ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამისა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33 |
|
2019 წლის 25 დეკემბერი ქ. ამბროლაური |
|
2. პროგრამის მიზანია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.
3. პროგრამა უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით ან კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ, აგრეთვე მომსახურების იმ ნაწილის დაფინანსებას, რომელიც არ/ან ნაწილობრივ ანაზღაურდება საყოველთაო ჯანდაცვისა და სხვა სახის დაზღვევით.
4. პროგრამა მოიცავს სამედიცინო მომსახურების შემდეგ ქვეპროგრამებს:
ა) ხანგრძლივად მოავადე პაციენტთა სამედიცინო მომსახურების ქვეპროგრამა (მედიკამენტური მკურნალობა);
ბ) ონკოლოგიური/სიმსივნური დაავადების მქონე პაციენტთა დაფინანსების/ თანადაფინანსების ქვეპროგრამა;
გ) ამბულატორიულ მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ქვეპროგრამა;
დ) ქირურგიული ოპერაციის საჭიროების მქონე პაციენტთა თანადაფინანსების ქვეპროგრამა;
ე) ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა დიეტური კვებით მკურნალობა.
2. დახმარება გაეწევა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, 150 001-მდე (ას ორმოცდაათი ათას ერთამდე) სარეიტინგო ქულის მქონე, სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაავადებების მქონე პაციენტების მედიკამენტური მკურნალობა დაფინანსდება წლიური 150 (ას ორმოცდაათი) ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.
4. დაფინანსების მიღების მიზნით ბენეფიციარმა/წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-N100/ა), სადაც მითითებული იქნება:
გ.ა) მასზედ, რომ პაციენტი საჭიროებს მუდმივი მედიკამენტური მკურნალობის კურსს;
გ.ბ) იმ მედიკამენტების ჩამონათვალი (მკურნალობის მიმდინარე კურსზე რაოდენობრივად გათვლილი), რომელიც უნდა დაფინანსდეს;
დ) ანგარიშფაქტურა ან ინვოისი;
ე) ცნობა/მიმართვა სოციალური მომსახურების ცენტრიდან მედიკამენტის დაფინანსების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ;
ზ) ფიზიკური პირის სარეგისტრაციო მონაცემების ამსახველი საინფორმაციო ბარათი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან“ განცხადება-ანკეტის (ფორმა N1) ასლი (თუ ბენეფიციარის პირადობის მოწმობაში არ არის დაფიქსირებული რეგისტრაციის მისამართი) საჭიროების შემთხვევაში.
2. ბენეფიციარი ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით წლიური 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე, მათ შორის, სამედიცინო კვლევები – არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარისა.
3. ქვეპროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება საზღვარგარეთ მკურნალობა და უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურებისათვის გადახდილი თანხა.
4. ბენეფიციარმა/წარმომადგენელმა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ( ფორმაIV-N100/ა);
დ) ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი;
ე) ცნობა/მიმართვა სოციალური მომსახურების ცენტრიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების არარსებობის ან ნაწილობრივი დაფინანსებისა და მისი ოდენობის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) ფიზიკური პირის სარეგისტრაციო მონაცემების ამსახველი საინფორმაციო ბარათი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან“ განცხადება-ანკეტის (ფორმა N1) ასლი (თუ ბენეფიციარის პირადობის მოწმობაში არ არის დაფიქსირებული რეგისტრაციის მისამართი) საჭიროების შემთხვევაში.
ზ) დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან (საჭიროების შემთხვევაში).
2. ბენეფიციარი დაფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წლიური ლიმიტით არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა (გარდა მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა).
3. ქვეპროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება საზღვარგარეთ ჩასატარებელი და უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურებისათვის გადახდილი თანხა.
4. ქვეპროგრამით დაფინანსდება შემდეგი მომსახურებები:
ა) კომპიუტერული ტომოგრაფია;
ბ) მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფია;
გ) კორონაროგრაფია - 100%-ით;
დ) ელასტოგრაფია;
ე) დოპლეროგრაფია;
5. ბენეფიციარმა/წარმომადგენელმა დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ( ფორმა IV-N100/ა);
დ) ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი;
ე) ცნობა/მიმართვა სოციალური მომსახურების ცენტრიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების არარსებობის ან ნაწილობრივი დაფინანსებისა და მისი ოდენობის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) სოციალურად დაუცველმა - ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);
ზ) ფიზიკური პირის სარეგისტრაციო მონაცემების ამსახველი საინფორმაციო ბარათი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან“ განცხადება-ანკეტის (ფორმა N1) ასლი (თუ ბენეფიციარის პირადობის მოწმობაში არ არის დაფიქსირებული რეგისტრაციის მისამართი) (საჭიროების შემთხვევაში);
თ) დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან (საჭიროების შემთხვევაში).
2. დახმარება გაეწევა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 150 001-მდე (ას ორმოცდაათი ათას ერთამდე) სარეიტინგო ქულის მქონე, სოციალურად დაუცველ პირებს (გარდა 0-18 წლამდე ბავშვებისა და ბენეფიციარებისა, რომელთაც ჩაუტარდათ მწვავე-გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია).
3. მოსარგებლე ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით წლიური 1000 (ათასი) ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.
4. ქვეპროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება საზღვარგარეთ მკურნალობა და უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურებისათვის გადახდილი თანხა.
5. ბენეფიციარმა/წარმომადგენელმა დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ( ფორმა IV-N100/ა);
დ) ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი;
ე) ცნობა/მიმართვა სოციალური მომსახურების ცენტრიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების არარსებობის ან ნაწილობრივი დაფინანსებისა და მისი ოდენობის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) ფიზიკური პირის სარეგისტრაციო მონაცემების ამსახველი საინფორმაციო ბარათი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან“ განცხადება-ანკეტის (ფორმა N1) ასლი (თუ ბენეფიციარის პირადობის მოწმობაში არ არის დაფიქსირებული რეგისტრაციის მისამართი); (საჭიროების შემთხვევაში);
ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);
თ) დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან (საჭიროების შემთხვევაში).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაავადების მქონე პაციენტებს დიეტოთერაპიისათვის აუცილებელი სპეციალური უცილო პროდუქტი დაუფინანსდებათ წლიური ლიმიტით არაუმეტეს 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარისა.
3. დაფინანსების მიღების მიზნით ბენეფიციარმა/წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-N100/ა),
დ) ანგარიშ–ფაქტურა ან ინვოისი (იმ პროდუქტების ჩამონათვალით, რომელიც ექვემდებარება დაფინანსებას);
ე) ცნობა/მიმართვა სოციალური მომსახურების ცენტრიდან სამკურნალო პრეპარატების (დიეტური კვების პროდუქტების) დაფინანსების შესახებ;
ვ) ფიზიკური პირის სარეგისტრაციო მონაცემების ამსახველი საინფორმაციო ბარათი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან“ განცხადება-ანკეტის (ფორმა N1) ასლი (თუ ბენეფიციარის პირადობის მოწმობაში არ არის დაფიქსირებული რეგისტრაციის მისამართი). (საჭიროების შემთხვევაში).
2. პროგრამით მოსარგებლეს შეუძლია ისარგებლოს რამდენიმე ქვეპროგრამით, დახმარების საერთო ღირებულება ერთ მოსარგებლეზე წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 2000 (ორი ათას) ლარს, გარდა:
ა) ონკოლოგიური/სიმსივნური დაავადების მქონე პაციენტებისა - წლიური ლიმიტი არაუმეტეს 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარი;
ბ) ფენილკეტონური დაავადების მქონე პაციენტებისა - წლიური ლიმიტი არაუმეტეს 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარი.
3. პროგრამის ადმინისტრირებასა და კონტროლს ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური.
4. სამედიცინო მომსახურების სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების ფორმით.
5. პროგრამის შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლს ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.