ი/მ სოფიო ხამაშურიძის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/2993-18
(ამონარიდი სხდომის ოქმიდან)
2019 წლის 2 დეკემბერი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე – ციცინო მოსიძე
სხდომის მდივანი – თეონა აბზიანიძე
განმცხადებელი – ინდივიდუალური მეწარმე სოფიო ხამაშურიძე
წარმომადგენელი – გიგა სულაქველიძე, ზურაბ წკეპლაძე
მეურვე – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – მიხეილ ლომთაძე
კრედიტორები: 1. სს „საქართველოს ბანკი“
წარმომადგენელი – დავით მესხიშვილი
2. სს „თიბისი ბანკი“
წარმომადგენელი - კობა ქორიძე
3. შპს „ჯიესი“
წარმომადგენელი - კახაბერ გელხვიიძე
4. შპს „აია სითი“
წარმომადგენელი – კახაბერ გელხვიიძე
5. სოფიო ცირეკიძე
წარმომადგენელი – ნინო ჩუბინიძე
მოთხოვნა – ინდ. მეწარმე სოფიო ხამაშურიძის გადახდისუუნარობის საქმის წარმოება
მომრიგებელი საბჭოს წევრები –
1. – თამარ ცაგურიშვილი
2. – ნოდარ პაპუკაშვილი
3. – პაატა კუნჭულია
სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განხილვაშია ინდივიდუალური მეწარმე სოფიო ხამაშურიძის გადახდისუუნარობის საქმე.
2019 წლის 29 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართეს მომრიგებელი საბჭოს წევრებმა თამარ ცაგურიშვილმა, ნოდარ პაპუკაშვილმა, პაატა კუნჭულიამ და ი/მ სოფიო ხამაშურიძის წარმომადგენელმა გიგა სულაქველიძემ სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე, ვინაიდან კრედიტორსა და მოვალეს შორის მოლაპარაკებები არ დასრულებულა, რის გამოც ითხოვეს სხდომის 2019 წლის 16 ან 24 დეკემბრამდე გადადება.
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება, გაეცნო საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ ინდივიდუალური მეწარმე სოფიო ხამაშურიძის გადახდისუუნარობის საქმეზე მოწვეულ უნდა იქნეს კრედიტორთა კრება, შემდეგ გარემოებათა გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის ოცდამეორე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არა უმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და
დაადგინა:
1. მომრიგებელი საბჭოს წევრების თამარ ცაგურიშვილის, ნოდარ პაპუკაშვილის, პაატა კუნჭულიას და ი/მ სოფიო ხამაშურიძის წარმომადგენლის გიგა სულაქველიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2.მოწვეულ იქნეს კრედიტორთა კრება 2019 წლის 24 დეკემბერს 16:00 საათზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) სხდომის დარბაზი №5, შემდეგი დღის წესრიგით:
2.1. მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების განხილვა;
2.2. სხვა კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა.
3. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში;
4. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ვებ.გვერდებზე. განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს მეურვეს;
5. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო მოსიძე
სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე.