ქალაქ ჭიათურაში ჩაჩანიძის ქუჩის პირველი შესახვევისათვის მერაბ კილაძის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 06.12.2019
გამომცემი ორგანო ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №52 65
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.129.016001
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/12/2019
matsne.gov.ge 139 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ დუშეთში მდებარე უსახელო ქუჩისთვის გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 21.11.2019 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ჯვარცხმის ადმინისტრაციული ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩისთვის გოჩა უნგიაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 28.03.2023 ქალაქ ჭიათურაში ინტერნაციონალის ქუჩისათვის გიორგი კიკნაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 06.12.2019 ქალაქ ჭიათურაში ბარათაშვილის ქუჩის მიმდებარე სკვერისთვის გივი ციმაკურიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 04.03.2022 ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის სახელის მინიჭების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 30.07.2025

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ჭიათურაში ჩაჩანიძის ქუჩის პირველი შესახვევისათვის მერაბ კილაძის სახელის მინიჭების შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს განკარგულება №5 2 65 2019 წლის 6 დეკემბერი ქ. ჭიათურა ქალაქ ჭიათურაში ჩაჩანიძის ქუჩის პირველი შესახვევისათვის მერაბ კილაძის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: მუხლი 1🔗 ქალაქ ჭიათურაში ჩაჩანიძის ქუჩის პირველ შესახვევს შეეცვალოს სახელი და მიენიჭოს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ჭიათურის საპატიო მოქალაქის, პროფესორ მერაბ კილაძის სახელი.     მუხლი 2🔗 განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე. მუხლი 3🔗 ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩხერის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: საჩხერე, აღმაშენებლის ქ.№3) განკარგულების ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში. ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე                                                                 ალექსანდრე ციცქიშვილი