„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლისა და უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე პირუტყვის დაჭერა-იზოლირების წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 ოქტომბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №294 |
|
2019 წლის 27 დეკემბერი ქ. თეთრიწყარო |
|
ა) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საზღვრებში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლისა და უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე პირუტყვის დაჭერა-იზოლირების პირობებს. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე პარკებსა და სკვერებში დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ჯარიმის გადახდის ოდენობასა და წესს, ასევე მხარეთა უფლება-მოვალეობებს;
ბ) წესი ვრცელდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში მცხოვრებ მოქალაქეებზე, რომლებსაც საკუთრებაში, მფლობელობაში ან სარგებლობაში ჰყავთ სხვადასხვა სახის შინაური ცხოველი (ძროხა, ცხენი, ვირი, თხა, ცხვარი, ღორი და სხვა).
ა) პატრონიანი ცხოველი – ცხოველი, რომელსაც ჰყავს მეპატრონე და კონკრეტული მომენტისთვის იმყოფება მეპატრონის, ან მეპატრონის მიერ უფლებამოსილი პირის კონტროლქვეშ;
ბ) უმეთვალყურეო ცხოველი – ცხოველი, რომელზეც დროის კონკრეტულ მონაკვეთში არ ხორციელდება მეთვალყურეობა და რომელსაც ცხოველთა სადგომში (სპეციალურად გამოყოფილი ადგილი) გადაყვანიდან წესით განსაზღვრულ ვადაში დაუდგინდება მეპატრონე;
გ) ცხოველის მესაკუთრე (მეპატრონე) – პირი, რომელსაც საკუთრებაში ან მფლობელობაში ჰყავს ცხოველი და რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის წინამდებარე წესით დადგენილ მოვლა-პატრონობას;
დ) ცხოველის მოვლა-პატრონობა – ცხოველის კვება, ცხოველისთვის აუცილებელი საარსებო პირობების შექმნა, საცხოვრებელი ფართის გამოყოფა შესაბამისი სანიტარიულჰიგიენური პირობებით. ვეტერინარული ზედამხედველობა და მომსახურება – დაავადების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, ცოფის და სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ვეტერინარული მკურნალობა;
ე) ვეტერინარული სამედიცინო მომსახურება – ცხოველთა სნეულებების პროფილაქტიკა და მათი მკურნალობა;
ვ) ცხოველთა სადგომი – სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, რომელშიც შესაძლებელია ცხოველთა გარკვეული რაოდენობის მოთავსება მათი სამართლებრივი, ვეტერინარული მდგომარეობის დადგენისა და შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით.
ა) არ დაუშვან მათი შინაური ცხოველების უმეთვალყურეოდ გაშვება სპეციალური იზოლირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ: მუნიციპალიტეტის პარკებსა და სკვერებში.
ბ) მკაცრად დაიცვან შინაური ცხოველების შენახვის წესები, უზრუნველყონ გარემომცველ პირთა უსაფრთხოება და არ დაუშვან შინაური ცხოველების მიერ საერთო საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილების დაბინძურება, მწვანე ნარგავების (მწვანე საფარის) დაზიანება, აგრეთვე, შინაური ცხოველებისათვის არაკეთილსაიმედო (ანტისანიტარიული) პროდუქტების გამოყენება ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების სახით;
გ) ცხოველის გვამის დამარხვა უნდა განხორციელდეს სპეციალურ გამოყოფილ ადგილებში;
დ) ცხოველის მეპატრონემ უნდა უზრუნველყოს ცხოველის ყოველწლიური ვეტერინარულ-სანიტარიული შემოწმება, ვაქცინაცია, მკურნალობა და სხვა.
ე) მეპატრონემ ცხოველისათვის დაავადების კლინიკური ნიშნების შემჩნევის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოს ვეტერინარს;
ვ) მეპატრონე ვალდებულია აანაზღაუროს მისი ცხოველის მიერ მიყენებული ზარალი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. პირუტყვის მოვლა-პატრონობასა და სპეციალურ ადგილზე გადაყვანის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია შპს „თეთრიწყაროს კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური“.
3. შპს „თეთრიწყაროს კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური“ ვალდებულია:
ა) დაუყოვნებლივ მოახდინოს მოხეტიალე შინაური ცხოველის დაჭერა და გადაიყვანოს სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე (სადგომზე), სადაც ხდება შინაური ცხოველის იზოლირება.
ბ) უმეთვალყურეოდ გაშვებული ცხოველის დაჭერის შემთხვევაში გაავრცელოს ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ იმგვარად, რომ ივარაუდებოდეს ინფორმაციის საზოგადოების ფართო ფენებისადმი მისაწვდომობა. გავრცელებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მოწოდებას მესაკუთრის მიერ დაკავებული პირუტყვის წაყვანის შესახებ.
გ) იზოლირებული შინაური ცხოველის მეპატრონის (მესაკუთრე) მიერ ცხოველის მეპატრონის მიერ მფლობელობის დამტკიცების, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ჯარიმის გადახდისა და პირუტყვის მოვლა-შენახვაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ იზოლირებული შინაური ცხოველი დაუბრუნოს მესაკუთრეს.
დ) იმ შემთხვევაში, თუ იზოლირებული შინაური ცხოველის მესაკუთრე ვერ ადასტურებს მასზე საკუთრების უფლებას, მაშინ იზოლირებული შინაური ცხოველი დაუბრუნოს მეპატრონეს მხოლოდ მოწმეების ჩვენების საფუძველზე, საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ.
ე) შპს „თეთრიწყაროს კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურმა“ უზრუნველყოს პირუტყვის სათანადო დონეზე მოვლა-პატრონობა (შენახვა, დაცვა, კვება და დარწყულება);
ვ) უზრუნველყოს პირუტყვის დაცვა არაჰუმანური და კანონსაწინაღმდეგო ქმედებებისაგან;
ზ) აწარმოოს გამოვლენილი სამართალდამრღვევის კუთვნილი პირუტყვის მონაცემთა ბაზა;
თ) განახორციელოს ამ წესითა და საკუთარი დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
4. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯები შეადგენს 10 (ათი) ლარს. მომსახურების საფასური გაიანგარიშება წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის მიხედვით.
5. დაჭერილი და სპეციალურ სადგომში გადაყვანილი წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურება ევალება პირუტყვის მესაკუთრეს.
ა) შერჩეული (გამოყოფილი) სპეციალურად ამ საქმიანობისათვის სათანადოდ შემოღობილი და აღჭურვილი ტერიტორიები/სადგომები;
ბ) შესაბამისი პირობები იზოლირებული შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისათვის;
გ) შესაბამისი ხელშეკრულება ექიმ-ვეტერინართან, რომელიც განახორციელებს იზოლირებული შინაური ცხოველის ვეტერინარულ შემოწმებას.
2. წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე დაჯარიმდება კანონით დადგენილი წესით, პირველ შემთხვევაში 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 100 (ასი) ლარის ოდენობით.
3. უმეთვალყურეოდ მიტოვებული მოხეტიალე შინაური ცხოველის მესაკუთრის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის და შესაბამისად დამრღვევის დაჯარიმების უფლება აქვს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს.
4. დაჯარიმების თაობაზე გამოცემული აქტის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურებისაგან.
5. ჯარიმა, ასევე პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯები მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.