დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ადგილობრივი მნიშვნელობის ზოგიერთ საავტომობილო გზაზე მოძრაობის ორგანიზების შესახებ

მიღების თარიღი 26.12.2019
ძალაში შესვლა 01.01.2020
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.152.016387
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2019
matsne.gov.ge 187 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.12.2019 მიღება
01.01.2020 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წიაღისეულის გადამზიდავი სატვირთო მანქანების მოძრაობის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 06.05.2016 „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 25.12.2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – ანგისის ქუჩაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 29.09.2022 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – მარუხის ქუჩაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 29.09.2022 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ადგილის ან/და დროის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 28.12.2023

დოკუმენტის ტექსტი

დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ადგილობრივი მნიშვნელობის ზოგიერთ საავტომობილო გზაზე მოძრაობის ორგანიზების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28 2019 წლის 26 დეკემბერი ქ. დუშეთი დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ადგილობრივი მნიშვნელობის ზოგიერთ საავტომობილო გზაზე მოძრაობის ორგანიზების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ” ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 1. დაწესდეს შეზღუდვა ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე, გუდაურის ტერიტორიის იმ ნაწილზე, რომელიც მოქცეულია დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში. კერძოდ, ზამთრის სეზონის ოფიციალური გახსნიდან სეზონის ოფიციალურ დახურვამდე, ყოველი პარასკევი დილის 10:00 საათიდან ორშაბათი დილის 10:00 საათამდე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით შეიზღუდოს სატვირთო ავტომობილების (№1, №2, №3 კატეგორიების) გადაადგილება. 2. აღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება ყველა ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, რომელიც მდებარეობს გუდაურის ტერიტორიის დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ნაწილზე. მათ შორის საერთაშორისო მნიშვნელობის გზიდან სასტუმრო მარკო-პოლომდე მიმავალ საავტომობილო გზაზე და საერთაშორისო მნიშვნელობის გზიდან გონდოლებამდე მისასვლელ გზაზე; მუხლი 2🔗 ამ დადგენილების პირველ მუხლში განსაზღვრულ ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, სატვირთო ავტომობილის მიერ განსაზღვრული დროის/ადგილის დარღვევით მოძრაობა გამოიწვევს საქართველოს კანონით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით” გათვალისწინებული სანქციების დაკისრებას. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ინაშვილი