2020-2026 წლების ბუნებრივი გაზის ბალანსების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.12.2019
ძალაში შესვლა 01.01.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/600
სარეგისტრაციო კოდი 300320000.22.024.016615
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/12/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათელა თურნავა | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- 2019 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 20.12.2018
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
2020-2026 წლების ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების დამტკიცების შესახებ საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის დამტკიცების შესახებ ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
2020-2026 წლების ბუნებრივი გაზის ბალანსების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/600
2019 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
2020 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე,
ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „2020 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსი“.
მუხლი 2🔗
ბუნებრივი გაზის სექტორის მდგრადობის, სტაბილურობისა და საიმედო ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი უფლებამოსილია, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ბუნებრივი გაზის ბალანსით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის იმპორტის საერთო მოცულობის ფარგლებში მომწოდებელი ქვეყნის მიხედვით წყაროების ჩანაცვლების შესახებ.
მუხლი 3🔗
ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „2019 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 20 დეკემბრის №1-1/603 ბრძანება.
მუხლი 4🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა