დმანისის მუნიციპალიტეტში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლისა და უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე პირუტყვის დაჭერა-იზოლირების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 |
|
2015 წლის 27 მარტი ქ. დმანისი |
|
ა) დმანისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლისა და უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე პირუტყვის დაჭერა-იზოლირების პირობებს. ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ჯარიმის გადახდის ოდენობასა და წესს, ასევე მხარეთა უფლება-მოვალეობებს;
ბ) წესი ვრცელდება დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში მცხოვრებ მოქალაქეებზე, რომლებსაც საკუთრებაში, მფლობელობაში ან სარგებლობაში ჰყავთ სხვადასხა სახის შინაური ცხოველი (ძროხა, ცხენი, ვირი, თხა, ცხვარი, ღორი და სხვა).
ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო და საიმედო გარემოს შექმნა.
ა) პატრონიანი ცხოველი - ცხოველი, რომელსაც ჰყავს მეპატრონე და კონკრეტული მომენტისთვის იმყოფება მეპატრონის, ან მეპატრონის მიერ უფლებამოსილი პირის კონტროლქვეშ;
ბ) უმეთვალყურეო ცხოველი - ცხოველი, რომელზეც დროის კონკრეტულ მონაკვეთში არ ხორციელდება მეთვალყურეობა და რომელსაც ცხოველთა სადგომში (სპეციალურად გამოყოფილი ადგილი) გადაყვანიდან წესით განსაზღვრულ ვადაში დაუდგინდება მეპატრონე;
გ) ცხოველის მესაკუთრე (მეპატრონე) - პირი, რომელსაც საკუთრებაში ან მფლობელობაში ჰყავს ცხოველი და რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის წინამდებარე წესით დადგენილ მოვლა-პატრონობას;
დ) ცხოველის მოვლა-პატრონობა - ცხოველის კვება, ცხოველისთვის აუცილებელი საარსებო პირობების შექმნა, საცხოვრებელი ფართის გამოყოფა შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებით. ვეტერინარული ზედამხედველობა და მომსახურება - დაავადების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, ცოფის და სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ვეტერინარული მკურნალობა;
ე) ვეტერინარული სამედიცინო მომსახურება - ცხოველთა სნეულებების პროფილაქტიკა და მათი მკურნალობა;
ვ) ცხოველთა სადგომი - სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, რომელშიც შესაძლებელია ცხოველთა გარკვეული რაოდენობის მოთავსება მათი სამართლებრივი, ვეტერინარული მდგომარეობის დადგენისა და შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით.
ა) არ დაუშვან მათი შინაური ცხოველების გაშვება სპეციალური იზოლირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ: ქალაქის ქუჩებში, პარკებში, მოედნებსა და სკვერებში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში;
ბ) მკაცრად დაიცვან შინაური ცხოველების შენახვის წესები, უზრუნველყონ გარემომცველ პირთა უსაფრთხოება და არ დაუშვან შინაური ცხოველების მიერ საერთო საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილების დაბინძურება, მწვანე ნარგავების (მწვანე საფარის) დაზიანება, აგრეთვე, შინაური ცხოველებისათვის არაკეთილსაიმედო (ანტისანიტარიული) პროდუქტების გამოყენება ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების სახით;
გ) ცხოველის გვამის დამარხვა უნდა განხორციელდეს სპეციალურ გამოყოფილ ადგილებში;
დ) ცხოველის მეპატრონემ უნდა უზრუნველყოს ცხოველის ყოველწლიური ვეტერინარულ-სანიტარიული შემოწმება, ვაქცინაცია, მკურნალობა და სხვა.
ე) მეპატრონემ ცხოველისათვის დაავადების კლინიკური ნიშნების შემჩნევის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოს ვეტერინარს;
ვ) მეპატრონე ვალდებულია აანაზღაუროს მისი ცხოველის მიერ მიყენებული ზარალი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. უმეთვალყურეოდ (უპატრონოდ) მიტოვებული შინაური მოხეტიალე ცხოველების იზოლირება-განთავსება ხდება სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე (სადგომზე) სათანადო მოვლით, შენახვით, დაცვით, კვებითა და დარწყულების უზრუნველყოფით.
3. უმეთვალყურეოდ გაშვებული ცხოველის დაჭერის შემთხვევაში შესაბამისი ორგანიზაცია ავრცელებს ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ იმგვარად, რომ ივარაუდებოდეს ინფორმაციის საზოგადოების ფართო ფენებისადმი მისაწვდომობა. გავრცელებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მოწოდებას მესაკუთრის მიერ დაკავებული პირუტყვის წაყვანის შესახებ.
4. დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯები შეადგენს 10 (ათი) ლარს. მომსახურების საფასური გაიანგარიშება წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის მიხედვით.
5. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შემდგენი პირი განისაზღვრება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით.
ჯარიმა და მომსახურების საფასური მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში. ჯარიმისა და მომსახურების საფასურის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება უფლებამოსილ ორგანიზაციას, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას აწარმოებს დადგენილი წესის შესაბამისად.
6. ორგანიზაცია, რომელთანაც კანონით დადგენილი წესით დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობა გააფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას, პასუხისმგებელია წინამდებარე დადგენილების აღსრულებაზე და ვალდებულია:
ა) სათანადო დონეზე განახორციელოს იზოლირებული ცხოველის მოვლა-პატრონობა, შენახვა, დაცვა, კვება და დარწყულება;
ბ) არ განახორციელოს იზოლირებული შინაური ცხოველის მიმართ არაჰუმანური და კანონსაწინაღმდეგო ქმედებანი;
გ) აწარმოოს ცხოველთა მონაცემების ბაზა;
დ) შინაური ცხოველის სადგომზე მიყვანისთანავე შინაურ ცხოველს ჩაუტაროს შესაბამისი ვეტერინარული შემოწმება შესაბამისი ექიმ-ვეტერინარის წერილობითი დასკვნით, რის საფუძველზეც დგინდება, არის თუ არა იზოლირებული შინაური ცხოველი რაიმე დაავადების მატარებელი და ქმნის თუ არა გადამდები დაავადებების გავრცელების საშიშროებას. ვეტერინარული შემოწმება უნდა ჩაუტარდეს ასევე იზოლირებული შინაური ცხოველის მეპატრონისათვის დაბრუნების დროს;
ე) ამ წესითა და საკუთარი დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
7. იმ შემთხვევაში, თუ იზოლირებული შინაური ცხოველი (პასუხისმგებელი ორგანიზაციის ბრალით, გაურკვეველი მიზეზების გამო) დაიღუპა, მაშინ მესაკუთრისადმი მიყენებულ ზარალს მთლიანად ანაზღაურებს წინამდებარე წესის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.
ა) შერჩეული (გამოყოფილი) სპეციალურად ამ საქმიანობისათვის სათანადოდ შემოღობილი და აღჭურვილი ტერიტორიები/სადგომები;
ბ) შესაბამისი პირობები იზოლირებული შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისათვის;
გ) შესაბამისი ხელშეკრულება ექიმ-ვეტერინართან, რომელიც განახორციელებს იზოლირებული შინაური ცხოველის ვეტერინარულ შემოწმებას.
2. უმეთვალყურეოდ მიტოვებული მოხეტიალე შინაური ცხოველის მესაკუთრის დაჯარიმების უფლება აქვს იმ ორგანიზაციას, რომელთანაც კანონით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის გამგეობა გააფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას წინამდებარე დადგენილების აღსრულებისათვის.
3. იზოლირებული შინაური ცხოველის მეპატრონე (მესაკუთრე) ვალდებულია მიაკითხოს შესაბამის ორგანიზაციას. იზოლირებული შინაური ცხოველის მეპატრონის მიერ მფლობელობის დამტკიცების, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ იზოლირებული შინაური ცხოველი უბრუნდება მესაკუთრეს.
4. იმ შემთხვევაში, თუ იზოლირებული შინაური ცხოველის მესაკუთრე ვერ ადასტურებს მასზე საკუთრების უფლებას, მაშინ იზოლირებული შინაური ცხოველი უბრუნდება მეპატრონეს მხოლოდ მოწმეების ჩვენების საფუძველზე, საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, რაზედაც პასუხისმგებელია შესაბამისი ორგანიზაცია.
5. იმ შემთხვევაში, თუ შინაური ცხოველის იზოლირების მომენტიდან მესაკუთრე (მეპატრონე) 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში არ გადაიხდის დაწესებულ ჯარიმას, ექიმ-ვეტერინარის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, თუ შინაური ცხოველი ჯანმრთელია, ექვემდებარება რეალიზაციას. ამოღებული თანხიდან დაიფარება ჯარიმის ოდენობა, ხოლო დარჩენილი თანხა გადაეცემა რეალიზაციაში გაშვებული შინაური ცხოველის უკვე ყოფილ მესაკუთრეს. რეალიზაციის შემდგომ პრეტენზიები მხედველობაში არ მიიღება.