ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) დამხმარე მომსახურება:
ა.ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში − ელექტროენერგეტიკულ სისტემაზე დაშვებისა და ელექტროენერგიის გადამცემი ან/და გამანაწილებელი ქსელების ოპერირებისთვის აუცილებელი მომსახურება, მათ შორის, სიხშირის რეგულირება, ძაბვის კონტროლი და მიწოდების აღდგენა;
ა.ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში − ბუნებრივი გაზის სისტემებზე დაშვებისა და ბუნებრივი გაზისგადამცემი და გამანაწილებელი ქსელების, ბუნებრივი გაზის საცავის ან/და გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების (ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის თავისი ფუნქციების განსახორციელებლად დარეზერვებული მოწყობილობების გარდა) ოპერირებისთვის აუცილებელი მომსახურება, მათ შორის, დატვირთვის დაბალანსება, ინერტული აირების შერევა და სისტემაში შეშვება;
ბ) ავტორიზაცია − ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში საქმიანობის ლიცენზირება, სერტიფიცირება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებების მინიჭება;
გ) ხელმისაწვდომი სიმძლავრე – დროის კონკრეტულ მონაკვეთში გაუნაწილებელი და ელექტროენერგეტიკული ან ბუნებრივი გაზის სისტემისთვის ხელმისაწვდომი სიმძლავრე;
დ) დაბალანსება − ყველა მოქმედება და პროცესი, რომელთა მეშვეობითაც გადამცემი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს განსაზღვრული პარამეტრებისა და ხარისხის სტანდარტების განგრძობად შენარჩუნებას სისტემების სტაბილურ ფარგლებში ოპერირების მიზნით, რათა შესაძლებელი იყოს მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და საიმედო ფიზიკური მიწოდება, მათ შორის, სიმძლავრეებისა და ენერგეტიკული ნაკადების მართვა, მიწოდებისა და მოთხოვნის დაბალანსება;
ე) საბალანსო ელექტროენერგია − ელექტროენერგია, რომელიც აუცილებელია ელექტროენერგეტიკული სისტემის დაბალანსებისთვის, რეალურ დროში ფაქტობრივ მოცულობასა და ორმხრივი ხელშეკრულებით ან/და ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე ნავაჭრ მოცულობას შორის სხვაობის დაფარვისთვის;
ვ) დაბალანსების ჯგუფი − ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ბაზრის ერთი ან ერთზე მეტი მონაწილისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც შექმნილია კომისიის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დაბალანსების ჯგუფის მოდელის შესაბამისად და რომლის უბალანსობაზე პასუხისმგებლობა დაბალანსების ჯგუფის წევრების თანხმობით დაკისრებული აქვს დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს;
ზ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი − პირი, რომელიც კომისიის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად პასუხისმგებელია დაბალანსების ჯგუფის უბალანსობაზე;
თ) სიმძლავრე:
თ.ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში − ელექტროენერგიის მაქსიმალური მოცულობა, გამოხატული სიმძლავრის ერთეულში (მეგავატში), რომელზე უფლებაც ელექტროენერგეტიკული სისტემით მოსარგებლეს ენიჭება ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების შესაბამისად;
თ.ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში − ბუნებრივი გაზის მაქსიმალური ნაკადი, გამოხატული კუბური მეტრით (ან ენერგიის ერთეულით) დროის ერთეულში, რომელზე უფლებაც ენიჭება ბუნებრივი გაზის სისტემით მოსარგებლეს გადამცემი სისტემის ოპერატორთან, ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორთან ან/და გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
ი) სერტიფიცირება − პროცედურა, რომელიც ადგენს გადამცემი სისტემის ოპერატორის შესაბამისობას დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნებთან;
კ) კომისია − საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;
ლ) კომისიის წევრი − ამ კანონის შესაბამისად არჩეული კომისიის წევრი;
მ) კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო;
ნ) გადატვირთვა − მდგომარეობა, როდესაც ურთიერთდამაკავშირებლის ან/და შესაბამისი სისტემის გამტარუნარიანობა არასაკმარისია სისტემით მოსარგებლეთა მიერ მოთხოვნილი ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ყველა ფიზიკური ნაკადისთვის, მათ შორის, იმ ნაკადისთვის, რომელიც წარმოიქმნა ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის შედეგად;
ო) გადატვირთვის მართვა − სისტემის ოპერატორის სიმძლავრის პორტფელის მართვა სიმძლავრის ოპტიმალური და მაქსიმალური გამოყენებისა და სამომავლო გადატვირთვის დროული აღმოჩენის მიზნით;
პ) სახელშეკრულებო გადატვირთვა − მდგომარეობა, როდესაც ბაზისურ სიმძლავრეზე მოთხოვნის დონე აღემატება ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის ან ბუნებრივი გაზის საცავის ან გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ტექნიკურ გამტარუნარიანობას;
ჟ) კონტროლი – ის უფლებები, ხელშეკრულებები ან სხვა საშუალებები, რომლებიც, ფაქტობრივი მდგომარეობიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, ერთად ან ცალ-ცალკე, იძლევა ენერგეტიკულ საწარმოზე არსებითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობას. აღნიშნული შესაძლებლობა შეიძლება გამომდინარეობდეს საკუთრების უფლებიდან, ენერგეტიკული საწარმოს აქტივების მთლიანი ან ნაწილობრივი გამოყენების უფლებიდან და სხვა უფლებებიდან ან ხელშეკრულებებიდან, რომლებიც იძლევა ენერგეტიკული საწარმოს ორგანოების შემადგენლობაზე, ამ ორგანოებში ხმის მიცემაზე ან გადაწყვეტილებების მიღებაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობას;
რ) სახელშეკრულებო სიმძლავრე − ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის, ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის ან გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის მიერ შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, სისტემით მოსარგებლეზე განაწილებული სიმძლავრე;
ს) ტრანსსასაზღვრო გადადინება:
ს.ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში − ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებსა და მეზობელ ელექტროენერგეტიკულ სისტემებში საქმიანობის განმახორციელებელ პირებს შორის ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის შედეგად საქართველოს ან მეზობელი ქვეყნის მიმართულებით განხორციელებული ელექტროენერგიის ფიზიკური გადადინება საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში;
ს.ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში − ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეებსა და მეზობელ ბუნებრივი გაზის სისტემებში საქმიანობის განმახორციელებელ პირებს შორის ბუნებრივი გაზით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის შედეგად საქართველოს ან მეზობელი ქვეყნის მიმართულებით ბუნებრივი გაზის ფიზიკური ნაკადის გადაცემა საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში;
ტ) მომხმარებელი − საბოლოო მომხმარებელი, სასმელი წყლის მომხმარებელი;
უ) დღით ადრე ბაზარი:
უ.ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში − ორგანიზებული, საბითუმო ელექტროენერგიის ბაზარი (ბირჟა), სადაც ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება საათობრივად, ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების წინა დღეს;
უ.ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში − ორგანიზებული, საბითუმო ბუნებრივი გაზის ბაზარი (ბირჟა), სადაც ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება ბუნებრივი გაზის ფიზიკური მიწოდების წინა დღეს;
ფ) პირდაპირი ხაზი:
ფ.ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში − ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ელექტროენერგიის წარმოების იზოლირებულ ადგილს იზოლირებულ მომხმარებელთან აკავშირებს, ან ელექტროენერგიის მწარმოებლისა და ელექტროენერგიის მიმწოდებლის დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზი, რომლითაც ხორციელდება მათი საქმიანობის ადგილის, შვილობილი კომპანიებისა და საბოლოო მომხმარებლების ელექტროენერგიით პირდაპირი და უშუალო მომარაგება;
ფ.ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში − მილსადენი, რომელიც ბუნებრივი გაზის წარმოების იზოლირებულ ადგილს იზოლირებულ მომხმარებელთან აკავშირებს, ან ბუნებრივი გაზის მწარმოებლისა და ბუნებრივი გაზის მიმწოდებლის დამაკავშირებელი მილსადენი, რომლითაც ხორციელდება მათი საქმიანობის ადგილის, შვილობილი კომპანიებისა და საბოლოო მომხმარებლების ბუნებრივი გაზით პირდაპირი და უშუალო მომარაგება;
ქ) დისპეტჩერიზაცია − საოპერაციო სიმძლავრეების, გადამცემ სისტემაში წარმოების მოწყობილობებიდან გამომუშავებული ან/და შემოდინებული ენერგიის მართვა ან/და გადამცემ სისტემაში ენერგიის ნაკადების სრულად მართვა, მათ შორის, სხვა სისტემებთან ურთიერთდამაკავშირებლების გამოყენებით;
ღ) განაწილება:
ღ.ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში − ელექტროენერგიის ტრანსპორტირება დაბალი და საშუალო ძაბვის (0,4-3,3-6-10-35-110 კილოვოლტი ძაბვის ქსელები) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელით საბოლოო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების მიზნით (გარდა მიწოდებისა);
ღ.ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში − ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის საშუალებით (მათ შორის, ლოკალურად მოწყობილი ქსელის საშუალებით, რომელიც არ არის მიერთებული გადამცემ ქსელთან) საბოლოო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების მიზნით (გარდა მიწოდებისა);
ყ) გამანაწილებელი ქსელი − ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელი;
შ) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი:
შ.ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში − ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობის განმახორციელებელი ელექტროენერგეტიკული საწარმო − ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამის არეალში ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერირებაზე, მოვლა-პატრონობასა და საჭიროების შემთხვევაში მის განვითარებაზე, ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის სხვა სისტემებთან ურთიერთდაკავშირებაზე, სადაც შესაძლებელია, და ელექტროენერგიის განაწილებასთან დაკავშირებული გონივრული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით სისტემის გრძელვადიანი შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე;
შ.ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში − ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობის განმახორციელებელი ბუნებრივი გაზის საწარმო − ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამის არეალში ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის ოპერირებაზე, მოვლა-პატრონობასა და საჭიროების შემთხვევაში მის განვითარებაზე, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის სხვა სისტემებთან ურთიერთდაკავშირებაზე, სადაც შესაძლებელია, და ბუნებრივი გაზის განაწილებასთან დაკავშირებული გონივრული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით სისტემის გრძელვადიანი შესაძლებლობების უზრუნველყოფაზე;
ჩ) წყალმომარაგების ლიცენზიატი − საწარმო, რომელიც ახორციელებს წყალმომარაგების საქმიანობას;
ც) წყალმომარაგების საქმიანობა − სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის ან/და წყალარინების სისტემის ექსპლუატაცია, წყლის მომხმარებლებისთვის სასმელი წყლის მიწოდება ან/და წყალარინება კონკრეტული სასმელი წყლის წყალმომარაგების ან/და წყალარინების სისტემის/სისტემების ფარგლებში;
ძ) სასმელი წყლის მიწოდება − წყლის მომხმარებლისთვის სასმელი წყლის მიწოდება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით;
წ) წყალარინება − ჩამდინარე წყლის გატარება და გამწმენდი ნაგებობების საშუალებით დასაშვებ ნორმამდე გაწმენდა;
ჭ) ელექტროენერგიის საბალანსო ბაზარი − ელექტროენერგეტიკული სისტემის რეალურ დროში დაბალანსების მიზნით ელექტროენერგიით ვაჭრობის ორგანიზებული ბაზარი;
ხ) ელექტროენერგიის დერივატივი − ფინანსური საბაზრო ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეების ელექტროენერგიის საბაზრო ფასის შესაძლო რყევებისგან დაცვის მიზნით;
ჯ) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელი − ელექტროენერგეტიკული ქსელი, რომელიც შედგება ელექტროენერგეტიკული მოწყობილობების, ტრანსფორმატორებისა და ელექტროენერგიის გამანაწილებელ სისტემაში არსებული მიწოდების პუნქტების დამაკავშირებელი, არაუმეტეს 110- კილოვოლტიანი ძაბვის საფეხურის, საშუალო და დაბალი ძაბვის ხაზებისგან, აგრეთვე ტელეკომუნიკაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების აღჭურვილობებისა და სხვა ინფრასტრუქტურისგან, რომლებიც საჭიროა ქსელის ფუნქციონირებისათვის, გარდა ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის კატეგორიისთვის მიკუთვნებული ინფრასტრუქტურისა;
ჰ) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი − ელექტროენერგიისა და დამხმარე მომსახურების ყიდვა-გაყიდვისთვის ამ კანონით, ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით, ელექტროენერგიის ბაზრის წესებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად ორგანიზებული ბაზარი ან/და ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარი;
ჰ1) ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი − პირი, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის გარკვეული სეგმენტების ორგანიზებაზე, რაც განისაზღვრება ამ კანონისა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად;
ჰ2) ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილე − ფიზიკური ან იურიდიული პირი, მათ შორის, სისტემის ოპერატორი, რომელიც უფლებამოსილია ელექტროენერგიის ბაზარზე ელექტროენერგიის ყიდვაზე ან/და გაყიდვაზე ამ კანონის, ელექტროენერგიის ბაზრის წესებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
ჰ3) ელექტროენერგიის მწარმოებელი − ელექტროენერგეტიკული საწარმო, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოების მოწყობილობის (ელექტროსადგურის) ოპერირებას და აწარმოებს ელექტროენერგიას;
ჰ4) ელექტროენერგიის მიმწოდებელი − ელექტროენერგეტიკული საწარმო, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის მიწოდებას საბოლოო მომხმარებლისთვის;
ჰ5) ელექტროენერგეტიკული სისტემა − ელექტროენერგეტიკული საწარმოს საკუთრებაში ან/და სარგებლობა-ოპერირებაში მყოფი ელექტროენერგიის გადამცემი ან/და გამანაწილებელი ქსელი, მათ შორის, დამხმარე მომსახურების გაწევისთვის საჭირო მოწყობილობები და დაკავშირებული ელექტროენერგეტიკული საწარმოს მოწყობილობები, რომლებიც საჭიროა ელექტროენერგიის გადაცემისა და განაწილებისთვის;
ჰ6) ელექტროენერგიის სასისტემო მომსახურება − ელექტროენერგეტიკული სისტემების სათანადოდ ოპერირებისთვის აუცილებელი მომსახურება, მათ შორის, ელექტროენერგიის გადაცემის ან/და განაწილების ქსელებში გადატვირთვის მართვა და დამხმარე მომსახურება;
ჰ7) ელექტროენერგიის გადამცემი ქსელი − ელექტროენერგეტიკული ქსელი, რომელიც შედგება ელექტროენერგეტიკული მოწყობილობების, ტრანსფორმატორებისა და ელექტროენერგიის გადამცემ სისტემაში არსებული მიწოდების პუნქტების დამაკავშირებელი, 110 კილოვოლტზე მაღალი ძაბვის საფეხურის ხაზებისგან, აგრეთვე ტელეკომუნიკაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების აღჭურვილობებისა და სხვა ინფრასტრუქტურისგან, რომლებიც საჭიროა ქსელის ფუნქციონირებისათვის. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ცალკეული 110-კილოვოლტიანი ან 110 კოლოვოლტზე დაბალი ძაბვის საფეხურის ხაზი/ქვესადგური, რომელიც გამოიყენება სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის, შესაძლებელია გაყვანილ იქნეს ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის კატეგორიაში, რაც საგანგებოდ აღინიშნება გადაცემის ლიცენზიაში;
ჰ8) ელექტროენერგეტიკული საწარმო − ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი (გარდა საბოლოო მომხმარებლისა), რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, განაწილებისა და მიწოდების საქმიანობებიდან ერთ-ერთს მაინც ან/და არის ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის ან/და ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის მესაკუთრე ან/და ელექტროენერგიის დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, ვაჭრობს ელექტროენერგიით ან ახორციელებს ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირებას ან ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირებას და პასუხისმგებელია აღნიშნულ საქმიანობებთან დაკავშირებული კომერციული, ტექნიკური ან/და მოვლა-პატრონობის ფუნქციების შესრულებისთვის;
ჰ9) (ამოღებულია - 22.12.2021, №1198);
ჰ10) ენერგეტიკული გაერთიანების მხარეები − ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების ხელშემკვრელი მხარეები, აგრეთვე ევროპის კავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები;
ჰ11) ენერგეტიკული ბაზარი − ელექტროენერგეტიკის ან/და ბუნებრივი გაზის ბაზარი;
ჰ12) ენერგეტიკული საწარმო − ელექტროენერგეტიკული ან/და ბუნებრივი გაზის საწარმო;
ჰ13) საბოლოო მომხმარებელი − მომხმარებელი, რომელიც ელექტროენერგიას ან/და ბუნებრივ გაზს საკუთარი მოხმარებისთვის ყიდულობს, ავტოგაზგასამართი სადგური, ელექტროტრანსპორტის დამტენი პუნქტი/სადგური;
ჰ14) ბაზისური სიმძლავრე − ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის ან ბუნებრივი გაზის საცავის მოწყობილობის ან გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობის სიმძლავრე, რომელიც შესაბამისი სისტემის ოპერატორთან ხელშეკრულების საფუძველზე გარანტირებულია, როგორც უწყვეტი სიმძლავრე;
ჰ15) გარანტირებული სიმძლავრე − ელექტროენერგიის წარმოების მოწყობილობების სიმძლავრე, რომელიც დარეზერვებულია ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და საიმედოობის, მათ შორის, მიწოდებისა და მოთხოვნის ბალანსის, უზრუნველსაყოფად;
ჰ16) ჰორიზონტალურად ინტეგრირებული ელექტროენერგეტიკული საწარმო − ელექტროენერგეტიკული საწარმო, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის გაყიდვის მიზნით წარმოების, გადაცემის, განაწილების, მიწოდების, ელექტროენერგიით ვაჭრობის ან ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების ფუნქციებიდან სულ მცირე ერთს მაინც იმგვარად, რომ არ არის ვერტიკალურად ინტეგრირებული ელექტროენერგეტიკული საწარმო და ამავდროულად ახორციელებს სხვა ისეთ საქმიანობას, რომელიც არ უკავშირდება ელექტროენერგეტიკას;
ჰ17) ჰორიზონტალურად ინტეგრირებული ბუნებრივი გაზის საწარმო − ბუნებრივი გაზის საწარმო, რომელიც ასრულებს ბუნებრივი გაზის წარმოების, გადაცემის, განაწილების, მიწოდებისა და შენახვის, ბუნებრივი გაზით ვაჭრობისა და ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერირების ფუნქციებიდან ერთ-ერთს მაინც ისე, რომ არ არის ვერტიკალურად ინტეგრირებული ბუნებრივი გაზის საწარმო, და რომელიც იმავდროულად ახორციელებს სხვა საქმიანობას, რომელიც ბუნებრივ გაზს არ უკავშირდება;
ჰ18) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი − საბოლოო მომხმარებელი, რომელიც ყიდულობს ელექტროენერგიას ან/და ბუნებრივ გაზს საკუთარი, საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, რაც არ მოიცავს კომერციულ ან პროფესიულ საქმიანობას;
ჰ19) ურთიერთდაკავშირებული სისტემა − ერთმანეთთან ერთი ან ერთზე მეტი ურთიერთდამაკავშირებლით ფიზიკურად დაკავშირებული ელექტროენერგეტიკული ან ბუნებრივი გაზის სისტემები;
ჰ20) ურთიერთდამაკავშირებელი − ელექტროენერგიის გადამცემი ხაზი ან ბუნებრივი გაზის გადამცემი მილსადენი, რომელიც კვეთს საქართველოსა და სხვა ქვეყანას შორის არსებულ საზღვარს ან გადაჭიმულია მის გასწვრივ საქართველოს ელექტროენერგეტიკული ან ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის სხვა ქვეყნის შესატყვის გადამცემ სისტემასთან დაკავშირების მიზნით;
ჰ21) წყვეტადი სიმძლავრე − სიმძლავრე, რომელიც შეიძლება შეწყდეს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის, ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის ან გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის მიერ, იმავე სისტემის ოპერატორთან დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
ჰ22) ელექტროენერგიის დღიური ბაზარი − ელექტროენერგიის ორგანიზებული საბითუმო ბაზარი (ბირჟა), სადაც ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება განგრძობადი ვაჭრობის გზით, დღით ადრე ბაზრის დახურვის შემდეგ წარმოქმნილი გარიგებების საფუძველზე;
ჰ23) მსხვილი მომხმარებელი − ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი, რომელსაც აქვს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე ან ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზარზე ვაჭრობის უფლება და რომლის კრიტერიუმებსა და სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავს კომისია;
ჰ24) ლიცენზია − კომისიის მიერ გადაწყვეტილების საფუძველზე პირისთვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული, ამ კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება;
ჰ25) ლიცენზიის მაძიებელი − პირი, რომელიც მიმართავს კომისიას ამ კანონით რეგულირებული სალიცენზიო საქმიანობისთვის ლიცენზიის გაცემის მოთხოვნით;
ჰ26) ლიცენზიატი − პირი, რომელიც ფლობს ამ კანონით რეგულირებული სალიცენზიო საქმიანობის ლიცენზიას;
ჰ27) ქსელის გაზი − ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემაში (გარდა იმ მოწყობილობებისა, რომლებიც დარეზერვებულია ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის, მისი ფუნქციების განსახორციელებლად) კომპრესირების გზით შენახული ბუნებრივი გაზი;
ჰ28) გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობა − ტერმინალი, რომელიც გამოიყენება ბუნებრივი გაზის გათხევადებისთვის ან გათხევადებული ბუნებრივი გაზის იმპორტისთვის, გადმოტვირთვისა და რეგაზიფიკაციისთვის. გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობა მოიცავს რეგაზიფიკაციის პროცესისა და ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემაში შემდგომი მიწოდებისთვის საჭირო დამხმარე მომსახურებასა და დროებით საცავს, გარდა გათხევადებული ბუნებრივი გაზის ტერმინალების იმ ნაწილისა, რომელიც ბუნებრივი გაზის შესანახად გამოიყენება;
ჰ29) გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობის სიმძლავრე − გათხევადებული ბუნებრივი გაზის ტერმინალში არსებული სიმძლავრე, რომელიც გამოიყენება ბუნებრივი გაზის გათხევადების ან გათხევადებული ბუნებრივი გაზის იმპორტისთვის, გადმოტვირთვისთვის, დამხმარე მომსახურების გაწევისთვის, დროებითი შენახვისა და რეგაზიფიკაციისთვის;
ჰ30) გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი − ბუნებრივი გაზის საწარმო, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი გაზის გათხევადებას ან გათხევადებული ბუნებრივი გაზის იმპორტს, გადმოტვირთვასა და რეგაზიფიკაციას და პასუხისმგებელია გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობის ოპერირებაზე;
ჰ31) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური − საბოლოო მომხმარებლის ან საბოლოო მომხმარებელთა ჯგუფის მფლობელობაში/სარგებლობაში არსებული ელექტროენერგიის წარმოების ობიექტი, რომელიც იყენებს განახლებადი ენერგიის წყაროებს, უკავშირდება ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელს და რომლის დადგმული სიმძლავრე 100 კილოვატს არ აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომისიის მიერ უფრო მაღალი ზედა ზღვარია განსაზღვრული; ამასთანავე, ასეთ შემთხვევაშიც ზედა ზღვარი 500 კილოვატს არ უნდა აღემატებოდეს;
ჰ32) სამინისტრო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
ჰ33) ბუნებრივი გაზის საბალანსო ბაზარი − ორგანიზებული ბაზარი ბუნებრივი გაზის სისტემის დასაბალანსებლად საჭირო ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვისთვის;
ჰ34) ბუნებრივი გაზის დერივატივი − ფინანსური საბაზრო ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეების ბუნებრივი გაზის საბაზრო ფასის შესაძლო რყევებისგან დასაცავად;
ჰ35) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელი − ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურა, რომელიც მიწოდების პუნქტსა და მომხმარებელს აკავშირებს და რომლის საპროექტო წნევა ან/და მუშა წნევა 1.2 მეგაპასკალს არ აღემატება, აგრეთვე ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის მიწოდების ყველა პუნქტში არსებული აღრიცხვისა და რეგულირების სადგურები, ელექტრონული საკომუნიკაციო და საინფორმაციო სისტემები და სხვა ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია ბუნებრივი გაზის განაწილებისთვის;
ჰ36) ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზარი − ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვისთვის ამ კანონით, ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციით, ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად ორგანიზებული ბაზარი ან/და ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარი;
ჰ37) ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერატორი − პირი, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს ბუნებრივი ბაზრის გარკვეული სეგმენტების ორგანიზებაზე, რაც განისაზღვრება ამ კანონისა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად;
ჰ38) ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილე − ფიზიკური ან იურიდიული პირი, მათ შორის, სისტემის ოპერატორი, რომელიც უფლებამოსილია ბუნებრივი გაზის ბაზარზე ბუნებრივი გაზის ყიდვაზე ან/და გაყიდვაზე ამ კანონის, ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
ჰ39) ბუნებრივი გაზის მწარმოებელი − ბუნებრივი გაზის საწარმო, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი გაზის წარმოების მოწყობილობის ოპერირებას და უფლებამოსილია ბუნებრივი გაზის გადამუშავებაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ჰ40) ბუნებრივი გაზის საცავის სიმძლავრე − ბუნებრივი გაზის საცავის მოცულობის, საცავის მოწყობილობის ჩაჭირხვნის და მიწოდების სიმძლავრეების ნებისმიერი კომბინაცია;
ჰ41) ბუნებრივი გაზის საცავის მოწყობილობა − ბუნებრივი გაზის საწარმოს საკუთრებაში არსებული ან/და მის მიერ ოპერირებადი, ბუნებრივი გაზის მარაგების შესაქმნელად გამოყენებული მოწყობილობა, მათ შორის, გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ის ნაწილები, რომლებიც გამოიყენება ბუნებრივი გაზის შესანახად. ბუნებრივი გაზის საცავის მოწყობილობად არ ჩაითვლება ის ნაწილი, რომელიც გამოიყენება ბუნებრივი გაზის წარმოების მიზნით, აგრეთვე ის მოწყობილობები, რომლებიც დარეზერვებულია ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის, მისი ფუნქციების შესასრულებლად;
ჰ42) ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი − ბუნებრივი გაზის საწარმო, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი გაზის შენახვის ფუნქციას და პასუხისმგებელია ბუნებრივი გაზის საცავის მოწყობილობის ოპერირებაზე;
ჰ43) ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი − ბუნებრივი გაზის საწარმო, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი გაზის მიწოდებას საბოლოო მომხმარებლებისთვის;
ჰ44) ბუნებრივი გაზის სისტემა − ბუნებრივი გაზის საწარმოს საკუთრებაში ან/და ოპერირებაში მყოფი ბუნებრივი გაზის გადამცემი ან/და გამანაწილებელი ქსელი ან/და ბუნებრივი გაზის საცავის ან/და გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობები, მათ შორის, ქსელის გაზის შენახვისთვის, აგრეთვე დამხმარე მომსახურების განმახორციელებელი მოწყობილობები და დაკავშირებული საწარმოების მოწყობილობები, რომლებიც საჭიროა ბუნებრივი გაზის გადაცემისთვის, განაწილებისა და შენახვისთვის, აგრეთვე გათხევადებულ ბუნებრივ გაზზე წვდომისთვის;
ჰ45) ბუნებრივი გაზის სასისტემო მომსახურება − ბუნებრივი გაზის სისტემების სათანადოდ ოპერირებისთვის საჭირო მომსახურება, მათ შორის, ბუნებრივი გაზის გადამცემი და გამანაწილებელი ქსელების მართვა, მიწოდების აღდგენა, წნევის რეგულირება და კონტროლი;
ჰ46) ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელი − ინფრასტრუქტურა, რომლის საპროექტო წნევა 1.2 მეგაპასკალს აღემატება, აგრეთვე ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის მიწოდების ყველა პუნქტში არსებული საზომი და მარეგულირებელი სადგურები, ჩამკეტი კვანძები, საკომპრესორო სადგურები, ელექტრონული საკომუნიკაციო და საინფორმაციო სისტემები და სხვა ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია ბუნებრივი გაზის გადაცემისა და ქსელის გაზის შენახვისთვის, გარდა „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებისა;
ჰ47) ბუნებრივი გაზის საწარმო − ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი (გარდა საბოლოო მომხმარებლისა), რომელიც ახორციელებს ბუნებრივი გაზის წარმოების, გადაცემის, განაწილების, მიწოდებისა და შენახვის საქმიანობებიდან ერთ-ერთს მაინც ან/და არის ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის ან/და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის მესაკუთრე ან/და ბუნებრივი გაზის დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, ვაჭრობს ბუნებრივი გაზით (მათ შორის, გათხევადებული ბუნებრივი გაზით) ან ახორციელებს ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერირებას ან ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირებას და პასუხისმგებელია აღნიშნულ საქმიანობებთან დაკავშირებული კომერციული, ტექნიკური ან/და მოვლა-პატრონობის ფუნქციების შესრულებისთვის;
ჰ48) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი − მომხმარებელი, რომელიც ელექტროენერგიას ან/და ბუნებრივ გაზს არასაყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის ყიდულობს;
ჰ49) ელექტროენერგეტიკული ქსელების საოპერაციო უსაფრთხოება − პროგნოზირებად გარემოებებში ელექტროენერგიის გადამცემი და შესაბამის შემთხვევებში გამანაწილებელი ქსელების უწყვეტი ოპერირება;
ჰ50) ელექტროენერგეტიკული სისტემის პარალელური ოპერირება − ორი ან ორზე მეტი ურთიერთდაკავშირებული მეზობელი ელექტროენერგეტიკული სისტემის ან მათი ნაწილების სინქრონული ან ასინქრონული ოპერირება ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, განსაზღვრული პარამეტრებით;
ჰ51) მიწოდების პუნქტი − სისტემის განსაზღვრული პუნქტი, ურთიერთდაკავშირების პუნქტის ჩათვლით, რომელშიც შესაბამისი სისტემის ოპერატორი სისტემით მოსარგებლეს ან მომხმარებელს აწვდის ელექტროენერგიას ან ბუნებრივ გაზს, შემდგომი ტრანსპორტირებისთვის ან მოხმარებისთვის;
ჰ52) მიღების პუნქტი − სისტემის განსაზღვრული პუნქტი, ურთიერთდაკავშირების პუნქტის ჩათვლით, რომელშიც შესაბამისი სისტემის ოპერატორი მწარმოებლებისგან ან სხვა ურთიერთდაკავშირებული სისტემებისგან იღებს ელექტროენერგიას ან/და ბუნებრივ გაზს;
ჰ53) ბუნებრივი გაზის წარმოება − ბუნებრივი გაზის სისტემაში მიწოდებამდე ბუნებრივი გაზის მოპოვება, დამუშავება ან/და გადამუშავება მისი შემდგომი ტრანსპორტირების, შენახვის, ხელახალი გადამუშავების ან/და მოხმარების მიზნით;
ჰ54) დაცული მომხმარებელი − ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული საყოფაცხოვრებო მომხმარებელი ან მცირე საწარმო, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან ან ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელთან მიერთებული ძირითადი სოციალური დანიშნულების დაწესებულება, ცენტრალური გათბობის დანადგარი, რომელიც არის ზემოაღნიშნული მომხმარებლების გათბობის წყარო და მიერთებულია ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან ან ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელთან, რომლის სხვა სახის საწვავზე გადართვა შეუძლებელია;
ჰ55) საჯარო მომსახურების ვალდებულება − საერთო ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ენერგეტიკული საწარმოსთვის დაკისრებული ვალდებულება, გასწიოს მომსახურება, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს უსაფრთხოებასთან, მიწოდების უსაფრთხოების ჩათვლით, უწყვეტობასთან, ხარისხთან ან ფასთან, აგრეთვე გარემოს დაცვასთან. საჯარო მომსახურების ვალდებულება უნდა იყოს არადისკრიმინაციული და იმაზე მეტად არ უნდა ზღუდავდეს კონკურენციას, ვიდრე ეს აუცილებელია შესაბამისი საჯარო მომსახურების გასაწევად. ენერგეტიკული საწარმოს მიერ ამ კანონის შესაბამისად საჯარო მომსახურების გაწევა არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელება;
ჰ56) დაკავშირებული საწარმო − საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აფილირებული ან/და ურთიერთდამოკიდებული პირები;
ჰ57) რეგულირებული საწარმო − ყველა სახის ენერგეტიკული საწარმო, აგრეთვე წყალმომარაგების ლიცენზიატი, რომლის საქმიანობაც რეგულირდება ამ კანონის მიხედვით და ექვემდებარება კომისიის მარეგულირებელ კომპეტენციას;
ჰ58) განახლებადი ენერგიის წყაროები − განახლებადი არაწიაღისეული ენერგიის წყაროები (ქარი, მზე, გეოთერმული ენერგია, ტალღები, ზღვის მიქცევა-მოქცევა, ჰიდროენერგია, ბიომასა, ნარჩენების გადამუშავებით მიღებული გაზი, წყალარინების გამწმენდი სადგურების გაზი და ბიოგაზი);
ჰ59) მიწოდების უსაფრთხოება − ელექტროენერგეტიკული/ბუნებრივი გაზის სისტემის უნარი, მიაწოდოს ელექტროენერგია/ბუნებრივი გაზი საბოლოო მომხმარებელს ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით;
ჰ60) მცირე საწარმო − ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი (გარდა ავტოგაზგასამართი სადგურისა და ელექტროტრანსპორტის დამტენი პუნქტისა/სადგურისა), რომლის დასაქმებულთა რიცხვი, წლიური ბრუნვა, ბუღალტრული ბალანსი ან/და სხვა მაჩვენებელი არ აღემატება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ მაჩვენებელს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ კანონის მიზნებისთვის მცირე საწარმოს კატეგორიას შესაძლებელია მიეკუთვნოს აგრეთვე საბიუჯეტო ორგანიზაცია იმავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მაჩვენებლებთან შესაბამისობის შემთხვევაში;
ჰ61) ბუნებრივი გაზის შენახვა − შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ ბუნებრივი გაზის საცავის მოწყობილობაში ან გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობაში ბუნებრივი გაზის შენახვა, სისტემით მოსარგებლეებისთვის აღნიშნულთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის ჩათვლით;
ჰ62) მიწოდება − საბოლოო მომხმარებელზე ელექტროენერგიის/ბუნებრივი გაზის, მათ შორის, გათხევადებული ბუნებრივი გაზის გაყიდვა;
ჰ63) მიწოდების ხელშეკრულება − ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის, მათ შორის, გათხევადებული ბუნებრივი გაზის, მიწოდების ხელშეკრულება;
ჰ64) ბოლო ალტერნატივის მიწოდება − მიწოდება საჯარო მომსახურების გაწევის სახით, შეზღუდული ვადითა და რეგულირებული პირობებით, იმ საბოლოო მომხმარებლებისთვის, რომლებმაც, გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, ვერ აირჩიეს ან დაკარგეს ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი;
ჰ65) სისტემა − ელექტროენერგეტიკული ან/და ბუნებრივი გაზის სისტემა;
ჰ66) სისტემის ოპერატორი − ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი, ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორი, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი, გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი;
ჰ67) სისტემით მოსარგებლე − სისტემის მომსახურებით მოსარგებლე ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი;
ჰ68) „მიიღე ან გადაიხადე“ ხელშეკრულება − ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომელიც ავალდებულებს მყიდველს, გადაიხადოს სახელშეკრულებო სიმძლავრის სრული მოცულობის ან ხელშეკრულებით დადგენილი ნაწილის შესაბამისი ღირებულება, რეალური მოხმარების მიუხედავად;
ჰ69) ტარიფი − კომისიის მიერ ამ კანონით განსაზღვრული წესით დადგენილი საქონლისა და მომსახურების ფასი;
ჰ70) სატარიფო მეთოდოლოგია − იმ წესების, მეთოდებისა და პრინციპების ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრული და მიღებულია კომისიის მიერ და რომლებიც გამოიყენება ტარიფების ან/და საფასურების დასადგენად;
ჰ71) ტექნიკური სიმძლავრე − მაქსიმალური ბაზისური სიმძლავრე, რომლის შეთავაზება სისტემით მოსარგებლეებისთვის შეუძლია ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორს, ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორს ან გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორს, ბუნებრივი გაზის სისტემის ერთიანობისა და შესაბამისი სისტემის საოპერაციო მოთხოვნების გათვალისწინებით;
ჰ72) მესამე ქვეყანა − ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც არ არის ენერგეტიკული გაერთიანების მხარე ან ევროპის ეკონომიკური სივრცის წევრი;
ჰ73) მესამე პირის დაშვება − ნებისმიერი პირის სისტემაზე დაშვებისა და სარგებლობის უფლება განსაზღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად;
ჰ74) ვაჭრობა − ელექტროენერგიის/ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვა საქართველოს ტერიტორიაზე ან საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ გადაყიდვის მიზნით;
ჰ75) ტრეიდერი − პირი, რომელიც შესაბამისი ბაზრის წესებით დადგენილი წესით საბითუმო ბაზარზე ვაჭრობს ელექტროენერგიით ან/და ბუნებრივი გაზით, გარდა სისტემის ოპერატორისა;
ჰ76) ელექტროენერგიის გადაცემა − ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის ტრანსპორტირება მიღების პუნქტიდან მიწოდების პუნქტებამდე ელექტროენერგიის მიწოდების უზრუნველსაყოფად;
ჰ77) ბუნებრივი გაზის გადაცემა − ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება მიწოდების პუნქტებამდე ბუნებრივი გაზის მიწოდების უზრუნველსაყოფად;
ჰ78) გადამცემი სისტემის ოპერატორი:
ჰ78.ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში − ელექტროენერგიის გადაცემის საქმიანობის განმახორციელებელი ელექტროენერგეტიკული საწარმო − ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამის არეალში ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერირებაზე, მოვლა-პატრონობასა და განვითარებაზე, აგრეთვე ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის სხვა სისტემებთან ურთიერთდაკავშირებაზე, სადაც შესაძლებელია, და ელექტროენერგიის გადაცემასთან დაკავშირებული გონივრული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით სისტემის გრძელვადიანი შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე;
ჰ78.ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში − ბუნებრივი გაზის გადაცემის საქმიანობის განმახორციელებელი ბუნებრივი გაზის საწარმო − ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორი, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამის არეალში ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერირებაზე, მოვლა-პატრონობასა და განვითარებაზე, აგრეთვე ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის სხვა სისტემებთან ურთიერთდაკავშირებაზე, სადაც შესაძლებელია, და ბუნებრივი გაზის გადაცემასთან დაკავშირებული გონივრული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით სისტემის გრძელვადიანი შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე;
ჰ79) გადამცემი სისტემის მესაკუთრე − საწარმო, რომელიც არის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის მესაკუთრე, მაგრამ არ არის გადამცემი სისტემის ოპერატორი;
ჰ80) უნივერსალური მომსახურება − ელექტროენერგიის მიწოდება საჯარო მომსახურების გაწევის სახით, რეგულირებული პირობებით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე საწარმოსთვის, რომლებიც უფლებამოსილი არიან მიიღონ ეს მომსახურება ასეთი პირობებით, თავიანთი არჩევანით ან ავტომატურ რეჟიმში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ჰ81) გამოუყენებელი სიმძლავრე − ბაზისური სიმძლავრე, რომელიც სისტემით მოსარგებლემ მოიპოვა ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორთან, ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორთან ან გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე და რომლის გამოყენებაზედაც წინასწარი შეტყობინება არ განახორციელა ქსელის წესებით განსაზღვრულ ვადაში;
ჰ82) ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმო:
ჰ82.ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში − ვერტიკალურად ინტეგრირებული ელექტროენერგეტიკული საწარმო − ერთი მხრივ, ელექტროენერგიის გადაცემის ან/და განაწილების სულ ცოტა ერთი ფუნქციის და, ამავდროულად, მეორე მხრივ, ელექტროენერგიის წარმოების ან/და მიწოდების სულ ცოტა ერთი ფუნქციის განმახორციელებელი ელექტროენერგეტიკული საწარმო ან ელექტროენერგეტიკულ საწარმოთა ჯგუფი, რომელთა პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლზე უფლებამოსილია/უფლებამოსილი არიან ერთი და იგივე პირი/პირები;
ჰ82.ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში − ვერტიკალურად ინტეგრირებული ბუნებრივი გაზის საწარმო − ერთი მხრივ, ბუნებრივი გაზის გადაცემის, განაწილების ან/და შენახვის სულ ცოტა ერთი ფუნქციის ან/და გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობის ოპერირების და, ამავდროულად, მეორე მხრივ, ბუნებრივი გაზის წარმოების ან/და მიწოდების სულ ცოტა ერთი ფუნქციის განმახორციელებელი ბუნებრივი გაზის საწარმო ან ბუნებრივი გაზის საწარმოთა ჯგუფი, რომელთა პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლზე უფლებამოსილია/უფლებამოსილი არიან ერთი და იგივე პირი/პირები;
ჰ83) მოწყვლადი მომხმარებელი − საყოფაცხოვრებო მომხმარებელი, რომელსაც მისი სტატუსისა თუ მდგომარეობის გამო, საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული აქვს სისტემით სარგებლობის ან/და ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის მიღების ან/და წყალმომარაგებით სარგებლობის უფლება შეღავათიანი პირობებით;
ჰ84) მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური − ელექტროსადგური, რომლის საპროექტო სიმძლავრე არ აღემატება 15 მეგავატს;
ჰ85) წყალმომარაგების სისტემა − სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემა ან/და წყალარინების სისტემა;
ჰ86) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემა − წყლის მიღების, ტრანსპორტირებისა და განაწილების ქსელის (მილსადენი, რეზერვუარი, ღია და დახურული არხები, საჭიროების შემთხვევაში, სატუმბი სადგური და სხვა) ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება წყლის მომხმარებლისთვის სასმელი წყლის მისაწოდებლად;
ჰ87) წყალარინების სისტემა − წყალარინების ქსელების, როგორც მიწისქვეშა, ისე მიწისზედა უდაწნეო ან/და სადაწნეო მილსადენების, გვირაბების, სპეციალური შენობა-ნაგებობების (გამწმენდი ნაგებობა, სატუმბი სადგური და სხვა) და მოწყობილობა-დანადგარების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლებისგან ჩამდინარე წყლების მიღებას, გატარებას და დასაშვებ ნორმამდე გაწმენდას;
ჰ88) სასმელი წყალი − სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული შესაბამისი ხარისხის წყალი;
ჰ89) სასმელი წყლის ხარჯვის ნორმა − სასმელი წყლის ტარიფის გაანგარიშებისას კომისიის მიერ თითოეული წყალმომარაგების ლიცენზიატისთვის ინდივიდუალურად განსაზღვრული ერთ სულ მოსახლეზე სასმელი წყლის ნორმა, რომელიც აისახება წყალმომარაგების ტარიფში;
ჰ90) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმა − ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორის მიერ ორგანიზებული პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვა ბაზრის მონაწილეებს შორის ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე, ბაზრის წესების შესაბამისად;
ჰ91) დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი − ელექტროენერგიის დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ან/და ბუნებრივი გაზის დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი;
ჰ92) ელექტროენერგიის ორგანიზებული ბაზარი − ელექტროენერგიის სტანდარტიზებული პროდუქტებისა და დამხმარე მომსახურების ყიდვა- გაყიდვისთვის ელექტროენერგიის ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ოპერატორის მიერ ორგანიზებული ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი, მათ შორის, ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარი, ელექტროენერგიის დღიური ბაზარი ან/და ელექტროენერგიის საბალანსო ბაზარი;
ჰ93) ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარი − ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი, სადაც ელექტროენერგიისა და დამხმარე მომსახურების ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება ბაზრის მონაწილეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკების გზით, ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე ან ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მეშვეობით;
ჰ94) ბუნებრივი გაზის ორგანიზებული ბაზარი − ბუნებრივი გაზის ყიდვა- გაყიდვისთვის ბუნებრივი გაზის ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ოპერატორის მიერ ორგანიზებული ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზარი;
ჰ95) ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარი − ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზარი, სადაც ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება ბაზრის მონაწილეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკების გზით, ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე ან ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მეშვეობით.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3763 – ვებგვერდი, 11.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.11.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 29.11.2023 კანონი №3763
- 22.12.2021 კანონი №1198
წინა რედაქცია (27.12.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) დამხმარე მომსახურება: ა.ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში − ელექტროენერგეტიკულ სისტემაზე დაშვებისა და ელექტროენერგიის გადამცემი ან/და გამანაწილებელი ქსელების ოპერირებისთვის აუცილებელი მომსახურება, მათ შორის, სიხშირის რეგულირება, ძაბვის კონტროლი და მიწოდების აღდგენა; ა.ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში − ბუნებრივი გაზის სისტემებზე დაშვებისა და ბუნებრივი გაზისგადამცემი და გამანაწილებელი ქსელების, ბუნებრივი გაზის საცავის ან/და გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების (ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის თავისი ფუნქციების განსახორციელებლად დარეზერვებული მოწყობილობების გარდა) ოპერირებისთვის აუცილებელი მომსახურება, მათ შორის, დატვირთვის დაბალანსება, ინერტული აირების შერევა და სისტემაში შეშვება; ბ) ავტორიზაცია − ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში საქმიანობის ლიცენზირება, სერტიფიცირება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებების მინიჭება; გ) ხელმისაწვდომი სიმძლავრე – დროის კონკრეტულ მონაკვეთში გაუნაწილებელი და ელექტროენერგეტიკული ან ბუნებრივი გაზის სისტემისთვის ხელმისაწვდომი სიმძლავრე; დ) დაბალანსება − ყველა მოქმედება და პროცესი, რომელთა მეშვეობითაც გადამცემი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს განსაზღვრული პარამეტრებისა და ხარისხის სტანდარტების განგრძობად შენარჩუნებას სისტემების სტაბილურ ფარგლებში ოპერირების მიზნით, რათა შესაძლებელი იყოს მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და საიმედო ფიზიკური მიწოდება, მათ შორის, სიმძლავრეებისა და ენერგეტიკული ნაკადების მართვა, მიწოდებისა და მოთხოვნის დაბალანსება; ე) საბალანსო ელექტროენერგია − ელექტროენერგია, რომელიც აუცილებელია ელექტროენერგეტიკული სისტემის დაბალანსებისთვის, მათ შორის , დამხმარე მომსახურების გაწევისა და რეალურ დროში ფაქტობრივ მოცულობასა და ორმხრივი ხელშეკრულებით გათვნ/და ელექტროენერგისწის ორგანიზებულ ბაზარზე ნავაჭრ მოცულობებას შორის სხვაობის დაფარვისთვის; ვ) დაბალანსების ჯგუფი − ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი გაზის ბაზრის ერთი ან ერთზე მეტი მონაწილისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც შექმნილია კომისიის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დაბალანსების ჯგუფის მოდელის შესაბამისად და რომლის უბალანსობაზე პასუხისმგებლობა დაბალანსების ჯგუფის წევრების თანხმობით დაკისრებული აქვს დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს; ზ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი − დაბალანსებპის ჯგუფრის მონაწილე , რომელიც პაკომისუხიის სამგართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესა უბალანმისობაზე დ პა გაფორსუხისმგებუელიაქვს დაბალანსებისა და ან ჯგარუფიშს წორების ხელშეკრულება შესლაბამინსოპერბატორთან ზე; თ) სიმძლავრე: თ.ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში − ელექტროენერგიის მაქსიმალური მოცულობა, გამოხატული სიმძლავრის ერთეულში (მეგავატში), რომელზე უფლებაც ელექტროენერგეტიკული სისტემით მოსარგებლეს ენიჭება ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების შესაბამისად; თ.ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში − ბუნებრივი გაზის მაქსიმალური ნაკადი, გამოხატული კუბური მეტრით (ან ენერგიის ერთეულით) დროის ერთეულში, რომელზე უფლებაც ენიჭება ბუნებრივი გაზის სისტემით მოსარგებლეს გადამცემი სისტემის ოპერატორთან, ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორთან ან/და გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად; ი) სერტიფიცირება − პროცედურა, რომელიც ადგენს გადამცემი სისტემის ოპერატორის შესაბამისობას დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნებთან; კ) კომისია − საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; ლ) კომისიის წევრი − ამ კანონის შესაბამისად არჩეული კომისიის წევრი; მ) კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო − საჯარო სამართლის იურიდიული პირი –− საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო; ნ) გადატვირთვა − მდგომარეობა, როდესაც ურთიერთდამაკავშირებლის ან/და შესაბამისი სისტემის გამტარუნარიანობა არასაკმარისია სისტემით მოსარგებლეთა მიერ მოთხოვნილი ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ყველა ფიზიკური ნაკადისთვის, მათ შორის, იმ ნაკადისთვის, რომელიც წარმოიქმნა ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის შედეგად; ო) გადატვირთვის მართვა − სისტემის ოპერატორის სიმძლავრის პორტფელის მართვა სიმძლავრის ოპტიმალური და მაქსიმალური გამოყენებისა და სამომავლო გადატვირთვის დროული აღმოჩენის მიზნით; პ) სახელშეკრულებო გადატვირთვა − მდგომარეობა, როდესაც ბაზისურ სიმძლავრეზე მოთხოვნის დონე აღემატება ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის ან ბუნებრივი გაზის საცავის ან გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ტექნიკურ გამტარუნარიანობას; ჟ) კონტროლი – ის უფლებები, ხელშეკრულებები ან სხვა საშუალებები, რომლებიც, ფაქტობრივი მდგომარეობიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, ერთად ან ცალ-ცალკე, იძლევა ენერგეტიკულ საწარმოზე არსებითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობას. აღნიშნული შესაძლებლობა შეიძლება გამომდინარეობდეს საკუთრების უფლებიდან, ენერგეტიკული საწარმოს აქტივების მთლიანი ან ნაწილობრივი გამოყენების უფლებიდან და სხვა უფლებებიდან ან ხელშეკრულებებიდან, რომლებიც იძლევა ენერგეტიკული საწარმოს ორგანოების შემადგენლობაზე, ამ ორგანოებში ხმის მიცემაზე ან გადაწყვეტილებების მიღებაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობას; რ) სახელშეკრულებო სიმძლავრე − ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის, ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის ან გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის მიერ შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, სისტემით მოსარგებლეზე განაწილებული სიმძლავრე; ს) ტრანსსასაზღვრო გადადინება: ს.ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში − ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებსა და მეზობელ ელექტროენერგეტიკულ სისტემებში საქმიანობის განმახორციელებელ პირებს შორის ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის შედეგად საქართველოს ან მეზობელი ქვეყნის მიმართულებით განხორციელებული ელექტროენერგიის ფიზიკური გადადინება საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში; ს.ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში − ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეებსა და მეზობელ ბუნებრივი გაზის სისტემებში საქმიანობის განმახორციელებელ პირებს შორის ბუნებრივი გაზით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის შედეგად საქართველოს ან მეზობელი ქვეყნის მიმართულებით ბუნებრივი გაზის ფიზიკური ნაკადის გადაცემა საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში; ტ) მომხმარებელი − ელექტროენერგიისან ბუნებრივი გაზის საბოლოო მომხმარებელი, ტრეიდერი ან ენერგეტიკული საწარმო , რომელიც ყიდულობს ელექტროენერგიას ან /და ბუნებრივ გაზს , სასმელი წყლის მომხმარებელი; უ) დღით ადრე ბაზარი: უ.ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში − ორგანიზებული, საბითუმო ელექტროენერგიის ბაზარი (ბირჟა), სადაც ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება საათობრივად, ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების წინა დღეს; უ.ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში − ორგანიზებული, საბითუმო ბუნებრივი გაზის ბაზარი (ბირჟა), სადაც ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება ბუნებრივი გაზის ფიზიკური მიწოდების წინა დღეს; ფ) პირდაპირი ხაზი: ფ.ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში − ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც აკავშირებს ელექტროენერგიის წარმოების იზოლირებულ ადგილს იზოლირებულ მომხმარებელთან აკავშირებს, ან ელექტროენერგიის მწარმოებლისა და ელექტროენერგიის მიმწოდებლის დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზი, რომლითაც ხორციელდება მათი საკუთარი საქმიანობის ადგილის, შვილობილი კომპანიებისა და კვსაბოლიფიციურიოო მომხმარებლების ელექტროენერგიით პირდაპირი და უშუალო მომარაგება; ფ.ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში − მილსადენი, რომელიც აკავშირებს ბუნებრივი გაზის წარმოების იზოლირებულ ადგილს იზოლირებულ მომხმარებელთან აკავშირებს, ან ბუნებრივი გაზის მწარმოებლისა და ბუნებრივი გაზის მიმწოდებლის დამაკავშირებელი მილსადენი, რომლითაც ხორციელდება მათი საკუთარი საქმიანობის ადგილის, შვილობილი კომპანიებისა და კვსაბოლიფიციურიოო მომხმარებლების ბუნებრივი გაზით პირდაპირი და უშუალო მომარაგება; ქ) დისპეტჩერიზაცია − საოპერაციო სიმძლავრეების, გადამცემ სისტემაში წარმოების მოწყობილობებიდან გამომუშავებული ან/და შემოდინებული ენერგიის მართვა ან/და გადამცემ სისტემაში ენერგიის ნაკადების სრულად მართვა, მათ შორის, სხვა სისტემებთან ურთიერთდამაკავშირებლების გამოყენებით; ღ) განაწილება: ღ.ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში − ელექტროენერგიის ტრანსპორტირება დაბალი და საშუალო ძაბვის (0,4-3,3-6-10-35-110 კილოვოლტი ძაბვის ქსელები) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელით საბოლოო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების მიზნით (გარდა მიწოდებისა); ღ.ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში − ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის საშუალებით (მათ შორის, ლოკალურად მოწყობილი ქსელის საშუალებით, რომელიც არ არის მიერთებული გადამცემ ქსელთან) საბოლოო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების მიზნით (გარდა მიწოდებისა); ყ) გამანაწილებელი ქსელი − ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელი; შ) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი: შ.ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში − ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობის განმახორციელებელი ელექტროენერგეტიკული საწარმო − ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამის არეალში ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერირებაზე, მოვლა-პატრონობასა და საჭიროების შემთხვევაში მის განვითარებაზე, ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის სხვა სისტემებთან ურთიერთდაკავშირებაზე, სადაც შესაძლებელია, და ელექტროენერგიის განაწილებასთან დაკავშირებული გონივრული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით სისტემის გრძელვადიანი შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე; შ.ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში − ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობის განმახორციელებელი ბუნებრივი გაზის საწარმო − ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამის არეალში ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის ოპერირებაზე, მოვლა-პატრონობასა და საჭიროების შემთხვევაში მის განვითარებაზე, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის სხვა სისტემებთან ურთიერთდაკავშირებაზე, სადაც შესაძლებელია, და ბუნებრივი გაზის განაწილებასთან დაკავშირებული გონივრული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით სისტემის გრძელვადიანი შესაძლებლობების უზრუნველყოფაზე; ჩ) წყალმომარაგების ლიცენზიატი − საწარმო, რომელიც ახორციელებს წყალმომარაგების საქმიანობას; ც) წყალმომარაგების საქმიანობა − სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის ან/და წყალარინების სისტემის ექსპლუატაცია, წყლის მომხმარებლებისთვის სასმელი წყლის მიწოდება ან/და წყალარინება კონკრეტული სასმელი წყლის წყალმომარაგების ან/და წყალარინების სისტემის/სისტემების ფარგლებში; ძ) სასმელი წყლის მიწოდება − წყლის მომხმარებლისთვის სასმელი წყლის მიწოდება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით; წ) წყალარინება − ჩამდინარე წყლის გატარება და გამწმენდი ნაგებობების საშუალებით დასაშვებ ნორმამდე გაწმენდა; ჭ) ელექტროენერგიის საბალანსო ბაზარი − ელექტროენერგეტიკული სისტემის რეალურ დროში დაბალანსების მიზნით ელექტროენერგიით ვაჭრობის ორგანიზებული ბაზარი; ხ) ელექტროენერგიის დერივატივი − ფინანსური საბაზრო ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეების ელექტროენერგიის საბაზრო ფასის შესაძლო რყევებისგან დაცვის მიზნით; ჯ) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელი − ელექტროენერგეტიკული ქსელი, რომელიც შედგება ელექტროენერგეტიკული მოწყობილობების, ტრანსფორმატორებისა და ელექტროენერგიის გამანაწილებელ სისტემაში არსებული მიწოდების პუნქტების დამაკავშირებელი, არაუმეტეს 110- კილოვოლტიანი ძაბვის საფეხურის, საშუალო და დაბალი ძაბვის ხაზებისგან, აგრეთვე ტელეკომუნიკაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების აღჭურვილობებისა და სხვა ინფრასტრუქტურისგან, რომლებიც საჭიროა ქსელის ფუნქციონირებისათვის, გარდა ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის კატეგორიისთვის მიკუთვნებული ინფრასტრუქტურისა; ჰ) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი − ელექტროენერგიითსა და დამხმარე მომსახურებით ს ყიდვაჭრობ-გაყიდვისთვის ამ კანონით, ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით, ელექტროენერგიის ბაზრის წესებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად ორგანიზებული ბაზარი (მათ შორის , ელექტროენერგიის /დღით ა დრე ბაზარი , ელექტროენერგიის დღიური ბაზარი , ელექტროენერგიის საბალანსო ბაზარი ) ან /და ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარი; ჰ1) ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი − პირი, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის გარკვეული სეგმენტების ორგანიზებაზე, რაც განისაზღვრება ამ კანონისა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად; ჰ2) ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილე − ფიზიკური ან იურიდიული პირი, მათ შორის, სისტემის ოპერატორი, რომელიც უფლებამოსილია ელექტროენერგიის ბაზარზე ელექტროენერგიის ყიდვაზე ან/და გაყიდვაზე ამ კანონის, ელექტროენერგიის ბაზრის წესებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად; ჰ3) ელექტროენერგიის მწარმოებელი − ელექტროენერგეტიკული საწარმო, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოების მოწყობილობის (ელექტროსადგურის) ოპერირებას და აწარმოებს ელექტროენერგიას; ჰ4) ელექტროენერგიის მიმწოდებელი − ელექტროენერგეტიკული საწარმო, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის მიწოდებას საბოლოო მომხმარებლისთვის; ჰ5) ელექტროენერგეტიკული სისტემა − ელექტროენერგეტიკული საწარმოს საკუთრებაში ან/და სარგებლობა-ოპერირებაში მყოფი ელექტროენერგიის გადამცემი ან/და გამანაწილებელი ქსელი, მათ შორის, დამხმარე მომსახურების გაწევისთვის საჭირო მოწყობილობები და დაკავშირებული ელექტროენერგეტიკული საწარმოს მოწყობილობები, რომლებიც საჭიროა ელექტროენერგიის გადაცემისა და განაწილებისთვის; ჰ6) ელექტროენერგიის სასისტემო მომსახურება − ელექტროენერგეტიკული სისტემების სათანადოდ ოპერირებისთვის აუცილებელი მომსახურება, მათ შორის, ელექტროენერგიის გადაცემის ან/და განაწილების ქსელებში გადატვირთვის მართვა და დამხმარე მომსახურება; ჰ7) ელექტროენერგიის გადამცემი ქსელი − ელექტროენერგეტიკული ქსელი, რომელიც შედგება ელექტროენერგეტიკული მოწყობილობების, ტრანსფორმატორებისა და ელექტროენერგიის გადამცემ სისტემაში არსებული მიწოდების პუნქტების დამაკავშირებელი, 110 კილოვოლტზე მაღალი ძაბვის საფეხურის ხაზებისგან, აგრეთვე ტელეკომუნიკაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების აღჭურვილობებისა და სხვა ინფრასტრუქტურისგან, რომლებიც საჭიროა ქსელის ფუნქციონირებისათვის. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ცალკეული 110-კილოვოლტიანი ან 110 კოლოვოლტზე დაბალი ძაბვის საფეხურის ხაზი/ქვესადგური, რომელიც გამოიყენება სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის, შესაძლებელია გაყვანილ იქნეს ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის კატეგორიაში, რაც საგანგებოდ აღინიშნება გადაცემის ლიცენზიაში; ჰ8) ელექტროენერგეტიკული საწარმო − ნებისმიერი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი , (გარდა საბოლოო მომხმარებლისა), რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, განაწილებისან და მიწოდების საქმიანობებიდან ერთ-ერთს მაინც ან/და არის ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის ან/და ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების მესაკუთრე ან/და ელექტროენერგიის დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, ვაჭრობს ელექტროენერგიით ან ახორციელებს ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირებას ან ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირებას და პასუხისმგებელია აღნიშნულ საქმიანობებთან დაკავშირებული კომერციული, ტექნიკური ან/და მოვლა-პატრონობის ფუნქციების განხორციშელებაზე ; ჰ 9) კვალიფიციური მომხმარებელი − საბოლოო მომხმარებელი , რომელიც უფლებამოსილია იყიდოს ელექტროენერგია ან /და ბუნებრითვი გაზი მის მიერ ; ჰ9) (არჩეული მიმწოდღებლისგან ან ორგანიზებულ ბაზარზე , მიწოდების ან ბაზრის წესების შესაბამისად - 22.12.2021, №1198); ჰ10) ენერგეტიკული გაერთიანების მხარეები − ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების ხელშემკვრელი მხარეები, აგრეთვე ევროპის კავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები; ჰ11) ენერგეტიკული ბაზარი − ელექტროენერგეტიკის ან/და ბუნებრივი გაზის ბაზარი; ჰ12) ენერგეტიკული საწარმო − ელექტროენერგეტიკული ან/და ბუნებრივი გაზის საწარმო; ჰ13) საბოლოო მომხმარებელი − მომხმარებელი, რომელიც ელექტროენერგიას ან/და ბუნებრივ გაზს საკუთარი მოხმარებისთვის ყიდულობს, ავტოგაზგასამართი სადგური, ელექტროეტრანესპორგტიას დამტენი პუნქტი/დსა ბდგუნებრივ გაზს ; ჰ14) ბაზისური სიმძლავრე − ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის ან ბუნებრივი გაზის საცავის მოწყობილობის ან გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობის სიმძლავრე, რომელიც შესაბამისი სისტემის ოპერატორთან ხელშეკრულების საფუძველზე გარანტირებულია, როგორც უწყვეტი სიმძლავრე; ჰ15) გარანტირებული სიმძლავრე − ელექტროენერგიის წარმოების მოწყობილობების სიმძლავრე, რომელიც დარეზერვებულია ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და საიმედოობის, მათ შორის, მიწოდებისა და მოთხოვნის ბალანსის, უზრუნველსაყოფად; ჰ16) ჰორიზონტალურად ინტეგრირებული ელექტროენერგეტიკული საწარმო − ელექტროენერგეტიკული საწარმო, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის გაყიდვის მიზნით წარმოების, გადაცემის, განაწილების, მიწოდების, ელექტროენერგიით ვაჭრობის ან ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების ფუნქციებიდან სულ მცირე ერთს მაინც იმგვარად, რომ არ არის ვერტიკალურად ინტეგრირებული ელექტროენერგეტიკული საწარმო და ამავდროულად ახორციელებს სხვა ისეთ საქმიანობას, რომელიც არ უკავშირდება ელექტროენერგეტიკას; ჰ17) ჰორიზონტალურად ინტეგრირებული ბუნებრივი გაზის საწარმო − ბუნებრივი გაზის საწარმო, რომელიც ახოსრციეულებს ბუნებრივი გაზის წარმოების, გადაცემის, განაწილების, მიწოდების ,ა და შენახვის, ბუნებრივი გაზით ვაჭრობისან და ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერირების ფუნქციებიდან სულ მციერთ-ე ერთს მაინც იმგვარად სე, რომ არ არის ვერტიკალურად ინტეგრირებული ელექტროებუნებრგეტიკულვი გაზის საწარმო, და არომელიც იმავდროულად ახორციელებს სხვა ისეთ საქმიანობას, რომელიც ბუნებრივ გაზს არ უკავშირდება ბუნებრივ გაზს ; ჰ18) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი − საბოლოო მომხმარებელი, რომელიც ყიდულობს ელექტროენერგიას ან/და ბუნებრივ გაზს საკუთარი, საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, რაც არ მოიცავს კომერციულ ან პროფესიულ საქმიანობას; ჰ19) ურთიერთდაკავშირებული სისტემა − ერთმანეთთან ერთი ან ერთზე მეტი ურთიერთდამაკავშირებლით ფიზიკურად დაკავშირებული ელექტროენერგეტიკული ან ბუნებრივი გაზის სისტემები; ჰ20) ურთიერთდამაკავშირებელი − ელექტროენერგიის გადამცემი ხაზი ან ბუნებრივი გაზის გადამცემი მილსადენი, რომელიც კვეთს საქართველოსა და სხვა ქვეყანას შორის არსებულ საზღვარს ან გადაჭიმულია მის გასწვრივ საქართველოს ელექტროენერგეტიკული ან ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის სხვა ქვეყნის შესატყვის გადამცემ სისტემასთან დაკავშირების მიზნით; ჰ21) წყვეტადი სიმძლავრე − სიმძლავრე, რომელიც შეიძლება შეწყდეს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის, ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის ან გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის მიერ, იმავე სისტემის ოპერატორთან დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად; ჰ22) ელექტროენერგიის დღიური ბაზარი − ელექტროენერგიის ორგანიზებული საბითუმო ბაზარი (ბირჟა), სადაც ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება განგრძობადი ვაჭრობის გზით, დღით ადრე ბაზრის დახურვის შემდეგ წარმოქმნილი გარიგებების საფუძველზე; ჰ23) მსხვილი მომხმარებელი − ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი, რომელსაც აქვს ელექტროენერგიის სანბითუმო ბაზარზე ან ბულ ენებრივი გეტაზიკს საბითულმო ბაზარზე ვაჭრობის უფლება და რომლის კრიტერიუმებსა და სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავს კომისია; ჰ24) ლიცენზია − კომისიის მიერ გადაწყვეტილების საფუძველზე პირისთვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული, ამ კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება; ჰ25) ლიცენზიის მაძიებელი − პირი, რომელიც მიმართავს კომისიას ამ კანონით რეგულირებული სალიცენზიო საქმიანობისთვის ლიცენზიის გაცემის მოთხოვნით; ჰ26) ლიცენზიატი − პირი, რომელიც ფლობს ამ კანონით რეგულირებული სალიცენზიო საქმიანობის ლიცენზიას; ჰ27) ქსელის გაზი − ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემაში (გარდა იმ მოწყობილობებისა, რომლებიც დარეზერვებულია ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის, მისი ფუნქციების განსახორციელებლად) კომპრესირების გზით შენახული ბუნებრივი გაზი; ჰ28) გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობა − ტერმინალი, რომელიც გამოიყენება ბუნებრივი გაზის გათხევადებისთვის ან გათხევადებული ბუნებრივი გაზის იმპორტისთვის, გადმოტვირთვისა და რეგაზიფიკაციისთვის. გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობა მოიცავს რეგაზიფიკაციის პროცესისა და ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემაში შემდგომი მიწოდებისთვის საჭირო დამხმარე მომსახურებასა და დროებით საცავს, გარდა გათხევადებული ბუნებრივი გაზის ტერმინალების იმ ნაწილისა, რომელიც ბუნებრივი გაზის შესანახად გამოიყენება; ჰ29) გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობის სიმძლავრე − გათხევადებული ბუნებრივი გაზის ტერმინალში არსებული სიმძლავრე, რომელიც გამოიყენება ბუნებრივი გაზის გათხევადების ან გათხევადებული ბუნებრივი გაზის იმპორტისთვის, გადმოტვირთვისთვის, დამხმარე მომსახურების გაწევისთვის, დროებითი შენახვისა და რეგაზიფიკაციისთვის; ჰ30) გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი − ბუნებრივი გაზის საწარმო, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი გაზის გათხევადებას ან გათხევადებული ბუნებრივი გაზის იმპორტს, გადმოტვირთვასა და რეგაზიფიკაციას და პასუხისმგებელია გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობის ოპერირებაზე; ჰ31) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური − საბოლოო მომხმარებლის ან საბოლოო მომხმარებელთა ჯგუფის მფლობელობაში/სარგებლობაში არსებული , ელექტროენერგიის წარმოების ობიექტი, რომელიც იყენებს განახლებადი ენერგიის წყაროებს, უკავშირდება ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელს და რომლის დადგმული სიმძლავრე 100 კილოვატს არ აღემატება 100 კილოვატს , გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომისიის მიერ განსაზღვრულია უფრო მაღალი ზედა ზღვარი . ა განსაზღვრული; ამასთანავე, ასეთ შემთხვევაშიც ზედა ზღვარი 500 კილოვატს არ უნდა აღემატებოდეს 500 კილოვატს ; ჰ32) სამინისტრო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; ჰ33) ბუნებრივი გაზის საბალანსო ბაზარი − ორგანიზებული ბაზარი ბუნებრივი გაზის სისტემის დასაბალანსებლად საჭირო ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვისთვის; ჰ34) ბუნებრივი გაზის დერივატივი − ფინანსური საბაზრო ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეების ბუნებრივი გაზის საბაზრო ფასის შესაძლო რყევებისგან დასაცავად; ჰ35) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელი − ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურა, რომელიც აკავშირებს მიწოდების პუნქტსა და მომხმარებელს აკავშირებს და რომლის საპროექტო წნევა ან/და მუშა წნევა 1.2 მეგაპასკალს არ აღემატება 1, 2 მპა -ს , აგრეთვე ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის მიწოდების ყველა პუნქტში არსებული აღრიცხვისა და რეგულირების სადგურები, ელექტრონული საკომუნიკაციებიო და საინფორმაციო სისტემები და სხვა ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია ბუნებრივი გაზის განაწილებისათვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა ; ჰ36) ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზარი − ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვისთვის ამ კანონით, ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციით, ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად ორგანიზებული ბაზარი ან/და ბუნებრივი გაზითა და დას ორმხმარე მომსაივი ხუელშეკრულებებით ვს ბაჭზარობისთვის ; ჰ37) ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერატორი − პირი, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს ბუნებრივი ბაზრის გარკვეული სეგმენტების ორგანიზებაზე, რაც განისაზღვრება ამ კანონისა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად; ჰ38) ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილე − ფიზიკური ან იურიდიული პირი, მათ შორის, სისტემის ოპერატორი, რომელიც უფლებამოსილია ბუნებრივი გაზის ბაზარზე ბუნებრივი გაზის ყიდვაზე ან/და გაყიდვაზე ამ კანონის, ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად; ჰ39) ბუნებრივი გაზის მწარმოებელი − ბუნებრივი გაზის საწარმო, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი გაზის წარმოების მოწყობილობის ოპერირებას და უფლებამოსილია ბუნებრივი გაზის გადამუშავებაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ჰ40) ბუნებრივი გაზის საცავის სიმძლავრე − ბუნებრივი გაზის საცავის მოცულობის, საცავის მოწყობილობის ჩაჭირხვნის და მიწოდების სიმძლავრეების ნებისმიერი კომბინაცია; ჰ41) ბუნებრივი გაზის საცავის მოწყობილობა − ბუნებრივი გაზის საწარმოს საკუთრებაში არსებული ან/და მის მიერ ოპერირებადი, ბუნებრივი გაზის მარაგების შესაქმნელად გამოყენებული მოწყობილობა, მათ შორის, გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ის ნაწილები, რომლებიც გამოიყენება ბუნებრივი გაზის შესანახად. ბუნებრივი გაზის საცავის მოწყობილობად არ ჩაითვლება ის ნაწილი, რომელიც გამოიყენება ბუნებრივი გაზის წარმოების მიზნით, აგრეთვე ის მოწყობილობები, რომლებიც დარეზერვებულია ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის, მისი ფუნქციების შესასრულებლად; ჰ42) ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი − ბუნებრივი გაზის საწარმო, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი გაზის შენახვის ფუნქციას და პასუხისმგებელია ბუნებრივი გაზის საცავის მოწყობილობის ოპერირებაზე; ჰ43) ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი − ბუნებრივი გაზის საწარმო, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი გაზის მიწოდებას საბოლოო მომხმარებლებისთვის; ჰ44) ბუნებრივი გაზის სისტემა − ბუნებრივი გაზის საწარმოს საკუთრებაში ან/და ოპერირებაში მყოფი ბუნებრივი გაზის გადამცემი ან/და გამანაწილებელი ქსელი ან/და ბუნებრივი გაზის საცავის ან/და გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობები, მათ შორის, ქსელის გაზის შენახვისთვის, აგრეთვე დამხმარე მომსახურების განმახორციელებელი მოწყობილობები და დაკავშირებული საწარმოების მოწყობილობები, რომლებიც საჭიროა ბუნებრივი გაზის გადაცემისთვის, განაწილებისა და შენახვისთვის, აგრეთვე გათხევადებულ ბუნებრივ გაზზე წვდომისთვის; ჰ45) ბუნებრივი გაზის სასისტემო მომსახურება − ბუნებრივი გაზის სისტემების სათანადოდ ოპერირებისთვის საჭირო მომსახურება, მათ შორის, ბუნებრივი გაზის გადამცემი და გამანაწილებელი ქსელების მართვა, მიწოდების აღდგენა, წნევის რეგულირება და კონტროლი; ჰ46) ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელი − ინფრასტრუქტურა, რომლის საპროექტო წნევა 1.2 მეგაპასკალს აღემატება 1, 2 მპა -ს , აგრეთვე ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის მიწოდების ყველა წერპუნქტილში არსებული საზომი და მარეგულირებელი სადგურები, ჩამკეტი კვანძები, საკომპრესორო სადგურები, ელექტრონული საკომუნიკაციო და საინფორმაციო სისტემები და სხვა ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია ბუნებრივი გაზის გადაცემისთვისა და ქსელის გაზის შესანახად ვისთვის, გარდა „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებისა; ჰ47) ბუნებრივი გაზის საწარმო − ნებისმიერი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი , (გარდა საბოლოო მომხმარებლისა), რომელიც ახორციელებს ბუნებრივი გაზის წარმოების, გადაცემის, განაწილების, მიწოდებისან და შენახვის საქმიანობებიდან ერთ-ერთს მაინც ან/და არის ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის ან/და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელების მესაკუთრე ან/და ბუნებრივი გაზის დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, ვაჭრობს ბუნებრივი გაზით , (მათ შორის, გათხევადებული ბუნებრივი გაზით) ან ახორციელებს ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერირებას ან ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირებას და პასუხისმგებელია აღნიშნულ საქმიანობებთან დაკავშირებული კომერციული, ტექნიკური ან/და მოვლა-პატრონობის ფუნქციების განხორციშესრულებაზე ისთვის; ჰ48) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი − მომხმარებელი, რომელიც ელექტროენერგიას ან/და ბუნებრივ გაზს ყიდულობს არასაყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის , მათ შორყის , საწარმდულოები და ტრეიდერები ს; ჰ49) ელექტროენერგეტიკული ქსელების საოპერაციო უსაფრთხოება − პროგნოზირებად გარემოებებში ელექტროენერგიის გადამცემი და შესაბამის შემთხვევებში გამანაწილებელი ქსელების უწყვეტი ოპერირება; ჰ50) ელექტროენერგეტიკული სისტემის პარალელური ოპერირება − ორი ან ორზე მეტი ურთიერთდაკავშირებული მეზობელი ელექტროენერგეტიკული სისტემის ან მათი ნაწილების სინქრონული ან ასინქრონული ოპერირება ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, განსაზღვრული პარამეტრებით; ჰ51) მიწოდების პუნქტი − სისტემის განსაზღვრული პუნქტი, ურთიერთდაკავშირების პუნქტის ჩათვლით, რომელშიც შესაბამისი სისტემის ოპერატორი სისტემით მოსარგებლეს ან მომხმარებელს აწვდის ელექტროენერგიას ან ბუნებრივ გაზს, შემდგომი ტრანსპორტირებისთვის ან მოხმარებისთვის; ჰ52) მიღების პუნქტი − სისტემის განსაზღვრული პუნქტი, ურთიერთდაკავშირების პუნქტის ჩათვლით, რომელშიც შესაბამისი სისტემის ოპერატორი მწარმოებლებისგან ან სხვა ურთიერთდაკავშირებული სისტემებისგან იღებს ელექტროენერგიას ან/და ბუნებრივ გაზს; ჰ53) ბუნებრივი გაზის წარმოება − ბუნებრივი გაზის სისტემაში მიწოდებამდე ბუნებრივი გაზის მოპოვება, დამუშავება ან/და გადამუშავება მისი შემდგომი ტრანსპორტირების, შენახვის, ხელახალი გადამუშავების ან/და მოხმარების მიზნით; ჰ54) დაცული მომხმარებელი − ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული საყოფაცხოვრებო მომხმარებელი დან მცირე ზომის საწარმო, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან ან ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელთან მიერთებული ძირითადი სოციალური დანიშნულების დაწესებულება და, ცენტრალური გათბობის ის დანადგარი, რომელიც არის ზემოაღნიშნული მომხმარებლების გათბობის წყარო ,და მიერთებულია ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ან გადამცემ ქსელთან და შენ ბუძლნებელრივი გა მათზის გადარმცემ ქსელთვან, რომლის სხვა სახის საწვავზე გადართვა შეუძლებელია; ჰ55) საჯარო მომსახურების ვალდებულება − საერთო ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ენერგეტიკული საწარმოსთვის დაკისრებული ვალდებულება, გასწიოს მომსახურება, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს უსაფრთხოებასთან, მიწოდების უსაფრთხოების ჩათვლით, უწყვეტობასთან, ხარისხთან ან ფასთან, აგრეთვე გარემოს დაცვასთან. საჯარო მომსახურების ვალდებულება უნდა იყოს არადისკრიმინაციული და იმაზე მეტად არ უნდა ზღუდავდეს კონკურენციას, ვიდრე ეს აუცილებელია შესაბამისი საჯარო მომსახურების გასაწევად. ენერგეტიკული საწარმოს მიერ ამ კანონის შესაბამისად საჯარო მომსახურების გაწევა არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელება; ჰ56) დაკავშირებული საწარმო − საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აფილირებული ან/და ურთიერთდამოკიდებული პირები; ჰ57) რეგულირებული საწარმო − ყველა სახის ენერგეტიკული საწარმო, აგრეთვე წყალმომარაგების ლიცენზიატი, რომლის საქმიანობაც რეგულირდება ამ კანონის მიხედვით და ექვემდებარება კომისიის მარეგულირებელ კომპეტენციას; ჰ58) განახლებადი ენერგიის წყაროები − განახლებადი არაწიაღისეული ენერგიის წყაროები (ქარი, მზე, გეოთერმული ენერგია, ტალღები, ზღვის მიქცევა-მოქცევა, ჰიდროენერგია, ბიომასა, ნარჩენების გადამუშავებით მიღებული გაზი, წყალარინების გამწმენდი სადგურების გაზი და ბიოგაზი); ჰ59) მიწოდების უსაფრთხოება − ელექტროენერგეტიკული/ბუნებრივი გაზის სისტემის უნარი, მიაწოდოს ელექტროენერგია/ბუნებრივი გაზი საბოლოო მომხმარებელს ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით; ჰ60) მცირე საწარმო − ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი (გარდა ავტოგაზგასამართი სადგურისა და ელექტროტრანსპორტის დამტენი პუნქტისა/სადგურისა), რომლის დასაქმებულთა რიცხვი, წლიური ბრუნვა, ბუღალტრული ბალანსი ან/და სხვა მაჩვენებელი არ აღემატება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ მაჩვენებელს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ კანონის მიზნებისთვის მცირე საწარმოს კატეგორიას შესაძლებელია მიეკუთვნოს აგრეთვე საბიუჯეტო ორგანიზაცია იმავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მაჩვენებლებთან შესაბამისობის შემთხვევაში; ჰ61) ბუნებრივი გაზის შენახვა − შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ ბუნებრივი გაზის საცავის მოწყობილობაში ან გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობაში ბუნებრივი გაზის შენახვა, სისტემით მოსარგებლეებისთვის აღნიშნულთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის ჩათვლით; ჰ62) მიწოდება − საბოლოო მომხმარებელზე ელექტროენერგიის/ბუნებრივი გაზის, მათ შორის, გათხევადებული ბუნებრივი გაზის გაყიდვა; ჰ63) მიწოდების ხელშეკრულება − ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის, მათ შორის, გათხევადებული ბუნებრივი გაზის, მიწოდების ხელშეკრულება; ჰ64) ბოლო ალტერნატივის მიწოდება − მიწოდება საჯარო მომსახურების გაწევის სახით, შეზღუდული ვადითა და რეგულირებული პირობებით, იმ საბოლოო მომხმარებლებისთვის, რომლებმაც, გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, ვერ აირჩიეს ან დაკარგეს ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი; ჰ65) სისტემა − ელექტროენერგეტიკული ან/და ბუნებრივი გაზის სისტემა; ჰ66) სისტემის ოპერატორი − ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი, ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორი, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი, გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი; ჰ67) სისტემით მოსარგებლე − სისტემის მომსახურებით მოსარგებლე ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი; ჰ68) „მიიღე ან გადაიხადე“ ხელშეკრულება − ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომელიც ავალდებულებს მყიდველს, გადაიხადოს სახელშეკრულებო სიმძლავრის სრული მოცულობის ან ხელშეკრულებით დადგენილი ნაწილის შესაბამისი ღირებულება, რეალური მოხმარების მიუხედავად; ჰ69) ტარიფი − კომისიის მიერ ამ კანონით განსაზღვრული წესით დადგენილი საქონლისა და მომსახურების ფასი; ჰ70) სატარიფო მეთოდოლოგია − იმ წესების, მეთოდებისა და პრინციპების ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრული და მიღებულია კომისიის მიერ და რომლებიც გამოიყენება ტარიფების ან/და საფასურების დასადგენად; ჰ71) ტექნიკური სიმძლავრე − მაქსიმალური ბაზისური სიმძლავრე, რომლის შეთავაზება სისტემით მოსარგებლეებისთვის შეუძლია ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორს, ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორს ან გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორს, ბუნებრივი გაზის სისტემის ერთიანობისა და შესაბამისი სისტემის საოპერაციო მოთხოვნების გათვალისწინებით; ჰ72) მესამე ქვეყანა − ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც არ არის ენერგეტიკული გაერთიანების მხარე ან ევროპის ეკონომიკური სივრცის წევრი; ჰ73) მესამე პირის დაშვება − ნებისმიერი პირის სისტემაზე დაშვებისა და სარგებლობის უფლება განსაზღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად; ჰ74) ვაჭრობა − ელექტროენერგიის/ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვა საქართველოს ტერიტორიაზე ან საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ გადაყიდვის მიზნით; ჰ75) ტრეიდერი − პირი, რომელიც შესაბამისი ბაზრის წესებით დადგენილი წესით საბითუმო ბაზარზე ვაჭრობს ელექტროენერგიით ან/და ბუნებრივი გაზით, გარდა სისტემის ოპერატორისა; ჰ76) ელექტროენერგიის გადაცემა − ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის ტრანსპორტირება მიღების პუნქტიდან მიწოდების პუნქტებამდე ელექტროენერგიის მიწოდების უზრუნველსაყოფად; ჰ77) ბუნებრივი გაზის გადაცემა − ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება მიწოდების პუნქტებამდე ბუნებრივი გაზის მიწოდების უზრუნველსაყოფად; ჰ78) გადამცემი სისტემის ოპერატორი: ჰ78.ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში − ელექტროენერგიის გადაცემის საქმიანობის განმახორციელებელი ელექტროენერგეტიკული საწარმო − ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამის არეალში ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერირებაზე, მოვლა-პატრონობასა და განვითარებაზე, აგრეთვე ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის სხვა სისტემებთან ურთიერთდაკავშირებაზე, სადაც შესაძლებელია, და ელექტროენერგიის გადაცემასთან დაკავშირებული გონივრული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით სისტემის გრძელვადიანი შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე; ჰ78.ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში − ბუნებრივი გაზის გადაცემის საქმიანობის განმახორციელებელი ბუნებრივი გაზის საწარმო − ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორი, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამის არეალში ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერირებაზე, მოვლა-პატრონობასა და განვითარებაზე, აგრეთვე ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის სხვა სისტემებთან ურთიერთდაკავშირებაზე, სადაც შესაძლებელია, და ბუნებრივი გაზის გადაცემასთან დაკავშირებული გონივრული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით სისტემის გრძელვადიანი შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე; ჰ79) გადამცემი სისტემის მესაკუთრე − საწარმო, რომელიც არის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის მესაკუთრე, მაგრამ არ არის გადამცემი სისტემის ოპერატორი; ჰ80) უნივერსალური მომსახურება − ელექტროენერგიის მიწოდება საჯარო მომსახურების გაწევის სახით, რეგულირებული პირობებით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე საწარმოსთვის, რომლებიც უფლებამოსილი არიან მიიღონ ეს მომსახურება ასეთი პირობებით, თავიანთი არჩევანით ან ავტომატურ რეჟიმში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ჰ81) გამოუყენებელი სიმძლავრე − ბაზისური სიმძლავრე, რომელიც სისტემით მოსარგებლემ მოიპოვა ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორთან, ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორთან ან გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე და რომლის გამოყენებაზედაც წინასწარი შეტყობინება არ განახორციელა ქსელის წესებით განსაზღვრულ ვადაში; ჰ82) ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმო: ჰ82.ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში − ვერტიკალურად ინტეგრირებული ელექტროენერგეტიკული საწარმო − ერთი მხრივ, ელექტროენერგიის გადაცემის ან/და განაწილების სულ ცოტა ერთი ფუნქციის და, ამავდროულად, მეორე მხრივ, ელექტროენერგიის წარმოების ან/და მიწოდების სულ ცოტა ერთი ფუნქციის განმახორციელებელი ელექტროენერგეტიკული საწარმო ან ელექტროენერგეტიკულ საწარმოთა ჯგუფი, რომელთა პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლზე უფლებამოსილია/უფლებამოსილი არიან ერთი და იგივე პირი/პირები; ჰ82.ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში − ვერტიკალურად ინტეგრირებული ბუნებრივი გაზის საწარმო − ერთი მხრივ, ბუნებრივი გაზის გადაცემის, განაწილების ან/და შენახვის სულ ცოტა ერთი ფუნქციის ან/და გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობის ოპერირების და, ამავდროულად, მეორე მხრივ, ბუნებრივი გაზის წარმოების ან/და მიწოდების სულ ცოტა ერთი ფუნქციის განმახორციელებელი ბუნებრივი გაზის საწარმო ან ბუნებრივი გაზის საწარმოთა ჯგუფი, რომელთა პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლზე უფლებამოსილია/უფლებამოსილი არიან ერთი და იგივე პირი/პირები; ჰ83) მოწყვლადი მომხმარებელი − საყოფაცხოვრებო მომხმარებელი, რომელსაც მისი სტატუსისა თუ მდგომარეობის გამო, საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული აქვს სისტემით სარგებლობის ან/და ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის მიღების ან/და წყალმომარაგებით სარგებლობის უფლება შეღავათიანი პირობებით; ჰ84) მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური − ელექტროსადგური, რომლის საპროექტო სიმძლავრე არ აღემატება 15 მეგავატს; ჰ85) წყალმომარაგების სისტემა − სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემა ან/და წყალარინების სისტემა; ჰ86) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემა − წყლის მიღების, ტრანსპორტირებისა და განაწილების ქსელის (მილსადენი, რეზერვუარი, ღია და დახურული არხები, საჭიროების შემთხვევაში, სატუმბი სადგური და სხვა) ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება წყლის მომხმარებლისთვის სასმელი წყლის მისაწოდებლად; ჰ87) წყალარინების სისტემა − წყალარინების ქსელების, როგორც მიწისქვეშა, ისე მიწისზედა უდაწნეო ან/და სადაწნეო მილსადენების, გვირაბების, სპეციალური შენობა-ნაგებობების (გამწმენდი ნაგებობა, სატუმბი სადგური და სხვა) და მოწყობილობა-დანადგარების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლებისგან ჩამდინარე წყლების მიღებას, გატარებას და დასაშვებ ნორმამდე გაწმენდას; ჰ88) სასმელი წყალი − სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული შესაბამისი ხარისხის წყალი; ჰ89) სასმელი წყლის ხარჯვის ნორმა − სასმელი წყლის ტარიფის გაანგარიშებისას კომისიის მიერ თითოეული წყალმომარაგების ლიცენზიატისთვის ინდივიდუალურად განსაზღვრული ერთ სულ მოსახლეზე სასმელი წყლის ნორმა, რომელიც აისახება წყალმომარაგების ტარიფში; ჰ90) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმა − ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორის მიერ ორგანიზებული პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვა ბაზრის მონაწილეებს შორის ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე, ბაზრის წესების შესაბამისად; ჰ91) დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი − ელექტროენერგიის დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ან/და ბუნებრივი გაზის დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი; ჰ92) ელექტროენერგიის ორგანიზებული ბაზარი − ელექტროენერგიის სტანდარტიზებული პროდუქტებისა და დამხმარე მომსახურების ყიდვა- გაყიდვისთვის ელექტროენერგიის ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ოპერატორის მიერ ორგანიზებული ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი, მათ შორის, ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარი, ელექტროენერგიის დღიური ბაზარი ან/და ელექტროენერგიის საბალანსო ბაზარი; ჰ93) ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარი − ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი, სადაც ელექტროენერგიისა და დამხმარე მომსახურების ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება ბაზრის მონაწილეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკების გზით, ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე ან ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მეშვეობით; ჰ94) ბუნებრივი გაზის ორგანიზებული ბაზარი − ბუნებრივი გაზის ყიდვა- გაყიდვისთვის ბუნებრივი გაზის ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ოპერატორის მიერ ორგანიზებული ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზარი; ჰ95) ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარი − ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზარი, სადაც ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება ბაზრის მონაწილეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკების გზით, ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე ან ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მეშვეობით.