1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3 440 000 ლარით.
2. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების (ათდღიანი კურსის) ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც ანაზღაურდება ბენეფიციარის 18 წლის ასაკის მიღწევის თვის ჩათვლით, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ფორმით წარდგენილი შესრულებული სამუშაოს მიხედვით. ათდღიანი კურსი უნდა შედგებოდეს ჯამში 22 სეანსისგან, რომელიც უნდა მოიცავდეს ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, ინდივიდუალური აბილიტაციის/რეაბილიტაციის გეგმის შესაბამისად. 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს ერთი ათდღიანი კურსი და კურსებს შორის შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 10 კალენდარული დღისა (გარდა გადაუდებელი საჭიროების მქონე შემთხვევისა (მაგალითად, პოსტოპერაციული პერიოდი ან ოპერაციის შემდგომი პირველადი მიმართვა, რომელიც არ უნდა სცდებოდეს ოპერაციის ჩატარების თარიღიდან 1 წელს, რაც დასტურდება ინტერდისციპლინური გუნდის დასკვნით და შესაბამისი დოკუმენტაციით – ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV-100/ა). იმ შემთხვევაში, თუ კურსის დაწყებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში ამ დანართის მე-2 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით არ ჩატარდა ერთი კურსით გათვალისწინებული 22 სეანსი, ჯამურად გადასარიცხი თანხის ოდენობა გამოიანგარიშება ჩატარებული სეანსების რაოდენობის ნამრავლით 15 ლარზე, მაგრამ არაუმეტეს 330 ლარისა.
3. ვაუჩერი ფინანსდება არაუგვიანეს შესაბამისი კურსის დასრულების შემდგომი თვის ამოწურვამდე. ამასთან, დაფინანსების სავალდებულო პირობაა შესაბამისი მიმწოდებლის მიერ დასრულებული კურსის ფარგლებში გაწეული მომსახურების თაობაზე ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის/სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საანგარიშო ინფორმაციის არაუგვიანეს კურსის დასრულების მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში წარდგენა. ინფორმაციის წარდგენის ფორმას განსაზღვრავს ზრუნვის მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 კალენდარულ დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.
4. წლის განმავლობაში ფინანსდება 11 000 კურსი. ამასთან, ერთ ბენეფიციარზე − არაუმეტეს 8 კურსისა. ბენეფიციარს შეუძლია, მიიღოს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ერთზე მეტ სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციაში. სერვისის მიმწოდებლებს შორის ბენეფიციართა რეფერირებისა და ინდივიდუალური რეაბილიტაციის/აბილიტაციის გეგმის ცვლილების წესი მტკიცდება მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანებით.
5. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების ანაზღაურებისათვის გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი. ამასთან:
ა) გაწეული მომსახურება ანაზღაურდება მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ფორმით წარდგენილი შესრულებული სამუშაოს მიხედვით, არაუმეტეს თვეში 250 ლარის ოდენობით;
ბ) მომსახურების ღირებულების ანაზღაურების აუცილებელი პირობაა ამ დანართის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიმწოდებლის მიერ მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში შესაბამისი ანგარიშის წარდგენა, რომლის ფორმასა და წარდგენის ვადებს განსაზღვრავს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო.
6. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებები ფინანსდება არაუგვიანეს შესაბამისი კურსის დასრულების შემდგომი თვის ამოწურვამდე. ამასთან, დაფინანსების სავალდებულო პირობაა შესაბამისი მიმწოდებლის მიერ დასრულებული კურსის ფარგლებში გაწეული მომსახურების თაობაზე ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი საანგარიშო ინფორმაციის არაუგვიანეს კურსის დასრულების მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში წარდგენა. ინფორმაციის წარდგენის ფორმას განსაზღვრავს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 კალენდარულ დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარებ