1. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს საჯარო გაცნობის მიზნით კომისია აქვეყნებს თავის ვებგვერდზე და განსაზღვრავს გონივრულ ვადას ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ მოსაზრებების წარმოსადგენად. არ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს საჯარო განხილვების გამართვა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.
3. კომისია შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო განხილვის გამართვის წესს, რომელიც განსაზღვრავს საჯარო განხილვასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, საჯარო განხილვის პროცედურას, პირობებსა და ინფორმაციის საჯარო გაცნობისთვის გამოქვეყნების წესს. კომისია უზრუნველყოფს მიმდინარე საჯარო განხილვისა და მისი შედეგების შესახებ ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობას კომისიის ვებგვერდზე, გარდა კონფიდენციალური ინფორმაციისა.
4. კომისიის დამოუკიდებლობასა და კომპეტენციასთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გარეშე, კომისია უფლებამოსილია საკუთარი ფუნქციების შესრულებისას და მარეგულირებელი უფლებამოსილების განხორციელებისას ითანამშრომლოს რეგულირებულ საწარმოებთან და კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან, განსაზღვროს კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრების წეს
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (20.12.2019).
წინა რედაქცია (27.12.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 24. საჯარო კონსულტაცია და თანამშრომლობა 1. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს საჯარო გაცნობის მიზნით კომისია აქვეყნებს თავის ვებგვერდზე და განსაზღვრავს გონივრულ ვადას ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ მოსაზრებების წარმოსადგენად. არ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს საჯარო განხილვების გამართვა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. 2. კომისია საჯარო განხილვებს ასევე მართავს „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში, მათ შორის, ლიცენზირებისა და ტარიფის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღებამდე. 3. კომისია შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო განხილვის გამართვის წესს, რომელიც განსაზღვრავს საჯარო განხილვასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, საჯარო განხილვის პროცედურას, პირობებსა და ინფორმაციის საჯარო გაცნობისთვის გამოქვეყნების წესს. კომისია უზრუნველყოფს მიმდინარე საჯარო განხილვისა და მისი შედეგების შესახებ ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობას კომისიის ვებგვერდზე, გარდა კონფიდენციალური ინფორმაციისა. 4. კომისიის დამოუკიდებლობასა და კომპეტენციასთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გარეშე, კომისია უფლებამოსილია საკუთარი ფუნქციების შესრულებისას და მარეგულირებელი უფლებამოსილების განხორციელებისას ითანამშრომლოს რეგულირებულ საწარმოებთან და კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან, განსაზღვროს კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრების წესი .
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 16. კონსულტაცია ბენეფიციარსა და კომისიას შორის— ევროპის გაერთიანებასა და საქართველოს მთავრობას შორის ,,საქართველოს პროფესიული განათლებისა და მომზადების სექტორის მხარდაჭერის პროგრამის“ (Support for the Vocational Education and Training Sector of Georgia) დაფინანსების ხელშეკრულება
მუხლი 16. კონსულტაცია ბენეფიციარსა და კომისიას შორის— ევროპის გაერთიანებასა და საქართველოს შორის „საქართველოს 2009 სასურსათო უსაფრთხოების პროგრამის“ (Georgia 2009 Food Security Programme) დაფინანსების ხელშეკრულება
მუხლი 21. კონსულტაცია ბენეფიციარსა და კომისიას შორის— „საქართველოს მთავრობას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ევროპის კავშირს შორის ,,ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია - ფაზა III (წყლის მიწოდება და წყალანირება ბათუმსა და მის მიმდინარე სოფლებში)“
Law of Georgia „on Energy and Water Supply“, მუხლი 24, №5646-რს, 20.12.2019, სარეგისტრაციო კოდი 300280000.05.001.019734 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4747785/muxli-24/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია