ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.01.2020
გამომცემი ორგანო ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.127.016344
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/01/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,145 სიტყვა · ~21 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (19)
ნარჩენები
ნებისმიერი ტრანსპორტირებადი ნივთიერება ან ნივთი და დაგვა-დასუფთავების შედეგად შეგროვებული მასა, რომელიც მესაკუთრისათვის აღარ წარმოადგენს საჭიროებას, დაკარგა სამომხმარებლო თვისებები და რომელთა გადაყრას, განადგურებას ან სხვა ფორმით თავიდან მოცილებას ახორციელებს ან მიზნად ისახავს მისი მესაკუთრე და/ან მფლობელი, თუ ამგვარი რამ (როგორც ვალდებულება) გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობის მიერ დადგენილი სამართლებრივი მოთხოვნებიდან
მუხლი 2
საყოფაცხოვრებო ნარჩენები
დასახლებულ ტერიტორიაზე, საცხოვრებელ ფართზე საყოფაცხოვრებო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენი და სხვა ნარჩენი, რომლის შემადგენლობა ამ ნარჩენის მსგავსია, აგრეთვე  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი იურიდიული პირების, ინდივიდუალური მეწარმეების, დაწესებულებების და ორგანიზაციების საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ანალოგიური ნარჩენები. საყოფაცხოვრებო ნარჩენები არ მოიცავს ფიზიკური პირების მიერ პირადი საჭიროების მიზნით განხორციელებული სამშენებლო ან/და სარემონტო   საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ ნარჩენებს
მუხლი 2
სამშენებლო ნარჩენები
შენობა-ნაგებობების ნგრევის შედეგად და სამშენებლო ან/და სარემონტო სამუშაოების წარმოებისას  წარმოქმნილი ნარჩენები და ანალოგიური  ნარჩენები, გარდა საყოფაცხოვრებო და სახიფათო  ნარჩენებისა, რომლებზეც ვრცელდება ამ წესით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები
მუხლი 2
დიდგაბარიტიანი ნარჩენები
ნარჩენები, რომლებიც თავიანთი ზომებისა და ფორმის გამო ვერ თავსდება ნარჩენების სათავსში
მუხლი 2
სახიფათო ნარჩენები
ნარჩენები, რომლებიც შეიცავენ საერთაშორისო, მოქმედი ეროვნული სტანდარტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საშიშ და/ან მავნე ნივთიერებებს
მუხლი 2
ნარჩენების წარმომქმნელი
მომხმარებელი, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენი
მუხლი 2
ნარჩენების მესაკუთრე
ნარჩენების წარმომქმნელი და/ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელსაც ნარჩენების საკუთრების ვალდებულება შეიძლება დაეკისროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი მოთხოვნების საფუძველზე
მუხლი 2
ნარჩენების მფლობელი
ფიზიკური პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, ინდივიდუალური მეწარმე ან სხვა იურიდიული პირი, რომლის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებულია ნარჩენები
მუხლი 2
ნარჩენების განკუთვნილი სათავსები
კონტეინერები, ურიკები, ურნები  და ა.შ.
მუხლი 2
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავება
მექანიზირებული დაგვა, ხელით დასუფთავება, მორეცხვა, მორწყვა
მუხლი 2
სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება
ნაგავმზიდი და სხვა სატრანსპორტო ერთეული, რომელიც განკუთვნილია ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებისათვის
მუხლი 2
ნარჩენების მართვა
ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილება, შეგროვება, ტრანსპორტირება, სეპარაცია, გადამუშავება, გამოყენება,  გაუვნებლება, განთავსება
მუხლი 2
მომხმარებელი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები
მუხლი 2
ნარჩენების სეპარაცია
ნარჩენების დაყოფა ცალკეულ ფრაქციებად
მუხლი 2
ნარჩენების გაუვნებლების და/ან განთავსების ობიექტი
სპეციალურად მოწყობილი ადგილი ან შენობა-ნაგებობა, რომელიც განკუთვნილია ნარჩენების გაუვნებლობის და/ან განთავსებისათვის
მუხლი 2
ნარჩენების გაუვნებლება
ნარჩენების დამუშავება, განთავსება  ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ნარჩენების მავნე ზეგავლენის თავიდან აცილების მიზნით
მუხლი 2
მოსაკრებელი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს მიერ, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებული აუცილებელი გადასახდელი
მუხლი 2
მოსაკრებლის გადამხდელი
ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მათ შორის, კერძო საკუთრებაში, წარმოქმნის საყოფაცხოვრებო ნარჩენს.
მუხლი 2
ინდივიდუალური მეწარმე
„მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტი
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 მუზეუმები, ბიბლიოთეკები, გალერეები, არქივები
2 ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, სახელმწიფო დაწესებულებები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები
3 კინოთეატრები და თეატრები, საკონცერტო დარბაზები
4 კოლეჯები,  საგანმანათლებლო დაწესებულებები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
5 სკოლები, საბავშვო ბაგა-ბაღები,
6 სასტუმროები და სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებლები
7 საავადმყოფოები, პოლიკნინიკები და სამშობიარო სახლები
8 სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმების,  სტომატოლოგიური და სამედიცინო კაბინეტები
9 სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებები და მანეჟები, , კორტები (სატურნირო და სავარჯიშო მოედნების გარდა)
10 სასურსათო საქონლის მაღაზიები (სავაჭრო დარბაზი)
11 სამრეწველო საქონლის მაღაზიები, აფთიაქები, საიუველირო, ანტიკვარიატის მაღაზიები, ზოომაღაზიები (სავაჭრო დარბაზი), ვეტერინარული ცენტრები
12 აგრარული ბაზრები, ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები
13 შერეული საქონლის ბაზრობები (მათ შორის შინაურ ცხოველთა და ფრინველთა ბაზრობები) და საბითუმო ვაჭრობის საწყობები და მაცივრები
14 ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე (გარდა საცავებისა პროდუქციის ხანგრძლივი შენახვის დროით)
15 ავტოგასამართი სადგურები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ 96% 12.12.2014 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ 95% 31.07.2015 მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენებისმართვის, ოპერატორის შერჩევის და მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე 95% 02.02.2018 ბაღდათის მუნიციპალიტეტში მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე 95% 02.03.2018 შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 23.02.2018

დოკუმენტის ტექსტი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 2020 წლის 6 იანვარი ქ. ზესტაფონი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტისა და 12​1 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი და დამტკიცდეს მისი გადახდის თანდართული ინსტრუქცია. (დანართი 1)  მუხლი 2🔗 დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დაწესდეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი და მისი ოდენობა განისაზღვროს თანახმად დანართისა (დანართი 2).  მუხლი 3🔗 დამტკიცდეს დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესი” (დანართი 3).   მუხლი 4🔗 ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის  მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს  70 თეთრი თვეში, ხოლო იმ ფიზიკური პირებისათვის, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 70 000 ან 70 000-ზე დაბალია მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 50 თეთრით თვეში. მუხლი 5🔗 იმ საცხოვრებელ ფართზე (მოსახლეობის კატეგორიის აბონენტზე), სადაც არ არის რეგისტრირებული არცერთი ფიზიკური პირი, მაგრამ დასტურდება ცხოვრების ფაქტი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის დარიცხვა განხორციელდება როგორც ერთ სულზე - 70 თეთრი  თვეში. მუხლი 6🔗 წინამდებარე გადაწყვეტილების ამოქმედების დღიდან დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს მიეცეთ უფლება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფის (საფასური) დავალიანება დაფარონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურთან ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.  მუხლი 7🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევახტანგ ღამბაშიძე დანართი №1 დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია მუხლი 1🔗. ზოგადი ნაწილი 1. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის  მოსაკრებლის გადახდის წესს. 2. ეს წესი აწესრიგებს ზესტაფონის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთის დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.  3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილი პირის (ა(ა)იპ ,,ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრი“) მეშვეობით დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებულ აუცილებელ გადასახდელს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში. 4. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში. 5. ა(ა)იპ „ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრის“  მეშვეობით,  მოსაკრებლის ამოსაღებად, იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მოსაკრებელი გადაიხდება ამ წესის მიხედვით.  მუხლი 2🔗მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გადამხდელი არის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მათ შორის კერძო საკუთრებაში, წარმოქმნის საყოფაცხოვრებო ნარჩენს. მუხლი 3🔗. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი 1. მოსაკრებელის განაკვეთი წესდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისათვის საჭირო ხარჯების შესაბამისად.   2. ზესტაფონის  მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდეგში – ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდეგში – მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წამოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები. 3. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციების, იურიდიული პირებისათვის, ინდივიდუალური მეწარმისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულების, ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი. 4. ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს, ინდივიდუალურ მეწარმეებსა და დაწესებულებებს, რომლებიც არ არიან დამოუკიდებელი ელექტროენერგიის მომხმარებლები (აბონენტები, რომლებსაც არ გააჩნიათ მომხმარებლის ელექტროენერგიის მრიცხველი), დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხებათ იმ აბონენტზე,  რომლითაც მარაგდებიან ელექტროენერგიით ან/და იხდიან ელექტროენერგიის გადასახადს.  5. ამ მუხლის მე-4​​ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციების, იურიდიული პირებისათვის, ინდივიდუალური მეწარმისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება აბონენტის (ელექტროენერგიის მრიცხველის) მესაკუთრის სახელზე. 6. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ. 7. ნარჩენების წარმომქმნელი ფიზიკური პირების რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად. 8. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ, მოიჯარემ ან მოსარგებლემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა/დაბრუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში აბონენტზე არსებული მოსაკრებლის დავალიანების გადახდის ვალდებულება დაეკისრება ახალ მესაკუთრეს. მუხლი 4🔗. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება 1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება ფიზიკური პირებისათვის (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა)  – მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე. 2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის ფიზიკური პირი, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელი სამსახურის ან საამისოდ უფლებამოსილი იურიდიული პირის მომსახურებით. 3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ  ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტისთანავე.   4. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. ასევე არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი ინფრასტრუქტურის ფართზე (დამხმარე სამეურნეო ნაგებობა, ავტოსადგომები, შიდა ბიბლიოთეკები, საქვაბე, შიდა მომსახურებისათვის სამრეცხაო, სასადილო, სკვერები, საკონფერენციო დარბაზები). სპეციალიზირებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, აღსაზრდელთა  და მოსწავლეთა რაოდენობა იანგარიშება საერთო სიის მიხედვით, ხოლო სტუდენტებზე კი სტატუსის (აქტიური) გათვალისწინებით. 5. უფლებამოსილი პირის (ა(ა)იპ. „ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთლმოწყობის სერვისცენტრი”) მიერ მომსახურების ორგანიზების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.  6. უფლებამოსილი პირის (ა(ა)იპ. „ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთლმოწყობის სერვისცენტრი”) მიერ გაწეული მომსახურების ორგანიზების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება. მუხლი 5🔗. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი 1. მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში. 2. ა.(ა).ი.პ. „ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთლმოწყობის სერვისცენტრს” შეუძლია ადგილობრივი მოსაკრებლის ამოღების მიზნით შესაბამის იურიდიულ პირთან გააფორმოს ხელშეკრულება. მუხლი 6🔗. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები 1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს  შესაბამის ანგარიშზე ქვითრის ან ელექტონული ანგარიშსწორების საშუალებით.  2. ქვითრის სავალდებულო რეკვიზიტებია: ა) მოსაკრებლის გადამხდელი; ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები; გ) გადასახდელი თანხა; დ) გადახდის ვადა. 3. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ. 4. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ. 5. დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომელთაც დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხათ მომსახურების მიღების მთელს პერიოდზე, მაგრამ არანაკლებ ორი თვისა, მიეცეთ უფლება მომსახურების მიღების მთელს პერიოდზე დარიცხული მოსაკრებლის (მოსაკრებლის მიმდინარე ყოველთვიურ დარიცხვასთან ერთად) დავალიანება დაფარონ მოსაკრებლის დარიცხვიდან არაუმეტეს 12 თვის ვადაში, მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურთან ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე. 6, ფიზიკურ პირებს (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა), რომელთაც გააჩნიათ დარიცხული დასუფთავების მოსაკრებელის დავალიანება, მიეცეთ უფლება აღნიშნული (მოსაკრებლის მიმდინარე ყოველთვიურ დარიცხვასთან ერთად) დავალიანება დაფარონ ეტაპობრივად არაუმეტეს 12 თვის ვადაში, მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურთან ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე. მუხლი 7🔗. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება უფლებამოსილ  სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს. დანართი №2 დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირების და ინდივიდუალურ მეწარმეებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების  მოსაკრებელი № დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ზომის ერთეული მოსაკრებლის ოდენობა თვეში ზომის ერთეულზე 1 2 3 4 1 მუზეუმები, ბიბლიოთეკები, გალერეები, არქივები საერთო ფართის 1 მ​2 0,08 2 ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, სახელმწიფო დაწესებულებები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები საერთო ფართის 1 მ​2 0,2 3 კინოთეატრები და თეატრები, საკონცერტო დარბაზები მაყურებლის ერთი სავარძელი 0,01 4  კოლეჯები,  საგანმანათლებლო დაწესებულებები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) ერთ მოსწავლეზე, აღსაზრდელზე 0,1 5 სკოლები, საბავშვო ბაგა-ბაღები, ერთ მოსწავლეზე, აღსაზრდელზე 0.02 6 სასტუმროები და სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებლები მომსახურების ერთეული (ერთი საწოლი) 1 7 საავადმყოფოები, პოლიკნინიკები და სამშობიარო სახლები მომსახურების ერთეული ერთი საწოლი 0,7 8  სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმების,  სტომატოლოგიური და სამედიცინო კაბინეტები საერთო ფართის 1 მ​2 0,10 9 სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებები და მანეჟები, , კორტები (სატურნირო და სავარჯიშო მოედნების გარდა) ღია ფართის 1 მ​2 0,1 დახურული ფართის 1 მ​2 0,4 10 სასურსათო საქონლის მაღაზიები (სავაჭრო დარბაზი) სამუშაო ფართის 1 მ​2 0,35 11 სამრეწველო საქონლის მაღაზიები, აფთიაქები, საიუველირო, ანტიკვარიატის მაღაზიები, ზოომაღაზიები (სავაჭრო დარბაზი), ვეტერინარული ცენტრები სამუშაო ფართის 1 მ​2 0,1 12 აგრარული ბაზრები, ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები საერთო ფართის 1 მ​2 0,15 13 შერეული საქონლის ბაზრობები (მათ შორის შინაურ ცხოველთა და ფრინველთა ბაზრობები) და საბითუმო ვაჭრობის საწყობები და მაცივრები საერთო ფართის 1 მ​2 0,1 14 ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე (გარდა საცავებისა პროდუქციის ხანგრძლივი შენახვის დროით) ღია ფართის 1 მ​2 0,01 დახურული ფართის 1 მ​2 0,04 15 ავტოგასამართი სადგურები საერთო ფართის 1 მ​2 0,05 16 სატრანსპორტო საშუალებების საჩვენებელი და გასაყიდი ნაგებობები, სანერგე მეურნეობები და სათბურები. ღია საერთო ფართის 1 მ​2 0,02 დახურული საერთო ფართის 1 მ​2 0,04 17 ფერმები, სასაკლაოები ღია საერთო ფართის 1 მ​2 0,01 დახურული საერთო ფართის 1 მ​2 2 18 სატრანსპორტო საშუალებების  სარემონტო და სამრეცხაო სადგურები, ტექ.მომსახურების ადგილები, შავი და ფერდი ლითონების მიმღები პუნქტები ღია საერთო ფართის 1 მ​2 0,02 დახურული საერთო ფართის 1 მ​2 0,05 19 აბანოები, საუნები და საცურაო აუზები საერთო ფართის 1 მ​2 0,05 20 სადალაქოები, სილამაზის სალონები და კოსმეტოლოგიის და ესთეტიკის ცენტრები საერთო ფართის 1 მ​2 0,1 21 მცირე სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები საერთო ფართის 1 მ​2 0,1 22 რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, /გარდა უმწეოთათვის უფასო სასადილოებისა/ კაფეები და ბარები ერთ დასაჯდომ ადგილზე 1 23 საბანკეტო დარბაზები, სარიტუალო მომსახურებისათვის ერთ დასაჯდომ ადგილზე 0,3 24 საცხობები, საოჯახო სამზარეულოები (დასაჯდომი ადგილების გარეშე) სამუშაო ფართის 1 მ​2 0,05 25 დისკოთეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო და გასართობი ცენტრები საერთო ფართის 1 მ​2 0,03 26 საქალაქთაშორისო ავტოსადგურები, რკინიგზის  სადგურები ღია ფართის 1 მ​2 0,004 დახურული ფართის 1 მ​2 0,04 27 ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები, მდინარეებზე, ტბებზე საერთო ფართის 1 მ​2 0,004 28 საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი საერთო ფართის 1 მ​2 0,004 29 სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობები (საწარმოო ნარჩენების გარდა) საერთო ფართის 1 მ​2 0,01 ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის მ = გ X რ. მ - ერთი თვის მოსაკრებელი დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის. (ლარი); გ - მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი); რ - ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.). დანართი №3 დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ზესტაფონის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ზესტაფონის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების  მართვის ორგანიზების, მომსახურების წესების დადგენის, ოპერატორის შერჩევისა და   ზესტაფონის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესებს. 2.  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის უნარჩენო ეკონომიკის განვითარების, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების, ნარჩენების გადამუშავებისა და უსაფრთხოდ გაუვნებლობის მიზნით, საკრებულოს თანხმობით მერიის  მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი  (ა(ა)იპ „ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრი”)      უფლებამოსილია: ა) ორგანიზება გაუკეთოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის  დაგვა-დასუფთავებას; მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებასა და მის გაუვნებლობას; ორგანიზაციებში, დაწესებულებებში, ინდივიდუალურ მეწარმეებსა და იურიდიულ პირებში, წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებასა და მის გაუვნებლობას; ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მართვას; ბ) ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილების, შემცირების, სეპარაციის, გადამუშავების და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტების გამოყენების სტიმულირების ორგანიზებას. 3. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზებას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს  ა(ა)იპ „ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრის“ მეშვეობით. 4. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზება, ასევე ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესების დაცვით. 5. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებების ნარჩენებით დაბინძურების,  რადიოაქტიური, სამედიცინო და აგროქიმიკატების ნარჩენების მართვის საკითხები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 6. აკრძალულია რადიოაქტიური ნარჩენების, სამედიცინო ნარჩენების და აგროქიმიკატების ნარჩენების შერევა და/ან განთავსება სხვა სახეობის ნარჩენებთან. 7. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არ რეგულირდება ამ წესით, გადაწყვეტილებას იღებს  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 8. ნებისმიერი მომხმარებელი, ნარჩენების მესაკუთრე და მისი წარმომქმნელი,  აგრეთვე ა(ა)იპ „ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრი”, ვალდებული არიან დაიცვან წინამდებარე წესები და დააკმაყოფილონ ამ წესებით დადგენილი პირობები, შეასრულონ ზესტაფონის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის სამართლებრივი აქტები. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ნარჩენები – ნებისმიერი ტრანსპორტირებადი ნივთიერება ან ნივთი და დაგვა-დასუფთავების შედეგად შეგროვებული მასა, რომელიც მესაკუთრისათვის აღარ წარმოადგენს საჭიროებას, დაკარგა სამომხმარებლო თვისებები და რომელთა გადაყრას, განადგურებას ან სხვა ფორმით თავიდან მოცილებას ახორციელებს ან მიზნად ისახავს მისი მესაკუთრე და/ან მფლობელი, თუ ამგვარი რამ (როგორც ვალდებულება) გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობის მიერ დადგენილი სამართლებრივი მოთხოვნებიდან; ბ) საყოფაცხოვრებო ნარჩენები – დასახლებულ ტერიტორიაზე, საცხოვრებელ ფართზე საყოფაცხოვრებო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენი და სხვა ნარჩენი, რომლის შემადგენლობა ამ ნარჩენის მსგავსია, აგრეთვე  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი იურიდიული პირების, ინდივიდუალური მეწარმეების, დაწესებულებების და ორგანიზაციების საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ანალოგიური ნარჩენები. საყოფაცხოვრებო ნარჩენები არ მოიცავს ფიზიკური პირების მიერ პირადი საჭიროების მიზნით განხორციელებული სამშენებლო ან/და სარემონტო   საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ ნარჩენებს; გ) სამშენებლო ნარჩენები – შენობა-ნაგებობების ნგრევის შედეგად და სამშენებლო ან/და სარემონტო სამუშაოების წარმოებისას  წარმოქმნილი ნარჩენები და ანალოგიური  ნარჩენები, გარდა საყოფაცხოვრებო და სახიფათო  ნარჩენებისა, რომლებზეც ვრცელდება ამ წესით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები; დ) დიდგაბარიტიანი ნარჩენებინარჩენები, რომლებიც თავიანთი ზომებისა და ფორმის გამო ვერ თავსდება ნარჩენების სათავსში; ე)  სახიფათო ნარჩენებინარჩენები, რომლებიც შეიცავენ საერთაშორისო, მოქმედი ეროვნული სტანდარტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საშიშ და/ან მავნე ნივთიერებებს; ვ) ნარჩენების წარმომქმნელიმომხმარებელი, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენი; ზ) ნარჩენების მესაკუთრენარჩენების წარმომქმნელი და/ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელსაც ნარჩენების საკუთრების ვალდებულება შეიძლება დაეკისროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი მოთხოვნების საფუძველზე; თ) ნარჩენების მფლობელიფიზიკური პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, ინდივიდუალური მეწარმე ან სხვა იურიდიული პირი, რომლის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებულია ნარჩენები; ი) ნარჩენების განკუთვნილი სათავსები – კონტეინერები, ურიკები, ურნები  და ა.შ.; კ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავება – მექანიზირებული დაგვა, ხელით დასუფთავება, მორეცხვა, მორწყვა; ლ) სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება – ნაგავმზიდი და სხვა სატრანსპორტო ერთეული, რომელიც განკუთვნილია ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებისათვის; მ) ნარჩენების მართვა – ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილება, შეგროვება, ტრანსპორტირება, სეპარაცია, გადამუშავება, გამოყენება,  გაუვნებლება, განთავსება; ნ) მომხმარებელი – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები; ო) ნარჩენების სეპარაცია – ნარჩენების დაყოფა ცალკეულ ფრაქციებად; პ) ნარჩენების გაუვნებლების და/ან განთავსების ობიექტი –  სპეციალურად მოწყობილი ადგილი ან შენობა-ნაგებობა, რომელიც განკუთვნილია ნარჩენების გაუვნებლობის და/ან განთავსებისათვის; ჟ) ნარჩენების გაუვნებლება – ნარჩენების დამუშავება, განთავსება  ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ნარჩენების მავნე ზეგავლენის თავიდან აცილების მიზნით; რ) მოსაკრებელი – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს მიერ, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებული აუცილებელი გადასახდელი; ს) მოსაკრებლის გადამხდელი – ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მათ შორის, კერძო საკუთრებაში, წარმოქმნის საყოფაცხოვრებო ნარჩენს. ტ) აბონენტი - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელი ყველა პირი, რომელიც დარეგისტრირებულია მოსაკრებლის გადამხდელად დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის განმახორციელებელთან; უ) ინდივიდუალური მეწარმე„მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტი; მუხლი 3🔗. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის  დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ორგანიზების მასშტაბი 1. ნარჩენების მართვის ორგანიზების მასშტაბი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მოიცავს ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილებას, შეგროვებას, ტრანსპორტირებას, სეპარაციას, გადამუშავებას, გამოყენებას,  გაუვნებლებას, განთავსებას. 2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დაგვა-დასუფთავების მასშტაბი მოიცავს საზოგადოებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილ საავტომობილო და ქვეითად მოსიარულეთა სავალ ქუჩებს, გასასვლელებს, გზებს, მოედნებს, სანაპიროებს, ტროტუარებს,  კიბეებს, ხიდებსა და გვირაბებს, გამყოფი შუა და მიმდებარე გამწვანების ზოლებით, საზოგადოებრივი სარგებლობის გამწვანებულ ტერიტორიებს, ხევებისა და ფერდობების, შიდაკვარტალური ეზოების ჩათვლით. 3. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავებაში შედის არამარტო ნაგვის, შლამის, ცხოველური ექსკრემენტების მოწმენდა, არამედ ფოთლების, ბალახისა და სარეველა მცენარეების მოშორებაც; თოვლცვენის დროს საზოგადოებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილ  ქვეითად მოსიარულეთა სავალი ქუჩების თოვლისაგან გაწმენდა (მარილის მოყრა ან/და მექანიკური გაწმენდა). ზესტაფონის მუნიციპალიტეტის   დაგვა-დასუფთავებისას ჰერბიციდების გამოყენება დაუშვებელია. 4. დასუფთავების შედეგად წარმოქმნილი ნებისმიერი ნარჩენი აუცილებლად უნდა იქნეს ტრანსპორტირებული ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილზე. 5. ნებისმიერი მესაკუთრე, მოიჯარე ან მოსარგებლე ვალდებულია სისუფთავეში იქონიოს საკუთარი ტერიტორია. 6. ნარჩენები შესაძლებელია შეგროვდეს სახეობების მიხედვით. ამ პროცესის დაწყებისა და შესაგროვებელი სახეობების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო . 7. მომხმარებელი ვალდებულია ნარჩენები განათავსოს მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ სათავსებში. დაუშვებელია სპეციალურად რომელიმე სახეობის ნარჩენებისათვის გამოყოფილ სათავსში სხვა სახეობის ნარჩენის განთავსება. მუხლი 4🔗. მომხმარებელთა უფლებები და მოვალეობები 1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე, ასევე მოქმედი ინდივიდუალური მეწარმე, იურიდიული პირი, ორგანიზაცია და დაწესებულება ვალდებულია სამსახურში ან ოპერატორთან დარეგისტრირდეს მოსაკრებლის გადამხდელად. წინამდებარე წესის ამოქმედების დღიდან აღნიშნული პირები ავტომატურად ითვლებიან მომსახურების მიმღებებად. 2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები ვალდებულია მასთან წარმოქმნილი ნარჩენების ტრანსპორტირებასა და გაუვნებლება/განთავსებაზე პასუხისმგებლობა გადასცეს ა(ა)იპ. „ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრი.” 3. ნარჩენების ნებისმიერი მესაკუთრე, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა  დამოუკიდებლად, კანონმდებლობის შესაბამისად და უსაფრთხოდ მოახდინოს მათი ტრანსპორტირება და გაუვნებლება, ვალდებულია ტრანსპორტირების, გაუვნებლებისა და განადგურებისათვის ნარჩენი გადასცეს ამისათვის შესაბამისად უფლებამოსილ პირს. 4. ნარჩენების მესაკუთრეებს უფლება აქვთ მოსთხოვონ ა(ა)იპ „ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრს” მხოლოდ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის  დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ორგანიზების იმ მომსახურებით სარგებლობა, რომელსაც ის ეწევა. 5.  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა), ვალდებულია რეგისტრაცია გაუკეთოს მის საკუთრებაზე მცხოვრები პირების რაოდენობასა და რაოდენობის ცვლილებას. ასევე მესაკუთრე ფიზიკური პირი რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ან/და არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა აცნობოს მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებელს, რომელიც გავლენას მოახდენს გადასახდელი მოსაკრებლის გაანგარიშებაზე. 6. საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრეები, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები, ასევე ნარჩენების წარმომქმნელი და/ან მფლობელი პირები ვალდებული არიან ა(ა)იპ. ,,ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრის“  მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს 30 კალენდარული დღისა, გასცენ ნარჩენების გატანისათვის საჭირო ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე. 7. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან  დადგენილი წესით რეგისტრაციიდან ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში) არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ   დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელ ა(ა)იპ „ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრი”-. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე. 8. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებისათვის დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) მათი ფუნქციონირების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტები. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი  გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე. 9. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებული მომხმარებლების მიერ, ფაქტობრივად დაკავებულ ფართში განხორციელებული ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში (რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი ა(ა)იპ. „ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრის“ მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე), მათზე დარიცხულ მოსაკრებელში ცვლილების (კორექტირების) შეტანის მიზნით, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ ა(ა)იპ. „ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრის“ და წარმოადგინონ მათ მიერ დაკავებულ ფართში ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტები; მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ გაზრდილი მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე. 10. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან საქმიანობის შეწყვეტის შესახებ არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ ა(ა)იპ „ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრის“ და წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართში) საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი საგადასახადო ან სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ გამოცემული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები). საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის შეწყვეტა განხორციელდება ა(ა)იპ. ,,ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრის“ადმი შეტყობინების განხორციელების დღიდან ან შესაბამისად უფლებამოსილი პირების მიერ  ინსპექტირების შედეგად, ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტის ფაქტის დადასტურების საფუძველზე შედგენილი შემოწმების აქტის თარიღიდან. 11. წინამდებარე წესების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით უფლებამოსილ პირს/პირებს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში უფლება აქვს შეუფერხებლად შევიდეს ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები პირების ტერიტორიაზე. მუხლი 5🔗. ნარჩენების შესაგროვებელი სათავსები, შესაგროვებელი ნარჩენები და  მათი ტრანსპორტირება 1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შესაგროვებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა სახეობის ნარჩენებისთვის გამოყოფილი  სათავსები. 2. მოსახლეობის მიერ საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება დასაშვებია მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ სათავსებში, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუ ამ წესით ან საქართველოს კანონმდებლობითსხვა რამ არ არის დადგენილი. 3. ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ პირებს, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს ეკრძალებათ მათ მიერ წარმოებული ნარჩენების მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებლად განკუთვნილ სათავსებში განთავსება. 4. ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ პირებს, ორგანიზაციებს და დაწესებულებებს, მოთხოვნის შემთხვევაში განუთავსდებათ კონტეინერები  შემდეგი სახით: ა) მომხმარებელს, რომელსაც დასუფთავების მოსაკრებელი ყოველთვიურად ერიცხებათ 200 ლარამდე ოდენობით, განუთავსდებათ 1 ერთეული კონტეინერი; ბ) მომხმარებლებს, რომელთაც დასუფთავების მოსაკრებელი ყოველთვიურად ერიცხებათ 200-დან 500 ლარამდე ოდენობით, განუთავსდებათ 3 ერთეულამდე კონტეინერი; 5. კონტეინერების (ურნების, ბუნკერების და სხვა შესაბამისი მოწყობილობების) განთავსებასთან დაკავშირებით შემოსულ განაცხადს ა(ა)იპ. „ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრი” განიხილავს ინდივიდუალურად, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება დადგენილ წესზე მეტი ან ნაკლები (სხვადასხვა ზომის, მოცულობის) კონტეინერის განთავსებასთან დაკავშირებით. 6. ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ პირებს, ორგანიზაციებს და დაწესებულებებს უფლება აქვთ თვითონ დაიდგან სხვა მოცულობის ნაგავშემკრები კონტეინერები, რომელთა  ფორმა და დისლოკაციის ადგილი შეთანხმებული უნდა იქნეს ა(ა)იპ. „ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრთან” წინააღმდეგ შემთხვევაში მომსახურების გამწევი პირი უფლებამოსილია არ გაიტანოს (არ დაცალოს) შეუთანხმებლად განთავსებული კონტეინერი. 7. კონტეინერების განთავსებასთან დაკავშირებით (ფერი, ოდენობა, ზომა, მოცულობა, განლაგება) გადაწყვეტილებას იღებს ა(ა)იპ. „ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრი” 8. ტერიტორიების სპეციფიკიდან და ურბანული დაგეგმარებიდან გამომდინარე სამსახურის ან ოპერატორის მიერ შესაძლებელია შეძენილი და განთავსებული იქნეს სხვადასხვა სახის და მოცულობის ნარჩენების შეგროვების კონტეინერები (ურნები, ბუნკერები) ან სხვა შესაბამისი მოწყობილობები. 9. მომხმარებელთა (საკუთარ, სარგებლობაში არსებულ და/ან მათზე მიმაგრებულ) ტერიტორიაზე განთავსების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით გათვალისწინებული უნდა იქნეს აღნიშნულ და მიმდებარე ტერიტორიაზე კონტეინერების დაცლის გრაფიკი, ნაგავმზიდი სპეციალური ტექნიკის გადაადგილების მარშრუტი, ნაგავმზიდი სპეციალური ტექნიკის ტევადობა, ერთ ტერიტორიაზე არსებული მომხმარებელთა ობიექტების ერთობლიობა და სხვა ფაქტორები, კონტეინერების მუნიციპალურ ტერიტორიაზე განთავსების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს ქუჩის სიგანე, გამტარუნარიანობა, დატვირთულობა, მიმდებარე ობიექტებისა და მოსახლეობის ინტერესები, მოთხოვნები და სხვა ფაქტორები. 10. მომხმარებლები ვალდებულნი არიან ნარჩენები ისე განათავსონ კონტეინერებში, რომ არ მოხდეს მათი გადავსება, ხოლო კონტეინერის გადავსების შემთხვევაში, ნარჩენები განათავსონ მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ ნაგავშემკრებ კონტეინერებში. 11. ინდივიდუალური მეწარმეები, იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები, რომელთათვისაც არ იქნება საკმარისი გამოყოფილი კონტეინერები, ვალდებულნი არიან თავად უზრუნველყონ საკუთარი თავი საკმარისი მოცულობისა და ოდენობის ნარჩენების შესაგროვებელი სათავსებით, რომელთა ფერი, მოცულობა, ფორმა და დისლოკაციის ადგილი შეთანხმებული უნდა იქნეს ა(ა)იპ. „ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრთან”   12. ინდივიდუალური მეწარმეები, იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები ვალდებული არიან მომსახურებისათვის აუცილებელი სათავსები განათავსონ საკუთარ ტერიტორიაზე, ისე, რომ ა(ა)იპ. ,,ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრის“ წარმომადგენელს არ შეექმნას დაბრკოლება საქმიანობის განხორციელებაში. 13. დაუშვებელია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის განკუთვნილ სათავსში, განთავსდეს სამშენებლო ნარჩენები; მიწა; ქვები; ისეთი სახის ნარჩენები, რომელთა შეგროვება ნარჩენების სათავსში მათი სახეობისა და მდგომარეობის მიხედვით არ ხერხდება; ნარჩენები, რომლებიც განსაკუთრებულ მეთვალყურეობას საჭიროებს განადგურებისას; ფეთქებადი ნარჩენები, თხევადი, ტოქსიკური და გაზის შემცველი ნივთიერებები; ნარჩენები, რომელთაც შეუძლიათ სათავსის ან შეგროვების სისტემის დაზიანება; დიდგაბარიტიანი ნარჩენები; ნარჩენები, რომლებიც წარმოადგენს საშიშროებას ჩატვირთვისა და ნარჩენების გადამუშავებაზე მომუშავე პერსონალისათვის,  ნაგავმზიდი მანქანისათვის, ასევე, სხვა ნარჩენები, რომლებიც არ განეკუთვნება საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. ასეთი სახის ნარჩენების შეგროვება უნდა მოხდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ნარჩენების შესაგროვებელ სათავსებში ან მათი განთავსებისათვის ნებადართულ ადგილას, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 14. თუ დარღვეულია ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, ა(ა)იპ. ,,ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრის“  შესაბამის წარმომადგენელს უფლება აქვს არ დაცალოს კონტეინერი და აღნიშნულის თაობაზე ვალდებულია აცნობოს  ა(ა)იპ. ,,ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრის“ 15. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავების შედეგად შეგროვილი ნარჩენების განთავსება შესაძლებელია ნარჩენების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილ მანქანებში ან  ნარჩენების შესაგროვებელ სათავსებში. 16. დაუშვებელია ნარჩენების (მათ შორის, დაგვა-დასუფთავების შედეგად წარმოშობილი ნარჩენების) დაწვა, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილისა. 17. სათავსის სახეობა, რაოდენობა და დანიშნულება, მათი განთავსების ადგილი, ნარჩენების გატანის სიხშირე, დრო და პირობები განისაზღვრება ა(ა)იპ. ,,ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრის“ მიერ. 18. მომხმარებელი ვალდებულია ფრთხილად მოეპყროს სათავსს. დაუშვებელია ნარჩენების ჩატენა, ჩაწნეხა და დაწვა სათავსში. დაუშვებელია ცხელი, გაღვივებული, ალმოდებული ნარჩენების, სითხეების, თოვლის, ყინულის და ისეთი ნივთების ჩასხმა/ჩაყრა, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს ან უჩვეულოდ დააბინძუროს ის. სათავსი უნდა შეივსოს ისე, რომ სახურავი მჭიდროდ დაეხუროს. 19. დაუშვებელია განგებ ან გაუფრთხილებელი მოპყრობის გამო სათავსის, ნაგავმზიდი მანქანის ან მათი ცალკეული ნაწილების დაზიანება. 20. სათავსის დაკარგვის ან დაზიანების ფაქტი დაინტერესებულმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს  ა(ა)იპ. ,,ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრს”. 21. სათავსში ნარჩენები განთავსებულად ითვლება, თუ მათი ჩაყრა ხდება ამ ნარჩენებისათვის გათვალისწინებულ ნაგვის კონტეინერებში ან ეს ნარჩენები ამ წესებიდან გამომდინარე ტრანსპორტირებისათვის გადაეცემა ა(ა)იპ. ,,ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრს” 22. ნარჩენების ქუჩაში დადება აკრძალულია. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის იმ ნაწილებში, სადაც სათავსები ჯერ განთავსებული არ არის, ნარჩენები მიტანილი და ჩაცლილი უნდა იქნეს საამისოდ გამოყოფილ სპეციალიზებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ან ნებისმიერ  სხვა ტერიტორიაზე არსებულ სათავსში. 23. საზოგადოებრივი ღონისძიებების მოწყობისათვის ღონისძიების ორგანიზატორთან მოლაპარაკების საფუძველზე შეიძლება ა(ა)იპ. „ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრის“ შესაძლებლობების გათვალისწინებით გამოიყოს სათავსები. მომხმარებლად ითვლება ღონისძიების ორგანიზატორი და საჭირო ხარჯები დაიფარება მის მიერ, ა(ა)იპ. ,,ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრი”-თან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. მუხლი 6🔗. მავნე ნივთიერებების შემცველი ნარჩენების შეგროვება საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებლად, რომელიც თავისი შემცველობის გამო გარემოსა და საზოგადოებისათვის საფრთხეს წარმოადგენს და საჭიროებს ცალკე შეგროვებას  (გარდა იმ სახიფათო ნარჩენებისა, რომელთა გადაზიდვა-განთავსება რეგულირდება საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობით), ა(ა)იპ. ,,ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრს” უფლება აქვს, ცალკე განსაზღვრულ დროს, გამოყოს სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება მათ შესაგროვებლად და ტრანსპორტირებისათვის. მუხლი 7🔗. დიდგაბარიტიანი ნარჩენების ტრანსპორტირება 1. დიდგაბარიტიანი ნარჩენების ტრანსპორტირება მოხდება ცალკე,  განსაზღვრულ დროს. 2. ა(ა)იპ. ,,ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრის“ მიერ განსაზღვრული  დროის გარდა მომხმარებლისათვის სასურველ დროს დიდგაბარიტიანი ნარჩენების ტრანსპორტირების ხარჯები დაიფარება მომხმარებლის მიერ. 3. დიდგაბარიტიანი ნარჩენები ტრანსპორტირებისათვის ისე უნდა გამზადდეს, რომ არ დანაგვიანდეს მიმდებარე ტერიტორია. მუხლი 8🔗. ნარჩენების საკუთრება 1. ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეგროვებული და ნარჩენებისთვის განკუთვნილ სათავსში განთავსებული ნარჩენები  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. 2. მესამე პირს არ აქვს უფლება ტრანსპორტირებისათვის გამზადებული ნარჩენები წაიღოს ან გაჩხრიკოს. ა(ა)იპ. ,,ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრი” არ აანაზღაურებს არაუფლებამოსილი პირების მიერ ნარჩენების ჩხრეკით მიყენებულ ზარალს. 3.  ნარჩენების მართვის მომსახურების მიმწოდებელი  ა(ა)იპ. ,,ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრი”  არ არის ვალდებული მოძებნოს დაკარგული ნივთები ნარჩენებში. მუხლი 9🔗. მოსაკრებელი და მისი გადახდის წესი 1. ორგანიზაციები, დაწესებულებები, ინდივიდუალური მეწარმეები, იურიდიული და ფიზიკური პირები, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურებას ანაზღაურებენ მოსაკრებლის გადახდის გზით. 2. სავალდებულოა მოსაკრებლის, გადახდა დადგენილ ვადებში. 3. მოსაკრებლის გადაუხდელობა ან გადახდის წესების დარღვევა ჩაითვლება წინამდებარე წესების დარღვევად. მუხლი 10🔗. ნარჩენების გაუვნებლება, სეპარაცია და განთავსება 1. შეგროვებული ნარჩენები ტრანსპორტირდება მათი განთავსების სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, სადაც ხდება მისი სეპარაცია და/ან გაუვნებლება. 2. ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მართვა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ნარჩენების განთავსება და გაუვნებლება წარმოებს ნარჩენების გაუვნებლებისა და განთავსების ობიექტებზე. 4. ნარჩენების სეპარაცია შეიძლება წარმოებდეს როგორც ნარჩენების წარმოქმნის წყაროსთან, ასევე ნარჩენების განთავსებისა  და გაუვნებლების  ობიექტებზე. მუხლი 11🔗. ტექნოლოგიები ზესტაფონის მუნიპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების სფეროში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ორგანიზებისათვის გამოყენებული უნდა იყოს თანამედროვე ტექნოლოგიები და სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები (სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები კონტეინერების მექანიზებული უხმაურო დაცლით, დამწნეხით და ჰერმეტულად დახურული. მტვერსასრუტი, მექანიკური დამგველი მანქანები, მუშაობის დროს არ უნდა წარმოქმნიდნენ მტვერს და ა.შ.). მომსახურე პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს ტექნიკურად და ესთეტიურად მისაღები ინვენტარითა და სპეცტანსაცმლით. მუხლი 12🔗. ზესტაფონის მუნიციპალიტიტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების განხორციელება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის   მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით  დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურებას განახორციელდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის  მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის  მეშვეობით ა(ა)იპ. ,,ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრი” , რომელიც ხელმძღვანელობს ამ წესით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებით. მუხლი 13🔗.  დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების განხორციელება ა(ა)იპ. ,,ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრის“ მიერ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურებას განახორციელებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ა(ა)იპ. ,,ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრი”, რომელიც ხელმძღვანელობს ამ წესით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებით.