1. სოციალური დახმარების მისაღებად, ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს.
2. მუნიციპალიტეტში შემოსული დახმარების მთხოვნელთა განცხადებები თანდართული დოკუმენტაციით შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამსახურში.
3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს პროგრამის დასახელება და დოკუმენტაცია წარმოდგენილ იქნას სრულყოფილად.
4. მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ვადად განისაზღვრება 30 კალენდარული დღე.
5.პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ (ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია ორჯერ) საოპერაციო, სამკურნალო და სხვა სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსებას,გარდა სტომატოლოგიის და პლასტიკური ოპერაციებისა.
6. დაფინანსება მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განისაზღვრება არა უმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
7. 3000 (სამი ათასი) ლარის ზევით დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულ