საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.12.2019 ბოლო ცვლილება 18.07.2022
გამომცემი ორგანო
ნომერი
№628
სარეგისტრაციო კოდი
010260050.10.003.021648
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №628

2019 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“, „ი“ და „ჰ3“ქვეპუნქტისა და 29-ე მუხლის შესაბამისად და საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის გათვალისწინებით:

1. დამტკიცდეს „2018-2021 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში საპილოტე რეგიონების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 აგვისტოს №1713 განკარგულებით განსაზღვრული საპილოტე რეგიონებისათვის, „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა“ დანართ №1-ის შესაბამისად.

2. შეიქმნას საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისია დანართ №2-ით განსაზღვრული შემადგენლობით.

3. დამტკიცდეს საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიის დებულება დანართ №3-ის შესაბამისად.

4. დაევალოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროგრამის დამტკიცებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) თვის ვადაში პროგრამის პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების განსაზღვრის წესის შესახებ წინადადების მომზადება და მისი დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა.

მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროგრამის მიზნებისათვის, შესაბამისი თანხების განკარგვა შესაძლებელია, განხორციელდეს „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის შემდეგ.
მუხლი 3
საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიის სახელობითი შემადგენლობის განსაზღვრის მიზნით, დაევალოს შესაბამის უწყებებს კანდიდატურების საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის წარდგენა.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.07.2022.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
„საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 20.12.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №628. სარეგისტრაციო კოდი — 010260050.10.003.021648.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 18.07.2022-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.07.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, №628, 20.12.2019, სარეგისტრაციო კოდი 010260050.10.003.021648 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.07.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4741784/