„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
Law of Georgia (1)
- on Energy and Water Supply 20.12.2019
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-3 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო;“.
2. 51-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. გადამცემი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს, რომ კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოებისთვის, მათ შორის, კომისიისა და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთვის, აგრეთვე ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის ხელმისაწვდომი იყოს ამ მუხლით გათვალისწინებული ყველა ინფორმაცია, აგრეთვე სისტემით მოსარგებლეების ქსელთან ეფექტიანი დაშვებისთვის საჭირო ტექნიკური ინფორმაცია და გამჭვირვალობის მოთხოვნებთან დაკავშირებული ინფორმაცია არანაკლებ 5 წლის განმავლობაში.“.
3. 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) უზრუნველყოს ამ კანონის 86-ე მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის 5 წლის ვადით შენახვა და კომპეტენტური სახელმწიფო უწყებებისთვის, მათ შორის, კომისიისა და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთვის, აგრეთვე ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის ხელმისაწვდომობა;“.
4. 92-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) უზრუნველყოს ამ კანონის 93-ე მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის 5 წლის ვადით შენახვა და კომპეტენტური სახელმწიფო უწყებებისთვის, მათ შორის, კომისიისა და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთვის, აგრეთვე ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის ხელმისაწვდომობა;“.
5. 107-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მიმწოდებელი უზრუნველყოფს ტრეიდერებთან, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებთან და შესაბამის შემთხვევაში ბუნებრივი გაზის საცავისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემების ოპერატორებთან გაფორმებული მიწოდების ხელშეკრულებების ფარგლებში და ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის დერივატივებით განხორციელებულ ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის არანაკლებ 5 წლის ვადით შენახვას და სახელმწიფო ორგანოებისთვის, მათ შორის, კომისიისა და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთვის, აგრეთვე ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის ხელმისაწვდომობას.“.
6. 117-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს მთავრობის, სამინისტროს, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოთხოვნით;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
თბილისი, 29 ნოემბერი 2023 წ. N3763-XIIIმს-Xმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.11.2023.
- როდის იქნა მიღებული „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.11.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3763-XIIIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 300280000.05.001.102039.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.11.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3763-XIIIმს-Xმპ, 29.11.2023, სარეგისტრაციო კოდი 300280000.05.001.102039 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.11.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5976596/