ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.12.2019 ძალადაკარგული 27.12.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№37
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.158.016490
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №37

2019 წლის 27 დეკემბერი

ქ. ბოლნისი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ლ’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,კონკურენციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,რ’’ პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის, ,,ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667 დადგენილების შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში

ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას, სამგზავრო ტარიფები:

ა.რატევანი – რაჭისუბნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის

ტარიფი ერთი მიმართულებით 0,30 ლარის ოდენობით;

ბ) ქ. ბოლნისი – ტანძიის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის

ტარიფი ერთი მიმართულებით 0,50 ლარის ოდენობით;

გ) რატევანი – ფარიზის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის

ტარიფი ერთი მიმართულებით 0,50 ლარის ოდენობით;

დ) ქ. ბოლნისი – კაზრეთი მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის

ტარიფი ერთი მიმართულებით 0,50 ლარის ოდენობით;

ე) ქ. ბოლნისი – დისველის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის

ტარიფი ერთი მიმართულებით 0,50 ლარის ოდენობით;

ვ) ქ. ბოლნისი – დარბაზი მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის

ტარიფი ერთი მიმართულებით 0,50 ლარის ოდენობით;

ზ) ქ. ბოლნისი – ტალავერის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით 0,50 ლარის ოდენობით;

თ) ქ. ბოლნისი – ხატისოფლის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას

მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით 0,50 ლარის ოდენობით;

ი) ქ. ბოლნისი – აკაურთის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის

ტარიფი ერთი მიმართულებით 0,50 ლარის ოდენობით;

კ) ქ. ბოლნისი – მარნეულის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით 2,00 ლარის ოდენობით.

მუხლი 2
1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის

რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია)

მგზავრთა გადაყვანისას, სამგზავრო გადაყვანისას უფასო მგზავრობის უფლება

მიეცეთ:

ა) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ქმედუნარიანობის შეზღუდვის მკვეთრად გამოხატული ხარისხის მქონე უსინათლო პირებს და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფ დამხმარე ნებისმიერ პირს;

ბ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს;

გ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის მფრინავებს, რომლებიც ასრულებდნენ სპეციალურ რეისებს საომარი მოქმედებების ზონაში;

დ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს;

ე) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს;

ვ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს.

მუხლი 3
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა)  „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 იანვრის №4 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 010250020.35.158.016328; 17/01/2017წ.).

ბ) „2018 წლის განმავლობაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №78დადგენილება (www.matsne.gov.ge; 010250020.35.158.016403; 28/12/2017 წ.).

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.12.2023.
როდის იქნა მიღებული „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ“?
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 27.12.2019. მიმღები ორგანო — ბოლნისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №37. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.158.016490.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 27.12.2023-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 2 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.12.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ“, №37, 27.12.2019, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016490 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4754308/