საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2019
გამომცემი ორგანო საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016380
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2019
matsne.gov.ge 1,524 სიტყვა · ~8 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (10)
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ჩალათაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ძრავის    მოცულობა     არანაკლებ (მონაცემები     დამრგვალებულია მეათედებამდე) 1,1
გადაცემათა კოლოფი ავტომატური ან მექანიკური არანაკლებ 5 - საფეხურიანი
ცხენის ძალა 102
სიგრძე არანაკლებ 5000
სიგანე არანაკლებ 1755
სიმაღლე არანაკლებ 1560
წვა (შერეული წვის პირობებში) 100 კმ-ზე  არაუმეტეს 12 ლიტრი
ელექტროშუშები მინიმუმ წინა ორი
წვა (შერეული წვის პირობებში) 100 კმ-ზე არაუმეტეს 12 ლიტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ ძრავის მოცულობა  არანაკლებ (მონაცემები  დამრგვალებულია მეათედებამდე) 98% 05.09.2023 სიღნაღის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 25.02.2022 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ ჰიბრიდი 96% 04.09.2023 ბაღდათის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 25.04.2025 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ ჰიბრიდი 96% 26.07.2023

დოკუმენტის ტექსტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №20 2019 წლის 27 დეკემბერი ქ. საგარეჯო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს  ორგანული  კანონის „ადგილობრივი თვითმმარველობის  კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2  ნაწილისა და   „სახელმწიფო   ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა  და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესი დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს   ავტომობილების   კლასების  განაწილება, მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები და ზღვრული ფლობის ღირებულება  დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოთარ ჩალათაშვილი დანართი №1 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და  სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო წინამდებარე წესი ადგენს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის მსუბუქი ავტომობილების (განპიროვნებული და მორიგე) ფუნქციების განაწილების ერთიან სტანდარტს, ახდენს ავტომობილების კლასიფიკაციასა  და  კლასების  განაწილებას,  განსაზღვრავს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებსა  და ზღვრული ფლობის ღირებულებას. მუხლი 2🔗.  ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა. მუნიციპალიტეტის ორგანოები – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია; ბ. განპიროვნებული ავტომობილი –  ავტოსატრანსპორტო       საშუალება,       რომელიც       იმყოფება კონკრეტული დაწესებულების ბალანსზე და გადაცემულია სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე; გ. სამორიგეო  ავტომობილი –  ზოგადი  სამსახურებრივი საჭიროებიდან  გამომდინარე დაკისრებული სამსახურებრივი  მოვალეობების  შესასრულებლად   განკუთვნილი  ავტოსატრანსპორტო  საშუალება, რომელიც არ განეკუთვნება განპიროვნებული ავტომობილების რიცხვს და გამოიყოფა კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე; დ. საშტატო რიცხოვნობა –   ფაქტობრივ   საშტატო   რიცხოვნობას   გამოკლებული   განპიროვნებული ავტომობილებით უზრუნველყოფილი საშტატო რიცხოვნობა. მუხლი 3🔗. განპიროვნებული ავტომობილებით მოსარგებლე თანამდებობის პირები. განპიროვნებული ავტომობილით სარგებლობა შეუძლიათ შემდეგ თანამდებობის პირებს: ა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს; ბ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერს და მის მოადგილეებს. მუხლი 4🔗. სამორიგეო ავტომობილის რაოდენობის განსაზღვრისა და გამოყენების წესი 1.  სამორიგეო  ავტომობილის  რაოდენობა  დგინდება  შემდეგი  პროპორციით:   100   საშტატო ერთეულამდე ყოველ 20 საშტატო ერთეულზე 1 სამორიგეო ავტომობილი, ხოლო ყოველ დანარჩენ 50 საშტატო ერთეულზე დამატებით 1 ავტომობილი. 2. სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის გაანგარიშებისას წილადი შედეგის მიღებისას დამრგვალება ხდება არითმეტიკული წესის მიხედვით. 3. ზამთრის პერიოდში კლიმატური და რელიეფური თავისებურების გათვალისწინებით დასაშვებია მორიგე მაღალი გამავლობის ავტომობილების არსებობა, რომელიც შეესაბამება სეზონური და რელიეფური ავტომობილების კლასს. 4. ფაქტობრივი საშტატო რიცხოვნობის შემცირებისას არ ხდება სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის შემცირება და გამოიყენება პირდაპირი დანიშნულებისამებრ. მუხლი 5🔗. ავტომობილების კლასიფიკაციის წესი 1. ავტომობილის კლასი არის დადგენილი მინიმალური სპეციფიკაციისა და ავტომობილების ფლობის ღირებულების  შესაბამისად განპიროვნებული  და სამორიგეო საჭიროების მსუბუქი ავტომობილების სტანდარტი, რომელიც საყოველთაოა ადმინისტრაციული დანიშნულებისათვის. 2. ეს წესი ადგენს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს შესაბამისი კლასის ავტომობილისათვის, რომელიც გამოიყენება შემდგომი შესყიდვისათვის. დაუშვებელია შესყიდვის დოკუმენტაციაში დადგენილი  მინიმალური  ტექნიკური  მოთხოვნების  გაზრდა,  გარდა  კლასის  ცვლილებისა; მიმწოდებელ სუბიექტებს შეუძლიათ შეთავაზებისას გააუმჯობესონ მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები (გაუმჯობესებულ ვარიანტად ჩაითვლება ძრავის კუბატურის ან ცხენისძალის ზრდა, ავტომატური კოლოფის შეთავაზება, 5 საფეხურზე მეტი გადაცემის შემთხვევა, საწვავის ტიპი – ჰიბრიდი), მაგრამ აღნიშნული არ წარმოადგენს მონაწილის უპირატესობას და ყველაზე დაბალი ფასის და შესყიდვის დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მყოფი პრეტენდენტი ცხადდება გამარჯვებულად შესაბამისი პროცედურის დაცვით. 3. ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 150 ათას კილომეტრზე ავტომობილის ექსპლუატაციით გამოწვეული საგარანტიო მოთხოვნების შესაბამისი ხარჯის და ავტომობილის შესყიდვის ფასის ერთობლიობით. 150  ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების კომპონენტებია: ა. ავტომობილის შესყიდვის ფასი; ბ. ძრავის ზეთის ხარჯი; გ. ძრავის ზეთის ფილტრების ხარჯი; დ. წინა და უკანა ხუნდების ხარჯი; ე. ჰაერის ფილტრის ხარჯი; ვ. კონდიციონერის ფილტრის ხარჯი; ზ. ანთების სანთლების ხარჯი; თ. ძრავის ღვედის ხარჯი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ი. საწვავის ხარჯი საპასპორტო მონაცემებით. 4.  ავტომანქანის შესყიდვის დროს საწვავის ხარჯის დაანგარიშება მოხდება შესაბამისი რაოდენობის ნამრავლით 1 ლიტრი საწვავის პირობით ფასზე, რომელიც ტოლია 2-ის. 5. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი შემსყიდველ დაწესებულებას წარუდგენს განფასებას (საქონლის  მახასიათებლები  და ბრენდი, რაოდენობა, ცვლის პარამეტრი  და ერთეულის ფასი) ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით, რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებაში. 6.  შემსყიდველი ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტთან აფორმებს მხოლოდ ავტომობილის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებას, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ავტომობილის ფლობის ღირებულების კომპონენტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, შემსყიდველი ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ან მის მიერ ავტორიზებულ ორგანიზაციასთან (მიმწოდებელთან, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების გაწევას იმ საგარანტიო პირობების ანალოგიურად, რომელსაც თავდაპირველი მიმწოდებელი სთავაზობს შემსყიდველს) დებს ხელშეკრულებას გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“  საქართველოს კანონის 101-ე მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის  დადგენილებით განსაზღვრულ წლოვანებას ან/და გარანტიის პირობებს. 7. გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი განფასება ძალაში იქნება ავტომობილის საგარანტიო პირობის ამოწურვამდე, ფლობის განმავლობაში, თუ ავტომობილის ტექნიკური მომსახურება განხორციელდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან. 8. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული საგარანტიო სერვისით გათვალისწინებული საქონლის ფასი შეიძლება დაკონვერტირდეს ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით აშშ დოლარში, ხოლო ანგარიშსწორებისას - ეროვნულ ვალუტაში საქონლის      ფაქტობრივი      მიწოდების      დღეს,       საქართველოს       ეროვნული       ბანკის      მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით. 9. ყოველი კონკრეტული შესყიდვისას შემსყიდველი ორგანიზაცია ატარებს ბაზრის კვლევას და ანალოგიურ კლასში ისტორიული სტატისტიკის ანალიზს ობიექტური სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით (რაოდენობრივი და სხვა კომერციული პირობების გათვალისწინებით), მაგრამ არაუმეტეს ამ წესით დადგენილი ზღვრული ფლობის ღირებულებისა  შესაბამისი კლასის მიხედვით. 10.  შემსყიდველი   ორგანიზაცია ბაზრის კვლევის ჩატარების და ზღვრული ფლობის ღირებულების (ავტომანქანის, ავტომანქანის  სერვისის/ნაწილისა და საწვავის ხარჯვის ჯამი) დადგენის შემდეგ ტენდერს აცხადებს ჯამურ ღირებულებაზე (ავტომანქანის ფასს დამატებული ზღვრული ფლობის ღირებულების  და საწვავის ფასი). 11.  მიმწოდებელი  ვალდებულია  ტენდერის  დასრულების  შემდეგ  დაფიქსირებული  ფასი წარმოადგინოს კომპონენტების მიხედვით (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის და საწვავის ხარჯვის ფასი). წინამდებარე კლასიფიკაცია ვრცელდება ყველა ახალ შესყიდვაზე და არ ითვალისწინებს არსებული პარკის მყისიერ მორგებას წინამდებარე წესით განსაზღვრული კლასიფიკაციისა და თანამდებობის მიხედვით. 12. ამ    წესის   მიზნებისათვის,    ავტომობილების   კლასიფიკაცია   ხორციელდება   III   კლასისა   და სპეციალიზებული კლასის ავტომობილების ნიშნით. ავტომობილის თითოეული კლასით მოსარგებლე პირთა კატეგორია, ასევე კონკრეტული კლასისათვის წაყენებული მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები  და ზღვრული  ფლობის  ღირებულება  განისაზღვრება  №2 დანართით. ავტომობილების ზომები განისაზღვრება ქარხნული წარმოების აქსესუარების ჩათვლით. დანართი №2 ავტომობილების კლასების განაწილება, მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები და ზღვრული ფლობის ღირებულება მუხლი 1🔗 ეს დანართი განსაზღვრავს ავტომობილის კონკრეტული კლასისათვის მიკუთვნების კრიტერიუმებს, ასევე      განსაზღვრული      ნიშნით      მისი      თანამდებობრივი   ან   ზოგადი   დანიშნულებით გამოყენების წინაპირობებსა და ზღვრული ფლობის ღირებულებას. მუხლი 2🔗 ვალუტის      კურსი      წარმოადგენს      ელექტრონული      ტენდერის      გამოცხადების      დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ოფიციალურ გაცვლით კურსს. მუხლი  3🔗 1. III კლასის ავტომობილები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ზოგადი დანიშნულების: ა. სამორიგეო; ბ. მომარაგების; გ. თანამშრომლების ტრანსპორტირებისათვის ქვეყნის მასშტაბით; დ. მსუბუქი ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები – განისაზღვროს მოცემული ცხრილის  შესაბამისად: III კლასის მსუბუქი ავტომობილები ძრავის    მოცულობა     არანაკლებ (მონაცემები     დამრგვალებულია მეათედებამდე) 1,1 გადაცემათა კოლოფი ავტომატური ან მექანიკური არანაკლებ 5 - საფეხურიანი ცხენის ძალა 75 სიგრძე არანაკლებ 3840 სიგანე არანაკლებ 1695 სიმაღლე არანაკლებ 1450 საგარანტიო პირობები 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი); 3 წელი ან 150000  კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა   სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები,   გადაბმულობის  ქურო, გადაცემათა    კოლოფის    მომჭიმი    საკისარი,გადაბმულობის    დისკი    და საყრდენი დისკი) წვა (შერეული წვის პირობებში) 100 კმ-ზე  არაუმეტეს 12 ლიტრი უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მარკის ავტომობილის ნებისმიერ     მოდელზე    აღებული შესაბამისი  ქრაშტესტის  სერთიფიკატი NCAP   (ევრო   ქრაშტესტი)    ან   IIHS    (ამერიკული   ქრაშტესტი)ან   JNCAP (იაპონური ქრაშტესტი) ელექტროშუშები მინიმუმ წინა ორი აუცილებელი მოთხოვნები სათადარიგო საბურავი; წინა 2 უსაფრთხოების ბალიში; კონდიციონერი; აუდიოსისტემა; უკანა საქარე მინის ელ. გათბობა; საჭის გამაძლიერებელი; ABS. შენიშვნა: სათადარიგო საბურავის არქონა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ქარხნულად არ მოყვება. ე.    მსუბუქი   მაღალი    გამავლობის   ავტომობილების   მინიმალური    ტექნიკური    მოთხოვნები    – განისაზღვროს მოცემული ცხრილის შესაბამისად: III კლასის  მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილები ძრავის    მოცულობა     არანაკლებ (მონაცემები     დამრგვალებულია მეათედებამდე) 1,0 გადაცემათა კოლოფი ავტომატური ან მექანიკური არანაკლებ 5 - საფეხურიანი ცხენის ძალა 82 სიგრძე არანაკლებ 3665 სიგანე არანაკლებ 1600 სიმაღლე არანაკლებ 1575 საგარანტიო პირობები 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი);  3 წელი ან     150000       კილომეტრი      (რომელიც     ადრე     შესრულდება)     სრულ  ავტომანქანაზე,    გარდა     სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის   საწმენდი   ჯაგრისები, გადაბმულობის  ქურო,  გადაცემათა     კოლოფის     მომჭიმი     საკისარი, გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი) წვა (შერეული წვის პირობებში) 100 კმ-ზე  არაუმეტეს 12 ლიტრი უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მარკის ავტომობილის ნებისმიერ     მოდელზე    აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერთიფიკატი NCAP   (ევრო   ქრაშტესტი)    ან   IIHS    (ამერიკული   ქრაშტესტი)ან   JNCAP (იაპონური ქრაშტესტი) ელექტროშუშები მინიმუმ წინა ორი აუცილებელი მოთხოვნები სათადარიგო საბურავი; წინა 2 უსაფრთხოების ბალიში; კონდიციონერი; აუდიოსისტემა; უკანა საქარე მინის ელ. გათბობა; საჭის გამაძლიერებელი; ABS;4x4. შენიშვნა: სათადარიგო საბურავის არქონა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ქარხნულად არ მოყვება. ვ. ზღვრული ფლობის ღირებულება მსუბუქი ავტომობილებისათვის - 20 000 დოლარის ეკვივალენტი ლარში; ზ.  ზღვრული  ფლობის  ღირებულება  მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილებისათვის – 25 000 დოლარის ეკვივალენტი ლარში. 2. განპიროვნებული: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილისათვის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერისა და მერის მოადგილეებისათვის, როდესაც მუნიციპალიტეტის მთლიანი საშტატო რიცხოვნობა ნაკლებია 300 საშტატო ერთეულზე. მუხლი 4🔗. 1. სპეციალიზებული კლასის ავტომობილებია: ა. ავტომობილი,  რომელიც  გამოიყენება  სპეციალური  დანიშნულებით,  კონკრეტული  საქმიანობის შესასრულებლად; ბ.პიკაპი; გ.განსხვავებული სპეციფიკაციის ავტომობილი, რომელიც სპეციალიზებული კლასის ავტომობილად განისაზღვრება  2013  წლის  21  ოქტომბრის  №266  დადგენილებით  შექმნილი  სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით. 2. სპეციალიზებული კლასის ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვროს მოცემული ცხრილის  შესაბამისად: სპეციალიზებული კლასის ავტომობილი ძრავის    მოცულობა     არანაკლებ (მონაცემები     დამრგვალებულია მეათედებამდე) 1,1 გადაცემათა კოლოფი ავტომატური ან მექანიკური არანაკლებ 5 - საფეხურიანი ცხენის ძალა 102 სიგრძე არანაკლებ 5000 სიგანე არანაკლებ 1755 სიმაღლე არანაკლებ 1560 საგარანტიო პირობები 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი);  3 წელი ან     150000       კილომეტრი      (რომელიც     ადრე     შესრულდება)     სრულ ავტომანქანაზე,    გარდა     სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის   საწმენდი   ჯაგრისები, გადაბმულობის  ქურო,  გადაცემათა     კოლოფის     მომჭიმი     საკისარი, გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი) წვა (შერეული წვის პირობებში) 100 კმ-ზე არაუმეტეს 12 ლიტრი უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მარკის ავტომობილის ნებისმიერ     მოდელზე    აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერთიფიკატი NCAP   (ევრო   ქრაშტესტი)    ან   IIHS    (ამერიკული   ქრაშტესტი)ან   JNCAP (იაპონური ქრაშტესტი) ელექტროშუშები მინიმუმ წინა ორი აუცილებელი მოთხოვნები სათადარიგო საბურავი; წინა 2 უსაფრთხოების ბალიში; კონდიციონერი; აუდიოსისტემა; საჭის გამაძლიერებელი; ABS;4x4 მექანიკური ჩართვის და გამორთვის ფუნქციით; საჭის სიმაღლის მარეგულირებელი; სარკეების ელ. რეგულირება. 3. სპეციალიზებული კლასის ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 34 800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში. მუხლი 5🔗. შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა. მუხლი 6🔗. შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი უნდა იყოს მარცხენასაჭიანი. მუხლი 7🔗. დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება  ელექტრომობილების შესყიდვაზე.