საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

მიღების თარიღი 20.12.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №628
სარეგისტრაციო კოდი 010260050.10.003.021648
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/12/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 211 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ - მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 30.12.2014 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის კანონი 87% 12.06.2023 საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 86% 18.07.2019 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 86% 14.09.2023 სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ 86% 02.03.2026

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №628 2019 წლის 20 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“, „ი“ და „ჰ​3“ქვეპუნქტისა და 29-ე მუხლის შესაბამისად და საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის გათვალისწინებით: 1. დამტკიცდეს „2018-2021 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში საპილოტე რეგიონების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 აგვისტოს №1713 განკარგულებით განსაზღვრული საპილოტე რეგიონებისათვის, „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა“ დანართ №1-ის შესაბამისად. 2. შეიქმნას საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისია დანართ №2-ით განსაზღვრული შემადგენლობით. 3. დამტკიცდეს საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიის დებულება დანართ №3-ის შესაბამისად. 4. დაევალოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროგრამის დამტკიცებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) თვის ვადაში პროგრამის პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების განსაზღვრის წესის შესახებ წინადადების მომზადება და მისი დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროგრამის მიზნებისათვის, შესაბამისი თანხების განკარგვა შესაძლებელია, განხორციელდეს „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის შემდეგ. მუხლი 3🔗 საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიის სახელობითი შემადგენლობის განსაზღვრის მიზნით, დაევალოს შესაბამის უწყებებს კანდიდატურების საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის წარდგენა. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია