„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№28
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.151.016297
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2019 წლის 25 დეკემბერი

დაბა სტეფანწმინდა

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ 16-მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისa და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო მოძრაობის ორგანიზება, კერძოდ: დაწესდეს შეზღუდვები ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე გუდაურისა და კობის ადმინისტრაციულ ერთეულში  ზამთრის სეზონის ოფიციალური გახსნიდან სეზონის ოფიციალურ დახურვამდე, ყოველი პარასკევი დილის 10:00 საათიდან ორშაბათი დილის 10:00 საათამდე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით სატვირთო ავტომობილების (N1,  N2,  N3  კატეგორიების) გადაადგილებასთან დაკავშირებით.
მუხლი 2
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №42 დადგენილების „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საფუძველზე, კობის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი მნიშვნელობის გზად განსაზღვრულია ს-3-დან სოფ. კობის ეკლესიასთან და ს-3-დან თრუსოს ხეობის სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.
მუხლი 3
გუდაურისა და სოფელ კობის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით სატვირთო ავტომობილის მიერ განსაზღვრული დროის/ადგილის დარღვევით მოძრაობა გამოიწვევს საქართველოს კანონის ,,ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი’’-თ გათვალისწინებული სანქციების დაკისრებას.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ სეთურიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.12.2019.
როდის იქნა მიღებული „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ“?
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ“ მიღებულია 25.12.2019. მიმღები ორგანო — ყაზბეგის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №28. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.151.016297.
რამდენი მუხლისგან შედგება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.12.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ“, №28, 25.12.2019, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.151.016297 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.12.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4747075/