ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და772 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურული წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 03.01.2020
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016541
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/01/2020
matsne.gov.ge 880 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 31.10.2018 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77<sup>1</sup> 77<sup>2</sup> მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურული წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 28.12.2018 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77<sup>1</sup> და77<sup>2</sup> მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურული წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 04.02.2019 აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 14.08.2017 დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 05.06.2020

დოკუმენტის ტექსტი

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და772 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურული წესის დამტკიცების თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №1 2020 წლის 3 იანვარი ქ.ზუგდიდი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77​1 და 77​2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურული წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 313-ე მუხლის მე-17 ნაწილის, 77​1 და 77​2 მუხლებისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 აგვისტოს №398 დადგენილების „ტექნიკური რეგლამენტი -,,საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“   მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77​1 და 77​2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურული წესი,   თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია დანართი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77​1 და77​2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურული წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში – ზედამხედველობის სამსახური) მიერ  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77​1 და 77​2 მუხლებით გათვალისწინებულ  სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურას. 2. წესის მიზანია საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასა და საზოგადოებრივ/საჯარო დაწესებულებების შენობის სათავსებში და განაშენიანების ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის (შემდგომში – ხმაური) დონის გაზომვისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77​1 და 77​2 მუხლებით გათვალისწინებულ  სამართალდარღვევის აღსაკვეთად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა, აგრეთვე მოქალაქეთა უფლებების და მათი კანონიერი ინტერესების დაცვა. მუხლი 2🔗. რეაგირების საფუძველი 1.  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77​1 და 77​2 მუხლებით გათვალისწინებულ  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია: ა) დაინტერესებული პირის განცხადება; ბ) ზედამხედველობის სამსახურის მიერ უფლებამოსილების განხორციელებისას გამოვლენილი შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტი, 2. ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 3🔗. ხმაურის გაზომვის წესი 1. ზედამხედველობის სამსახური საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასა და საზოგადოებრივ/საჯარო დაწესებულებების შენობის სათავსებში და განაშენიანების ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დონის გაზომვას ახორციელებს ხმაურმზომის მეშვეობით. ხმაურის დონის გაზომვის პირობები უნდა შეესაბამებოდეს ხმაურმზომის ექსპლუატაციის ინსტრუქციას. 2. ხმაურის დონის გაზომვა ხორციელდება საცხოვრებელი სახლის და საზოგადოებრივ/საჯარო დაწესებულებების შენობაში (შემდგომში-შენობა) თანაბრად განლაგებულ არანაკლებ 3 წერტილში, კედლიდან მინიმუმ 1 მ-ისა და ფანჯრიდან მინიმუმ 1,5 მ-ის დაცილებით, იატაკიდან 1,2-1,5 მ-ის სიმაღლეზე. 3. ტერიტორია, რომელიც უშუალოდ ემიჯნება შენობას, გაზომვები ტარდება არანაკლებ 3 წერტილში, შენობის კონსტრუქციების კედლებიდან არანაკლებ 2 მ-ის დაცილებით, მიწიდან 1,2-1,5 მ-ის სიმაღლეზე. 4. გაზომვის დროს ხმაურმზომის მიკროფონი მიმართული  უნდა იყოს ძირითადი წყაროს მიმართულებით და დაცილებული უნდა იყოს გაზომვის ჩამტარებელი პირისგან არანაკლებ 0,5 მ-ით. თუ შეუძლებელია ხმაურის ძირითადი წყაროს განსაზღვრა, მიკროფონი მიმართული უნდა იყოს ვერტიკალურად ზემოთ. 5. ხმაურის დონის გაზომვისას მხედველობაში მიიღება საკონტროლო წერტილში მიღებული ხმაურის მაქსიმალური მნიშვნელობა. 6. გაზომვის ხანგრძლივობა თითოეულ წერტილში განისაზღვრება ხმაურის ხასიათით: ა) თუ ხმაური არ არის მუდმივი, ხმაურის დონის გაზომვის პროცესი გრძელდება მანამ, სანამ LAეკვ-ის ცვლილება 30 წმ-ის განმავლობაში არ იქნება 0,5დბა-ზე ნაკლები;  ბ) მუდმივი ხმაურის შემთხვევაში, გაზომვის პროცესი გრძელდება არანაკლებ 15 წმ - ის განმავლობაში. 7. ხმაურის დონის გაზომვის დროს სასურველია სათავსში მხოლოდ გაზომვის ჩამტარებელი პერსონალის ყოფნა. 8. შენობაში ხმაურის დონის გაზომვა უნდა მოხდეს შენობის სათავსის ნორმალური  ფუნქციონირების პირობებში, ვენტილაციის, კონდიცირების, ასევე განათების მოწყობილობების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩართულ მდგომარეობაში ყოფნისას, დახურულ კარსა და ფანჯარაში (გარდა ჩაშენებული სავენტილაციო არხებისა). მუხლი 4🔗. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სამართალდარღვევისათვის 1. აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77​1 და 77​2 მუხლების შესაბამისად. 2. ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე პასუხისმგებელია ის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის შედეგად, საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასა ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში ხმაურის დონე აღემატება კანონმდებლობით დადგენილ ხმაურის დასაშვებ ნორმას. 3. თუ ხმაურის წყარო რამდენიმეა და გამომდინარეობს სხვადასხვა ფიზიკური ან/და იურიდიული პირის საქმიანობიდან, თითოეული წყაროს გავლენის ხვედრითი წილის შეფასების მიზნით, ხმაურის დონის გაზომვა ხორციელდება ცალკეული წყაროს თანმიმდევრული გამორთვის ან ჩართვის გზით. თუ თითოეული ხმაურის წყაროს მიხედვით, ხმაურის დონე არ აღემატება კანონმდებლობით დადგენილ ხმაურის დასაშვებ ნორმას, ამასთან ყველა წყაროს გათვალისწინებით, ხმაურის ჯამური ოდენობა აღემატება დასაშვებ ნორმას, ასეთ შემთხვევაში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ღონისძიებები არ გამოიყენება. მუხლი 5🔗. სამართალდარღვევის საქმის განხილვის წესი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77​1 და 77​2 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ზედამხედველობის სამსახური უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. თუ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77​1 და 77​2 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ადმინისტრაციული გამოკვლევა საჭირო არ არის, ზედამხედველობის სამსახური ადგილზე განიხილვას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს, რომლის დროსაც ხელმძღვანელობს ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის,  ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის  აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტის  ფორმის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის  29 ოქტომბრის   №44  დადგენილების შესაბამისად. 3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77​1 და 77​2 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენისას ზედამხედველობის სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ავსებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ფორმის, აღრიცხვის ჟურნალისა და გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის(ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის  29 ოქტომბრის №44 დადგენილების შესაბამისად. მუხლი 6🔗. მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება 1. დაჯარიმების თაობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან. საჩივრის განხილვის პროცესში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში სამართალდამრღვევი პირის მონაწილეობა სავალდებულოა. 2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლოში. მუხლი 7🔗.  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულ სპეციალურ ზონაში  ხმაურის დონის განსაზღვრა 1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ანაკლიის ადმინისტრაციული ერთეული განისაზღვროს სპეციალურ ზონად ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პერიოდში. 2. სპეციალურ ზონაში ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირველი ფაზის მშენებლობის პროცესში ღამის საათებში სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი აკუსტიკური ხმაური სამუშაო მოედნის გარეთ განლაგებულ უახლოეს რეცეპტორთან ფონური ხმაურის დონე არ უნდა გაიზარდოს 3 დბა-ზე მეტით.