ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.12.2019
ძალაში შესვლა 01.01.2020
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.167.016453
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/12/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 827 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.12.2019 მიღება
01.01.2020 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სიღნაღის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 28.04.2023 წალკის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 30.11.2023 მარტვილის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 20.09.2023 წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 07.11.2018 მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 16.03.2022

დოკუმენტის ტექსტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 2019 წლის 6 დეკემბერი ქ. ლაგოდეხი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების წესი“ დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია დანართი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების წესი მუხლი 1🔗 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპოტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოება ხდება, ცხოვრების ჯანსაღი წესის (შემდგომში – წესი) დამკვიდრების, სამოქალაქო აქტიურობის, სპორტის გავრცელებული სახეობებისათვის ტრადიციების შენარჩუნებისა და მათი პოპულარიზაციის მიზნით. მუხლი 2🔗 1. წესის მიზანია საქართველოს სახელით მოასპარეზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრში“ მოქმედ სპორტულ წრეებში აღზრდილი და ბოლო სამი წლის განმავლობაში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოება.   2. დაჯილდოებისთვის დაინტერესებულმა პირ(ებ)მა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მიმართოს განცხადებით და წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) შესაბამისი ტიტულის მოპოვების დამადასტურებელი დიპლომის ასლი ან/და ცნობა ტიტულის მოპოვების შესახებ შესაბამისი ფედერაციიდან; ბ) პირადობის მოწმობის ასლი,  არასრულწლოვანი სპორტსმენის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი; გ) სპორტსმენის კუთვნილი საბანკო ანგარიშის ნომერი, არასრულწლოვანი სპორტსმენის შემთხვევაში მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის  საბანკო ანგარიშის ნომერი. დ) მწვრთნელის პირადობის მოწმობის ასლი; ე) მწვრთნელის კუთვნილი საბანკო ანგარიშის ნომერი; ვ) სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში მწვრთნელის ჯილდოს მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს  ცნობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრიდან“ სპორტსმენის მწვრთნელის შესახებ, ხოლო თუ სპორტსმენი წვრთნებს გადის საქართველოს ნაკრებში, ცნობა შესაბამისი ფედერაციიდან კონკრეტული სპორტსმენის პირველი მწვრთნელის შესახებ. 3. პირველ პუნქტში მითითებულ დოკუმენტებში ასახული პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს მხოლოდ სპორტსმენის დაჯილდოების საკითხის განხილვისას. 4. ჯილდო გაიცემა მხოლოდ იმ სპორტსმენებზე, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ აღიარებული სპორტული ფედერაციების მიერ გაცემულ ტიტულის დამადასტურებელ დოკუმენტს. 5. იმ შემთხვევაში, თუ სპორტსმენი ასპარეზობს რამდენიმე კატეგორიაში ან სახეობაში, დაჯილდოვდება ერთი კატეგორიის ან სახეობის საუკეთესო შედეგის შესაბამისად. მუხლი 3🔗 1. გადაწყვეტილებას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების შესახებ, მერიის უფლებამოსილი სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, იღებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2.  მწვრთნელი დაჯილდოვდება ერთჯერადად, საუკეთესო ტიტულის მქონე ერთ სპორტსმენზე გასაცემი ჯილდოს არაუმეტეს 50%-ისა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე გამარჯვებული სპორტსმენის მწვრთნელი ერთი და იგივე პიროვნებაა, ყოველი მომდევნო გამარჯვებული სპორტსმენის ჯილდოს არაუმეტეს 20%-ისა. მუხლი 4🔗 წარმატებულ სპორტსმენთა დასაჯილდოებლად განსაზღვრულია შემდეგ ოდენობამდე ფულადი ჯილდოები: ა) საქართველოს ჩემპიონატზე: ა.ა) უმცროსი ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 400 ლარი, მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 300 ლარი, მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 200 ლარი; ა.ბ) ჭაბუკთა და გოგონათა შორის პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 600 ლარი, მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარი, მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 400 ლარი; ა.გ) 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარი, მეორე ადგილის  დაკავების შემთხვევაში – 700 ლარი, მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 600 ლარი; ა.დ) უფროსებს შორის პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი, მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარი, მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 700 ლარი; ბ) ევროპის ჩემპიონატზე: ბ.ა) უმცროსი ასაკის ჭაბუკთა  და გოგონათა შორის პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 600 ლარი, მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარი, მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 400 ლარი. ბ.ბ) ჭაბუკთა და გოგონათა შორის პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი; მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარი, მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 600 ლარი; ბ.გ) 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარი; მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი; მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარი. ბ.დ) უფროსებს  შორის პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2000 ლარი; მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარი; მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი; გ) მსოფლიო ჩემპიონატზე: გ.ა) უმცროსი ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი, მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარი, მესამე ადგილის დაკავებისშემთხვევაში – 600 ლარი; გ.ბ) ჭაბუკთა და გოგონათა შორის პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარი; მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1200 ლარი; მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი; გ.გ) 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2000 ლარი; მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარი; მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1200 ლარი; გ.დ) უფროსებს შორის პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 5000 ლარი; მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 3000 ლარი; მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2000 ლარი. მუხლი 5🔗 1. ამ წესის მიზნებისათვის გუნდი განიმარტება როგორც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრში“ მოქმედი სპორტული წრე ფეხბურთში, ფრენბურთში, ხელბურთში,  კალათბურთში ან სხვა. 2.  ჯილდო გაიცემა გუნდზე, რომლიც დაიკავებს პირველ ადგილს კახეთის ლიგაში, თბილისის ლიგასა ან საქართველოს ჩემპიონატში. 3. გუნდის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, უნდა დაერთოს  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის“ ცნობა მწვრთნელისა და სპორტული წრის (გუნდი ფეხბურთში, ფრენბურთში, ხელბურთში, კალათბურთში ან სხვა) ამ ცენტრში არსებობის(მოღვაწეობის) შესახებ. 4. გუნდი კახეთის ლიგის, თბილისის ლიგის ან საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვების მოპოვების (პირველი ადგილი) შემთხვევაში ჯილდო გაიცემა შემდეგი ოდენობით: ა) მწვრთნელს – 500 ლარი; ბ) გუნდის თითოეულ სპორტსმენს – 100 ლარი.