„კასპის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25 |
|
2019 წლის 20 დეკემბერი ქ. კასპი |
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 21159,1 ათასი ლარის ოდენობით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის გადასახადები 11102,5 ათასი ლარის ოდენობით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 7846,4 ათასი ლარის ოდენობით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 2260,2 ათასი ლარის ოდენობით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 10405.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 13842,1 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 13862,1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 20,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 3182.0 ათასი ლარის ოდენობით.
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის;
ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის;
2. წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა . შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღწერა , წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება და სამედიცინო შემოწმება , ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება .
2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა , რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00)
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება , რაც ბიუჯეტის ერთ -ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს . პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა -რეაბილიტაცია , სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა -რეაბილიტაცია , მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა , პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა -შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები .
ა ) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა , რეაბილიტაცია და მოვლა -შენახვა (პროგრამული კოდი 03 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გზების მოვლა -შენახვის სამუშაოები . პროგრამის ფარგლებში დასრულდება : სოფელ ქვემო ხანდაკის გზის და კასპში ვარჯაანის და ე .წ . ,,მუხის “ გზების რეაბილიტაციის სამუშაოები .
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ კასპში ბორჯომის ქუჩის ,,ნატბეურას “ გავლით პაატას ქუჩის გადაკვეთამდე მოასფალტება მოწყობის და კასპის მუნიციპალიტეტში სოფლების ვაკე პანტიანის მისასვლელი ქვემო ჭალასთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მოასფალტების სამუშაოები , ქალაქ კასპში კონსტიტუციის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები .
ბ ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა -რეაბილიტაცია და მოვლა -შენახვა (პროგრამული კოდი 03 02)
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გარე განათების ქსელის გაფართოვება , არსებული ქსელის მოვლა -შენახვა დამის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება , უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება , დაფინანსდება სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა -რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ხარჯები , მოეწყობა საკანალიზაციო ქსელი .
ბ .ა ) ა (ა )იპ კასპის კეთილმოწყობის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 03 02 02)
მუნიციპალიტეტის ერთ -ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა , შესაბამისად , ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა –დასუფთავება და ნარჩენების გატანა . აღნიშნულიპროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდა , ვინაიდან კასპთან ერთად პროგრამაში ჩართულია სოფ . მეტეხსადა სოფ . თელიანში არსებული დევნილთა ჩასახლებები .
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლებიდან ნარჩენების გატანა ნაგავსაყრელზე .
ქვეპროგრამის ფარგლებში ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზების ტექნიკური მარილით დამუშავება , ხოლო დიდთოვლობის შემთხვევაში –ჭარბი თოვლისგან გათავისუფლება , ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული გზების მდგომარეობის შენარჩუნება ; ქალაქის დაზიანებული გზების ორმოული შეკეთება
ასევე დაფინანსდება : გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია , ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული სკვერებისა და ბაღების მოვლა , ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება .
ბ .ბ ) საკანალიზაციო სისტემების მოწყობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ კასპში კონსტიტუციის ქუჩასა და ოთხ ჩიხზე , ერეკლეს , ვაჟა ფშაველას , მარაბდელის , წერეთელის ქვედა და ზედა ქუჩებზე , კელაპტრიშვილის ქუჩის ორ მონაკვეთზე საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია -მოწყობის სამუშაოები .
ბ .გ ) წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის მიწოდებაზე დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება ; განხორციელდება შპს ,,სოფლის წყალის “ სუბსიდირება .
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით : კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში თელიანსა და ხოვლეში სასმელი წყლის რეზერვუარების და ქსელის მოწყობის სამუშაოები ; წყლის სისტემების მოწყობისთვის საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება .
ბ .დ ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია და ამხანაგობების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 03 02 08)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ამხანაგობების თანადაფინანსება .
ბ .ე ) საექიმო ამბულატორიების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 09)
ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის სოფლებში : აღაიანში , ახალქალაქში , ოკამში , იგოეთში , ახალციხესა და დოესში რეაბილიტაცია ჩაუტარდება საექიმო ამბულატორიებს .
ბ .ვ ) გარე განათების მოწყობა , რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 11)
დღე -ღამის ნებისმიერ დროს , მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება , რისი გათვალისწინებითაც , ქვეპროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული იქნება გარე განათებაზე დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება .
კასპის მუნიციპალიტეტში განხორციელდება გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები .
ბ .ზ ) საპროექტო სამუშაოებისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 12)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საპროექტო სამუშაოებისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა .
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციისთვის საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება ;
გ ) მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები , მოწესრიგდება გამწვანების ზოლები , ასევე დაფინანსდება : ბაღების , სკვერების და მგზავრთა მოსაცდელების ექსპლოატაციის ხარჯები .
გ .ა ) ბაღების და სკვერების მოვლა -შენახვა (პროგრამული კოდი 03 03 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში კასპში მოეწყობა ორი სკვერი .
გ .ბ ) მგზავრთა მოსაცდელების მოვლა -შენახვა (პროგრამული კოდი 03 03 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია კასპში მგზავრთა 5 (ხუთი ) მოსაცდელის მოვლა -შენახვა .
გ .გ ) ფასადების აღდგენის სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 03 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება კასპში შენობა -ნაგებობების დაზიანებული ფასადების აღდგენის სამუშაოები .
3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
მუნიციპალიტეტის ერთ -ერთი პრიორიტეტიასკოლამდელი ასაკის ბავშვების მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა . შესაბამისად , მუნიციპალიტეტი განაგრძობს საგანმანათლებლო ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას და შესაბამისი პირობების შექმნას , რათა ბავშვებს ჰქონდეთ საფუძველი მათი შემდგომი განვითარებისათვის .
ა ) ა (ა )იპ კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01)
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა , მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას , რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ -ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს , რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების გახსნა და მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება , მათი რეაბილიტაცია , ინვენტარით უზრუნველყოფა . მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 26 საბავშვო ბაღი , სადაც დაწყებით განათლებას იღებს 1600-ზე მეტი აღსაზრდელი . საბავშვო ბაღები მომარაგდება სათბობი შეშით .
ბ ) საბავშვო ბაღების შენობის რემონტი (პროგრამული კოდი 04 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლებში საბავშვო ბაღების შენობის სრული რეაბილიტაცია .
გ ) ზოგადი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში , საქართველოს მთავრობის განკარგულებებით გამოყოფილი თანხებით , საჯარო სკოლებს ჩაუტარდებათ მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები .
4. კულტურა , რელიგია , ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00)
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას . ამასთანავე , ერთ -ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების სულიერი და ფიზიკური განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება . შესაბამისად , მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას , წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას , რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა .
ა ) სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა , რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის შესაბამისი სავარჯიშო პირობების შექმნა , ასევე პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია კასპის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს გაცემა .
ა .ა ) სპორტის დაწესებულების გაერთიანების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 01)
ქვეპროგრამა მოიცავს ა (ა )იპ ,,სპორტის დაწესებულებების გაერთიანების “ დაფინანსებას , სადაც ფუნქციონირებს საფეხბურთო სკოლა . 2019 წლის განმავლობაში ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართება სპორტული შეჯიბრებები . ახალგაზრდებში , ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით , მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში დაგეგმილია სპორტის პოპულარიზაცია , მუნიციპალიტეტის სპორტსმენთა მონაწილეობის მიღება რეგიონალურ , სახელობით , რესპუბლიკურ , საერთაშორისო ტურნირებზე , მოწინავე სპორტსმენების ოსტატობის ამაღლების და ფიზიკური მომზადებისათვის სასწავლო -საწვრთნელი და გამაჯანსაღებელი შეკრებების მოწყობა . 2019 წლის განმავლობაში დაახლოებით 230 სპორტსმენი გაივლის სპორტულ მომზადებას .
ა .ბ ) კასპის სპორტკომპლექსის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა (ა )იპ ,,კასპის სპორტკომპლექსი “, სადაც ფუნქციონირებს სპორტის სხვადასხვა სახეობის წრეები და უზრუნველყოფს ამ სახეობების განვითარებას . 2019 წლის განმავლობაში ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები . 2019 წლის განმავლობაში დაახლოებით 532 ახალგაზრდა გაივლის სპორტულ მომზადებას .
ბ ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02)
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა , ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები , მათ შორის : სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები .
ბ .ა ) კულტურის სფეროს დაწესებულებების გაერთიანების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობა . სხვადასხვა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზება . აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში არსებული შემოქმედებითი კოლექტივების გამოვლენასა და მათ შემდგომ განვითარებას . მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში დაგეგმილია შემდეგი სახის კულტურული ღონისძიების მოწყობა :
o აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება ;
o საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ;
o ქართული ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „არტგენი “;
o სახალხო დღესასწაული ,,კასპობა 2019“;
o კონცერტი მუნიციპალიტეტის შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით ;
o საახალწლო ღონისძიებების კვირეული .
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტში არსებული 20 (ოცი ) სოფლის კლუბი და 5 (ხუთი ) კულტურის სახლი , სადაც ფუნქციონირებსთოჯინების თეატრიდა ქორეოგრაფიული წრეები .
ბ .ბ ) სახელოვნებო სკოლების გაერთიანების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში არსებული ხუთი მუსიკალური სკოლის ხელშეწყობა , სადაც სწავლობს 385-მდე ბავშვი . ასევე დაგეგმილია ქალაქ კასპში არსებული მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დაფინანსება , სადაც სხვადასხვა წრეებში გაერთიანებულია 220–მდე მოსწავლე . აღნიშნული პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს სხვადასხვა კონკურსებისა და ფესტივალების ჩატარების უზრუნველყოფას .
ბ .გ ) ბიბლიოთეკების გაერთიანების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში არსებული ბიბლიოთეკების დაფინანსება . ქვეპროგამის მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მკითხველების სწრაფი და სრული დაკმაყოფილება მათთვის საჭირო ინფორმაციითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით (ბეჭდური , ხელნაწერი და ინფორმაციის შემცველი სხვა მასალები ), შესაბამისი პროფილის საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეგროვება , დაცვა და ამ დოკუმენტებით მომსახურება , როგორც ადგილზე გაცემით , ასევე ასლების გაგზავნით ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტით და საერთაშორისო წიგნთგაცვლის საშუალებით , ბიბლიოთეკათმცოდნეობის , ბიბლიოგრაფიის , წიგნთმცოდნეობისა და ინფორმაციის დარგში მეცნიერული და მეთოდური მოღვაწეობისათვის ხელშეწყობა . ბიბლიოთეკის კულტურულ ფასეულობათა შენარჩუნების , გამდიდრების , რეგისტრაციისა და მათი საგანგებო რეჟიმით დაცვის ხელშეწყობა . ბიბლიოთეკის მატერიალურ -ტექნიკური ბაზის განმტკიცება და ამ მიმართულებით წარმოდგენილი სპეციალური პროგრამების მხარდაჭერა , არსებული წიგნადი ფონდის გადარჩევა და მომზადება ელექტრონული საინფორმაციო ბაზისათვის , წიგნადი ფონდის შევსება თანამედროვე ლიტერატურით .
ბ .დ ) მუზეუმების გაერთიანების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 05)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი , სადაც დაცულია ქართული ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი , სოფელ კოდისწყაროს ტერიტორიაზე გათხრების შედეგად მოპოვებული დიონისეს ქანდაკება და სხვა სამუზეუმო ექსპონატები , ასევე დაფინანსდება ლამისყანის ორბელიანთა სახლ –მუზეუმი , ხოვლის ივანე ჯავახიშვილის , სასირეთის მაზნიაშვილის და კავთისხევის ომარ კელაპტრიშვილის სახლ –მუზეუმები . ასევე განხორციელდება სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვიის სახლ -მუზეუმის ეზოს შემოღობვის სამუშაოები .
ბ .ე ) რელიგიური ღონისძიებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 06)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია -მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა , ასევე ზოგიერთ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები .
ბ .ვ ) კულტურის ობიექტების შეკეთება (პროგრამული კოდი 05 02 07)
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია კასპის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები .
გ ) ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03)
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მომავალი თაობის ფიზიკური გაჯანსაღების მიზნით ტურისტული ლაშქრობების და ალპინიადების მოწყობა . ასევე ახალგაზრდა თაობის ჩართვა მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში . ახალგაზრდების ინიციატივებით სხვადასხვა პროექტების განხორციელება . საახალწლო ღონისძიებების ჩატარება .
5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00)
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის ერთ -ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს . მუნიციპალიტეტი , არსებული რესურსების ფარგლებში , განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას . ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება , რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის , არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან .
ა ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01)
პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას , კერძოდ :
o არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა , სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება ;
o დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით . ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება , პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება ;
o მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა ;
o ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების , აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება ;
o მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარულ -ჰიგიენური მგომარეობის მონიტორინგი , მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები .
ბ ) მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02)
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას ; სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას , მოხუცებულთა , მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას , დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას , სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეთა სარეაბილიტაციო და საკურორტო მომსახურებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს , რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას .
ბ .ა ) ერთჯერადი დახმარებები (პროგრამული კოდი 06 02 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია :
o ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო და მედიკამენტოზური დახმარება ;
o სიმსივნით დაავადებულ პირთა კვლევები და პროცედურები ;
o კიბოსწინარე დაავადებით დაავადებულთა ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება ;
o კუჭის რეზექცია და გასტრექტომია ;
o კეთილთვისებიანი სიმსივნით დაავადებულთა სტაციონარული (მათ შორის დღის სტაციონარი ) მკურნალობის თანადაფინანსება ;
o ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება ;
o თვალის ოპერაციის თანადაფინანსება ;
o კარდიოქირურგიული ოპერაციის თანადაფინანსება ;
o სამედიცინო (ამბულატორიული , სტაციონარული და მათ შორის დღის სტაციონარი ) მომსახურების თანადაფინანსება ;
o სტაციონარში ხანგრძლივად მყოფი ბენეფიციარის ერთჯერადი სოციალური დახმარება ;
o 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვების სტაციონალური მომსახურების დაფინანსება ;
o დაავადებულ პირთა დახმარება ;
o დაავადებულ პირთა სარეაბილიტაციო დახმარება ;
o თირკმლის უკმარისობით (დიალეზი ) დაავადებული პაციენტების დახმარება ;
o კომპიუტერული ტომოგრაფიის , ბირთვულ –მაგნიტურ –რეზონანსული (მრტ ) კვლევის , სცინტიგრაფიის დაფინანსება ;
o კორონაროგრაფია , ანგიოგრაფია , ემბოლექტომია , სისხლძარღვების სტენტირება და შუნტირება და სისხლძარღვთა პლასტიკა ;
o ,,C” ჰეპატიტით დაავადებული ბენეფიციარების დახმარება ;
o უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა ;
o შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარება ;
o შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინვალიდის ეტლით დახმარება ;
o მესამე და მომდევნო შვილის შეძენისას სოციალური დახმარება ;
o მარტოხელა მშობლის დახმარება ;
o დედ -მამით ობოლი ბავშვების ,ასევე დედით ან მამით ობოლი და მამისგან ან /და დედისგან მიტოვებული ბავშვების დახმარება ;
o დედ -მამით ობილი ბავშვების საკურორტო დახმარება ;
o მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება ;
o მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისათვის ერთჯერადი სოციალური დახმარება ;
o საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა დახმარება ;
o საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ ინვალიდთა საკურორტო დახმარება ;
o კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ასი და ას წელს გადაცილებული ხანდაზმული მოქალაქეებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარება ;
o სტუდენტებისა დახმარება ;
o ხანძრის შედეგად საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად ოჯახის დახმარება (მოსარგებლეზე არ ვრცელდება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის აუცულებლობა );
o აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით , სურსათით დახმარების პროგრამა კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის , კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ასი და ას წელს გადაცილებული ხანდაზმული მოქალაქეებისთვის და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის , რომელთა სარეიტინგო ქულაა 0-დან 1001-მდე ;
o მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება .
ბ .ბ ) უფასო სასადილოს დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია უმწეო მდგომარეობაში მყოფი მუნიციპალიტეტში მცხოვრები 80 ბენეფიციარის ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფა .
ბ .გ ) დევნილთა დასახლებებში გარე განათებებისა და წყლის ტუმბოების ელექტროენერგიის დავალიანებების დაფარვა (პროგრამული კოდი 06 02 06)
კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილი მოსახლეობის სოციალური ყოფის გაუმჯობესების მიზნით , ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია დევნილთა დასახლებებში გარე განათებებისა და წყლის ტუმბოების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაფარვა ”.
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|