„ტექნიკური რეგლამენტის – „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №605 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №663 |
|
2019 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 – 26 მუხლები:
„მუხლი 22. შინაური ბინადარი ცხოველის ნედლი საკვების, შინაური ბინადარი ცხოველის დაკონსერვებული საკვების, ძაღლის საღრღნელი ძვლის, მატყლის, ტყავისა და კანის მწარმოებელი ბიზნესოპერატორი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს და აღიარებას 2020 წლის პირველი იანვრიდან.
მუხლი 23. მეფუტკრეობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტთან (მადპ) დაკავშირებული მოთხოვნები ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან.
მუხლი 25. დადგენილების მე-2, 21 – 23 მუხლებით განსაზღვრული პროდუქტების იმპორტთან დაკავშირებული მოთხოვნები ამოქმედდეს 2020 წლის პირველი აპრილიდან.
მუხლი 26. ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები ამოქმედდეს 2025 წლის პირველი სექტემბრიდან.“.
2. დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. დადგენილება, გარდა ამ დადგენილების მე-2, 21 – 24 მუხლებისა და ამ მუხლებთან დაკავშირებული დადგენილებით დამტკიცებული წესის მოთხოვნებისა, ამოქმედდეს 2023 წლის პირველი იანვრიდან.“.
3. ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის 162-ე მუხლის მე-6 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ა) ხორციდან ან ხორცის პროდუქტებიდან მიღებული ცწადპ ან მეორეული პროდუქტი, რომელიც მთლიანად დაექვემდებარა სითბურ დამუშავებას არანაკლებ 90° C ტემპერატურაზე;“.
|