1. ამ კანონით გათვალისწინებული ლიცენზიები გაიცემა უვადოდ.
2. ელექტროენერგიის ბაზრის, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ბაზრის შესაბამისი სეგმენტის (სეგმენტების) ოპერირებისთვის შეიძლება გაიცეს მხოლოდ ერთი შესაბამისი ლიცენზია, რომელიც ლიცენზიატს ანიჭებს საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი საქმიანობის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებას.
3. ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზია, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზია, ბუნებრივი გაზის გადაცემის ლიცენზია, ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია, წყალმომარაგების ლიცენზია შესაბამის ლიცენზიატს ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებას, განახორციელოს საქმიანობა ლიცენზიით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ, ადმინისტრაციულ ან კომისიის მიერ განსაზღვრულ სხვა არეალში. აღნიშნული საქმიანობისთვის ერთ გეოგრაფიულ, ადმინისტრაციულ ან კომისიის მიერ განსაზღვრულ სხვა არეალში გაიცემა მხოლოდ ერთი შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია.
4. ამ მუხლით გათვალისწინებულის გარდა, ენერგეტიკული საქმიანობის სფეროში სხვა ლიცენზიების რაოდენობა არ არის შეზღუდული.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.12.2021-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 22.12.2021 კანონი №1198
წინა რედაქცია (27.12.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 15. ლიცენზიის მოქმედება დროსა და სივრცეში 1. ამ კანონით გათვალისწინებული ლიცენზიები გაიცემა უვადოდ. 2. ელექტროენერგიის ბაზრის, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ბაზრის შესაბამისი სეგმენტის (სეგმენტების) ოპერირებისთვის შეიძლება გაიცეს მხოლოდ ერთი შესაბამისი ლიცენზია, რომელიც ლიცენზიატს ანიჭებს საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი საქმიანობის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებას. 3. ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზია, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზია, ბუნებრივი გაზის გადაცემის ლიცენზიად, ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიები , აგრეთვე, წყალმომარაგების ლიცენზია შესაბამის ლიცენზიატებს ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებას, განახორციელონ ს საქმიანობა ლიცენზიით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ, ადმინისტრაციულ ან კომისიის მიერ განსაზღვრულ სხვა არეალში. აღნიშნული საქმიანობისთვის ერთ გეოგრაფიულ, ადმინისტრაციულ ან კომისიის მიერ განსაზღვრულ სხვა არეალში გაიცემა მხოლოდ ერთი შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია. 4. ამ მუხლით გათვალისწინებულის გარდა, ენერგეტიკული საქმიანობის სფეროში სხვა ლიცენზიების რაოდენობა არ არის შეზღუდული.