„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 თებერვლის №12-29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №50-101 |
|
2019 წლის 20 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. მე-11 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საერთო სარგებლობის შიდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები (კიბეები, აივნები, ჭიშკარი, სადარბაზო, სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა, სადარბაზოს კარები და თაღები);“
ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს „ე1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ე1) სართულშუა ნაპრალების შესაკეთებელი სამუშაოები;“
2. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. ამხანაგობის ვალდებულება
1. ამ წესით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების მიღებისათვის ამხანაგობა ვალდებულია:
ა) საერთო კრებაზე განსაზღვროს ამხანაგობის საჭიროებები რიგითობის მიხედვით;
ბ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, საერთო კრების ოქმით განსაზღვროს საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი სადანახარჯო შენატანების ოდენობა, რომლის შეტანაც განხორციელდება ამხანაგობის ანგარიშზე. შენატანების ოდენობა უნდა შეადგენდეს გამგეობის მიერ ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოს ღირებულების არანაკლებ 10%-ს, გარდა ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
გ. გამგეობისგან დაფინანსების მისაღებად ამხანაგობამ საკუთარ ანგარიშზე უნდა განათავსოს დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოს ღირებულების აუცილებელი სადანახარჯო შენატანის შემდეგი ოდენობა:
გ.ა) 5% – ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამუშაოებისთვის. ასევე, ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, 100 000 ლარამდე ღირებულების სამუშაოების შემთხვევაში;
გ.ბ) 3% - ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, 100 000 ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოების შემთხვევაში.
დ) შეიმუშაოს ამხანაგობის არაუმეტეს ერთწლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ამხანაგობის წევრების მიერ საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი სადანახარჯო შენატანების განკარგვის პირობები (სხვადასხვა მცირე ზომის სამუშაოები, ხელშეკრულება სერვისის მიმწოდებელთან, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ხარჯების ანაზღაურება და ა.შ.).
2. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსის მქონე ამხანაგობის წევრები (შემდგომში – სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი წევრები), გამგეობაში სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, თავისუფლდებიან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებისგან.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი სადანახარჯო შენატანების ოდენობა მცირდება სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსის მქონე წევრების მიერ შესატანის ოდენობის პროპორციულად.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი სადანახარჯო შენატანების ნაცვლად, ამხანაგობამ შესაძლოა წარადგინოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირება იმ ამხანაგობის საბანკო ანგარიშზე სადანახარჯო შენატანების განთავსების თაობაზე, რომლის წევრებიც არიან დევნილები და რომელთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი სადანახარჯო შენატანები ამხანაგობის ანგარიშზე უნდა აისახოს და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი გამგეობაში წარმოდგენილ იქნეს განცხადების დაკმაყოფილებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
6. ამხანაგობა ვალდებულია განახორციელოს ამ წესის ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად შექმნილი/რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა.“
3. მე-14 მუხლის „ბ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მოითხოვოს დაფინანსებული ამხანაგობის ანგარიში ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი ვალდებულების შესრულების მიმდინარეობის შესახებ;“.
|