📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 10.12.2019
გამომცემი ორგანო შემოსავლების სამსახური
ნომერი №43074
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016538
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/12/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 916 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

2015-2016 წლების განმავლობაში საბურავების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 86% 21.10.2015 სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის 2015 წლის 17 ივლისის №1 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 85% 27.08.2015 საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 84% 16.02.2026 საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 84% 03.12.2014 არასახიფათო მუნიციპალური ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნ(ებ)ის მშენებლობის/მართვის უზრუნველსაყოფად ინვესტიციების მოზიდვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 84% 13.02.2015

დოკუმენტის ტექსტი

დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } span.BalloonTextChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page WordSection1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 1.0in 56.7pt 1.0in;} div.WordSection1 {page:WordSection1;} შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №43074 2019 წლის 10 დეკემბერი ქ. თბილისი დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების დამდგენი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2547 განკარგულების , „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: 1.  ბუნებრივი   დანაკარგების   მაქსიმალური  ზღვრული   ოდენობების,   საწარმოო   პროცესთან დაკავშირებული ტექნიკური ნორმების საწარმოო დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების, საქონლის გამოსავლიანობისა და  საწარმოო  პროცესთან  დაკავშირებული  სხვა ტექნიკური  ნორმების შემუშავების მიზნით,  შეიქმნას  დანაკარგების  მაქსიმალური  ზღვრული ოდენობების  შემმუშავებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა) ირაკლი ბერაია – შემოსავლების სამსახურის უფროსი (კომისიის თავმჯდომარე); ბ) ლევან   წითელაშვილი  – შემოსავლების   სამსახურის   უფროსის   მოადგილე (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე); გ) ვახტანგ ლაშქარაძე – საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის უფროსი; დ) მერაბ გამყრელიძე – იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; ე) ლევან დგებუაძე – მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი; ვ) მერაბ არახამია – საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; ზ) დიმიტრი  ლომაძე – საბაჟო  ღირებულებისა  და  საქონლის  კლასიფიკაციის  სამმართველოს უფროსი; თ) დიმიტრი ამისულაშვილი – დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; ი) ირაკლი ბოლქვაძე – აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; კ) შალვა კოპალეიშვილი – მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე; ლ) რომან ბუღაძე – მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; მ) ლევან სირანაშვილი – მეთოდოლოგიის დეპარტამენტის აუდიტის და დავების მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროსი (კომისიის მდივანი). შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 10 მარტის ბრძანება №6985 - ვებგვერდი, 12.03.2020წ. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 12 მარტის ბრძანება №7452 - ვებგვერდი, 17.03.2020წ. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 27 მარტის ბრძანება №9435 - ვებგვერდი, 31.03.2020წ. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 18 თებერვლის ბრძანება №3978 - ვებგვერდი, 22.02.2021წ. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 14 სექტემბრის ბრძანება №28858 - ვებგვერდი, 20.09.2021წ. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №18714 - ვებგვერდი, 02.09.2025წ. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №27518 - ვებგვერდი, 17.12.2025წ. 2. დამტკიცდეს „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის საქმიანობის წესი“ თან დართული რედაქციით (დანართი №1). 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 25 ივნისის №20722 ბრძანება. 4. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. სამსახურის უფროსი                                                                                                    ლევან კაკავა „ დანართი №1 დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის საქმიანობის წესი     მუხლი 1🔗 1. დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისია (შემდგომში – კომისია) არის შემოსავლების სამსახურის სათათბირო ორგანო და მისი შექმნის მიზანია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის, ბუნებრივი დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების, საწარმოო დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების, საქონლის გამოსავლიანობისა და საწარმოო პროცესთან დაკავშირებული სხვა ტექნიკური ნორმების (შემდგომში – ტექნიკური ნორმები) შემუშავება. 2. კომისია ტექნიკური ნორმების შემუშავებას ახორციელებს: ა) შემოსავლების სამსახურის ინიციატივით; ბ) გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე.     მუხლი 2🔗 1. კომისიის სხდომას, მათ შორის, ელექტრონული ფორმით, წარმართავს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 2. კომისიის სხდომაზე დგება კომისიის სხდომის ოქმი, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, რომელშიც მიეთითება სხდომის ჩატარების თარიღი . 3. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე (მისი არყოფნის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ) და მდივანი. 4. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა უმრავლესობა, ხოლო კომისია გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა უმრავლესობით. 5 . განსახილველი საკითხის სირთულის გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია, სხდომაზე მოიწვიოს ექსპერტები, სპეციალისტები, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები, კერძო სექტორის წარმომადგენლები . 6 . კომისიის მიერ გადასახადის გადამხდელის განცხადების განხილვის ვადაა არაუმეტეს 2 თვე. 7 . კომისია ტექნიკურ ნორმებს ადგენს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის, საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისი სტანდარტების, შემოწმების მასალების, საგადასახადო მონიტორინგის შედეგების, ექსპერტიზის დასკვნის ან/და სხვა სათანადო ინფორმაციის საფუძველზე. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 14 სექტემბრის ბრძანება №28858 - ვებგვერდი, 20.09.2021წ.     მუხლი 3🔗 1. გადასახადის გადამხდელის ინიციატივით ტექნიკური ნორმების დადგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს: ა) განცხადება ტექნიკური ნორმების დადგენის თაობაზე; ბ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; გ) ტექნიკური ნორმების შემუშავებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია. 2. ტექნიკური ნორმების შემუშავების მიზნით, კომისიას უფლება აქვს: ა) გადასახადის გადამხდელს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის/ინფორმაციის (მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნის) წარდგენა; ბ) გადაამოწმოს მოწოდებული ინფორმაციის სისწორე. 3. კომისიის მიერ დამატებითი დოკუმენტაციის/ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია კომისიას წარუდგინოს არაუმეტეს 1 თვის ვადაში. 4. გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე ჩერდება ტექნიკური ნორმის დადგენის თაობაზე გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის განხილვის ვადის დინება.     მუხლი 4🔗 1. ტექნიკური ნორმის დადგენის თაობაზე გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის განხილვის შედეგად კომისიას უფლება აქვს: ა) შეიმუშაოს ტექნიკური ნორმა გადასახადის გადამხდელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით; ბ) შეიმუშაოს ტექნიკური ნორმა გადასახადის გადამხდელის მიერ მოთხოვნილისაგან განსხვავებული ოდენობით; გ) უარი თქვას ტექნიკური ნორმის შემუშავებაზე. 2. კომისია უფლებამოსილია, უარი თქვას ტექნიკური ნორმის შემუშავებაზე, თუ: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია არასრულია; ბ) წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არსებული მონაცემები არ შეესაბამება ფაქტობრივ მდგომარეობას; გ) საწარმოს ტექნიკურ-ტექნოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, ტექნიკური ნორმის დადგენა შეუძლებელია; დ) წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იძლევა ტექნიკური ნორმის დადგენის შესაძლებლობას; ე) ექსპერტიზის დასკვნიდან/საგადასახადო შემოწმების მასალებიდან, საგადასახადო მონიტორინგის შედეგებიდან ან სხვა მონაცემებიდან გამომდინარე, ტექნიკური ნორმის დადგენა მიზანშეუწონელია; ვ) მოთხოვნა სცილდება კომისიის კომპეტენციის ფარგლებს.     მუხლი 5🔗 1. კომისიის რეკომენდაციები აისახება კომისიის სხდომის ოქმში. 2. კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, ტექნიკური ნორმა მტკიცდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.