1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3 200 000 ლარით.

2. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული მომსახურების დაფინანსებისათვის და შედგება შესაბამისი თვეების ტალონებისაგან.

3. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად მიმწოდებელი ვალდებულია, მომსახურების გაწევის თვის 5 რიცხვის ჩათვლით, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ გასულ თვეში ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობის მონაცემები გასული თვის განმავლობაში მიღებული მომსახურების სახეობების, ჯერადობისა და მომსახურების ჩატარების ადგილის მითითებით, რაც დადასტურებული უნდა იყოს ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის ხელმოწერით. ასევე მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს უნდა წარუდგინოს მომსახურების გაწევის თვის ტალონები. 3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში, რომლებსაც აღენიშნებათ განვითარების შეფერხება/ჩამორჩენა განვითარების არანაკლებ სამ სფეროში – მიმწოდებელმა ასევე უნდა წარადგინოს შესაბამისი შეფასების დამადასტურებელი საბუთი, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოსმიერ განსაზღვრული წესით. ვაუჩერი ანაზღაურებას ექვემდებარება მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, მაგრამ არაუმეტეს 5 კალენდარული დღისა, წარდგენილი ვაუჩერის ტალონების ანაზღაურებისას, ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 კალენდარულ დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

4. ვაუჩერის ტალონები გაიცემა მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მითითებით, გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვიდან 12 თვეზე, მაგრამ არაუმეტეს ბავშვის 7 წლის ასაკის მიღწევის თვის ჩათვლით თვეებზე ან საჭიროებიდან გამომდინარე თვეებზე.

5. ვაუჩერი გაიცემა (არაუგვიანეს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თვის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით) ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელზე/მინდობით აღმზრდელზე, რომელიც უზრუნველყოფს არაუგვიანეს მომსახურების მიღების მიმდინარე თვის 15 რიცხვის ჩათვლით მომსახურების მიმწოდებლისათვის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას.

6. ვაუჩერის ერთი თვის ტალონი ანაზღაურდება მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ფორმით წარდგენილი შესრულებული სამუშაოს მიხედვით, თვეში განხორციელებული მომსახურების (ვიზიტის) შესაბამისად, ამ დანართის მე-2 მუხლით განსაზღვრული პირობის გათვალისწინებით. ამასთან, ერთი მომსახურების (ვიზიტის) ღირებულებაა 19 ლარი.

7. პროფესიული ზედამხედველობის კომპონენტი ანაზღაურდება მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ფორმით მომსახურების მიმწოდებლის მიერ მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოსთვის წარდგენილი შესრულებული სამუშაოს მიხედვით, ერთი თვის განმავლობაში განხორციელებული პროფესიული ზედამხედველობის შესაბამისად. ამასთან, ერთი ბენეფიციარისათვის პროფესიული ზედამხედველობა, რომელიც შეადგენს თვეში ერთ საათს და არ არის დამოკიდებული ბენეფიციარის მიერ თვის განმავლობაში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობაზე, ფინანსდება თვეში 20 ლარით (ამოქმედდეს 2020 წლის 1 მარტიდან).

8. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი დამატებითი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში წარდგენა, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

9. ზედიზედ 2 თვის ვაუჩერის ტალონის გამოუყენებლობა იწვევს ვაუჩერის ავტომატურად გაუქმებას, გარდა შესაბამისი დაწესებულების ფუნქციონირების დროებით შეჩერების შემთხვევებისა, რაზეც მიმწოდებელი მინიმუმ ერთი თვით ადრე წერილობით აცნობებს ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოსა და სამინისტროს. ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მეურვეობა-მზრუნველობის ორგან