პროგრამა ითვალისწინებს ონკოლოგიური ავადმყოფების საოპერაციო, სამკურნალო და სხვა სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას, თუ:
1) ავადმყოფს ესაჭიროება ონკოლოგიური მანიპულაციებისათვის გამოკვლევები მუნიციპალიტეტის მხრიდან დაფინანსდება არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.
2) საოპერაციო, სამკურნალო და სხვა სამედიცინო მომსახურება არ ფინანსდება კერძო დაზღვევით ან/და საყოველთაო ჯანდაცვის ან/და სხვა სახელმწიფო პროგრამით, დახმარება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვრება:
ა) ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ღირებულების 80%-ით;
ბ) ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ღირებულების 100%-ით, თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-სს.
3) საოპერაციო, სამკურნალო და სხვა სამედიცინო მომსახურება ნაწილობრივ ფინანსდება კერძო დაზღვევით ან/და საყოველთაო ჯანდაცვის ან/და სხვა სახელმწიფო პროგრამის მიერ თანადაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვრება:
ა) ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ღირებულების 50% -ით;
ბ) ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ღირებულების 100% -ით, თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს