1. კომისია პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების − დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების კანონიერებაზე. კომისიის სამართლებრივი აქტები უნდა იყოს წერილობითი ფორმის, დასაბუთებული და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეიცავდეს განმარტებებს მათი განხორციელების თაობაზე. ამ კანონით გათვალისწინებულ ცალკეულ, ინდივიდუალურ, მათ შორის, დადგენილებიდან გამომდინარე, საკითხებზე კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას.
2. კომისიის დადგენილება და გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა.
3. კომისიის სამართლებრივი აქტი ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობითა და კომისიის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით. კომისიის სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ მოთხოვნებს.
4. კომისიის სამართლებრივი აქტის შესრულება სავალდებულოა რეგულირებული საწარმოებისა და იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომლებზედაც ვრცელდება მათი მოქმედება.
5. კომისიის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და კომისიის ვებგვერდზე. კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კომერციული საიდუმლოებისა და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის დაცვით, ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა დაინტერესებულ მხარეებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (20.12.2019).
წინა რედაქცია (27.12.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 23. კომისიის სამართლებრივი აქტები 1. კომისია პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების − დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების კანონიერებაზე. კომისიის სამართლებრივი აქტები უნდა იყოს წერილობითი ფორმის, დასაბუთებული და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეიცავდეს განმარტებებს მათი განხორციელების თაობაზე. ამ კანონით გათვალისწინებულ ცალკეულ, ინდივიდუალურ, მათ შორის, დადგენილებიდან გამომდინარე, საკითხებზე კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას. 2. კომისიის დადგენილება და გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა. 3. კომისიის სამართლებრივი აქტი ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობითა და კომისიის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით. კომისიის სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ მოთხოვნებს. 4. კომისიის სამართლებრივი აქტის შესრულება სავალდებულოა რეგულირებული საწარმოებისა და იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომლებზედაც ვრცელდება მათი მოქმედება. 5. კომისიის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და კომისიის ვებგვერდზე. კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კომერციული საიდუმლოებისა და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის დაცვით, ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა დაინტერესებულ მხარეებს .
Law of Georgia „on Energy and Water Supply“, მუხლი 23, №5646-რს, 20.12.2019, სარეგისტრაციო კოდი 300280000.05.001.019734 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4747785/muxli-23/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია