1. მარეგულირებელი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას კომისია დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს ობიექტურობის, გამჭვირვალობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებითა და ენერგეტიკული საქმიანობის რეგულირების სფეროში არსებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით.
2. კომისიის წევრები და აპარატის თანამშრომლები, კომისიის კომპეტენციის სფეროსთვის საქართველოს კანონმდებლობით მიკუთვნებული ფუნქციების განხორციელებისას უნდა აკმაყოფილებდნენ მათ მიმართ „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ დამოუკიდებლობის მოთხოვნებს.
3. დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებამ არ უნდა შეზღუდოს მჭიდრო თანამშრომლობა კომისიასა და საქართველოს სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებებს შორის, ან ამ კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული ენერგეტიკული პოლიტიკის ზოგადი პრინციპები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს ეწინააღმდეგება ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს ან უკავშირდება იმ ვალდებულებებსა და მარეგულირებელ ფუნქციებს, რომლებიც კომისიისთვისაა დაკისრებულ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (20.12.2019).
წინა რედაქცია (27.12.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 19. კომისიის დამოუკიდებლობა 1. მარეგულირებელი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას კომისია დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს ობიექტურობის, გამჭვირვალობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებითა და ენერგეტიკული საქმიანობის რეგულირების სფეროში არსებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით. 2. კომისიის წევრები და აპარატის თანამშრომლები, კომისიის კომპეტენციის სფეროსთვის საქართველოს კანონმდებლობით მიკუთვნებული ფუნქციების განხორციელებისას უნდა აკმაყოფილებდნენ მათ მიმართ „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ დამოუკიდებლობის მოთხოვნებს. 3. დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებამ არ უნდა შეზღუდოს მჭიდრო თანამშრომლობა კომისიასა და საქართველოს სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებებს შორის, ან ამ კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული ენერგეტიკული პოლიტიკის ზოგადი პრინციპები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს ეწინააღმდეგება ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს ან უკავშირდება იმ ვალდებულებებსა და მარეგულირებელ ფუნქციებს, რომლებიც კომისიისთვისაა დაკისრებული .
Law of Georgia „on Energy and Water Supply“, მუხლი 19, №5646-რს, 20.12.2019, სარეგისტრაციო კოდი 300280000.05.001.019734 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4747785/muxli-19/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია