სააქციო საზოგადოება „საქსაშენმენციერების“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სააქციო საზოგადოება „საქსაშენმენციერების“აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე

შპს „მეცნიერება“ (ს/კ 405335098 ; მის: ქ. თბილისი, ირინე სხირტლაძის ქ. №2; ელ.ფოსტა: info@europeanschool.ge), რომელიც წარმოადგენს სს „საქსაშენმეცნიერებას“ (ს/კ 204852070) (შემდგომში „საზოგადოება“) აქციების 98.0899%-ის მფლობელს, მოქმედებს რა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით, საზოგადოების ეფექტურად მმართვის განხორციელების მიზნით, აცხადებს „აქციათა სავალდებულო მიყიდვის“ თაობაზე, კერძოდ, დანარჩენი აქციონერებისაგან მათ საკუთრებაში არსებული სს „საქსაშენმეცნიერების“აქციების სამართლიან ფასად გამოსყიდვის თაობაზე.

საზოგადოების აქციები, რომლის შესყიდვაც არ მოხდება წინამდებარე განცხადების საფუძველზე, გამოსყიდული იქნება მყიდველის მიერ სასამართლო გზით, სავალდებულო მიყიდვისათვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53​4 მუხლით და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით“ დადგენილი წესების დაცვით.

ამ განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ (ნებისმიერ პერიოდში), „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53​4 მუხლის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV​2 თავით დადგენილი ნორმების შესაბამისად, შპს „მეცნიერება“ განცხადებით მიმართავს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სს „საქსაშენმეცნიერებას“აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ.

სს „საქსაშენმეცნიერების“აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, შპს „მეცნიერება“ ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას განათავსებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53​4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებთან, სს „საქსაშენმეცნიერების“სხვა აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე. აღნიშნულის შესახებ სს „საქსაშენმეცნიერების“აქციონერებს ეცნობებათ კანონით გათვალისწინებული წესით და მათ შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ საკუთრებაში არსებული აქციების შესაბამისი თანხა სასამართლოს მიერ დადგენილ აქციათა სამართლიანი ფასის შესაბამისად.

აქციონერებს, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შპს „მეცნიერებას“ ან მის წარმომადგენელს – რატი ჩაკვეტაძეს (მის: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. № 18; მობ: 599385511), ხოლო აქციებზე საკუთრების უფლების გადამოწმების მიზნით, შეგიძლიათ მიმართოთ სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორს“– მის: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. № 74ა; ტელ: 2225351.

 

შპს „მეცნიერება“

უფლებამოსილი წარმომადგენელი

რატი ჩაკვეტაძე