ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2020 წლის სოციალური დახმარების პროგრამის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №96 |
|
2019 წლის 27 დეკემბერი ქ. ბორჯომი |
|
ა) მრავალშვილიანი ოჯახები;
ბ) მარტოხელა მშობლები;
გ) ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახები;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დაბადებიდან 18 წლამდე ასაკის პირები;
ე) ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს რეგისტრირებული ოჯახები;
ვ) 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი პირები;
ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (I ჯგუფი) პირები;
თ) ოჯახები რომლებსაც ყავთ 18 წლამდე ასაკის 3 (სამი) შვილი რომელთაგან ერთ-ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირა;
ი) ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ღვაწლმოსილ პირები;
კ) ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 100 (ასი) წელის და მეტი მოქალაქეები;
ლ) ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაბადებიდან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრი „თებე“;
მ) ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი“;
ნ) სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი (0-დან 70000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე) ოჯახები;
ო) დიდი სამამულო ომის ვეტერანები, მათთან გათანაბრებული პირები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ომში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები, ასევე სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (ავღანეთი) ომის ვეტერანები, 1989 წლის 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებული პირები და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე ვეტერანები.
პ) ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები;
2. ოჯახები რომელთაც ყავთ 0-დან 18 წლამდე ასაკის 4 (ოთხი) შვილი ყოველთვიური დახმარება განისაზღვროს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ მომდევნო შვილზე 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3. „დედის დღე“-ის დღესასწაულის აღსანიშნავად მრავალშვილიან დედებს, რომელთაც ყავთ 0-დან 18 წლამდე ასაკის 4 (ოთხი) შვილი, ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
4. „ახალი წლის“ და „იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის“ დღესასწაულზე მრავალშვილიან ოჯახებს გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.
5. ასევე სოციალური დახმარებების პროგრამის ფარგლებში განხორციელდეს მრავალშვილიანი ოჯახების თანადაფინანსება კომუნალური გადასახადების გადახდისას შემდეგი ოდენობით;
ა) ელექტრო ენერგიის თანადაფინანსება 15 (თხუთმეტი) ლარის ოდენობით;
ბ) ბუნებრივი აირის თანადაფინანსება 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით.
6. დახმარების მისაღებად ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში მშობლებმა (მშობელმა) უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
გ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, სსიპ სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული განცხადება - ანკეტა (ფორმა N1) ასლი, თუ ბენეფიციართა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის.
დ) მშობლის (დედა, მამა) საბანკო ანგარიშის ნომერი.
ე) კომუნალური (ელექტრო ენერგია, ბუნებრივი აირი) გადასახადების ქვითრები;
2. მარტოხელა მშობელი, რომელიც რეგისტრირებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაეწიოს ერთჯერადი ფულადი დახმარება მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად.
3. დახმარების მისაღებად მარტოხელა დედამ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) შვილის დაბადების მოწმობის ასლი;
გ) მარტოხელა დედის სტატუსის დამდასტურებელი დოკუმენტი;
დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
2. დახმარება გაეწევათ ოჯახებს, რომლებსაც შეეძინათ შვილი მიმდინარე წელს ან გასული წლის ბოლო 3 (სამი) თვის განმავლობაში და მისი ასაკი არ აღემატება 6 (ექვს) თვეს.
3. გასული წლის ბოლო 3 თვის განმავლობაში შეძენილ შვილ(ებ)ზე დახმარება გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული გაცემა არ განხორციელდა 2019 წელს.
4. დახმარების მისაღებად მშობლებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, სსიპ სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული განცხადება - ანკეტა (ფორმა N1) ასლი, თუ ბენეფიციართა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის.
გ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;
დ) მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
2. დახმარების მისაღებად ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ქორწინების დამდასტურებელი მოწმობა;
გ) პირადობის დამდასტურებელი მოწმობები;
დ) განმცხადებლის ან მეუღლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
2. „ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს“ გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
3. „ახალი წლის“ და „იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის“ დღესასწაულზე გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.
4. ასევე სოციალური დახმარებების პროგრამის ფარგლებში განხორციელდეს მეურვე ოჯახების (პირების) თანადაფინანსება კომუნალური (ელექტრო ენერგია, ბუნებრივი აირი) გადასახადების გადახდისას.
5. დახმარების მისაღებად მეურვემ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) მშობლების გარდაცვალების მოწმობის და ბავშვის/ების დაბადების მოწმობის ასლი;
გ) მეურვეობის დამდასტურებელი დოკუმენტი;
დ) მეურვის საბანკო ანგარიშის ნომერი.
ე) კომუნალური (ელექტრო ენერგია, ბუნებრივი აირი) გადასახადების
2. „ახალი წლის“ და „იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის“ დღესასწაულზე გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.
3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა, ოჯახის წევრმა ან მეურვემ ბორჯომის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამდასტურებელი დოკუმენტი;
გ) მეურვის არსებობისას მეურვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი;
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა, ოჯახის წევრმა ან მეურვემ ბორჯომის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს;
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) მეურვის არსებობისას მეურვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში ნომერი;
ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. „დედის დღე“-ის დღესასწაულის აღსანიშნავად დედებს რომლებსაც ყავთ 3 (სამი) შვილი რომელთაგან ერთ-ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3. ასევე სოციალური დახმარებების პროგრამის ფარგლებში განხორციელდეს მრავალშვილიანი ოჯახების თანადაფინანსება კომუნალური გადასახადების გადახდისას შემდეგი ოდენობით;
ა) ელექტრო ენერგიის თანადაფინანსება 15 (თხუთმეტი) ლარის ოდენობით;
ბ) ბუნებრივი აირის თანადაფინანსება 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით.
4. დახმარების მისაღებად ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში მშობლებმა (მშობელმა) უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
გ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, სსიპ სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული განცხადება - ანკეტა (ფორმა N1) ასლი, თუ ბენეფიციართა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის.
დ) მშობლის (დედა, მამა) საბანკო ანგარიშის ნომერი.
ე) კომუნალური (ელექტრო ენერგია, ბუნებრივი აირი) გადასახადების ქვითრები;
ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი;
2. დახმარების მისაღებად ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ნათესაური კავშირის ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი
2. ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით „დიდი სამამულო ომი“-ს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ომში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანებს გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.
3. „ახალი წლის“ და „იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის“ დღესასწაულზე გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით:
ა) „დიდი სამამულო ომი“-ს მონაწილეებს და მათთან გათანაბრებულ პირებს;
ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე (ავღანეთი) ომის მონაწილეებს;
გ) ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებს;
დ) 1989 წლის 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებულ პირებს;
ე) „დიდი სამამულო ომი“-ში და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ომში მარჩენალ დაკარგულ ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალური დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზა“-ში და სარეიტინგო ქულა 160000-ს არ აღემატება.
ვ) „ომის ვეტერანი“-ს სტატუს მქონე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (I და II ჯგუფი) პირებს.
4. „დიდი სამამულო ომი“-ს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ომის ვეტერანთა გარდაცვალებისას ოჯახისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
5. დახმარების მისაღებად ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ომის ვეტერანის მოწმობის ასლი, მარჩენალ დაკარგულის დამდასტურებელი დოკუმენტი, 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებული და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილე პირის დამდასტურებელი დოკუმენტი;
დ) „დიდი სამამულო ომი“-ს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ომის ვეტერანთა გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ე) გარდაცვლილ ომის ვეტერანთან ნათესაური კავშირის დამდასტურებელი დოკუმენტი;
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
2. სარიტუალო დაკრძალვისთვის დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) ოჯახის წევრის, ნათესავის განცხადება მერის სახელზე;
ბ) იძულებით გადაადგილებული პირის დამდასტურებელი დოკუმენტი (დევნილის მოწმობა);
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) ნათესაური კავშირის დამდასტურებელი დოკუმენტი;
3. ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა (უპატრონო/უჭირისუფლო) მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებისთვის გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
4. სარიტუალო დაკრძალვისთვის დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) მეზობლების ერთობლივი განცხადება მერის სახელზე;
ბ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის შუამდგომლობის წერილი;
გ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
დ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
2. სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები რომელთა სარეიტინგო ქულა არის 160 000 დან 200 000-მდე და საჭიროებენ სტაციონარულ და ამბულატორიულ სმედიცინო მომსახურეობას დაფინანსება გაეწიოთ 100%-ით, მაგრამ არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა.
3. პირები რომლებიც არ არიან რეგსტირებულები სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, გარდა „C“ ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების, აუტისტური სპექტრის და დაუნის სინდრომის მქონე 18 წლამდე ასაკის პირების, მრავალშვილიანი ოჯახის წევრების, ობლების (დედით ან მამით) და მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვებისა, დიდი სამამულო ომისა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ომის ინვალიდ ვეტერანებისა და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა; და საჭიროებენ როგორც ამბულატორიულ ასევე სტაციონარულ სამედიცინო მომსახურეობას, გაეწიოთ დაფინანსება 70%-ის ოდენობით, მაგარამ არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა.
4. „C“ ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების, აუტისტური სპექტრის და დაუნის სინდრომის მქონე 18 წლამდე ასაკის პირების, მრავალშვილიანი ოჯახის წევრების, ობლებისა და მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვების, დიდი სამამულო ომის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ომის ინვალიდ ვეტერანთა და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეების მკურნალობის დაფინანსება განხორციელდეს სრულად, მაგრამ არა უმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა.
5. პირებს რომლებსაც ესაჭიროებათ ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურება, რომლის თანხა არ აღემატება 100 (ასი) ლარს დაფინანსება გაეწევათ სრულად.
ა) პირები რომლებიც რეგისტრირებულები არიან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზა“-ში და სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160000-ს მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის დაფინანსება გაეწევათ 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
ბ) პირები რომლებიც არ არიან რეგისტრირებულები სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზა“-ში მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის დაფინანსება გაეწევათ 100 (ასი) ლარის ოდენობით.
2. მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით სარგებლობა მოხდება წელიწადში ერთჯერადად, გარდა მე-20 და 21-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. პირები რომლებიც დაავადებულები არიან ენცეფალოპათიით და პარკინსონის კანკალა რიგიდული ფორმით, ასევე დაბადებიდან 18 წლამდე ასაკის ეპილეფსიით დაავადებული პირები რომლებსაც მინიჭებილი აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი მედიკამენტებით უზრველყოფისათვის წლის განმავლობაში დაფინანსდებიან 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.
3. პირები რომლებიც იმყოფებიან მუდმივად მწოლიარე მდგომარეობაში, არ ექვემდებარებიან გადაადგილებას და ესაჭიროებათ მედიკამენტებისა და ჰიგიენური საშუალებების შეძენა დაფინანსდებიან შემდეგი ოდენობით.
ა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზა“-ში და სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160000-ს მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის დაფინანსება გაეწევათ 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
ბ) პირები რომლებიც არ არიან რეგისტრირებულები სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზა“-ში მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის დაფინანსება გაეწევათ 100 (ასი) ლარის ოდენობით.
2. ონკოლოგიური პაციენტები (1, 2 და 4 კლინიკური ჯგუფი), რომლებსაც ქიმიოთერაპიის და რადიოთერაპიის მკურნალობის გარდა დამატებით ესაჭიროებათ სხვადასხვა ჯგუფის მედიკამენტები, წელიწადში ერთჯერადად გაეწიოთ დახმარება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ადგილობრივი ონკოლოგის დანიშნულების მიხედვით.
2. პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 14 ივნისის N1141 განკარგულების, ასევე ბორჯომის მუნიციპალიტეტისა და შპს სამკურნალო გამაჯანსაღებელი კომპლექსი „ოლიმპი“-ის დამფუძნებლის შეთანხმების საფუძველზე სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, 67000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე და 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსის ერთჯერადად დაფინანსებას 100%-ით.
2. ონკოლოგიური პაციენტების მედიკამენტებით უზრუნველყოფის და სამედიცინო მომსახურების დაფინანსება გათვალისწინებულია საყოველთაო და რეფერალური პროგრამით დაფინანსების ზემოთ დარჩენილ თანხაზე, ასევე იმ მომსახურებაზე რომელიც არ ფინანსდება საყოველთაო და რეფერალური პროგრამით, აღნიშნული მკურნალობისთვის განკუთვნილი ლიმიტის ამოწურვის გამო.
3. პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო დაფინანსება არ ვრცელდება:
ა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე და ტრანსპლანტაციის ხარჯებზე;
ბ) კურორტულ მომსახურეობაზე, ესთეთიკურ და პლასტიკურ ქირურგიაზე;
გ) პროგრამით მოსარგებლის მიერ მკურნალი ექიმის, იმპლანტის და „ვიპ პალატის“ არჩევისას;
დ) დაფინანსება არ განხორციელდება ასევე იმ სამედიცინო დაწესებულებათა მიმართებაში რომლებიც არ მონაწილეობენ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში;
4. მუნიციპალიტეტის მიერ ანგარიშსწორება მოხდება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების და აფთიაქის მიერ მედიკამენტების გაცემის დამდასტურებელი საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე უნაღდო ანგარიშსწორებით.
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე
ბ) მოსარგებლის პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტი ან/და დაბადების მოწმობა;
გ) მშობლის, მეურვის ან კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) მინდობით აღზრდაში მყოფი პირის დაბადების ან/და პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტი, მინდობილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახაბ სამედიცინო ცნობა (ფორმა N100/ა), რომელშიც მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი ICD-10-ის მიხედვით;
ვ) ანგარიშ - ფაქტურა ან/და ინვოისი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლისგან;
ზ) დაბადებიდან 18 წლამდე პირების სარეაბილიტაციო სამედიცინო მომსახურების მისაღებად მოსარგებლის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის N601 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამა“-ში მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირებული სამედიცნო სარეაბილიტაციო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშ - ფაქტურა.
თ) სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირის შემთხვევაში სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“-ს მიერ გაცემული სარეიტინგო ქულის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით სარგებლობისთვის მოსარგებლემ უნდა წარმოადგინოს:
ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობა (ფორმა N100/ა), რომლის გაცემის დღიდან გასულია არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე, გარდა ონკოლოგიური პაციენტებისა; ხოლო პერიტონეულ და ჰემოდიალიზზე მყოფმა პირებმა უნდა წარმოადგინონ წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის კლინიკიდან გაცემული ფორმა N100 (დედანი) ერთჯერადად;
ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობაში (ფორმა N100/ა) მკურნალი ექიმის მიერ აღნიშნული უნდა იყოს იმ მედიკამენტების ჩამონათვალი რომლის მიღება ბინაზე მკურნალობის დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პაციენტის ჯანმრთელობისთვის, ან/და მკურნალი ექიმის მიერ ბინაზე გაწერის დღეს გაცემული რეცეპტი;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება პასუხისმგებელია დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების ელექტრონულ (კომპიუტერულ) დამუშავებაზე.
2. მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება დადგენილი წესით არეგისტრირებს განცხადებას თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად.
2. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
3. სრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება ხდება მერის ბრძანების საფუძველზე.
4. მერი უფლებამოსილია გასცეს საგარანტიო წერილი.
5. სამედიცინო დაწესებულებასთან ანგარიშსწორება განხორციელდება გაწეული მკურნალობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი) წარმოდგენის შემდეგ.
ბ) ქვეპროგრამის განმახორციელებელი - არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი“.
გ) ბენეფიციარი - პირი, რომელიც სარგებლობს უფასო საკვებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით.
დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი - პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური, ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიანად მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში.
ე) უფასო სასადილო - ქვეპროგრამის განმახორციელებლი
ვ) კომისია - არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი“-ში შექმნილი, დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაში სათათბირო ხმის უფლებით შეყვანილია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენელი.
2. ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი“-ს დაფინანსება ხორციელდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და ითვალისწინებს 250 (ორას ორმოცდაათი) ბენეფიციარის უფასო კვებით უზრუნველყოფას.
3. ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი“-ი მე-2 მუხლით განსაზღვრულ ბენეფიციარებს უსასყიდლოდ უზრუნველყოფს კვებით, კვირაში 6 (ექვსი) დღის განმავლობაში (კვირა დღის გარდა).
4. მენიუს შემადგენლობას განსაზღვრავს ქვეპროგრამის განმახორციელებელი.
5. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა აღრიცხვა ყოველთვიურად ხორციელდება ქვეპროგრამის განმახორციელებელის მიერ შესაბამის სააღრიცხვო ჟურნალებში.
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს;
ბ) მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
გ) მარტოხელა უმუშევარი პენსიონერები;
დ) საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გამონაკლისი ვრცელდება იძულებით გადაადგილებულ პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ ბორჯომის მუნიციპალიტეტი.
2. ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი“ უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის შესახებ, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ არსებობს კომისიის დასკვნა მისი სოციალური მდგომარეობის შესახებ.
3. პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი“ -ში 2019 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ ბენეფიციარებზე.
2. დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს;
ა) განცხადება ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი“-ს დირექტორის სახელზე.
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან
დ) ჯანმრთელობის ცნობა (ასეთის საჭიროების შემთხვევაში).
3. ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი“-ს დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ კომისიის დასკვნის საფუძველზე.
4. კომისია განცხადებას განიხილავს მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში და ამზადებს შესაბამის დასკვნას.
ა) ბენეფიციარის პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) ბენეფიციარი არ აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ კრიტერიუმებს;
გ) ბენეფიციარმა საცხოვრებელი ადგილი აღარ მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში;
დ) ბენეფიციარი ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არ სარგებლობს მომსახურებით და ეს გარემოება არ არის გამოწვეული საპატიო მიზეზით;
ე) ბენეფიციარი გარდაიცვალა.
2. გადაწყვეტილებას პირის ბენეფიციარად დარეგისტრირების/რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი“-ს დირექტორი იღებს წერილობითი სახით, კომისიის დასკვნის საფუძველზე, წინამდებარე წესის შესაბამისად.