„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №78 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება N22 |
|
20 დეკემბერი 2019 წ. ქ.ლაგოდეხი |
|
დანართი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი თავი I ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები
მუხლი 1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბალანსი თანდართული ცხრილის შესაბამისად :
მუხლი
2. ლაგოდეხის
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
შემოსულობები
, გადასახდელები
და ნაშთის ცვლილება
განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები , გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული ცხრილის შესაბამისად :
მუხლი
3. ლაგოდეხის
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 21365,733 ათასი ლარის ოდენობით თანდართული ცხრილის შესაბამისად :
მუხლი
4. ლაგოდეხის
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 10191.300 ათასი ლარის ოდენობით თანდართული ცხრილის შესაბამისად :
მუხლი
5. ლაგოდეხის
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 10108.204 ათასი ლარის ოდენობით თანდართული ცხრილის შესაბამისად :
მუხლი
6. ლაგოდეხის
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1066,229 ათასი ლარის ოდენობით თანდართული ცხრილის შესაბამისად :
მუხლი
7. ლაგოდეხის
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 9349,873 ათასი ლარის ოდენობით , თანდართული ცხრილის შესაბამისად :
მუხლი
8. ლაგოდეხის
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
არაფინანსური აქტივების ცვლილება
განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 16001,022 ათასი ლარის ოდენობით , მათ შორის :
ა ) განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 16024,922 ათასი ლარის ოდენობით , თანდართული ცხრილის შესაბამისად :
ბ ) განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 23,900 ათასი ლარის ოდენობით , თანდართული ცხრილის შესაბამისად :
მუხლი
9. ლაგოდეხის
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
ხარჯებისა
და
არაფინანსური
აქტივების
ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში , თანდართული ცხრილის შესაბამისად :
მუხლი
10.
ლაგოდეხის
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
მთლიანი სალდო
განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -3985,2 ათასი ლარის ოდენობით . მუხლი
11. ლაგოდეხის
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
ფინანსური აქტივების ცვლილება
1. განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება - 4205,0 ათასი ლარის ოდენობით . მუხლი
12. ლაგოდეხის
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -219,8 თასი ლარის ოდენობით . მუხლი
13. ლაგოდეხის
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 80.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით . მუხლი
14. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამის შესაბამისად მერის ბრძანებით და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად . თავი
II
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები 2019-2022 წლებისთვის , პროგრამები /ქვეპროგრამები მუხლი 15. წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება (პროგრამული კოდი 01 00) პრიორიტეტის მიზანია წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების გამართული და ეფექტური მუშაობა . პრიორიტეტი მოიცავს ისეთ პროგრამებს და ქვეპროგრამებს რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას , როგორიცაა მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების , მუნიციპალიტეტის საკრებულოს , აპარატის შენახვის ხარჯები , მათ შორის : თანამდებობრივი სარგო , ჯილდო , დანამატი და სხვა . ასევე , მოიცავს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს , წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს , ვალების დაფარვის ხარჯებს . მმართველობითი სფეროს რეფორმა ერთ ერთი მთავრი ფაქტორია მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტურად წარმართვისათვის . ასევე იგეგმება გარკვეული რეფორმები , რომელიც განხორციელდება რამოდენიმე მიმართულებით : 1. ახალი სტრუქტურის , დებულებებისა და სამუშაოთა აღწერილობის შექმნა ; 2. მმართველობითი გუნდის მუშაობის შეფასების შიდა და გარე სისტემების შექმნა ; 3. მუნიციპალიტეტის ფუნქციონირებისას მოსახლეობის ჩართულობის სისტემების შექმნა ; 4. საბიუჯეტო პროცესის გაუმჯობესება ; 5. ქონების მართვის სისტემის გაუმჯობესება ; 6.მიმდინარე პროცესების მართვა და სხვა . 15.1. პროგრამის /ქვეპროგრამის დასახელება სასესხო ვალდებულებების დაფარვა პროგრამის მიზანი მუნიცპალიტეტის მიერ აღებული სასესხო ვალდებულებების დადგენილ ვადებში დაფარვა . პროგრამის აღწერა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული სესხების მომსახურება . 15.2. პროგრამის /ქვეპროგრამის დასახელება საბიუჯეტო პროცესის გაუმჯობესება პროგრამის მიზანი მუნიციპალიტეტში საბიუჯეტო პროცესის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაში მოყვანა . პროგრამის აღწერა დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფორმატი და ფინანსური ანგარიშები არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს , რაც გამოწვეულია თანამშრომლების კვალიფიკაციის არასაკმარისი დონით , აქტივებზე სრულყოფილი ინფორმაციის არ არსებობით . მუნიციპალიტეტში არ არის აქტივების აღრიცხვის ერთიანი სისტემა . საბიუჯეტო პროცესში დაბალია მოსახლეობის ჩართულობის და პროცესების გამჭვირვალობის დონე . ყოველივე ზემოთ აღნიშნული პრობლემების მოგვარებისათვის განხორციელდება თანამშრომლების გადამზადება , მოსახლეობაში გამოკითხვების ჩატარება და აქტივების შესახებ სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა , ასევე საერთაშორისო სტანდარტებით საჯარო ფინანსების მართვის ეფექტურობის შეფასება , მოსახლეობის ჩართულობისა და გამჭვირვალე პროცესების წარმართვისათვის შეიქმნება და დაინერგება მდგრადი სისტემა . მუხლი
16. ინფრასტრუქტურის
მშენებლობა
, რეაბილიტაცია
და
ექსპლოატაცია
(პროგრამული კოდი
03 00)
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ -ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს . პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა -რეაბილიტაცია , ქალაქის და სოფლების ქუჩების განათება , დასასვენებელი პარკების კეთილმოწყობა , სოფლებში სასმელი წყლის სისტემების მოწყობა და რეაბილიტაცია . მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები . 16.1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა -რეაბილიტაცია და ექსპლოატაცი პროგრამის მიზანი : საავტომობილო გზებზე მგზავრთა შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა . პროგრამის აღწერა : მუნიციპალიტეტი გეგმავს გზების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას რაც ხელს შეუწყობს ქუჩებისა და მაგისტრალების განტვირთვას ჭარბი სატრანსპორტო ნაკადებისაგან და ავტოტრანსპორტის შეუფერხებელ მოძრაობას , გაგრძელდება მუშაობა ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის , მოხდება გზების ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მოთხოვნებთან /პირობებთან . ასევე ყურადღება მიექცევა რეაბლიტირებული გზების მოვლას , რაც გულისხმობს ორმულ შეკეთებებს , 16.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა -რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია პროგრამა ითვალისწინებს გარე განათების ქსელის ექსპლუატაცია -რეაბილიტაციას , სანიაღვრე ქსელის მოვლა -პატრონობას , წყლის სისტემების მოწყობა -რეაბილიტაციას და გარემოს დაცვითი ღონისძიებებს . 16.2.1. წყლის სისტემების მოწყობა -რეაბილიტაცია პროგრამის მიზანი : წყლის სისტემების გამართული ფუნქციონირება . პროგრამის აღწერა : პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მოსახლეობისათვის წყლის მიწოდების ხელშეწყობა , დაფინანსდება წყლის ჭაბურღილების მშენებლობა და არსებული ჭაბურღილების , წყლის სათავე ნაგებობების და წყლის მაგისტრალების მიმდინარე შეკეთება , გაწმენდა , დაქლორვა და სხვა . 16.2.2. გარე განათების მოწყობა -რეაბილიტაცია პროგრამის მიზანი : გარე განათების ქსელის გამართული ფუნქციონირება . პროგრამის აღწერა : გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია - დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურება და მოვლა პატრონობის ხარჯები . გარე განათების მოვლა პატრონობას უზრუნველყოფს ა (ა )იპ ,,ლაგოდეხის სერვის ცენტრი “. 16.3. დასუფთავება და გარემოს დაცვა მუნიციპალიტეტის ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების პროგრამა თანხვედრაშია ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების 2019-2022 წლის დოკუმენტში მოცემულ სტრატეგიასთან . ჩვენი მიზანია ყველა გადაწყვეტილების , მათ შორის , ეკონომიკურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდეს ეკონომიკური მიზანშეწონილობასთან ერთად , ეკოლოგიური ეფექტიანობის გათვალისწინებით . ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა ყურადღება მიექცეს ისეთი პროგრამების განხორციელებას როგორიცაა მწვანე ნარგავების დარგვა და მოვლა -პატრონობა , გარემოს დასუფთავება , სუფთა ტრანსპორტი , ნარჩენების სეპარირებულად შეგროვება , უნარჩენო წარმოების ხელშეწყობა და სხვა . აღნიშნული მიმართულებით მუნიციპალიტეტში პოლიტიკას წარმართავს ინფრასტრუქტურის სამსახური , ხოლო აღსრულების კუთხით ჩართულია ა (ა )იპ ლაგოდეხის სერვის ცენტრი “. 16.3.1. დასუფთავება და ნარჩენების გატანა პროგრამის მიზანი : მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და შენარჩუნება და დასუფთავების მუნიციპალური სერვისის გამართული ფუნქციონირება პროგრამის აღწერა : პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში ტერიტორიის დაგვა -დასუფთავება ; სანაგვე კონტეინერების გარეცხვა ; მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქალაქში მოძრაობის აღკვეთა ; საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ; ნაგავსაყრელის ექსპლუატაცია და სანიტარული მომსახურება ; დამატებითი ურნებისა და ნაგვის მანქანებების შესყიდვა . 16.3.2. მწვანე ნარგავების მოვლა -პატრონობა პროგრამის მიზანი : მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და შენარჩუნება მწვანე ნარგავების მოვლა - პატრონობა პროგრამის აღწერა : პროგრამის განხორციელებით საგრძნობლად უმჯობესდება მუნიციპალიტეტის ეკოლოგიური მდგომარეობა , გარე -იერსახე და მოსახლეობის დასვენების პირობები . მწვანე ნარგავებით ტერიტორიების შევსება და მათი შენარჩუნება საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაიზარდოს მუნიციპალიტეტის მწვანე საფარი . ასევე ხორციელდება ქალაქში არსებული სასაფლაოების , ბაღების , სკვერების მოვლა –პატრონობა ; მცენარეთა შესყიდვა , (სხვადასხვა ჯიშის ყვავილები , ბუჩქები , ხე -მცენარეები ); მწვანე თარგების მოწესრიგების მიზნით , მწვანე გაზონების მოწყობა , დაზიანებული ხეების მოჭრა -გადაბელვა და კუნძების ამოღება -გატანა ; ზრდასრული ხე -მცენარეების გადარგვა , სარწყავი ქსელების რეკონსტრუქცია და ახლის მოწყობა ; სკვერების და პარკების მოწყობა -რეაბილიტაცია ; საპარკე ფურნიტურის მონტაჟი სარეკრეაციო ზონებში და სხვა ღონისძიებები . მუხლი
17. განათლება
(პროგრამული კოდი
04 00)
განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა სკოლამდელი განათლების დონეზე იწყება . მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო მიმართულებები სრულ თანხვედრაში იქნება სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ რეფორმებთან . სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები რეფორმირდება სკოლამდელი განათლების დაწესებულებებად და დაიწყება განათლების ხარისხის ერთიანი სახელმწიფო სტანდარტების დანერგვა , რათა მყარი საფუძველი აღსაზრდელების სასკოლო განათლების მისაღებად მომზადებისთვის . სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში უზრუნველყოფილი იქნება ინკლუზია , აღსაზრდელების უსაფრთხოება და საუკეთესო ინტერესების დაცვა . გაძლიერდება სტანდარტის შესრულების კონტროლი . ეროვნულ დონეზე შეიქმნილი სკოლამდელი განათლების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტები გამოყენებული იქნება მუნიციპალიტეტში განვითარების მიმდინარეობის შეასაფასებლად . გაგრძელდება სკოლამდელი განათლების დაწესებულებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ახლი ინფრასტრუქტურის განვითარება და არსებულის გაუმჯობესება . აღმზრდელ -პედაგოგების ახალი პროფესიული სტანდარტის შესაბამისად ამოქმედდება კადრების მომზადებისა და გადამზადების სისტემა , დაიწყება აღმზრდელისა და აღმზრდელ -პედაგოგის პროფესიული განვითარება , პროფესიული ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მოზიდვა . 17.1 სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება პროგრამის მიზანი : სკოლამდელი ასაკი ბავშვების სკოლისთვის მზაობა პროგრამის აღწერა : პროგრამამ უნდა უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეფექტიანი ფუნქცირუნველყოფა , რომელიც გულისხმობს შემდეგი ღონისძიებების გატარებას : სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელება , სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამა / მეთოდოლოგის დახვეწა , საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა , აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა -ბაღების ინფრასტრუქტურის (ეზო , შენობა , ინვენტარი და სხვა ) განვითარება , ბაგა -ბაღების პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება , საბავშვო ბაგა -ბაღების მაქსიმალური გამტარუნარიანობა (სკოლამდელი აღზრდის მომსახურების მიღების მსურველთა არსებული მოთხოვნის რაოდენობის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისთვის სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება , მათ შორის : ახალი ბაგა -ბაღების მშენებლობა , არსებულ ბაგა -ბაღებში სააღმზრდელო ჯგუფების მოწყობა , საჭიროების შემთხვევაში ბავშვების სხვადასხვა სოფლებიდან ტრანსპორტირება . მუხლი 18. კულტურა , რელიგია , ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) სპორტის , ახალგაზრობისა და კულტურის მიმართულების მხარდაჭერა უზრუნველყოფს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას , ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა დარგს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ განვითარებაში , ხელს უწყობს ტურიზმს , მეწარმეობას , ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას , დანაშაულის პრევენციას , კულტურული დიპლომატიის განვითარებას , ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება იმისათვის , რომ კულტურა და სპორტი უფრო მეტად ინტეგრირდეს მოსახლეობაში . მუნიციპალიტეტის მიზანია გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ , კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში , განავითაროს ახალგაზრდების მხრიდან ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში თვითრეალიზების შესაძლებლობები , რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდას , საკუთარი პოტენციალის სრულფასოვნად რეალიზებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით . ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში პროგრამები ხორციელდება როგორც განათლების , კულტურის , სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის მიერ ასევე ამავე სფეროში შექმნილი ა (ა )იპ -ის მიერ . 18.1. სპორტის სფეროს განვითარება პროგრამის მიზანი : ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება - პოპულარიზაცია პროგრამის აღწერა : პროგრამა მოიცავს მუნიციპალიტეტში სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარებას - პოპულარიზაციას , ასაკობრივი გუნდების მზადება და მონაწილეობა საერთაშორისო და ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებში (მსოფლიო , ევროპის და საქართველოს ჩემპიონატები , პირველობები , თასების გათამაშებები , მასობრივი სპორტული ღონისძიებები , საერთაშორისო ტურნირები , სასწავლო საწვრთნელი შეკრებები ); სპორტის სხვადასხვა სახეობის ეროვნულ ფედერაციებთან , სპორტულ ასოციაციებთან , სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა ; მწვრთნელ -მასწავლებელთა და წარმატებული სპორტსმენი ბავშვების სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესება ; სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებში , მათი შემდგომში რესოციალიზაციისა და აქტიურ სპორტში ჩართვისათვის ; სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა და რეაბილიტაცია , მატერიალურ -ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება , სპორტული დანიშნულების ობიექტების აღდგენა , მშენებლობა . მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობას . პროგრამა ასევე მოიცავს ღონისძიებებს , რომლებიც ორიენტირებულია : სპორტის განვითარებაზე , საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე , სპორტის სხვადასხვა სახეობის საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი გუნდების მომზადებასა და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში , სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში ) მონაწილეობის ხელშეწყობაზე , საქართველოს ჩემპიონატებისა და პირველობების ჩატარებაზე , სპორტული რეზერვისა და მაღალი კლასის სპორტსმენების მომზადებაზე , ეს ყოველივე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარებასა და პოპულარიზაციას , ადგილობრივი ან საერთაშორისო მაღალი რანგის შეჯიბრებებზე ნაკრები გუნდების წევრთა მიერ საპრიზო ადგილების დაკავებას . სპორტის სხვადასხვა სახეობებში პირველობების , ჩემპიონატების , თასების გათამაშებების , მასობრივი სპორტული ღონისძიებების , სახელობითი და საერთაშორისო ტურნირების , სასწავლო -საწვრთნო შეკრებების ჩატარება და სპორტსმენთა მივლინება საერთაშორისო ტურნირებზე ; ქართული საბრძოლო ხელოვნების ხელშეწყობა ; მასობრივი სპორტის პოპულარიზაციაზე და სპორტის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების ხელშეწყობა . მსოფლიო , ევროპის და საქართველოს ჩემპიონატებში მიღწეული წარმატებებისათვის მუნიციპალიტეტის სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების მატერიალური წახალისება . მუნიციპალიტეტში მასობრივი სპორტის განვითარებისა და ახალგაზრდების სპორტულ ცხოვრებაში აქტიურად ჩართულობის გაზრდის მიზნით იგეგმება სხვადასხვა სახეობებში სპორტული კლუბების ხელშეწყობა და განვითარება საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზებზე და სხვა . 18.2. კულტურის სფეროს განვითარება პროგრამის მიზანი : მუნიციპალიტეტში კულტურული ტრადიციების მხარდაჭერა , განვითარება და მოსახლეობის კულტურული დონის ამაღლება პროგრამის აღწერა : პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო , სახალხო , რელიგიური დღესასწაულებისა და სხვა საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების აღნიშვნას , რომლის დროსაც მნიშვნელოვანია ტრადიციების მაქსიმალური შენარჩუნება , რათა სასიამოვნო და დაუვიწყარი გარემო შეიქმნას როგორც ჩვენი მოსახლეობისთვის , ასევე ტურისტებისთვისაც , ხელოვანების ღირსეულად წარმოჩენასა და მათი შემოქმედების ხელშეწყობას , ფესტივალების , კონკურსების და საიუბილეო ღონისძიებების ხელშეწყობას , დამეგობრებულ მუნიციპალიტეტებტან კულტურული ურთიერთობების შენარჩუნება -გაფართოების მიზნით სპეციალური გაცვლითი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას , სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალის ჩატარებას , თავისუფალი თეატრალური პროექტების ხელშეწყობას , საგამომცემლო საქმიანობისა და კულტურულ საგანმანათლებლო პროექტების ხელშეწყობას , სხვადასხვა სახელოვნებო მიმართულების განვითარებას , როგორიცაა : თეატრი , სახვითი ხელოვნება , სამუსიკო სფერო თუ ლიტერატურა , მიმდინარე კულტურულ -საგანმანათლებლო პროცესებში სხვადასხვა თაობის ხელოვანების ჩართულობა , კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის მომზადება და სხვა . პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული იქნება კულტურის სფეროს დაწესებულებები , როგორიცაა ბიბლიოთეკა , მუზეუმი , კულტურის სახლი , სამუსიკო სკოლები , ხელოვნებო სკლოლები და სხვა . მუხლი
19. მოსახლეობის
ჯანმრთელობის
დაცვა
და
სოციალური
უზრუნველყოფა
(პროგრამული კოდი
06 00)
ჯანდაცვის მიმართულებით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სახელმწიფოს მიერ დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები , რომელიც გაგრძელდება ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის ) შესაბამისად . მოსახლეობის სოციალური დაცვის მიმართულებით გაგრძელდება ისეთი პროგრამების დაფინასება რომელიც გაზრდის სოციალურად დაუცველ ფენის ხელმისაწვდომობას სხვადასხვა ჯანდაცვისა და მომსახურების სერვისებზე . 19.1. ჯანმრთელობის დაცვა პროგრამის მიზანი : მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა და დაავადებების პრევენცია , საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოპერატიული ფუნქციების განხორციელების გზით ; პროგრამის აღწერა : გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლი , იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა და მასალების მიღების , შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის , სამედიცინო სტატისტიკური მასალის მოპოვება და წარდგენა დკსჯე ცენტრში , სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებში სანიტარიულ -ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა , პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა ; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის განხორციელება , დაავადებათა ადრეული გამოვლენა და პროფილაქტიკა , პრევენციული ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას , გადამდებ /არაგადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა , მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება ; პარაზიტული დაავადებების პირველადი ეპიდკვლევა . მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ინფექციათა კონტროლისა და პროფილაქტიკის , სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა და შერჩევითი კონტროლის განხორციელება . წყლის სანიტარიისა და ჰიგიენის რუტინული მონიტორინგი ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში , ტუბერკულოზისა და “C” ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება და სხვა ... 19.2. სოციალური დაცვა პროგრამის მიზანი : მოსახლეობისათვის სხვადასხვა სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ; პროგრამის აღწერა : სოციალური პროგრამების ფარგლებში განხორციელდება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებისათვის (მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე , მრავალშვილიანი ოჯახები , შშმ , უსახლკარო და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები ) სოციალური საჭიროების შესაბამისი სერვისების მიწოდება . გაგრძელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები , როგორიცაა შესაბამისი საჭიროების მქონე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (მათ შორის ბავშვთა ) პრევენციული , სარეაბილიტაციო და დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა ; შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრირებისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობის მიზნით არასამეწარმეო იურიდიული პირების პროექტების დაფინანსება ; სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგის სახის ქვეპროგრამები : სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარების ღონისძიებები აღნიშნული ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა სახის დახმარებას , ზამთრის თბობის სეზონზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების თანადაფინანსებას , მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ , დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ დახმარებას . შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა აღნიშნული ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უნარშეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სოციალური დახმარების ხარჯებს . უმწეოთათვის უფასო სასადილოს დაფინანსება ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ბენეფიციარების კვებით უზრუნველყოფას . ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა ქვეპროგრამით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვის ღონისძიებების განსახორციელება . სარიტუალო ხარჯი აღნიშნული ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დიდი სამამულო ომის ვეტერანების და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სარიტუალო ხარჯებს .
თავი
III
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ასიგნებები
მუხლი 20. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები თანდართული ცხრილის შესაბამისად :
თავი
IV
მარეგულირებელი ნორმები მუხლი 21. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული ) სისტემის მეშვეობით . მუხლი
22.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად . მუხლი
23.
2019 წლის განმავლობაში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო , დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში . მუხლი
24.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება , ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება ), დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით . მუხლი
25.
1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულმა ერთეულებმა , ყოველი კვარტლის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საფინანსო სამსახურს წარუდგინონ ინფორმაცია მათ მიერ და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ , ამ დადგენილებით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებით , „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის თაობაზე . 2. საფინანსო სამსახური მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას . მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით . მუხლი
26.
პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება . მუხლი
27.
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურმა მოამზადოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად . მუხლი
28.
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 220,0 ათასი ლარი მიიმართოს : ა ) ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ " საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 116,0 ათასი ლარი ; ბ ) ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ " და ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ " საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 102,0 ათასი ლარი ; გ ) მე 2 მსოფლიო ომის მონაწილეთა დაკრძალვის ხარჯები – 2,0 ათასი ლარი ; 2. ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი "–ს 69–ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება .
მუხლი
29.
2019 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 80,0 ათასი ლარის ოდენობით , სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის საფუძველზე . თავი
V
მუხლი 30. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
|