2020-2026 წლების ბუნებრივი გაზის ბალანსების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (12)
შემდგომი ცვლილებები (5)
წინა ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
2020-2026 წლების ბუნებრივი გაზის ბალანსების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/600
2019 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
2020 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე,ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „2020 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსი“.
მუხლი 2🔗
ბუნებრივი გაზის სექტორის მდგრადობის, სტაბილურობისა და საიმედო ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი უფლებამოსილია, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ბუნებრივი გაზის ბალანსით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის იმპორტის საერთო მოცულობის ფარგლებში მომწოდებელი ქვეყნის მიხედვით წყაროების ჩანაცვლების შესახებ.
მუხლი 3🔗
ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „2019 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 20 დეკემბრის №1-1/603 ბრძანება.
მუხლი 4🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა