საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 06.12.2019
გამომცემი ორგანო საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №49
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.165.016001
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/12/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.12.2019 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ნაწულუკუს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე უსახელო ქუჩებისთვის სახელის მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.BalloonTextChar { }
@page WordSection1 {size:8.5in 11.0in; margin:21.3pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;}
div.WordSection1 {page:WordSection1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №49
2019 წლის 6 დეკემბერი
ქ. საგარეჯო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ მე-4 და მე-7 მუხლების და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2019 წლის 04 ნოემბრის №18 ოქმით გაცემული თანხმობის შესაბამისად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კერძოდ, ქალაქ საგარეჯოში მდებარე წიფლისხევის ქუჩის ნაწილს გადაერქვას სახელწოდება და ეწოდოს „ვარლამ ჩერქეზიშვილის ქუჩა“ თანდართული რუკის შესაბამისად (რუკა თან ერთვის).
2. განკარგულება, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 01 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ მე-7 მუხლის მე-15, მე-16 და მე-17 პუნქტების შესაბამისად, გადაეგზავნოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას, გაეგზავნოს ასევე სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
3. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
4. განკარგულების გასაჩივრება შეიძლება მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ.სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15).
საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ჩალათაშვილი