2020-2026 წლების ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.12.2019
ძალაში შესვლა 01.01.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/601
სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.024.016614
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/12/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათელა თურნავა | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
2020-2026 წლების ბუნებრივი გაზის ბალანსების დამტკიცების შესახებ 2019 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ 2018 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის დამტკიცების შესახებ 2015 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
2020-2026 წლების ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/601
2019 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
2020 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „2020 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსი“ 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 2🔗
ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის მარეგულირებელ სადგურად მიიჩნევა შემდეგი წარმოების ლიცენზიატები: ა) შპს „ენგურჰესი“; ბ) შპს „ვარდნილჰესების კასკადი“.
მუხლი 3🔗
ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის, სტაბილურობისა და საიმედო ფუნქციონირების მიზნით ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსით გათვალისწინებული ელექტროენერგიის იმპორტის საერთო მოცულობის ფარგლებში, მომწოდებელი ქვეყნის მიხედვით წყაროების ჩანაცვლების შესახებ.
მუხლი 4🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა