სს „ჯორჯიან ბევერიჯის ჰოლდინგი“-ს ხმების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის გადაწყვეტილება N191225/01
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს „ჯორჯიან ბევერიჯის ჰოლდინგი“-ს
ხმების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის გადაწყვეტილება N191225/01
2019 წლის 25 დეკემბერს სს „ჯორჯიან ბევერიჯის ჰოლდინგის“ (ს/კ: 404589913) (შემდგომში „საზოგადოება“) 85.0807%-იანი აქციონერის – სს „საქართველოს კაპიტალი“-ს (ს/კ: 404549690) (შემდგომში – „აქციონერი“) მიერ, რომელიც წარმოდგენილია მისი გენერალური დირექტორის მოადგილის გიორგი ალფაიძის (პ/ნ: 60001032791) მიერ (უფლებამოსილების დამდგენი დოკუმენტი: რწმუნებულება გაცემული 2019 წლის 19 აპრილს სს „საქართველოს კაპიტალის“ გენერალური დირექტორის – ირაკლი გილაურის მიერ. რწმუნებულების სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 190433638, სანოტარო მოქმედების ინდივიდუალური ნომერი: 22351316882919), სახით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები ქვემოთ მითითებულ საკითხებზე.
ვინაიდან, „აქციონერი“ ფლობს სს „ჯორჯან ბევერიჯის ჰოლდინგის“ ჩვეულებრივი აქციების და შესაბამისად, ხმების 75%-ზე მეტს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.11 მუხლისა და „საზოგადოების“ წესდების თანახმად, წინამდებარე გადაწყვეტილება აქციონერთა საერთო კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.
დღის წესრიგი:
1. სს „ჯორჯიან ბევერიჯის ჰოლდინგი ს “ ნებადართული (განცხადებული) კაპიტალის გაზრდის შესახებ;
2. სს „ჯორჯიან ბევერიჯის ჰოლდინგი ს “ ახლადემიტირებულ აქციებზე უპირატესი შესყიდვის უფლების გაუქმების შესახებ;
3. ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ.
„აქციონერის“ მიერ მიღებული იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:
1. გაიზარდოს „საზოგადოების“ ნებადართული (გაცხადებული) კაპიტალი და განისაზღვროს 17,000,000 (ჩვიდმეტი მილიონი) ლარით. შევიდეს ცვლილება სს „ჯორჯიან ბევერიჯის ჰოლდინგი“-ს წესდებაში და დამტკიცდეს წესდების ახალი რედაქცია. კერძოდ, შეიცვალოს წესდების 3.1. და 3.2. პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,3.1 ,,საზოგადოების“ განცხადებული საწესდებო კაპიტალის ოდენობა განისაზღვრება 17,000,000 (ჩვიდმეტი მილიონი) ლარით.
,,3.2 საზოგადოების“ საწესდებო კაპიტალი დაყოფილია 1,700,000,000 (ერთი მილიარდ შვიდასი მილიონი) ჩვეულებრივ აქციად. ერთი ჩვეულებრივი აქციის ნომინალური ღირებულება შეადგენს 0.01 ლარს. ,,საზოგადოების“ აქციონერთა საერთო კრებაზე თითოეული ჩვეულებრივი აქცია მის მფლობელს ანიჭებს ერთი ხმის უფლებას.“
2. „საზოგადოების“ გენერალური დირექტორის მოხსენების საფუძველზე, „საზოგადოების“ კაპიტალის გაზრდისა და ახალი შენატანების ეფექტურად განხორციელების მიზნით, „საზოგადოების“ ნებადართული (განცხადებული) კაპიტალის ფარგლებში ახლადემიტირებულ აქციებზე გაუქმდეს უპირატესი შესყიდვის უფლება.
3. მიენიჭოს უფლებამოსილება „საზოგადოების“ გენერალურ დირექტორს და/ან მარიამ თითბერიძეს (პ/ნ: 01017042743) (შემდგომში „რწმუნებულები“), რათა მათ, ერთობლივად ან/და ცალ-ცალკე, უზრუნველყონ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების (წესდების ცვლილების) კანონით დადგენილი წესით გაფორმება/რეგისტრაცია (საჭიროების შემთხვევაში), ასევე ხელი მოაწერონ ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით ყველა საჭირო დოკუმენტს/ხელშეკრულებას, მათ შორის საზოგადოების წესდების ახალ რედაქციას, სარეგისტრაციო განაცხადებს და ყველა სხვა საჭირო დოკუმენტაციას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, აქციათა დამოუკიდებელ რეგისტრატორთან და შეასრულონ ამასთან დაკავშირებული ყველა საჭირო მოქმედება. „რწმუნებულები“ აგრეთვე უფლებამოსილნი არიან, რათა მათ, ერთობლივად ან/და ცალ-ცალკე, გამოაქვეყნონ წინამდებარე გადაწყვეტილება სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.
„აქციონერი ს “ სახელით:
გიორგი ალფაიძე
სს „საქართველოს კაპიტალი ს “
გენერალური დირექტორის მოადგილე