ) დასახლებული პუნქტების ერთმანეთთან შემაერთებელი გზებისათვის – ფოსტა ან დასახლებული პუნქტის ცენტრში განლაგებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობანი;
გ) სხვა გზების ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზებისათვის – შეუღლებული გზების ღერძების გადაკვეთა;
დ) გეოგრაფიული, ისტორიული ან სხვა ობიექტების ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზებისათვის – ამ ობიექტის საზღვრები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 12 აგვისტოს კანონი №3 – ვებგვერდი, 17.08.2011წ.
მუხლი 4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენცია ადგილობრივი საგზაო მეურნეობის რეგულირებაში🔗
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოთა გამგებლობას განეკუთნება:
ა) აღნიშნული გზების საგზაო მეურნეობის ხელმძღვანელობა და მისი მართვის წესის დადგენა;
ბ) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების განვითარებისა და გაუმჯობესების საკითხების გადაწყვეტა;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დაცვისა და აღრიცხვის ორგანიზაცია.
ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა
მუხლი 5. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვის უფლებამოსილი ორგანო🔗
1. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებს მართავს უფლებამოსილი ორგანო – აფხაზეთის მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება).
2. დაწესებულების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი დებულებით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 12 აგვისტოს კანონი №3 – ვებგვერდი, 17.08.2011წ.
მუხლი 6. დაწესებულების ქონება🔗
დაწესებულების ქონებას შეადგენს კანონმდებლობის შესაბამისად მის მფლობელობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, სხვა აქტივები, რომლებიც აისახება დაწესებულების ბალანსზე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 12 აგვისტოს კანონი №3 – ვებგვერდი, 17.08.2011წ.
ადგილობრივი მნიშვნელობის საგზაო დარგის დაფინანსება
მუხლი 7. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვისა და განვითარების დაფინანსება🔗
1. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დაპროექტების, მშენებლობის, მოდერნიზაციის, რეაბილიტაციის, მოვლა-შენახვის და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების დაფინანსება ხდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება შეიძლება აგრეთვე განხორციელდეს როგორც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრებით, ისე კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროებიდან.
3. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებით ან გზების მონაკვეთებით სარგებლობის საფასური განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესით და გამოიყენება ამავე გზების ან გზების მონაკვეთების მოვლა-შენახვისა და განვითარებისათვის.
4. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზათსარგებლობის საფასური, საფასურის გადამხდელის ცნება, საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება ,,საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 12 აგვისტოს კანონი №3 – ვებგვერდი, 17.08.2011წ.
ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებით სარგებლობა
მუხლი 8. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებით სარგებლობის წესი🔗
აღნიშნული გზები გამოიყენება „საავტომობილო გზების შესახებ“ და „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონებით, ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და ნორმების შესაბამისად.
1. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები გამოიყენება ,,საავტომობილო გზების შესახებ“, ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონებით, ამ კანონითა და სხვა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და ნორმების შესაბამისად.
2. სატრანსპორტო საშუალებებმა უნდა იმოძრაონ გზის სავალ ნაწილზე. აკრძალულია მუხლუხა ან ლითონისბორბლებიანი მანქანების მოძრაობა საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების შავსაფარიან სავალ ნაწილზე და გვერდულებზე. სატრანსპორტო საშუალებების გასატარებლად, რომელთა ღერძული დატვირთვა და გაბარიტები აღემატება ნორმატიულს, სატრანსპორტო საშუალებათა მფლობელები (უცხოელების ჩათვლით) დადგენილი წესით იღებენ ნებართვას და თუ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები დააზიანებენ გზის ელემენტებს, დადგენილი წესით იხდიან აღდგენის საფასურს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 12 აგვისტოს კანონი №3 – ვებგვერდი, 17.08.2011წ.
მუხლი 9. შეზღუდვა და აკრძალვები ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის🔗
ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე აკრძალულია:
ა) ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების გავლა, რომელთა საგაბარიტო პარამეტრები აღემატება საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ მაჩვენებლებს ან/და თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და სრული მასა – 44 ტონას ან/და გადასაზიდი ტვირთის მასა – დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს. ის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის საგაბარიტო პარამეტრები აღემატება საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ მაჩვენებლებს ან/და თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და სრული მასა – 44 ტონას ან/და გადასაზიდი ტვირთის მასა – დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს, გატარებული იქნება აღნიშნული პარამეტრების სათანადო კორექტირების შემთხვევაში. თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების საგაბარიტო პარამეტრების კორექტირება შეუძლებელია ან/და ტვირთი არ ექვემდებარება დაშლა-დანაწილებას/გადანაწილებას, მისი მოძრაობა დასაშვებია საპატრულო პოლიციიდან რეკომენდაციის მიღების შემდგომ;
ბ) გზების, საგზაო ნაგებობათა და განსხვისების ზოლის, აგრეთვე ხიდებისა და მილების ნახვრეტების, არხებისა და სადრენაჟო მოწყობილობათა გაჭუჭყიანება ან ჩახერგვა;
გ) შეუფუთავად გადაზიდვა ისეთი ტვირთისა, რომელიც აჭუჭყიანებს გზას ან განსხვისების ზოლს;
დ) სოფლის მეურნეობის პროდუქტების (მარცვლეულის, თივის და სხვა) გზაზე გამოტანა და დაყრა;
ე) ნავთობპროდუქტებისა და ქიმიურ ნივთიერებათა დაქცევის შესაძლებლობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება, აგრეთვე გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა დატვირთვა-გადმოტვირთვა;
ვ) პირუტყვის გადარეკვა საგზაო ორგანოებთან შეთანხმებული ადგილების გარდა, აგრეთვე მისი უმეთვალყურეოდ ძოვება განსხვისების ზოლში;
ზ) გზების ბლოკირება, საკონტროლო და შესამოწმებელი პუნქტების მოწყობა, დემონსტრაციების, სპორტული შეჯიბრის, სხვა მასობრივ ღონისძიებათა მოწყობა, რომლებიც ცვლიან მოძრაობის დადგენილ რეჟიმს, ასევე გზაზე ავტოტრანსპორტის შესვლა და გამოსვლა საამისოდ დაუდგენელ ადგილებში მმართველობის ადგილობრივი ორგანოების, საგზაო სამსახურების და საგზაო პოლიციის ნებართვის გარეშე;
თ) რეკლამების დაყენება საგზაო ორგანოების ნებართვის გარეშე;
ი) გზის ვაკისზე ვაჭრობა;
კ) საგზაო ნაგებობების, საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების, მწვანე ნარგავების, თოვლდამცავი მოწყობილობის და სხვა საგზაო ქონების დაზიანება;
2. აღნიშნული შეზღუდვებისა და აკრძალვების უგულებელყოფა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2008 წლის 5 სექტემბრის კანონი - ასმ, №10, 05.09.2008წ., მუხ.17
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 12 აგვისტოს კანონი №3 – ვებგვერდი, 17.08.2011წ.
მუხლი 10. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მოძრაობის დროებით შეწყვეტა ან შეზღუდვა🔗
1. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მოძრაობა დროებით შეიძლება შეწყდეს ან შეიზღუდოს მხოლოდ ავარიის ან სტიქიური მოვლენების შემთხვევაში, საგზაო-კლიმატური პირობების გამო ან სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისას.
2. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მოძრაობის დროებით შეწყვეტის ან შეზღუდვის გადაწყვეტილებას, ვადის მითითებით, იღებს დაწესებულება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის შესაბამის ორგანოსთან შეთანხმებით.
3. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მოძრაობის დროებით შეწყვეტის ან შეზღუდვის გადაწყვეტილების მიმღები ორგანო ვალდებულია დროულად გამოაცხადოს ეს პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, რომელშიც უნდა მიეთითოს ასაქცევი გზები, აგრეთვე გზის ასეთი მონაკვეთების დასაწყისში უნდა დაიდგას შესაბამისი საგზაო ნიშნები და მიღებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზომები. თუ შესაბამისი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოები არ შეასრულებენ ამ მოთხოვნებს, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებით მოსარგებლეებს უფლება აქვთ მოითხოვონ მიყენებული ზარალის ანაზღაურება.
4. თუ შესაბამისი ინფორმაცია გამოქვეყნებულია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, აგრეთვე მიღებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზომები, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებით მოსარგებლეებს უფლება არა აქვთ მოითხოვონ მოძრაობის დროებით შეწყვეტით ან შეზღუდვით გამოწვეული ზარალის კომპენსაცია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 12 აგვისტოს კანონი №3 – ვებგვერდი, 17.08.2011წ.
მუხლი 11. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების კონტროლი🔗
1. შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის მოთხოვნებთან ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მდგომარეობის შესაბამისობას აკონტროლებს დაწესებულება კანონმდებლობით უფლებამოსილ სხვა სახელმწიფო ორგანოებთან კოორდინაციით.
2. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას კომისია სხვა დაინტერესებულ იურიდიულ პირთა მონაწილეობით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 12 აგვისტოს კანონი №3 – ვებგვერდი, 17.08.2011წ.
მუხლი 12. დაწესებულების პასუხისმგებლობა🔗
1. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მდგომარეობის გამო მოძრაობის დროებით შეწყვეტისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულებას, გარდა დადგენილი წესით მოძრაობის შეწყვეტის შემთხვევებისა.
2. დაწესებულება ვალდებულია აუნაზღაუროს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებით მოსარგებლეებს ცუდი საგზაო პირობების შედეგად მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული ზარალი, თუ ამ შემთხვევის მიზეზი ის იყო, რომ დაწესებულებამ მთლიანად ან ნაწილობრივ არ შეასრულა დაკისრებული მოვალეობანი, მიყენებული ზარალის ანაზღაურება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
3. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ცუდ საგზაო პირობებთან დაკავშირებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შესახებ მასალებს აფორმებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები დაწესებულების მონაწილეობით.
4. დაწესებულებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საქმეს განიხილავს სასამართლო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 12 აგვისტოს კანონი №3 – ვებგვერდი, 17.08.2011წ.
მუხლი 13. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებით მოსარგებლეთა პასუხისმგებლობა🔗
1. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებით მოსარგებლენი მგზავრობა-ტვირთზიდვის დროს ვალდებულნი არიან დაიცვან ამ კანონის მოთხოვნები და საგზაო მოძრაობის წესები.
2. საწარმოებს, ორგანიზაციებს, დაწესებულებებსა და მოქალაქეებს, რომელთა მიზეზით დაზიანდება გზის საფარი, გვერდულები, მიწის ვაკისი, დამცავი მოწყობილობა, ხიდები, გზაგატარები, წყალამრიდი და სხვა ნაგებობანი, ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვალდებულნი არიან აანაზღაურონ მიყენებული ზარალი.
3. ადგილობრივი მნიშვნელობის სარგებლობის საავტომობილო გზების მოდერნიზაციისას კომუნიკაციების გადატანა ხორციელდება იმ ორგანიზაციების ძალებით, რომელთა ბალანსზეც ირიცხება კომუნიკაციები, საგზაო ორგანოებთან ხელშეკრულების საფუძველზე; თუ კომუნიკაციები მოწყობილია არსებული ნორმების დარღვევით, მათი გადატანა ხდება მესაკუთრის ძალებითა და ხარჯებით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 12 აგვისტოს კანონი №3 – ვებგვერდი, 17.08.2011წ.
მუხლი 14. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში შეუთანხმებელი მოქმედების აკრძალვა🔗
1. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) გზების მფლობელთან შეუთანხმებლად აკრძალულია:
ა) ნებისმიერი სამშენებლო, სამელიორაციო, სასოფლო-სამეურნეო, გეოლოგიური ძიების სამუშაოები, კავშირგაბმულობის ხაზებისა და სხვა კომუნიკაციების გაყვანა, ახლის აშენება და არსებული ნაგებობების შეკეთება (მილსადენების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი ხაზების ავარიის შემთხვევაში აღდგენა-შეკეთების სამუშაოების გარდა, რასაც დაუყოვნებლივ ატყობინებენ დაწესებულებას);
ბ) ტექნოლოგიური ტვირთზიდვის ორგანიზაცია;
გ) გარე განათებისა და გამწვანების მოწყობა;
დ) მოძრავი გასამართი პუნქტების, ჯიხურების, პავილიონების და სხვა ნაგებობების განლაგება;
ე) სატრანსპორტო საშუალებათა დატვირთვა-გადმოტვირთვის, გასაჩერებელი და სამრეცხაო მოედნის მოწყობა;
ვ) კაშხალების, გუბურების და სხვა მელიორაციულ და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მოწყობა;
ზ) მდინარეების კალაპოტების გაღრმავება და ქვიშისა და ღორღის მოპოვება ერთი კილომეტრის მანძილზე ხიდების ზემოთ და ქვემოთ, მდინარეზე ხიდების ქვეშ ხე-ტყის დაცურება;
თ) ხიდების ბურჯებთან ნავების ან სხვა სანაოსნო საშუალებათა მიდგომა, გზაგამტარების, ესტაკადებისა და ხიდების ქვეშ სადგომის, გასასვლელების, აგრეთვე ნავების სადგურებისა და სხვა რაიმე ნაგებობების მოწყობა;
ი) ყველა იმ სამუშაოს წარმოება, რომელიც გზის ამა თუ იმ მონაკვეთზე ცვლის საგზაო მოძრაობის არსებულ ორგანიზაციას ან ავტომანქანების სიჩქარეების დადგენილ რეჟიმს, გარდა დაწესებულებისა, უნდა შეთანხმდეს კანონმდებლობით უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს.
2. ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით ორგანიზაციებს, საწარმოებს, დაწესებულებების და მოქალაქეების მიერ აშენებული შენობა-ნაგებობანი უნდა დაინგრეს თვითნებურად ამშენებელთა ხარჯზე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 12 აგვისტოს კანონი №3 – ვებგვერდი, 17.08.2011წ.
მუხლი 15. სამედიცინო დახმარება ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე🔗
ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულებს დახმარებას უწევენ ამ გზებთან ყველაზე ახლოს განლაგებული სამედიცინო დაწესებულებები.
მუხლი 16. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის ტექნიკური დახმარების გაწევა🔗
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია ყოველ ღონეს ხმარობს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მომხდენი ან გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების გასატანად გზის სავალი ნაწილიდან, რისთვისაც გამოიყენება შემხვედრი ტრანსპორტი და ამწე სატრანსპორტო საშუალებები.
2. დაწესებულება ვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით ყველაფერი იღონოს გზის სავალი ნაწილიდან გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების ან ტვირთის გასატანად, ტექნიკური დახმარების გასაწევად ან გამაფრთხილებელი ნიშნების დასადგმელად.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 12 აგვისტოს კანონი №3 – ვებგვერდი, 17.08.2011წ.
მუხლი 17. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების განვითარებასთან და გაუმჯობესებასთან დაკავშირებული სამუშაოთა წარმოება🔗
ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დაპროექტება, მშენებლობა, რეკონსტრუქცია, შეკეთება, მოვლა-შენახვა და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები წარმოებს არსებული სამშენებლო ნორმების, წესებისა და ინსტრუქციების შესაბამისად.
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 18. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები სამართლებრივი აქტები🔗
1. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრომ წარუდგინოს, ხოლო აფხაზეთის მთავრობამ დაამტკიცოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხა.
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრომ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებისათვის საჭირო სხვა ნორმატიული აქტების მიღება.
მუხლი 19. კანონის ძალაში შესვლა🔗
კანონი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კუჭუხიძე
ქ. თბილისი
2006 წლის 28 დეკემბერი.